ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 8 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ძალის ადგილი

სარჩევი

ნაწილი 8

ძალის ადგილი


სანამ "ანენერბეს" სპეციალისტების მიერ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ე. წ. "ძალის ადგილთა" ძიებაზე დავიწყებდეთ მსჯელობას, საჭიროდ ვთვლით ჯერ დამოუკიდებლად გავერკვეთ ამ არცთუ მარტივი საკითხის თეორიაში.

ადამიანები, რომლებიც მისდევენ მაგიასა და ჯადოქრობას ან, როგორც დღეს არის მიღებული ე. წ. "ეზოთერულ სწავლებებსა და პრაქტიკას", უძველესი დროიდან აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს განსაკუთრებული რაიონები, სადაც ეს მოგვები და ჯადოქრები აფიქსირებენ უჩვეულო ენერგიის მოზღვავებას. და, რომ თითქოსდა ეს "ენერგია" მათზე უძლიერეს ზეგავლენას ახდენს. მაშ, რაკიღა ისინი "შეიგრძნობენ" ამ ენერგიას, შედეგად ის ზეგავლენას ახდენს სხვა ადამიანთა ფსიქიკაზეც, თუკი ისინ მოხვდებიან ამ ადგილებში.




ჩვეულებისამებრ, მოგვები და ჯაოდქრები ამ ადგილებს უდიდეს და განსაკუთრებულ საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. მოგვეთა და ჯადოქართა უმეტესობა, რომელ რელიგიურ სამოსსაც გინდ იყონ ამოფარებულნი, ყოველთვის უკავშირებენ ამ ადგილებს შესაძლებლობას შევიდნენ ჩვენი სამყაროს უზენაესი გეგმების კონტაქტში და მათი მეშვეობით მიაღწიონ ადამიანისა და ბუნების ჰარმონიას.

ძალის ასეთი ადგილები ძველად განიხილებოდნენ როგორც დედამიწის თავისებური აკუპუნქტურული წერტილები, რომლებიც არეგულირებენ პლანეტარული გეომეტასტაზის პროცესებს. მეტიც, 19 საუკუნიდან მოყოლებული, ეზოთერულ ლიტერატურაში, მრავალი არგუმენტია მოტანილი იმის სასარგებლოდ, რომ ამ ზონებში ზღვარი ჩვენს სამყაროსა და მრავალგანზომილებიან სხვა შრეებს შორის რეალურად უფრო "გამჭვირვალეა", რაც ძალის ამ ადგილებს ესოდენ უჩვეულო თვისებებს ანიჭებს.

ზოგიერთი პრაქტიკოსი ეზოთერიკის აზრით, ეს გარემოება ამ ადგილებს ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებად წარმოჩენს, სადაც შესაძლებელია მეტაისტორიულ კავშირთა სიღრმეში შეღწევა, რომელიც ესოდენ ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანურ პოლიტიკაზე, ისტორიაზე და ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებზე. ჩვეულებისამებრ ძალის ადგილის განსაკუთრებული თვისებები დაკავშირებულია დედამიწის ზედაპირზე მის უნიკალურ მდებარეობასთან. ეს არის ლანდშაფტისა და ადილმდებარეობის რელიების თავისებურებანი, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც დედამიწის ერთ-ერთი ენერგეტიკული ცენტრი ან არხია. ამ აზრით ჩვენი პლანეტა ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ყოველი ჩვენგათანი, და მას გააჩნია ენერგეტიკული სისტემებისა და არხების მთელი სისტემა, რომელიც ჩაკრებისა და ადამიანის სხეულის აკუპუნქტურული არხების ანალოგიურია. ეს ოლქები ავლენენ სწორედ ძალის ადგილებს.




ამგვარად, საკრალური ადგილი შეიძლება იყოს: 1) ჩვენი პლანეტის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკულ ცენტრებთან ანუ დედამიწის არხებთან; 2) ადგილი, სადაც მოხდა მნიშვნელოვანი რელიგიური ან ისტორიული მოვლენები: 3) ერთისა და მეორის შეერთება.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალის ადგილებს ჩვეულებისამებრ ფრაკტალური გეომეტრია გააჩნიათ. ანუ ძირითადი სფეროს შიგნით განლაგებულნი არიან უფრო მცირე ზონები, რომლებსაც ასევე არაერთგვაროვანი სტრუქტურა გააჩნიათ და ა. შ.

როგორც უკვე ითქვა, მასში შეძლება განლაგებული იყოს ნატიფმატერიული გასასვლელი (კარიბჭე), რომელიც ჩვენს სამყაროს აერთიანებს სხვა ნატიფმატერიულ სფეროებთან. მრავალი ამგვარი მაგალითის პოვნა არის შესაძლებელი ფერიების, ტყის კაცების, ალების, ტყის დედოფლების, "ფუტურო" გორაკების და ა. შ. სამყაროზე, რომლებშიც იკარგებიან ადამიანები.

გასასვლელის (კარიბჭის) გარდა, ძალის ადგილზე შეიძლება არსებობდეს ერთგვარი მრავალგანზომილებიანი საკრალური ობიექტის ანარეკლი. ტრადიციულად ძალის ადგილები გამოიყენება სულიერი პრაქტიკისთვის, კარმული პრობლემების შემეცნებისა და დამუშავებისთვის.

ცნობილი ეზოთერიკი კარლოს კასტანედა ამბობს, რომ "ძალის ადგილები" - ეს არის გეოგრაფიული ზონები, ზოგჯერ დიდიც, ზოგჯერ კი პატარაც, რომლებიც ფლობენ ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ველებს".




"ძალის ადგილები" შეიძლება ნაპოვნი იქნას დედამიწის ზედაპირზე, მის ქვეშ (მაგალითად, მეტროში), მის ზემოთ, ასევე წყალსაცავებში. "ძალის ადგილების" ძირითადი ნაწილის ბუნბა შიძლება ასეც აიხსნას. დედამიწა (როგორც პლანეტა) - მრავალგანზომილებიანი სტრუქტურაა. მასში არსებობს მრავალგანზომილებიანი სივრცის ყველა გამოვლინება - ფიზიკურიდან დაწყებული შემოქმედის გეგმით დამთავრებული.

მთელი დედამიწის კრისტალისებრი ღობის სტრუქტურიდან გამომდინარე მისი ქერქის მთლიან ან ცალკეულ უბნებზე, ამა თუ იმ ადგილას შეიძლება დომინირებდეს, ან პირიქით, ვლინდებოდეს ამა თუ იმ სივრცობრივი განზომილების ენერგოველი. ასე, რომ "ძალის ადგილები" გამოიყურებიან როგორც "ხვრელები" მყარ სივრცობრივ განზომილებებში, რომლებიც "შევსებულნი" არიან ამა თუ იმ ნატიფი ენერგოპლასტით.
ეზოთერიკმა მწერლებმა  (მაგალითად, ვ. ნ. დემინი, ს. ნ. ზელენცოვი) ძალის ადგილთა ასეთიკლასიფიკაციაც კი შეიმუშავეს:

"ხუან მატუსის თანახმად "ადგილის ძალა" იყოფა დადებით და უარყოფით რაიონებად.

________

შენიშვნა:
დონ ხუან მატუსი - ინდური ტომის იაკის შამანი, რომელიც უმთავრესად ცნობილი გახდა კარლოს კასტანედას, ფლორიდა დონერ-გრაუსა და ტაიში აბელიარის ნაწარმოებების მიხედვით.
________

პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ადგილები, რომლებიც ადამიანებს აძლევენ საკუთარ ენერგიას.

მეორეს - ადგილები, რომლებიც პირიქით, ადამიანებს ართმევენ თავიანთ ენერგიას. მაგრამ, სავალდებულო არ არის პირველი კატეგორია ყოველთვის კეთილსასურველი იყოს, და მეორე - არაკეთილსასურველი. მაგალითად, არის ძალის ისეთი ადგილები, რომლებიც ადამიანებისგან "წოვენ" ენერგიას, და რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზმის განსაწმენდად ცუდი, უხეში და დაავადებული ენერგიებისგან, ანუ განკურნებისთვის.




და პირიქით, ზოგიერთი "ძალის ადგილი", რომელიც ჭარბი ენერგიით ხასიათდება, შეიძლება სარგებლობის კი არა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, თუ მათი ენერგია უხეშია ან შეიცავს არასასურველ ინფორმაციულ მახასიათებლებს და ახდენს, მაგალითად, შიშის, მოწყენილობის და ა. შ. ინდუცირებას.

დადებითი "ძალის ადგილების" ვარიანტები:

პირველი ჯგუფი - "ძალის ადგილები", რომლებიც ჭარბად შეიცავენ დადებით ენერგიას, და ადვილად აძლევენ მას ადამიანს.

მეორე ჯგუფი - ააქტიურებს რომელიმე ორგანიზმის ენერგოსტრუქტურას (ჩაკრას, მერიდიანს და სხვა) და ამის მეშვეობით ახორციელებს ემოციონალურ-ნებისყოფითი ან ინტელექტუალური ფუნქციების დადებით აქტივაციას.

მესამე ჯგუფი - ცნობიერებას აძლევს ამა თუ იმ ფორმას (ხუან მატუსის ენით რომ ვთქვათ, ცვლის "შეკრების წერტილის" მდებარეობას). მათი თვისებაა მოძრაობის, ცნობიერების ენერგიის "ელასტიურობის" გავარჯიშება, რომელსაც ის ავითარებს.

მეოთხე ჯგუფის "ძალის ადგილს" ცნობიერება გადაჰყავს (თუ ის საკმარისად განვითარებულია) ამა თუ იმ სივრცობრივ განზომილებაში. ეს ცნობიერების ერთგვარი ვარჯიშია.




მეხუთე ჯგუფის "ძალის ადგილს" შეიძლება განვაკუთვნოთ ისეთი ადგილები, რომლებიც აფიქსირებენ ამა თუ იმ ადამიანის დადებითი მდგომარეობას. ასეთი ადგილებია, მაგალითად, მედიტაციის ადგილები ან სულიერად მაღალგანვითარებული ადამიანების საფლავები.

მაგრამ, აქვე ვაფრთხილებთ მკითხველს, რომ ამ "მეთოდების" პრაქტიკაში გატარება რეკომენდირებული არ არის
(მითუმეტეს, მართლმადიდებელი მკითხველისთვის, რომლისთვისაც მთელი ეს მედიტაციური პრაქტიკა რეალობაში სულიერი ხიბლის და დემონურ სამყაროსთან კავშირის პრაქტიკაა - რედ.).

იმის შემდეგ, რაც ზოგადად მიმოვიხილეთ "თეორია", რომელსაც ასწავლიან თავიანთ "ნეოფიტებს" მოგვები, ჯადოქრები და სხვადასხვა მჩხიბავები, შეგვიძლია კვლავ დავუბრუნდეთ ა. ჰიტლერის დროინდელ გერმანიას და გავარკვიოთ როგორ და რისთვის აწარმოებდნენ იქ "ძალის ადგილთა" ძიებას. დოკუმენტალური მონაცემები, რომლებიც ხელთ ჩაუვარდათ დასავლელ ისტორიკოსებს, ადასტურებენ, რომ
1933-1945 წლების გერმანიაში "ძალთა ადგილებს" აქტიურად ეძებდნენ. მაგრამ ეს იყო არა ქაოტური ძიება, არამედ მიზანმიმართული მუშაობა.



ორგანიზაცია "ანენერბეს" დაევალა განესაზღვრა "ძალის ადგილის" პოვნა უკვე ოკუპირებულ დასავლეთ ევროპაში, რომელიც მთელი ახალი ევროპის "ინტელექტუალური ცენტრი" უნდა გამხდარიყო. ამ ქვეყნებს შორის ბუნებრივად არ მოიაზრებოდნენ ინგლისი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია და შვედეთი. ხანგრძლივი ძიებებისა და სამეცნიერო დავის შემდეგ ასეთ ტერიტორიად განსაზღვრეს საფრანგეთის ბურგუნდიის პროვინცია. ეს არჩევანი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ სამეფოს დამფუძნებელი იყო ლეგენდარული დევგმირი ზიგფრიდი (სიგურდი), რომელიც მოიხსენიება ძველგერმანულ ლეგენდებში. ამიტომაც ბურგუნდიის ასაღორძინებლად თვით ჰ. ჰიმლერს სურდა გამხდარიყო ახალი ზიგფრიდი.

მაგრამ საქმე არ შემოიფარგლებოდა მარტო ბურგუნდიით. მეორე ბურგუნდიის, ამ ახალი "სახელმწიფოს" შემადგენლობაში მოიაზრებოდა შვეიცარიის ნაწილის მიერთება, შამპანის პროვინცია, ფრანშ-კოტე, ენო და ლუქსემბურგის საჰერცოგო. ამ სახელმწიფოში ოფიციალური ენა უნდა ყოფილიყო მხოლოდ გერმანული. უკვე შეირჩა ახალი "ბურგუნდიის" ხელმძღვანელი -  SS-ის დივიზია "ბალონიის" მეთაური, ბელგიელი ლ. დეგრელი. თანამედროვე მკვლევრები, რომელთაც ხელი მიუწვდებათ "SS-ის ქარტიის" დოკუმენტებთან წერენ, რომ ა. ჰიტლერის გეგმებში შედიოდა "ევროპის შეერთებული შტატების" შექმნაც.

და, რომ ა. ჰიტლერის ამ გეგმამ 1992 წელს, გერმანელი პოლიტიკოსების გავლენით, თავი იჩინა მაასტრიხის ხელშეკრულებაში, რომელიც წარმოადგენს დღევანდელი "ევროკავშირის" შექმნის საფუძველს. ამგვარად, მოინიშნა ის ტერიტორია, სადაც გეგმავდნენ ნაცისტები დასახლებას და მსოფლიოს მართვას. "ანენერბეს" სპეციალისტები ცხადია "ძალის ადგილებს" სხვაგანაც ეძებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელების აზრით "ძალის ადგილი", რომელსაც რომაელები "
genius loci"-იდ ხმობდნენ, წარმოადგენდა ადგილთა სულებს, რასაც კელტები wouivre-ს, ხოლო შუასაუკუნოვან ევროპაში spiritus mundi-ს უწოდებდნენ. იგივე ძველი რომაელები ასეთ ადგილებს თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლების პოტენციალის ასამაღლებლად იყენებდნენ.



და აი, ა. ჰიტლერის გერმანიაშიც შეიარაღდნენ ამ იდეით. "ანენერბეს" სპეციალისტებისგან მიიღეს დასკვნები, რომ ის, ვინც ფლობს "ძალთა ადგილებს" ფლობს ვითარებასაც. "ძალის ადგილის" ნიმუშად გამოდგება ქ. კენისბერგის ტერიტორია. იქ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ანენერბეს სპეციალისტებმა ტიბეტელი ბერების მეშვეობით ჰერინგშტრასეზე ააგეს სამმეტრიანი პირამიდა, რომელიც იყო ევროპის ცენტრის სიმბოლო. ფაქტობრივად ეს ნაგებობა გახდა ქალაქის წარმართული თილისმა. თვით პირამიდა აშენებული იყო 666 ქვისგან. ეს ნაგებობა ოფიციალურად "გახსნა" თვით ა. ჰიტლერმა. მანვე დააფუძნა პირამიდის კედლებისადმი შეხების "ტრადიცია", რასაც ხელი უნდა შეეწყო ჩაფიქრებული გეგმების განხორციელებისთვის.

იქვე კენისბერგში ააგეს გასაიდუმლოებული ობიექტი სახელწოდებით "კენიგსბერგ-13". მშენებლობას ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პრუსიის ჰაულეიტერი ე. კოხი. ნაგებობა "კენიგსბერგ-13" მდებარეობდა ქალაქის საკათედრო ტაძრის წინ. და აი, მაგიისა და ჯადოქრობის ამ ცენტრში, რომელიც შეაკოწიწეს "ანენერბეს" სპეციალისტბმა, ჩერჩილის ფიტულზე ტარდებოდა მაგიური რიტუალები. ანუ, ჩვენ აქ ვხედავთ აშკარად ეზოთერულ მეთოდებს, რომელიც გულისხმობს ობიექტზე დისტანციურ ზემოქმედებას, რისთვისაც ამ ობიექტის შემცირებულ, "სათამაშო" ასლს იყენებენ. ფიქრობდნენ, რომ ამით შეძლებდნენ მატერიის არსის შეცვლას, რისგანაც შედგება თვით ადამიანი. ენერგოინფორმაციულ სხივს, რომელიც თოჯინა-ასლისგან გამოდიოდა, უნდა მიებაძა რეალური მტრისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი დაშორებით იმყოფებოდა ექსპერიმენტის ჩატარების ადგილიდან.




"კენიგსბერგ-13-ის ადგილმდებარეობა



საიდუმლო ლაბორატორია "კენიგსბერგ-13"


როდესაც წითელი არმია კენიგსბერგს მიუახლოვდა, იმწამსვე ამოქმედდნენ "კენიგსბერგ-13"-ის სპეციალისტები. ისინი ხატავდნენ რუნიკულ ნიშნებს ქალაქის ფორტებსა და ბასტიონებზე, წარმოთქვამდნენ "შელოცვებს". თანაც ამას უბრალოდ როდი აკეთებდნენ. მაგალითად, ერთხელ მათ აიყვანეს ცოცხალი მგელი, რომელიც კენიგსბერგის ციხე-სიმაგრეს ირგვლივ შემოატარეს. "ანენერბეს" ეზოთერიკოსთა მეორე რჩევა მდგომარეობდა იმაში, რომ კენიგსბერგის ალყის პერიოდში მთელ ქალაქში უნდა გაჟღერებულიყო ზარების ხმა, რომელიც ჩამოკიდებული იყო ქალაქის ყველაზე მაღალ კოშკზე.

ამ რჩევამ იმოქმედა. სპეციალისტების დაანგარიშებით ჭურვების დიდი ნაწილი სწორედ ამ კოშკის ახლო-მახლო ეცემოდა. ამან ცოტათი ანუგეშა გერმანელები, რომლებიც განიცდიდნენ კოლოსალურ დანაკარგებს ცოცხალ ძალასა და მშვიდობიან მოსახლეობაში. თანაც ზარები უბრალო კი არ იყო, არამედ გერმანული! გერმანელებმა მათი კონფისკაცია მოახდინეს კიევში. "ანენერბეს" სპეციალისტები მათ მაგიურ ძალას მიაწერდნენ. "ძალის ადგილებად" ასევე მიიჩნევდნენ: "მიმირის წყაროს", რომელიც შუასაუკუნეობრივი დოკუმენტების მიხედვით მდებარეობდა ქ. უფსალას (შვედეთი) რაიონში.



მიმირის წყარო


"ანენერბეს" მონაცემებით, ამ ადგილას ადრე მდებარეობდა წარმართული საკერპე - სატაძრო კომპლექსი, სადაც იზრდებოდა მარადმწვანე ხე, რომლის ფესვებიდან მოედინებოდა "მიმირის წყარო".

შენიშვნა: Mimir ჩრდილოეთის მითოლოგიაში ბრძენი იოტი (გიგანტი), რომელსაც ეკუთვნის "მიმირის გასაღები" ან "სიბრძნის წყარო"; ამ წყაროდან ირწყულებს ის თავს ყოველ დილით და ამგვარად ღებულობს უზენაეს სიბრძნეს. თვით ოდინი (ჩრდილოელთა წარმართული "ღმერთი") მოდის მასთან რჩევის მისაღებად. და აი, სწორედ აქ სკანდინავიელებმა, ღმერთების მიბაძვით სცადეს მომავლის პროგნოზირება. მომლოცველის მიერ წყალში ჩაგდებული "მსხვერპლი" თუ ჩაიძირებოდა, მაშინ მიიჩნეოდა, რომ წყარო ადასტურებს მომლოცველის აზრებს.



მთა ელბრუსი


როდესაც "ძალთა ადგილებზე" ვლაპარაკობთ უნდა ვახსენოთ ისიც, რომ "ანენერბეს" სპეციალისტები რეგულარულად ატარებდნენ მაგიურ რიტუალებს დაპყრობილ ტერიტორიებზე... ამის ნიმუშად შეიძლება მოვიტანოთ გერმანული დროშის აღმართვა ელბრუსზე 1942 წლის 12 აგვისტოს. ელბრუსის მთა (სიმაღლე 5629 მ.) "ანენერბეს" სპეციალისტებმა წმიდა მთად გამოაცხადეს. ხოლო ძველგერმანული ტრადიციით, ელბრუსის მთაზე იმყოფებოდა ოდინის (ვოტანის) საყდარი, იქვეა სკანდინავიური "ვალჰალაც"!




ვალჰალლა და ოდინი


განსაკუთრებით აღსანიშნავია და დღეისთვის აქტუალურია ის, რომ ვალჰალას შესასვლელი იმყოფებოდა ("ანენერბეს" აზრით) საქართველოში, სამაჩაბლოში, ანუ დღევანდელ ცხინვალში.

ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში, ძალაუფლების მფლობელნი აგრძელებენ "ანენერბეს" სპეციალისტების საქმეს, რომელთა არქივების ნაწილის ხელში ჩაგდება მათ მოახერხეს 1945 წელს. ამიტომაც "სამხრეთ ოსეთის" მოწყვეტა საქართველოს ტერიტორიიდან და მისი მიერთება რუსეთისთვის, წარმოადგენს "ანენერბეს" რეკომენდაციების ზუსტ შესრულებას! როგორც ვიცით, ოკულტისტ პოლიტიკოსებს სჯერათ, - ვინც ფლობს "ძალის ადგილს", მოცემულ შემთხვევაში ელბრუსის მთას, ის ახდენს გავლენას მიმდებარე ტერიტორიაზე და მის ახლო-მახლო მოსახლეობაზე. გერმანელები "ძალის ადგილს" ეძებდნენ ტიბეტშიც. მაგრამ, ეს უკვე საუბრის სხვა თემაა.


მერვე ნაწილის დასასრული.

"ანენერბეს" ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню