ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 7 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ოკულტური რეიხი

სარჩევი

ნაწილი 7


ცოცხალი და მკვდარი წყალი


ორგანიზაცია "ანენერბეს" სპეციალისტების საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო მცდელობა ამოეხსნათ "ცოცხალი და მკვდარი" წყლის საიდუმლოებები. თავიანთი ძიებებისას გერმანელები ამოდიოდნენ იმ საზოგადოდ ცნობილი ფაქტიდან, რომ ადამიანი შედგება წყლის შემდეგი პროპორციებისგან: ახალშობილში - წყლის 80%, შუა წლოვანების ადამიანებში - 70%, ხოლო ღრმა სიბერეში - 58%-მდე.

სიბერე ეს გამოხმობაა
. ამიტომაც, გადაწყვეტილ იქნა ეპოვათ "ცოცხალი წყალი", რომელიც ადამიანის ორგანიზმში უზრუნველყოფდა ზემოთნახსენებ "გამოხმობას" და მით სიცოცხლეს გაახანგრძლივებდა. ამ საკითხის კვლევას დავიწყებთ ტერმინის არსის გამორკვევით:

დღეისთვის ყველაზე გავრცელებულ თვალსაზრისს წარმოადგენს ასეთი ვერსია.

"ცოცხალი წყალი" - ეს არის ისეთი წყალი, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ ჯადოსნურ თვისებებს, მაგალითად, ზღაპრებში მისით მკვდრებს აცოცხლებენ. ხშირად გამოიყენება ტერმინ "მკვდარ წყალთან" ერთად, რომელიც ფლობს ჭრილობების მკურნალობის თვისებებს.

"ცოცხალი წყალი ანუ წყარო სიცოცხლისა" ნახსენებია
იოანეს გამოცხადებაში (აპოკალიფსისი): "და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან" (გამოცხ. 22:1). "სიცოცხლის წყარო" მარადიული ცხოვრების სიმბოლოა და იესუმ იგი სამარიტელ დედაკაცთან საუბრისას გამოიყენა (იოანე 4:7-14). "სიცოცხლის წყარო" - ეს არის ღმერთთან ცხოვრების სისავსე და მარადიული კურთხევა, რომელსაც ვღებულობთ ღმრთისადმი რწმენისა და ჩვენი სულიერი წყურვილის შესაბამისად (გამოცხ. 22:17).

ასევე ამტკიცებენ, რომ "სიცოცხლის წყარო" ყველასთვის მისაწვდომი როდია; რომ მას ლეგენდებში ბოროტი არსებები იცავენ და მისი მოპოვნება დაკავშირებულია რისკთან და გამოცდებთან.

არსებობს ცოცხალი წყლის კიდევ ერთი განსაზღვრება. ის ჩვენმა თანამედროვე მეცნიერებამ შობა. ლაპარაკია წყალზე, რომელიც მიღებულია კათოდურ გარემოში ბუნებრივი წყლების ელექტროლიზის შედეგად; ზოგჯერ არაკორექტულად ამბობენ: "უარყოფითად დამუხტული იონებით მდიდარი წყალი". არატრადიციულ მედიცინაში გამოიყენება ჭრილობების სწრაფი განკურნებისთვის.

არსებობს "ცოცხალი წყლის" მესამე განსაზღვრებაც. უბრალო ხალხისთვის ყველაზე მისაწვდომი გაგებით ის აღნიშნავს სასმელს, რომელსაც ეთილის სპირტის წყალში გაზავებით ღებულობენ და რომელსაც "ვოდკა" (არაყი)
ეწოდება.



მაგრამ, თვით საკითხის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. ძველად ალკოჰოლს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, რადგან მას "ცნობიერების მიმტაცებელს" უწოდებდნენ. პირველად, თავისუფალი სახით, სპირტი VI თუ VII საუკუნეებში მიიღეს არაბებმა. არყის პროტოტიპი XI საუკუნეში დაამზადა სპარსმა ექიმმა არ-რაზინმა, რომელმაც პირველად გამოჰყო ეთანოლი გამოხდის გზით. სითხე გამოიყენებოდა მხოლოდ სამედიცინო მიზნით, რადგან ყურანი კრძალავდა ალკოჰოლის მიღებას. ევროპაში სპირტის შემცველი პირველი სითხე გამოხადა იტალიელმა ბერმა-ალქიმიკოსმა ვალენტიუსმა.

კონკრეტულად როდის გაჩნდა რუსეთში ძლიერი სპირტშემცველი სითხეების მიღების პროცესი საკვები ნედლეულის გამოხდის, ანუ დიტილაციის შედეგად, უცნობია. ასევე უცნობია უცხოეთიდან იქნა გადმოტანილი იგი, თუ სრულიად დამოუკიდებლად აღმოცენდა. ზუსტად ცნობილია მხოლოდ ის, რომ XVI ს.-ში ალკოჰოლის დისტილაცია რუსეთში უკვე მტკიცედ მკვიდრდება. ალკოჰოლის დისტილირება ხდებოდა მთელს მსოფლიოში გავრცელებული კლასიკური მეთოდით, - სახდელ კუბში მარტივი გამოხდით. ხდიდნენ პრაქტიკულად ნებისმიერ მცენარეულ ნედლეულს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც ჭვავი გახლდათ, რადგან რუსეთში ის ძირითადი მარცვლოვანი კულტურაა.

სამუელ კოლინზმა დატოვა მოწმობა, რომ XVII ს.-ის შუაწლებში გამოხდა წარმოებდა საჯერ და ოთხჯერაც კი; ამ დროს არაყი იწვოდა. მაგრამ ასე იგზავნებოდა ის პოლონეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში და იქ მათ "საწვავს" ("горелка"-ს ან "горилка"-ს უწოდებდნენ). თანამედროვე აზრით არაყი - ეს არის მძაფრი (მაგარი) ალკოჰოლური სასმელი, რომელიც წარმოადგენს მაღალგასუფთავებულ (რექტიფიცირებულ) ეთილის სპირტისა და გაწმენდილი (დისტილირებული) წყლის ნაზავს, რომელსაც ხშირად აქტივირებული ნახშირით ამუშავებენ. არაყში სპირტის შემცველობა, როგორც წესი 40%-იდან იწყება. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ეთილის სპირტის მინიმალური შემცველობა მოცულობით 37,5% უნდა შეადგენდეს. რუსეთში, მოქმედი სტანდარტების მიხედვით, ეთილის სპირტის შემცველობა სასმელში 40-დან 56% უნდა შეადგენდეს. მთელ რიგ ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა, რუსეთში, პოლონეთსა და პოსტსაბჭოურ სივრცეში ის დამოუკიდებელ სასმელად გამოიყენება. ხოლო დანარჩენ სამყაროში - ძირითადად როგორც "ნეიტრალური" ალკოჰოლი, რომელიც იდეალურად მიიჩნევა კოქტეილების დასამზადებლად. სპირტი, რომელიც არყის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტია, ძირითადად მზადდება მარცვლეულის (უკრაინა) მარცვლეულისა და კარტოფილის (რუსეთი) და კარტოფილის (პოლონეთი) ნედლეულისგან. ევროკავშირის რეგლამენტი დასაშვებად მიიჩნევს ნებისმიერ საკვებ მცენარეულ ნედლეულს.




ტერმინი "ვოდკა" თავისი თანამედროვე მნიშვნელობით პირველად 1936 წელს საბჭოთა კავშირში გაჩნდა
(თუმცა, პოლონელებს ამ თემაზე სხვა შეხედულება გააჩნიათ - რედ.). მანამდე სიტყვა "ვოდკა" რუსულ ენაში, განსაკუთრებით XV-XVI საუკუნეებში არაერთხელ იცვლიდა თავის მნიშვნელობას. ასე, რომ განვიხილავთ რა ვოდკას (არყის) ისტორიას, უნდა განვასხვავოთ ამ სახელწოდების მქონე თანამედროვე სასმელისა და თვით სიტყვის ისტორია.


"მკვდარ წყალთან" დაკავშირებით სამეცნიერო სამყაროში საკითხი გადაწყვეტილ იქნა უცებ და ერთმნშვნელოვნად!

"მკვდარი წყალი" - ესა რის წყლის სახეობას, რომელსაც რეალურ სამყაროში ადგილი არ არსებობს, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული ზღაპრებში. ასე, მაგალითად, მკვდარი ბატონის გასაცოცხლებლად, მგელმა ზღაპრიდან "მეფის წული ივანე და რუხი მგელი" მას ჯერ მკვდარი წყალი დაასხა, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები განკურნა, შემდეგ კი ცოცხალი წყალი, რომელმაც საკუთრივ გააცოცხლა კიდეც მეფის წული.




მაგრამ აქაც ვერ იქნა აცილებული ალტერნატიული თვალსაზრისი. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ "მკვდარი წყალი" - ეს არის შეფუცვით მიღებული ნახევრად გაყინული წყალი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას 21 დეკემბერს, ანუ ზამთრის ბუნიობამდე, როდესაც დღე ყველაზე მოკლეა მთელს წელიწადში და როდესაც, სლავური მითოლოგიის თანახმად, ბუნება ნელ-ნელა იწყებს გამოღვიძებას.

მაგრამ, ყოველივე ზემოთნათქვამი, ერთგვარად ეხება აღმოსავლეთ ევროპას, სადაც "ვოდკა" და პროდუქტები, რომლებსაც მის საფუძველზე ამზადებდნენ, ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული.

აქ ჯეროვანია დავსვათ კითხვა: როგორი ვითარება იყო გერმანიაში ალკოჰოლთან დაკავშირებით ა. ჰიტლერის დროიდან? რადგან იმავე გერმანიაში არსებობს ფრთიანი ლათინური ფრაზა: "In vino veritas - ჭეშმარიტება ღვინოშია!"




იმავე გერმანიაში არსებობს ფრთიანი ლათინური ფრაზა: "In vino veritas" - ჭეშმარიტება ღვინოშია!

ეს ფრაზა ჩვენამდე მოვიდა ძველრომაელი მეცნიერის პლინიუს უფროსის (24-79 წწ. ჩვ. წ.) "ბუნების ისტორიიდან", სადაც გამოიყენება ფრაზა, რომ "რაც ფხიზელს აქვს ჭკუაში, ის მთვრალს ენაზე აკერია".

მოგვიანებით ლათინურის მცოდნეებმა და ღვინის მოყვარულებმა მოიფიქრეს ფრთიანი ფრაზის გაგრძლება: In vino veritas, ergo bibamus! - ჭეშმარიტება ღვინოშია, მაშ დავლიოთ!

ნათქვამს შეიძლება დავამატოთ და ზემოთდასმულ კითხვას მივამატოთ სხვა კითხვა: "ხომ არ არის გერმანული ღვინო "ცოცხალი წყალი"?

ერთმნიშვნელოვნად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზედ ძნელია. იმ დროიდან ძალზედ დიდი დრო გავიდა. ამიტომაც, უფრო მიზანშეწონილი იქნება მცირე ვირტუალური მოგზაურობა განვახორციელოთ გერმანიაში და შევეცადოთ გარკვევას, თუ როგორ არის მასში განვითარებული ღვინის წარმოება. ჰიტლერები ხომ მიდიან და მოდიან, ცხოვრება კი გრძელდება...

გერმანია ძალზედ საინტერესო ქვეყანაა დეგუსტაციური მოგზაურობისთვის. გერმანული ეროვნული ტრადიციები ალჰოკოლიანი სასმელების დამზადებაში ყურადღებას იმსახურებს. უთუოდ, ყველამ იცის გერმანული ლუდის უმაღლესი ხარისხი და მრავალფეროვნება. მაგრამ ეს ცალკე თემაა, თანაც საკმაოდ ცნობილი, რომ ჩვენს პროექტში მასზე ცალკე და დეტალურად ღირდეს შეჩერება.

საყოველთაოდ ცნობილი გერმანული სიტყვა "შნაპსი" ნიშნავს 30-35%-იან არაყს, რომლითაც, მკაცრად რომ ვთქვათ, თვით გერმანელებიც არ ამაყობენ. სამაგიეროდ ლიქიორი "ეგერმაისტერი" უსიტყვოდ მოდური და მსოფლიოში იცნობილი სასმელია, მითუმეტეს, რომ მისი ექსპორტი მსოფლიოს 70 ქვეყანაში ხორციელდება.




"ეგერმაისტერს" საიდუმლო რეცეპტით ამზადებენ, მის შემადგენლობაში შედის 56 ბალახი, ხილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სანელებლები.

ყველა კომპონენტი გულმოდგინედ მოწმდება, გარკვეული პროპორციებით ერთმანეთში ირევა და იწურება.


მიღებულ არომატულ კონცენტრატს ფილტავენ და მთელი წლის განმავლობაში მუხის კასრებში ინახავენ, სადაც ის იძენს საბოლოო მსუბუქ და მდიდარ გემოს. ამის შემდეგ მასში ურევენ სპირტს, კარამელს, შაქარს და მსუბუქ წყალს
.



ეგერმაისტერს ძლიერ ჩაციებულს სვამენ. გამოყენების რეკომენდირებული მეთოდია - სუფთა სახით (სხვა სასმელების გარეშე), ერთი ყლუპით.

ამ სასმელის აღმოცენების ისტორია ძველ გერმანულ მონასტერთა ისტორიაში იკარგება. იმ დროს ბერები ხომ სხვადასხვა ბალახეულ ნაყენთა დამზადებაში იყვნენ დახელოვნებული სნეულებათა საკურნებლად.




ეგერმაისტერი - ერთ-ერთი ასეთი ნაყენია, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. მას ასევე იყენებენ მონადირეები ნადირობისას, სადაც საჭიროა სიცივეში გამათბობელი სასმელი და თან კუჭის მომზადება ბევრი და უხეში საკვებისთვის.

ლიქიორ "ეგერმაისტერის" წარმატება შემთხვევითი როდია.




ლიქიორს (უფრო ზუსტად ბიტერი - მწარე ბალახეული ნაყენს) 1935 წლიდან უ შვებს კომპანია
Mast-Jägermeister AG, რომელიც განლაგებულია ქალაქში ვოლფენბიუტენი (ქვედა საქსონიის მიწები). თავდაპირვცელად ბიტერის რეცეპტი შემუშავებული იყო როგორც სამკურნალო საშუალება კუჭნაწლავის მოსაწესრიგებლად და სხვა.

1970-იანი წლებიდან დაიწყეს მისი ექსპორტირება მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში; აშშ-ში ის პოპულარული გახდა მარკეტინგული კამპანიის წყალობით, რომელშიც მონაწილეობდნენ მძიმე მეტალისტური ჯგუფები Metallica და Slayer.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/aA22N20yNEE" frameborder="0" allowfullscreen></iframe><br />
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/PoLF0IYPTXI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

მაგრამ შნაპსისა და სახელგანთქმული ლიქიორის გარდა 19-ე საუკუნის გერმანიის 30 წლები მდიდარია მეღვინეობის ტრადიციებითაც.

გერმანიაში არსებობს მეღვინეობის 13 ძირითადი რეგიონი, რომლებიც, ორის გამოკლებით, თავმოყრილია ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთში. ქვემოთ მოცემულია ყოველი რეგიონის მოკლე აღწერა მისთვის დამახასიათებელი ღვინოების მითითებით.



აარი



გერმანიის "წითელ ღვინოთა მხარის" ვენახები გადაჭიმულია მდინარე აარის გასწვრივ, რომელიც ბონის სამხრეთით მდებარე რეინში ჩაედინება. თავისი განთქმულობით მეღვინეობის ეს პატარა მხარე, უპირველეს ყოვლისა, თავის რჩეულ წითელ ღვინოებს უნდა უმადლოდეს, უპირველეს ყოვლისა - შპეტბურგუნდერის ჯიშს (პინო ნუარი) და მასზე ოდნავ ადრე მომწიფებად ბიძაშვილს - ფრიუნბურგუნდერის იშვიათ ჯიშს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯიში შავი ვენახებისა გახლავთ პორტუგიზერი.



მოზელ-საარ-რუვერი


მდინარე მოზელისა და მისი შენაკადების - საარისა და რუვერის ხეობა - ძველრომაული ბატონობის ეპოქიდან მოყოლებული გერმანული მეღვინეობის ყველაზე რომანტიკულ რეგიონებს განეკუთვნებოდა... ამ ოლქში უმთავრესად მოჰყავთ რისლინგი.
ამ ჯიშის ვაზისგან იწარმოება განსაკუთრებულად არომატული, მსუბუქი, ხილის არომატის დახვეწილი ღვინოები, რომლებიც ხასიათდებიან მაცოცხლებელი ხასხასა მომჟავო გემოთი, რომელთაც მინერალების მსუბუქი გემო დაჰკრავს.


ნაე


მდებრეობს ხეობებით დასერილ მოზელისა და რეინის შუამდინარეთში. ნაეს ოლქს ასე ეწოდა მდინარის გამო, რომელიც კვეთს ჰუნსროკის ტყიანი მთების მწკრივს და რეინისკენ ნელა მიედინება, რომელსაც ბინგენის ახლოს უერთდება. მსუბუქი, პიკანტური რესლინგი, მეტყველი რივანერი, მსუბუქი სილვანერი - ყველა ეს ღვინო დიდი ხანია უკვე კლასიკურ ღვინოთა კატეგორიაშია.

სულ უფრო პოპულარული ხდება პინოს, ანუ გრაუბურგუნდერის, ვაისბურგუნდერის და შპეტბურგუნდერის თეთრი და წითელი ჯიშები. ასევე წითელი ღვინო დორნფელდერი



რეინჰესენი


"ათასი გორაკის მხარე" ეს მხარე მდებარებოს გიგანტურ კლაკნილში, რომელიც მდინარე რეინმა ვორმსს, მაინცსა და ბინგემს შუა გაჭრა. ღვინის ინოვაციური სახეობები, როგორიცაა რეინჰესენური სილვანერი ან სელეკში რეინჰესენი, ასევე სულ უფრო მზარდი პოპულარობის მქონე პინოს თეთრი და წითელი ჯიშები რეგიონის განვითარების პერსპექტივის პოტენციალზე მიუთითებენ. კლასიკური თეთრი ღვინოები - რივანერი, სილვანერი და რისლინგი აქ ადრინდელივით დომინირებენ, მაგრამ გაიზარდა მათი არომატული მრავალფეროვნება, ასევე წითელი ჯიშების - პორტუგიზერისა და დორნფელდერის ხვედრითი წილი.



პფალცი


ყურძნის მტევნები იზრდებიან პფალცის თბილ, მზიან კლიმატში. მათგან აწარმოებენ წვნიან, ნამდვილი სიამოვნებისთვის განკუთვნილ ღვინოებს. აქ წამყვანი ჯიშია რისლინგი. ყველაზე დახვეწილ თეთრ ღვინოებს განეკუთვნება ისეთი თეთრი პინოები, როგორიცაა ვაისბურგუნდერი და გრაუბურგუნდერი, მაშინ როდესაც ყველაზე მაღალხარისხოვან წითელ ღვინოებს განეკუთვნებიან შპეტბურგუნდერი (პინო ნუარი), დორნფელდერი და სენ-ლორანის იშვიათი ჯიში. გემოვნებით ნაკლებად ჭირვეული ღვინის მოყვარულები რივანერსა და პორტუგიზერს ამჯობინებენ.



მიტელრეინი



მიტელრეინად იწოდება საკმაოდ თვალწარმტაცი ადგილი მდინარე რეინის გაყოლებაზე ბონსა და ბინჰემს შორის, რომელსაც ასევე "რეინის ყელს" უწოდებენ. აქ მდინარემ გაიკვალა გზა მაღალ, კლოდვან გორაკებს შორის, ვიწრო და ძლიერ გამოშვერილი ველით. ამის გამო აქ ჩამოყალიბდა მიკროკლიმატი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ვაზს იხაროს აგერ უკვე 2000 წელი. მოცემული რეგიონისთვის დამახასიათებელია, უპირველეს ყოვლისა, რისლინგის ჯიშის ღვინოები, რომელთაც სასიამოვნო გემო დაჰკრავთ.



რეინჰაუ


რეინჰაუს გულს წარმოადგენს მდინარე რეინი, რომელიც მოედინება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ვისბადენიდან რიუდეჰაიმის მიმართულებით, სადაც ტაუნუსის გორაკების ძირს გარს აკრავს ვენახები, რომლებზეც ხარობენ რისლინგისა და შპეტბურგუნდერის (პინო ნუარი) კეთილშობილი ჯიშები. თავისი დიდებას მევენახეობის ეს რეგიონი უნდა უმადლოდეს ასწლეულების წინ იოჰანესბერგის ბენედიქტიანელ ბერებს, ასევე ებერბახის ცისტერციანცელ ბერებს და ადგილობრივ არისტოკრატიას. 1755 წელს, იოჰანესბერგში, გვიანდელი რთველის დიდებული ღვინოს ("შპეტლეზე") გამოგონებამ კეთილშობილური ობის საფუძველზე,  დასაბამი მისცა მეღვინეობის მდიდარ ტრადიციას, რომელმაც გერმიანიას დიდი სახელი მოუხვეჭა.



ჰესსიშე ბერგშტრასსე


(ჰესენის მთიანი გზა)



ძველრომაული სავაჭრო გზა "სტრატა მონტანა" ("მთიანი გზა") რეინის პარალელურად ოდენვალდის გორაკებზე გადის ("ოდინის ტყე". ოდინი - ძველ გერმანელთა უზენაესი ღმერთი) ფრანკფურტის სამხრეთით. ამ პატარა რეგიონის ჯიშების უმეტესობა იწარმოება ბენსჰაიმესა და ჰეპპენსჰაიმეში. ჯიშებიდან დომინირებს რისლინგი, რომელსაც რეგიონის მეღვინეობის სავარგულთა ნახევარზე მეტი უკავია, მეორე ადგილზეა რივანერი, მესამეზე კი - გრაუბურგუნდერი (პინო გრი).

ბადენი


თბილი და მზიანი ბადენი, გერმანიის ყველაზე სამხრეთი ოლქი. მისი ფართობია დაახლოებით 400 კმ რეინის გაყოლებით ბოდენის ტბიდან ჰაიდელბერგამდე, შვარცვალდის ჩათვლით, სადაც კაიზერშტულის ვულკანური მასივი დაფარულია ვაზის ტერასებით. ამ რეგიონში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბურგუნდერის (პინო) ჯიშის მშრალი და კარგ საჭმელზე დასაყოლებელი წითელი და თეთრი ღვინოები. ფართოდ არის გავრცელებული ასევე ვენახები, რომლებზეც იზრდება რივანერის ჯიში, იმ დროს, როდესაც სხვა თეთრი ჯიშების, როგორიცაა რისლინგი, სილვანერი და ჰუტედელი, გავრცელების რაიონები უფრო შეზღუდულია.

ზაალე-უნშტრუტი


გერმანიაში, მეღვნეობის ამ ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ოლქში ვენახები განლაგებულია დაახლოებით ერთნაირ დაშორებაზე ვეიმარიდან და ლეიპციგიდან... უმთავრეს ქალაქებს წარმოადგენენ ფრაიბურგი, ნაუმბურგი და ბად კოზენი. ეს პატარა რეგიონი ცნობილია ღვინოების მშრალი ჯიშებით, რომელთაც დელიკატურ-სასიამოვნო თაიგულის გემო დაჰკრავთ. უმნიშვნელოვანესი ადგილობრივი ჯიშებია რივანერი, ვაისბურგუნდერი (პინო ბლანი) და სილვანერი.



საქსონია



ეს არის ყველაზე პატარა და ყველაზე აღმოსავლეთი რეგიონი გერმანიის მეღვინეობაში, რომელიც მდინარე ელბას ველში მდებარეობს. მისი მთავარი ქალაქებია მაისენი და დრეზდენი, რომელსაც ხუმრობით "ელბას ფლორენციას" უწოდებენ თავისი კულტურულილ ამბიციებისა და მსუბუქი კლიმატისთვის. ვაზი აქ ძირითადად გაშენებულია გრანიტის  ფერდობების გადახურულ, საფეხურებრივ ტერასებზე. თუმცა საქსონური ღვინოების პალიტრა გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით, უმეტესი გავრცელებით სარგებლობენ რივანერის, რისლინგის და ვაისბურგუნდერის (პინო ბლანი) მშრალი ვარიანტები.



ფრანკონია


ფრანკონია, ეს არის მეღვინეობის გორაკებიანი ოლქი ფრანკფურტის აღმოსავლეთით. ის განფენილია მდინარე მაინის ხვეულებს შორის. გრილი კლიმატი და ნიადაგის თავისებურება აქ რისლინგს გამონაკლისად აქცევს, ხოლო უფრო ადრე მომწიფებადი ჯიშები, მაგალითად, რივანერი ან ბახუსი - გავრცელებულია და როგორც წესი ძირითად ჯიშებს წარმოადგენენ. რეგიონი უპირველეს ყოვლისა განთქმულია მაგარი, სურნელოვანი ღვინოებით  ისეთი ჯიშებისა, როგორიცაა სილვანერი. წითელი ჯიშების ძირითადი სახეობებია შპეტბურგუნდერი (პინო ნუარი) და დომინა - ჯიში, რომელიც იშვიათად გვხვდება ამ რეგიონის გარეთ.


ვიურტემბერგი


გორაკებიანი სოფლის ოლქია, რომელიც ბადენთან მდებარეობს და განლაგებულია ფრანკონიის სამხრეთით. მეღვინეობის ძირითად ცენტრებს წარმოადგენენ დედაქალაქი შტუტგარტი და ჰაილბრონი, თუმცა ვენახების უმეტესობა განფენილია მდინარე ნეკარის გასწვრივ მდებარე ტყეებსა და მინდვრებში. ძირითადად ჭარბობენ მსუბუქი ჯიშები (ტროლინგერი - შვაბების ეროვნული სასმელი), შვარცისლინგი (პინო მენიე), რომელიც უფრო მუქი ფერისაა და მკვრივი და ლემბერგერი. რისლინგი აქ ლიდერობს ღვინოებს შორის. მეორე ადგილზეა "კერნერის" ჯიშის ღვინო - ჰიბრიდი, რომელიც გემოთი რისლინგს უნათესავდება.

როგორც ამ მოკლე მიმოხილვიდან ვხედავთ გერმანიაში დღესაც ფართოდ არის გავრცელებული ვაზისა და მეღვინეობის კულტი.

მაგრამ, როგორ იყო საქმე ა. ჰიტლერის დროს?




დიახ, თითქმის ისევე როგორც ახლა, მაგრამ ამავე დროს იქ იყო თავისი სპეციფიკა. ღვინოს აწარმოებდნენ გერმანიაშიც, მაგრამ ამავე დროს შემოჰქონდათ კიდეც, თუმცა, დაწყებულ იქნა ანტიალკოჰოლური კამპანია. თანაც უფრო ხანგრძლივი და სარმატებული, ვიდრე "პერესტროიკისა" და მ. გორბაჩოვის მმართველობის დროს. და აქ, სწორი პასუხის მისაღებად დაგვეხმარება პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის რ. პროქტორის წიგნი. მასში ის აღწერს თავის კვლევებს მედიცინაზე ნაცისტურ გერმანიაში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ცნება "კანცერი" (კიბო) ავტორმა მიიღო როგორც კულტურის სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ ავადმყოფობას ან საზოგადოებას, რომელიც არ ექვემდებარება თერაპევტულ მკურნალობას.
იმ პერიოდის სამედიცინო სტატისტიკის მონაცემები ადასტურებდნენ კიბოს დაავადებათა რაოდენობის ზრდას და ფაშისტებმა კიბოს სიმსივნე ცივილიზაციის სნეულების სიმბოლოდ გამოიყენეს. მათ თხზულებებში და სიტყვებში ებრაელები საზოგადოების ერთგვარ ავთვისებიან სიმსივნედ ასოცირდებოდნენ, ხოლო ჩვეულებრივი სიმსივნე - ებრაელებთან.

ამავე დროს ნაცისტმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ყველაზე უბრალო შემთხვევებში კიბოს იწვევს მემკვიდრეობითი ფაქტორები, უფრო ხშირად ის არის გარეგანი გარემოს არაკეთილსასურველი ზემოქმედების შედეგი: ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება (კუპრი, ნიკოტინი, სინთეთიკური ქსოვილები), რადიაცია და ა. შ.
გერმანიაში პირველად დაამტკიცეს კავშირი ფილტვების კიბოს წარმოშობასა და სიგარეტის მოწევას შორის, ასევე შემჩნეულ იქნა კიბოთი დაავადების მაღალი პროცენტი მეშახტეეებსა და ურანის მომპოვებელ მაღაროთა მუშებს შორის. ამიტომაც კიბოსთან ბრძოლაში ნაცისტები ეყრდნობოდნენ არა მარტო რასულ-ჰიგიენურ, არამედ სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.

ფაშისტების პოპულარობა მნიშვნელოვანწილად აიხსნებოდა იმით, რომ მილიონობით გერმანელი ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში ხედავდა "დიად ქირურგს", რომელსაც შეუძლია საზოგადოება ავთვისებიანი სიმსივნისგან გაათავისუფლოს და გამოაჯანსაღოს ერის ჯანმრთელობა.
და ისინიც ბევრწილად ცდილობდნენ გაემართლებინათ ეს იმედები, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში რადიკალური ღონისძიებების მიღებით. ამ ღონისძიებებს უნდა უზრუნველეყო ჯანსაღი და ბედნიერი გერმანელების აყვავება, ერთიან რასულ და მსოფლმხედველობრივ მიმართებაში. მათ შორის არ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც დასნებოვნებულნი იქნებოდნენ კიბოთი, რაც ხშირად გვხვდებოდა ვეიმარის რესპუბლიკაში.

ამ წიგნში რ. პროქტორი ყურადღებას ამახვილებს პროგრესულ და ჰუმანურ კვლევებზე, რომლებიც მოწოდებულნი არიან უზრუნველყონ გერმანელთა ჯანმრთელობა. მიუხედავად მის მიერ ჩადენილი ყველა ბოროტმოქმედებისა, რომლებიც ნიურნბერგის ტრიბუნალის დოკუმენტებშია აღწერილი, მაინც იმ დროინდელი მედიცინა წარმოადგენდა უბრალოდ "ნორმალურ მეცნიერებას". და დღევანდელი პოზიციიდან ის შეიძლება ცალსახად შევაფასოთ როგორც პროგრესული.
ვაგრძელებთ რა მსჯელობას ა. ჰიტლერის დროინდელი გერმანიის მედიცინაზე, უნდა ითქვას, რომ კიბოს დაავადებებთან წარმატებული ბრძოლის გარდა, გერმანელმა გასტროენტეროლოგებმა პირველად გამოიყენეს პროდუქტები საღებავებისა და კონსერვანტების გარეშე, პირველად დაადგინეს მთლიანი ხორბლის პურის, როგორც საკვების, სარგებლიანობა, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მცენარეული ბოჭკოებით.

ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მრავალი წამყვანი პიროვნება, ჰიტლერის ჩათვლით, ვეგეტარიანელი იყო, აქტიურად მონაწილეობდა ბუნების დაცვის მოძრაობაში, გამოდიოდა ველური ცხოველების დაცვის პროგრამით, ასევე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნით, რადგან მას აუცილებელ პირობად თვლიდნენ ერის ნორმალური ცხოვრებისთვის.
ისინი აწარმოებდნენ მასშტაბურ ანტინიკოტინურ და ანტიალკოჰოლურ კამპანიებს, აცხადებდნენ და ახორციელებდნენ კიბოს დაავადებების შეჩერების პროგრამებს, ლაპარაკობდნენ გერმანელთა უზრუნველყოფაზე ხარისხიანი სრულფასოვანი საკვებით, აღელვებდათ ქიმიური პრეპარატების, როგორც წამლების გადაჭარბებული გამოყენება (ჰესი, ჰიმლერი).

გარდა ამისა, ექიმები და სოციალური ჰიგიენისტები იბრძოდნენ სამუშაოს არახელსაყრელი პირობების აღმოფხვრისთვის, შრომის უსაფრთხოებისთვის.
გამონაკლისი კეთდებოდა რასულად უცხო ან არასრულყოფილი ადამიანებისთვის, რომლებიც, მათი რეკომენდაციების მიხედვით, უნდა გამოეყენებინათ მავნე საწარმოებში. მაგალითად, პროპაგანდას უწევდნენ ჰიტლერის დიეტას და მას საყოველთაო მიბაძვის ნიმუშად სახავდნენ. და მის შესახებ ალბათ  უნდა ითქვას ორიოდ სიტყვით, რამეთუ მის შედგენაში მონაწილეობდნენ "ანენერბეს" სპეციალისტებიც. ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ის ვეგეტარიანელი იყო 1931 წლიდან (რაუბალის, ჰელის თვითმკვლელობის შემდეგ) ვიდრე 1945 წლამდე.

ჰიტლერის ბიოგრაფების ცნობით, მის დიეტაზე ზეგავლენა მოახდინა კომპოზიტორ რიჰარდ ვაგნერის ნამუშევრებმა, რომელიც ხესლ უწყობდა ვეგეტარიანელობის გავრცელებას. 1881 წელს ვაგნერმა მოიტანა არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ბუნებრივი დიეტა ადამიანისთვის იყო მცენარეული, მაგრამ ადამიანის გენოფონდი დაბინძურებულ იქნა რასული შერევით და ცხოველთა ხორცის გამოყენებით.

ჰიტლერი, ჯერ კიდევ სიყმაწვილის ასაკში, აღფრთოვანებული იყო ვაგნერით, და ამბობდა, რომ "ხორცს აღარ ვეკარები უმეტესწილად ხორცის ჭამზე ვაგნერის შეხედულების გამო".
პირად საუბრებში ჰიტლერი ხშირად ჩამოთვლიდა იმ სარგებლობას, რასაც იწვევდა საკვებში ქორფა ბოსტნეულის, ხილისა და მარცვლოვანი კულტურების გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებისა და ჯარისკაცებისთვის. ცდილობდა რა როგორმე გაეფუჭებინა აპეტიტი სტუმრებისთვის და ხორცის ჭამის დროს თავი უხერხულად ეგრძნოთ, ის მკაფიო დეტალებში აღწერდა მის მიერ უკრაინაში ნანახ საქონლის სასაკლაოს.

მწერალი და ნაციონალ-სოციალიზმის რელიგიური ფილოსოფოსი სავიტრი დევი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჰიტლერის მიერ ცხოველთა უფლების დაცცვას და აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი წინააღმდეგობის გამო "ცხოველთა დაკვლისა და პირუტყვთა სასაკლაოების წინააღმდეგ"
იმის გათვალისწინებით, რომ ჰიტლერს განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებდა ოკულტური და აღმოსავლური მეცნიერებების მიმართ, ასევე ჰიპნოზისადმი, შამბალასადმი, ტიბეტური მისტიკისადმი - რეიხის ბიოგრაფიის ამ განსაკუთრებულად განხილვადი ასპექტის დროს, უნდა გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტორი, რომ ყველა ამ სისტემაში ვეგეტარიანელობა იგულისხმება როგორც სულისთვის "მძიმე" საკვებზე უარის თქმა - ენერგეტიკული თვალსაზრისით, რომელიც ხელს უშლის ფსიქიკის ნაყოფიერ მუშაობას.

აქედან გამომდინარე, ჰიტლერის მიერ ვეგეტარიანელობის არჩევაში შეიძლება დავინახოთ კონკრეტული აზრი, ანუ - გავიგოთ ის პირად-პრაქტიკული მოსაზრებით და არა მორალურ-საზოგადოებრივი პოზიციით.


ჰიტლერის დღის განრიგი და მენიუ


ამ განრიგს ჰიტლერი მისდევდა 1934 წლიდან:

10 საათი: კართან მდებარე სკამიდან იღებს გაზეთებს და კორესპონდენციას და საწოლში მწოლიარე ათვალიერებს. შემდეგ მოდის დაბანვა, გაპარსვა და ჩაცმა.

იმის შემდეგ, რაც ჰიტლერს დაეწყო ხელების კანკალი - მას პარსავდა მოსამსახურე.

11 საათისთვის: მსახური აუცილებლად აკაკუნებდა დახურულ კარზე მისალმებით "დილა მშვიდობისა, ჩემო ფიურერო. უკვე დროა!"

11-12 საათი: ზარის დახმარებით ჰიტლერი ითხოვს საუზმეს.

1938 წლამდე - ერთი ჭიქა რძე და ხრაშუნა პურები. მოგვიანებით - ვაშლის, პიტნის ან გვირილას ჩაი. ტკბილი შეკაზმული პური. 1944-1945 წლებში - ძალზედ ბევრი ნამცხვარი შოკოლადით. ან ფაფა - შვრიის ფანტელებით და რძით, ჩახეხილი ვაშლით, რამოდენიმე თხილი და ლიმნის ნაჭრით.

ზოგჯერ ყველი "გერვაისი". საუზმის დროს ადიუტანტს უთანხმებს შეხვედრებს და სხვადასხვა საქმეებს დღის განმავლობაში.

12 საათის შემდეგ: შეხვედრები, თათბირები და ა. შ.

14-დან 17 სთ-ს შუალედში სადილი:

ხილი. წვნიანი (არც ერთხელ ბულიონი). ლობიო, სტაფილო და სხვა ბოსტნეული. კარტოფილი და სალათი (ყოველთვის მზადდებოდა ლიმნით). ფიურერს უყვარდა მოშუშული ბოსტნეული (განსაკუთრებით თეთრი ლობიო), ყვითელი ბარდის მარცვალი და ოსპი.

ბოსტნეული მისთვის უნდა მოემზადებინათ ახალ ზეთზე. დიდი სიამოვნებით მიირთმევდა შემწვარ კვერცხს პურით, ქერქის გარეშე. დიდი ხნის განმავლობაში ჭამდა ჰიტლერი კვერცხს შავი ხიზილალით, მაგრამ როდესაც გაიგო შავი ხიზილალის ფასი, აკრძალა მისთვის მოეტანათ იგი.

1941 წლიდან ჰიტლერმა ასევე დაიწყო ზეთში ჩადებული სარდინის ჭამა და ღვიძლისგან მომზადებული კნედლი. შეეძლო რამოდენმე დღის განმავლობაში ეჭამა კნედლი, მაგრამ ისინი მომზადებულნი უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა წესით (შემწვარი, მოხარშული და ა. შ.). სახლში თუ სტუმრები იყვნენ, მაშინ საჭმელი გარეგნულად არ განსხვავდებოდა სტუმრების საჭმლისგან.

ის ჭამდა იგივეს, რასაც სთავაზობდნენ სტუმრებს, გარდა (1931 წლის შემდეგ) ხორცისა და ცხოველურ ცხიმზე მომზადებული საჭმლისა. თუ სტუმრები ჭამდნენ ბიფშტექსს, მაშინ მას აძლევდნენ ბიფშტექსის იმიტაციას დამზადებულს ბოსტნეულისგან.

20-დან 24 სთ-ის შუალედში ვახშამი:

უფრო ხშირად მოხარშული კვერცხი, კანიანად მოხარშული კარტოფილი (ე. წ. "მუნდირში") (ძალიან უყვარდა - გასუფთავების შემდეგ აწობდა ზეთში) და ხაჭო. სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ დაიწყო 1-2 ჭიქა ლუდის დალევა, იმედოვნებდა, რომ მალე დაიღლებოდა და დასაძინებლად წავიდოდა. მაგრამ, როდესაც ჰიტლერმა შენიშნა, რომ გამოკეთდა, ამ ჩვევაზე უარი თქვა.

ვახშმის შემდეგ - ერთი საათი ისვენებდა.

დასვენების შემდეგ - ძილი დილის 6-8 საათამდე.

ომის დროს - საქმეთა მდგომარეობის განხილვა - ხშირად 8 საათამდე. საუზმის შემდეგ, რომელსაც მიირთმევდა ნამცხვრითა და ხიზილალით თავის ნაგაზთან ერთად მიდიოდა დასაძინებლად.

ასევე ჰიტლერის ვეგეტარიანელობისთვის საკმაოდ სერიოზული საბაბი იყო კანონმდებლობა ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ. 1933 წელს უკვე ახალი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის პარლამენტი ღებულობს იმ დროისთვის ყველაზე სრულ კანონთა კრებულს ცხოველთა დაცვის შესახებ - "Tierschutzgesetz", რასაც ადოლფ ჰიტლერმა, კანცლერმა, შემდეგ კი მესამე რეიხის პრეზიდენტმა, ასეთი განმარტება მისცა: "ახალ რეიხში ცხოველთადმი სისასტიკე აკრძალული იქნება".




პრიმატების, ცხენების, ძაღლებისა და კატების გამოყენება საექსპერიმენტოდ, მათ შორის სამედიცინო მიზნით, აიკრძალა.
ამიტომაც, პრაქტიკულად ყველა ექსპერიმენტი, მათ შორის ვივისექტორული, საკონცენტრაციო ბანაკების ბინადარ ბოშებისა და ებრაელების ბავშვებზე ტარდებოდა. განსაკუთრებულად გაითქვა ამ მხრივ სახელი აუშვიცმა (ოსვენციმი), სადაც დოქტორმა მენგელემ გაანადგურა დაახლოებით ორმოცი ათასამდე ადამიანი.

რაც საინტერესოა - ნაცისტების თვალსაზრისით ეს იურიდიულად გამართლებული იყო - რადგან ებრაელები, ბოშები, სლავები და სხვა უნტერსიმცირეები ვირთხების დონეზე განიხილებოდნენ - მათზე მაღლა იდგნენ ღორები, შემდეგ არწივები და მგლები.

ევოლუციის კიბის მწვერვალს მხოლოდ ჭეშმარიტი არიელები იკავებდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი უნიკალური სახეობითი სტატუსი, და იურიდიულად პირუტყვებზე ქვემოთ აღმოჩნდნენ.

მაგრამ, ერთია ა. ჰიტლერის დიეტა, ხოლო რიგითი გერმანელის ცხოვრება იმავე 1933-1945 წლების გერმანიაში ეს უკვე სულ სხვა თემაა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო დროებისა და კვების პროდუქტების უკმარობის პირობებში იდეოლოგიური კამპანიების ობიექტები ხდებოდნენ ყავა, ჩაი და ალკოჰოლი. აქტიურად განიხილებოდა ხორცის სახკითხი, სახარინის და სხვა დეფიციტური პროდუქტებისა, რომლებიც თითქოსდა ხელს უწყობდნენ კიბოს დაავადების გამოწვევას.




განსაკუთრებით მძაფრი კამპანია იყო გაჩაღებული თამბაქოს წინააღმდეგ.
ამასთან ერთ-ერთი არგუმენტი გახლდათ ის, რომ ყველა მთავარი ნაცისტი - ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო - არამწეველები იყვნენ, მაშინ როდესაც სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი ეწეოდნენ. ჰიტლერი შეურიგებელი იყო მოწევასთან, და ირწმუნებოდა, რომ თამბაქო - ეს არის წითელკანიანის სული, რომელიც მოსდევს თეთრკანიანებს და შურს იძიებს მათზე, და რომ ნაციზემი არასოდეს დამკვიდრდება გერმანიაში, თუ მისი მცხოვრებლები თამბაქოს მოწევას არ შეწყვეტენ. თამბაქოს ებრძოდნენ ეპიდემიასავით, როგორც შავ ჭირს, ლოთობას, "მშვიდობის მტერს", "ხალხის მტერს". თამბაქოს ბოროტად გამოყენებას "ცივილიზაციის სნეულებას" და "ლიბერალიზმის გადმონაშთს" უწოდებდნენ. სხვათა შორის ახალგაზრდობაში თვით ა. ჰიტლერიც თავგამოდებული მწეველი იყო. ის დღეში 40 სიგარეტს ეწეოდა, მაგრამ თავი მიანება ამ საქმეს და გადაწყვიტა ფული თამბაქოზე არ გაეფლანგა.

ერის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, ნაციზმის პროგრამებში დიდ როლს თამაშობდა რასული ჰიგიენის და სხეულებრივი სიჯანსაღის კონცეფცია.
ნაცისტი ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ "უფალთა რასის" წარმომადნგელები "არ უნდა ეწეოდნენ და, რომ თამბაქოს მოწევა "რასული დეგენერაციის" ტოლფასია". ნაცისტები ასევე აქტიურად ამტკიცებდნენ, რომ თამბაქოს გავრცელებაში დამნაშავენი არიან ებრაელები. გერმანიაში "მეშვიდე დღის ადვენტისტების" ეკლესია აცხადებდა, რომ მოწევა - ეს არის ცოდვა, რომელსაც ებრაელები ავრცელებენ. ჟურნალ "ნორდული სამყაროს" (Nordische Welt) რედაქტორმა იოჰან ფონ ლეერსმა 1941 წელს თამბაქოს წევის რისკთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაზე ევროპაში თამბაქოს გავრცელებაზე პასუხისმგებლობა "ებრაულ კაპიტალიზმს" დააკისრა. მან განაცხადა, რომ თამბაქო გერმანიაში პირველად ებრაელებმა შემოიტანეს და, რომ ებრაელები აკონტროლებენ თამბაქოს წარმოებას ამსტერდამში - თამბაქოთი ევროპის მომარაგების უმთავრეს ცენტრში.

მაგრამ, მიატოვა რა მოწევა, ა. ჰიტლერის დროინდელი გერმანიის ხელისუფლებამ დასაშვებად მიიჩნია (განსაკუთრებით ვერმახტის ჯარისკაცებში) ერთგვარი სტიმულატორის, "პერვიტინის" გამოყენება.
სტიმულატორი - პერვიტინი მიეწოდა მოქმედ არმიას.



დღეისთვის თანამედროვე მეცნიერება "პერვიტინს" განაკუთვნებს "ნარკოტიკთა" კატეგორიას.

გერმანელ ჯარისკაცებს მეორე მსოფლი ომში, 1940 წლის პირველ პერიოდში ამფეტამინის მილიონობით ტაბლებებით ამარაგებდნენ. ასე დაიწყო "უნივერსალური გერმანელი ჯარისკაცის" აღზრდის ოპერაცია.

ჩვენ კი გავაგრძელოთ ჩვენი თხრობა. ნარკოტიკები გეგმის ნაწილი იყო, რათა პილოტებს, მეზღვაურებსა და ქვეით ჯარებს გამოეჩინათ ზეადამიანური წარმადობა. ამფეტამინის ეფექტურობა ანალოგიურია ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ადრენალინისა, რომელიც მოჭარბებულ საბრძოლო მზადყოფნას იწვევს.

ადამიანთა უმეტესობას, ეს ნივთიერება მატებს საკუთარ თავში დარწმუნებას, კონცენტრაციას და რისკზე წასვლის სურვილს, ამავე დროს მას უქვეითდება ტკივილისადმი, შიშისა და წყურვილისადმი მგრძნობელობა, ასევე კლებულობს ძილის მოთხოვნილება.

ყველაფერი დაიწყო 1939 წლის სექტემბერში პერვიტინის გამოცდით, როდესაც დოქტორმა რანკემ, რომელიც "ანენერბეს" მეცნიერთა შემადგენლობაში იყო, პრეპარატი შეამოწმა 90 სტუდენტზე, და მივიდა დასკვნამდე, რომ პერვიტინს შეეძლო დიდი სახმარება გაეწია ვერმახტისთვის ომის მოგების საქმეში!

სამხედრო ხელმძღვანელობის კურთხევით, პერვიტინი პირველად ტესტირებულ იქნა სამხედრო მძღოლებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამხედრო ინტერვენციაში, რომელიც განხორციელდა პოლონეთის წინააღმდეგ.



1940 წლის აპრილისა და ივლისისი მოკლე პერიოდში, პერვიტინის და Isophan-ის დაახლოებით 35 მილიონი ტაბლეტი (Isophan - მცირედ შეცვლილი ვარიანტი) გაეგზავნა გერმანული არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებს.

პერვიტინი (კოკაინთან ერთად) დიდი პოპულარობით სარგებლობდა მესამე რეიხის ბელადებშიც. კერძოდ, ჰიტლერი 1936 წლიდან 1943 წლამდე (დღეში რამოდენიმეჯერ) პერვიტინს თავისი პირადი ექიმისგან (დ-რ თეოდორ მორელი) ღებულობდა ინექციის სახით. ასე გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომის დამთვრებამდე...

ზემოთ მოტანილი ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ვხედავთ, რომ "ანენერბეს" და მის კონტროლს დაქვემდებარებული ფილიალების გერმანელმა მეცნიერებმა, ჩაატარეს სერიოზული სამეცნიერო კვლევები, რომლის დროსაც დაადგინეს მრავალი ახალი სამეცნიერო მონაცემი, რომლებმაც მხარდაჭერა თანამედროვე მედიცინაშიც ჰპოვეს.

იპოვეს მათ ის ზღაპრული "ცოცხალი წყალიც" და მისი უმთავრესი წყაროც!

აი, ამ ისტორიის მოკლე გადმოცემა. "ანენერბეს" სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმში სითხე შეადგენს საერთო მასის 80%-ს და ამიტომაც მიიჩნევდნენ, რომ წყლის დაპროგრამებას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ორგანიზმის უჯრედების მუშაობა. ამასთან "ანენერბეს" სპეციალისტები თავიანთ კვლევებში იყენებდნენ ძველგერმანულ ტრადიციებს, როდესაც წყლის ზედაპირზე განსაზღვრული რუნების დაწერით იცვლებოდა მისი ხარისხი!!! მიიჩნეოდა, რომ ასეთი წყალი, რომელსაც ჩვეულებრივ წყალში აზავებდნენ, ცვლიდა ამ უკანასკნელს საჭირო მიმართულებით.

მაგრამ, მოდი, გავაგრძელოთ თხრობა "ანენერბეს" სპეციალისტებზე
.



რიწის ტბა, საქართველო, აფხაზეთი.


ახორციელებდნენ რა "ცოცხალ წყალთან" დაკავშირებულ თავიანთ სამეცნიერო ექსპერიმენტებს ისინი საფუძვლად იყენებდნენ წყალს, რომელსაც კავკასიაში, კერძოდ აფხაზეთში არსებული რიწის ტბიდან იყო აღებული.

სამხედრო მოქმედებებისდა მიუხედავად, გერმანელმა ნაცისტებმა აქ გამოაგზავნეს სპეციალური ექსპედიცია ერნსტ შეფერის მეთაურობით.

გერმანელებს რიწის ტბა უპირველეს ყოვლისა იზიდავდა იმით, რომ ის ნახსენებია ჯერ კიდევ ძველ შუმერულ დოკუმენტებში.

აფხაზეთის ტერიტორიის კვლევას აგრძელებდა "ანენერბეს" სხვა სპეციალისტიც, კერძოდ, იოზეფ იმერი. მან აიღო სინჯები აფხაზეთის 144 წყაროდან და აღიარა, რომ რიწის ტბის წყალი არის ყველაზე უკეთესი!


რიწის ტბის თანამედროვე ხედები:












მეშვიდე ნაწილის დასასრული.

"ანენერბეს" ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню