ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 9 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ტიბეტი და ანენერბე

სარჩევი

ნაწილი 9

ტიბეტი  და ანენერბე


სანამ მოგითხრობდეთ ტიბეტში 1935 წლიდან 1945 წლამდე "ანენერბეს" სპეციალისტების შეღწევის შესახებ, მიზანშეწონილია ორიოდ სიტყვით აღვწეროთ დღევანდელი ტიბეტის მდგომარეობა. ის, რაც იყო იმ წლებში და ის, რაც ახლაა, ორი სრულიად ურთიერთგანსხვავებული რამ გახლავთ. დიპლომატიური ხრიკების გარეშე თუ ვიტყვით, ის ტიბეტი, რომელიც დაინახეს "ანენერბეს" სპეციალისტებმა და ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ისტორიულ წიგნებში დიდი ხანია უკვე აღარ არსებობს.



ტიბეტი (ჩინ. სინცზანი) - რაიონი ცენტრალურ აზიაში, რომელიც განლაგებულია ტიბეტის მთიანეთზე. ისტორიის განსხვავებულ პერიოდებში ტიბეტი ხან დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო ხან კიდევ დაქვემდებარებული იყო მონღოლეთის იმპერიას ან ცინის იმპერიას. დღეს ტიბეტელები ძირითადად დასაქმებულნი არიან სოფლის მეურნეობით და მეცხოველეობით.

ტიბეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩინელები დასაქმებულნი არიან მმართველობაში, ვაჭრობაში, მომსახურეობის სფეროში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩინეთის შემადგენლობაში ტიბეტის ჩართვამდე ტიბეტი გამოირჩეოდა ნაკლებად განვითარებული აგრარული ეკონომიკით. ჩინეთის მთავრობა ქმნიდა ახალი დარგებს, მაგრამ მათთვის საჭირო სპეციალისტებს შორის არ იყვნენ ეთნიკური ტიბეტელები.

ტიბეტის ავტონომიური რაიონი: 2,4 მლნ. ტიბეტელი, 190 ათასი სხვა ეროვნება (ძირითადად ჩინელები). ტიბეტის ყველა ავტონომიური რაიონი ერთად აღებული: 5 მლნ. ტიბეტელი და 2,3 მლნ. სხვა ეროვნება. უნდა აღინიშნოს, რომ, დევნულებაში მყოფი ტიბეტის მთავრობის აზრით ისტორიული ტიბეტის მრავალ კუთხეს დღევანდელ ჩინეთში ავტონომიის სტატუსი არ გააჩნია. ტიბეტელებს შორის განათლების დონე 50%-ზე დაბალია. მაგრამ, ტიბეტით და ტიბეტელებით დაინტერესებულნი არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც აინტერესებთ არა მარტო ტიბეტის ისტორია, არამედ რელიგია და კულტურა.

ტიბეტის რელიგია ბონ-ი, ტიბეტის პოლიტიკური სტატუსის შეცვლისდა მიუხედავად, კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია ტიბეტელებისთვის და დიდ გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ყველა სფეროზე. ბონ-ი ეს არის ტიბეტის ნამდვილი რელიგია. ბუდიზმი ტიბეტში შემოიტანა პადმასამბხავამ და ხელი შეუწყო მის გავრცელებას, ოღონდ მასში ჩანერგა ბონ-ის პრინციპები და პრაქტიკა. ტიბეტის ბუდიზმი წარმოადგენს ვაჯრაიანის განსაკუთრებულ ფორმას.

ვაჯრაიანა (სანსკრ.
Vajrayāna, ტიბ.: ჯორჯე ტხეპა - ალმასის ბორბალი, ალმასის გზა) - ბუდიზმის ტანტრული მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა მახაიანას შიგნით ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნეში.

სავარაუდოდ, ვაჯრაიანას საფუძველში დევს ინდური ტანტრიზმი, მაგრამ თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა უარყოფს ამ თვალსაზრისს და გამოყოფს ბუდისტურ ტანტრიზმს როგორც თავისთავად განვითარებულ მიმართულებას. ვაჯრაიანა გავრცელებულია ტიბეტში, ნეპალში, იაპონიაში (სინგონ-სიუს სკოლა). სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში ის გავრცელებული იყო შრი-ლანკაში, ინდონეზიასა და ჩინეთში.




VIII საუკუნიდან მოყოლებული ვაჯრაიანაში ჩნდება ცალკეული სკოლები: ნინგმაპა, კაგიუპა, კარმაპა, დუგპა, საკიაპა, კადამპა. ყველა მათგანი, კადამპის გამოკლებით, დღემდე შენარჩუნებულია. სანსკრიტული სიტყვა "ვაჯრა" (ბუკვალურად "ალმასი") გამოიყენებოდა ღმერთ ინდრას ქუხილის კვერთხის აღსანიშნად.

დღეისთვის ვაჯრაიანა გავრცელებულია ჰიმალაის ქვეყნებში, მონღოლეთში, ბურიატიაში, ტუვაში, ყალმუხეთში. ვარჯაიანას მისდევენ ჩინეთისა და იაპონიის ბუდიზმის (სინგონ) ზოგიერთ სკოლაში, ხოლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებში.

ინდოეთში, ასევე ცენტრალურ და შუა აზიაში ვაჯრაიანა (ისევე როგორც ბუდიზმის სხვა მიმართულებები) ძირითადად გაქრა ისეთი ისტორიული ვითარებების გამო, როგორიც არის ფეოდალური დაყოფა, ბუდიზმის ექსპლოატაცია პოლიტიკურ ინტერესებში, მუსლიმური შემოსევა.

ტიბეტური ბუდიზმის ოთხივე არსებული სკოლა (ნინგმა, კაგიუ, საკია და გელუტი) განეკუთვნებიან ვაჯრაიანას. მასში შემუშავებულია არსებათა მკაფიო იერარქია: ბუდები, ბოდხისატვები, პრატიეკაბუდები, არხატები, იდამები, სარწმუნოების მოძღვრები, ადგილობრივი ღვთაებები. არსებითად, ვაჯრაიანა - ბუდიზმის ოკულტური მოდიფიკაციაა. ვაჯრაიანაში განათლების მიღწევის უმთავრეს საშუალებად მიიჩნევა არა ადამიანის ღირსებები, არამედ პარამიტები, ანუ საიდუმლო მანტრა.




ისევე როგორც კლასიკურ ტანტრიზმში, ვაჯრაიანაშიც იდეები პრაქტიკის გარეშე არაქმედითია. ბუდას მდგომარეობის მიღწევის საშუალებად ვაჯრაიანაში იოგური პრაქტიკა (ფსიქოტრენინგი) მიიჩნევა, თანაც ეზოთერულ და მაგიურ პრაქტიკასთან შერწყმით, მეტიდაციით, მანტრების კითხვით, სულიერი მოძღვრის პატივისცემით.

ვაჯრაიანის წმიდა ტექტსებია "განჯური" და "დანჯური". მათში ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება 2606 ტექსტზე, რომელიც ქმნის ტანტრების 4 კლასს: კრიია-ტანტრები (მოქმედების ტანტრები), ჩარია-ტანტრები (აღსრულების ტანტრები), იოგა-ტანტრები (იოგური მედიტაციის ტანტრები), ანუტარა-იოგა-ტანტრები (მამობრივი და დედობრივი ტანტრები).

ვაჯრაიანის ზეგავლენით ადგილობრივ რწმენებთან კონტაქტში ჩამოყალიბდა ბუდიზმის ახალი ადგილობრივი მიმართულებები, რომლებშიც ბუდისტური ფილოსოფიური იდეები შეერწყა მრავალსაუკუნოვან რელიგიურ პრაქტიკას: ტიბეტური ბუდიზმი, მონღოლური ბუდიზმი, ბურიატიული ბუდიზმი, ყალმიყური ბუდიზმი, ტუვიური ბუდიზმი.




დღევანდლამდე ვაჯრაიანას ეს ქვეგანყოფილებები აღინიშნებოდნენ ტერმინით "ლამაიზმი", რომელიც გაჩნდა ევროპის მეცნიერებაში XIX საუკუნის პირველ ნახევარში, საიდანაც ის მოხვდა რუსულ, ჩინურ და იაპონურ ტერმინოლოგიაში.

XX საუკუნის მიწურულს ვაჯრაიანას მიმდევრები შეადგენდნენ 19 მილიონ ადამიანს, მათგან ტიბეტში - 5 მილიონი, ბუტანში - 1 მილიონი.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ უარი თქვა განეხილა ტიბეტის პროტესტი ჩინეთის მოქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც დალაი-ლამა XIV-მ უწოდა აგრესია, რადგან ჯერაც გაურკვეველია ტიბეტის საერთაშორისო სტატუსი. ტიბეტისთვის ბრძოლას ჩინელები აწარმოებენ არა გარდაცვლილი ბელადის მაოს ნება-სურვილების გამო, არამედ ბოლო 1500 წლის განმავლობაში.

ამ პროცესში პერიოდულად ერეოდნენ სხვა სახელმწიფოებიც. მაგალითად, ინგლისი, რუსეთის იმპერია (შემდეგ საბჭოთა კავშირი) და ა. ჰიტლერის დროინდელი გერმანია. ტიბეტელი დალაი-ლამები როგორც უზენაესი მმართველები, მიდიოდნენ კონტაქტზე და ცდილობდნენ მათთან დაემყარებინათ სამხედრო-პოლიტიკური კავშირები.

ეს ყველაფერი მოკლედ მაინც უნდა გვცოდნოდა, რათა გაგვეგო ის, თუ რატომ იყვნენ ასე გატაცებულნი ტიბეტით "ანენერბეს" სპეციალისტები და რატომ ამყარებდნენ დიპლომატიურ და სამეცნიერო კონტაქტებს ტიბეტსა და თავიანთ ქვეყნებს შორის.





ბუდიზმი ნაცისტურ გერმანიაში და კავშირები ტიბეტთან


ჩვენს თხრობაში ამოსავალი წერტილი იქნება 1924 წელი, როდესაც პაულ დალკემ ბერლინის ახლოს ფრონაუში "ბუდისტური სახლი" დააფუძნა. ის გაიხსნა ბუდიზმის ყველა ტრადიციის მიმდევართათვის, რომლებიც დროთა განმავლობაში გერმანიაში მომრავლდა. მაგრამ "ბუდისტური სახლი" ძირითადად ორიენტირებული იყო ბუდიზმის იაპონურ ფორმაზე, რადგან იმ დროს მხოლოდ ის იყო ცნობილი დასავლეთში.



1933 წელს აქ შედგა "პირველი ევროპული ბუდისტური კონგრესი", რომელმაც აჩვენა ევროპელთა ინტერესის ზრდა ძველი რელიგიისადმი. ალბათ ამიტომაც, 1934 წელს სწორედ იქით, ტიბეტში მიემგზავრება გერმანელი მოგზაური თეოდორ ილიონი (1898 - 1984). მის შესახებ ცნობილია, რომ ეს იყო კანადური წარმოშობის გერმანელი ექიმი, რომელმაც იცოდა ტიბეტური ენა, აქტიურად მონაწილეობდა "ბუდისტურ სახლში" და ცდილობდა გაეფართოვებინა თავისი ცოდნა ტიბეტური მედიცინის სფეროში.

გადაიცვა და მწირი ბერის სამოსი, ილიონი დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა ტიბეტში, ხოლო გერმანიაში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი "იდუმალი ტიბეტი" და სწორედ ამ ნაშრომში აღწერილმა ტიბეტის საოცრებებმა მისცა ბიძგი "ანენერბეს" მიერ შემდგომში განხორციელებულ ექსპედიციას. ილიონის წიგნში კი მართლაც რომ საოცარი ამბები იყო აღწერილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობილი მოგზაურის მარკო პოლოს წიგნში უფრო ნაკლები სასწაულებია აღწერილი, ვიდრე იმაში, რაც თ. ილიონმა აღწერა ტიბეტში მოგზაურობისას. თ. ილიონი კი თავის წიგნში წერდა, თუ როგორ ესაუბრებოდა სხვადასხვა ლამებს, ყაჩაღებსა და ბრძენკაცებს, მან შეიტყო, რომ ჰიმალაებში არსებობდა უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქი - "მძლავრი მიწისქვეშა იმპერია მრავალმილიონიანი მოსახლეობით".




ილიონი ამ მიწისქვეშა იმპერიის საძებნელად გაემგზავრა, და მრავალგზის გაწეული რისკის ფასად, როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს იქ აღმოჩნდა. მიწისქვეშა იმპერიაში, როგორც თ. ილიონი წერს, მართლაც უამრავი მოსახლეობა ყოფილა. ყველანი თურმე აშკარად იყოფოდნენ ორ ჯგუფად, ერთნი ატარებდნენ აბრეშუმის ტანისამოსს, ხოლო მეორენი - ბამბისას.

პირველნი ყოველგვარი ნიშნით ადამიანები იყვნენ, ადამიანებივით დადიოდნენ, მხიარულად და ცოცხლად ესაუბრებოდნენ ილიონს და გარეგნულად ძალიან მიმზიდველნი იყვნენ. ხოლო მეორენი, ანუ ისინი, ვინც ბამბის სამოსელით იყვნენ შემოსილნი, ადამიანები მხოლოდ სანახევროდ იყვნენ.

დიახ, ისინი ადამიანებივით გამოიყურებოდნენ, მაგრამ ამავდროულად მათი მოქმედებები მექანიკურივით იყო, "ისინი დადიოდნენ როგორც ავტომატები და მათი თვალები მიცვალებულთა მზერას მოგაგონებდათ".

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მიწისქვეშა "მიცვალებულები" მართლაც არც თუ ადამიანები ყოფილან. ისინი იყვნენ კოლონიის მსახურები, ზომბირებულები, რომლებიც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებდნენ. მიწისქვეშა იმპერიის მმართველობა იყო მატრიარქალური და მთლიანად ეფუძნებოდა განდობილებს.




"იდუმალ ხეობაში ჩემი ყოფნის დროს მუდმივად მესმოდა ტიტულები, როგორიც არის "საღმრთო სიბრძნის მომწოდებელი", "ნათლის ოსტატები", "ნათლის მოციქულები", "სულთა მხსნელები", "თანალმობის უფალნი", "განათლებულნი მოძღვარნი" და ზოგიერთი სხვა. ყოველი ინიციაცია კიდევ უფრო მაახლოვებდა მას "ძმობის ბელადის" ტიტულის მფლობელს, და ვფიქრობ, უმაღლესი ტიტულების მფლობელებს არ გააჩნდათ იმაზე მეტი პიროვნება და მოქმედებდნენ მხოლოდ როგორც ღმრთის ნების აღმასრულებელი მსახურები - უგულოდ, უსხეულოდ და უსულოდ".

დიახ, ამ ადამიანებს გააჩნიათ ზეადამიანური, ზებუნებრივი უნარები, მაგრამ მათი უსულგულობა ამის კომპენსირებას ვერ მოახდენს.

ილიონის შიშები ძლიერდება იმისდა მიხედვით, რაც ის ამჩნევს, რომ "წმიდა ქალაქი" მოწყობილია ჭიანჭველების გიგანტური ბუდესავით ან მასონური ლოჟის მსგავსად, ხოლო ყველა ნაგებობა მასში შეთანაწყობილია იმას, რათა ნებისმიერ მომენტში გაიხსნას შლუზები და წყალში ჩაძიროს მიწისქვეშა ქალაქი.

იქაური მმართველის, ლხა-მო-ხუნის სახლში ილიონი იგებს, რომ ის მეორე თეთრკანიანია, რომელიც აღმოჩნდა ამ მიწისქვეშა ქალაქში.

ამიტომაც ილიონის მიმართ გამოამჟღავნეს ასეთი ძლიერი ინტერესი, და თვით მმართველმა დედოფალმა და უმაღლესმა მოგვმა მანი რინპოჩემ პატივი დასდეს მას და საპატიო აუდიენცია მოუწყვეს, რადგან ისურვეს მიეცათ მისთვის განდობის უმაღლესი ხარისხი და ჩაერიცხათ იგი პირამიდალური ორგანიზაციის საზოგადოებაში.

მხოლოდ დასავლურმა კრიტიკული გონების, თავისუფლებისმოყვარებისა და მოხერხებულობის წყალობით გამოიხსნა ილიონმა თავი "მიწისქვეშა ქალაქისგან.

აი როგორი იყო "მიწისქვეშა ქალაქის" - "Underground City"-ის ილიონისეული აღწერა, რომელიც მდებარეობდა ჰიმალაებში და შემდეგში "ანენერბესთვის" უშუალო მიზეზი გახდა პრაქტიკაში შეემოწმებინა ეს მონაცემები.




თუმცა, არსებობდა უფრო მარტივი და ეფექტური გზა - წაეყვანათ თვით თ. ილიონი "გესტაპოში" და ის "ინტენსიური დაკითხვისთვის" დაექვემდებარებინათ. მაგრამ, როგორც ჩანს "ანენერბეს" მეცნიერებმა ილიონის წიგნში იპოვეს გარკვეული ცნობები და ისიც მშვიდობით მიიცვალა 1984 წელს.

ამ გეგმის რეალიზაციის შედეგად კი გაჩნდა პროფ. ე. შეფერის ექსპედიციის იდეა. ეს იყო გერმანელი ბიოლოგი, რომელიც მონაწილეობდა ტიბეტის ორ ექსპედიციაში, 1931-1932 და 1934-1936 წლებში, რომელთა მიზანი იყო სპორტული და ზოოლოგიური გამოკვლევები. თუმცა, ამ ექსპედიციების დროს მან ვერ შეძლო მოხვედრილიყო ტიბეტის დედაქალაქ ლხასაში. მაგრამ, რადგან ის იყო ყველაზე ცნობილი და თითქმის მსოფლიო დონის მეცნიერი, თეოდორ ილიონის წიგნში მოცემული ცნობების შესამოწმებლად, ორგანიზაცია "ანენერბეს" სპეციალისტებმა სწორედ მას გაუწიეს რეკომენდაცია ხელმძღვანელობის წინაშე და დანიშნეს ექსპედიციის მეთაურად, რომელიც ტიბეტის მთავრობასთან შეთანხმებით გაიმართა 1938-1939 წლებში.

გერმანელები ძლიერ იყვნენ დაინტერესებულნი ტიბეტთან მეგობრული კავშირების დამყარებით. მაგრამ გერმანელები და ტიბეტელები ამ პროცესს სხვადასხვაგვარად უყურებდნენ.

შეფერის ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე იყო ანთროპოლოგი ბრუნე ბეგერი, რომელიც პასუხს აგებდა რასების გამოკვლევაზე. ის მუშაობდა ჰ. ფ. კ. გიუნტერთან ერთად პროექტზე "ჩრდილოეთი რასა ჰინდო-გერმანულ აზიაში" და იზიარებდა ცენტრალურ აზიასა და ტიბეტში "ჩრდილოეთის რასის" არსებობის გიუნტერისეულ თეორიას. მოგვიანებით დამყარებულ იქნა რადიოკავშირი ლხასა - ბერლინი. ტიბეტის რეგენტმა კვოტუხტუმ ოფიციალურად მიიწვია გერმანელები ლხასაში.



ექსპედიციამ ტიბეტში ორ თვეზე მეტ ხანს დაჰყო და მოინახულა ტიბეტის წმიდა ადგილი - იარლინგი. უკვე მოგვიანებით, 1954 წლის შემდეგ, ანგლო-ამერიკული წყაროებიდან გახდა ცნობილი ექსპედიციის საიდუმლო ნაწილის შესახებ:

1. მთაზე კანჩენჯანგზე, სადაც გერმანელი მეცნიერის ალბერტ გრიუნვედელის თეორიის მიხედვით იმყოფება შამბალას ერთ-ერთი შესასვლელი, დამონტაჟებულ იქნა პორტატული რადიოცენტრი, რომელსაც ავტონომიურ რეჟიმში უნდა ემუშავა. აპარატურა ქარის სპეციალური აგრეგატისგან იკვებებოდა. ეს რადიოცენტრი ჩაფიქრებულ და აგებულ იქნა როგორც რადიოტრანსლატორი, რომელიც მოკლე ტალღებზე მუშაობდა და უზრუნველყოფდა კავშირს ბერლინსა და ლხასას შორის. ამ რადიოცენტრითვე მყარდებოდა კავშირი იაპონიასთანაც.

2. მეორე საიდუმლო დავალება მდგომარეობდა ადამიანთა იზოლირებული პოპულაციების ძიებაში, რათა მოეძებნათ ჭეშმარიტ არიელებს შორის ახლონათესაურ ჯვრისწერებში გენეტიკური დაავადებების თავიდან აცილების ალგორითმი.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპედიციის შემდეგ დარჩა გერმანელი ოპერატორების მიერ გადაღებული ფირი (საინტერესოა ამ ფირის ბედი - ის ომის შემდეგ ერთ-ერთი მასონური ლოჟაში აღმოაჩინეს).

ლხასისა და იარლინგის ნაგებობების გარდა მასზე აღბეჭდილი იყო მრავალრიცხოვანი რიტუალები და მაგიური პრაქტიკები.


გაგრძელება იქნება.


"ანენერბეს" ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню