ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 6 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ოკულტური რეიხი

სარჩევი

ნაწილი 6

ანტარქტიდა, ბაზა 211


ახლა შევუდგეთ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის, კერძოდ გერმანიის მიერ 1933-1945 წლებში, ანტარქტიდაში თავისი გასაიდუმლოებული ბაზის (კოდური ნომრით 211) მშენებლობის განხილვას. ჩვენ უნდა გავარკვიოთ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი.





რა არის ანტარქტიდა?


სადღეისოდ ანტარქტიდაზე (ბერძნ. ἀνταρκτικός - არქტიკის საწინააღმდეგო) შეიძლება ითქვას შემდეგი: ეს არის მეექვსე კონტინენტი, რომელიც განთავსებულია დედამიწის უკიდურეს სამხრეთში. ანტარქტიდის ენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. ანტარქტიტას გარს უვლის სამხრეთის ოკეანე. კონტინენტის ფართობი 14,4 მლნ. კმ²-ია (მათგან 1,6 მლნ. კვ² შელფური მყინვარებია). სხვა თვალსაზრისის მიხედვით ანტარქტიდას კიდევ უწოდებენ დედამიწის იმ ნაწილს, რომელიც შედგება ანტარქტიდის მატერიკისა და მიმდებარე კუნძულებისგან.



თვით ანტარქტიდა 1820 წლის 16 (29) იანვარს აღმოაჩინა რუსულმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ფადეი ბელინგსჰაუზენი და მიხაილ ლაზარევი, რომლებიც გემებზე "Восток" და "Мирный" მივიდნენ მასთან წერტილში 69°21′ ს. გ. 2°14′ დ. გ. (G) (დღევანდელი ბელინსგჰაუზენის შელფური მყინვარის რაიონი).

ოცი წლის შემდეგ, როდესაც ეროვნული მუზეუმის დირექტორი სტამბულში ჰალილ ედჰემი სულთნების ძველ სასახლეში არჩევდა ძველი ბიზანტიელი იმპერატორების ბიბლიოთეკას, მტვრიან თაროზე მან აღმოაჩინა რუქა, რომელიც დამზადებული იყო გაზელის ტყავისგან და დაგორლგლილი გახლდათ.

რუქის შემდგენელმა მასზე გამოსახა აფრიკის დასავლეთი სანაპირო, სამხრეთ ამერიკის სამხრეთი სანაპირო და ანტარქტიდის ჩრდილოეთი სანაპირო. მოდის დედოფლის მიწის სანაპირო ზოლი სამხრეთითი 70-ე პარალელზე თავისუფალი იყო ყინულისგან! შემდგენელმა ამ ადგილას მთათა გრეხილი გამოსახა.

რუქის შემდგენლის სახელი ედჰემისთვის კარგად იყო ცნობილი - ეს გახლდათ ოტომანური იმპერიის სამხედრო ფლოტის ადმირალი და კარტოგრაფი პირი რეისი, რომელიც XVI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა.

რუქის ნამდვილობა და უტყუარობა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ის შედგენილი გახლდათ კონსტანტინოპოლში 1513 წელს. გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ ველებზე არსებული მინაწერების შესასხებ დაადგინა, რომ ის ეკუთვნოდა პირი რეისს.

1513 წელს შედგენილი რუქა ავლენს სამხრეთ ამერიკის აუხსნელ ცოდნას - და არა მარტო აღმოსავლეთ სანაპიროსი, არამედ ანდებისაც, რომელიც კონტინენტის დასავლეთშია და რომელიც იმ დროს უცნობი იყო. რუქაზე სწორად არის გამოსახული ამაზონის დაბლობი, რომელიც 1592 წლამდე უცნობი გახლდათ, ფოლკლენდის კუნძულება რუქაზე გამოსახულია თავის განედზე.

1949 წელს გაერთიანებულმა შვედურ-ბრიტანულმა კვლევითმა ექსპედიციამ განახორციელა ინტენსიური სეისმური დაზვერვა თვით სამხრეთ მატერიკისა ყინულოვანი საფარის სისქის მიღმა.

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სტრატეგიული მეთაურობის ტექნიკური დაზვერვის 8-ე ესკადრილიის მეთაურის, პოდპოლკოვნიკ ჰაროლდ ზ. ოლმეიერის ცნობით (06.07.1960 წელი) "გეოგრაფიული დეტალები, რომელიც რუქის ქვედა ნაწილშია გამოსახული (ანტარქტიდის ნაპირები), ბრწყინვალედ ეთანხმება სეისმოდაზვერვის მონაცემებს... ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შევათანხმოთ ამ რუქის მონაცემები 1513 წელს გეოგრაფიული მეცნიერების სავარაუდო დონეს".

თვით პირი რეისი, XVI საუკუნეში, რუქის ველებზე დატანებულ თავის შენიშვნებში წერდა, რომ კარტოგრაფიასა და პირვანდელ გადაღებაზე პასუხს არ აგებს, მისი რუქა ეფუძნება დიდი რაოდენობის უფრო ადრინდელ წყაროებს. ზოგიერთი მათგანი მონიშნულია მისი თანამედროვეების (მაგალითად, ქრისტეფორე კოლუმბის) მიერ, სხვები განეკუთვნება უფრო ადრინდელი დროებას და შეიძლება დათარიღებულ იქნას ქრისტესშობამდე IV საუკუნით. არა უგვიანეს, რადგან ერთ-ერთი წყარო ეკუთვნოდა ალექსანდრე მაკედონელს, რომელიც სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობდა. აი, კიდევ სხვა ფაქტი. 1737 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ფილიპ ბუაშემ გამოაქვეყნა ანტარქტიდის თავისი რუქა. ბუაშემ მოგვცა იმ დროინდელი გამოსახულება, როდესაც ანტარქტიდა სრულიად თავისუფალი იყო ყინულისგან. მის რუქაზე წარმოდგენილია მთელი კონტინენტის ყინულქვეშა ტოპოგრაფია, რომლის შესახებაც ჩვენს კაცობრიობას, რომელიც თავისი ცივილიზაციის ჩასახვას არ ითვლის ქრისტეს შობამდე IV ათასწლეულზე უადრეს, 1958 წლამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

მეტიც, დღეისთვის დაკარგულ წყაროებზე დაყრდნობით, ფრანგმა აკადემიკოსმა მატერიკის ყველაზე სამხრეთი ნაწილის შუაში გამოსახა წყლის სივრცე, რომელიც მას ორ სუბმატერიკად ჰყოფდა, და რომლებიც განლაგებულნი იყვნენ დასავლეთითა და აღმოსავლეთით იმ ხაზიდან, რომელზეც ახლა ტრანსატლანტიკური მთებია ნაჩვენები.

საერთაშორისო გეოფიზიკური წლის (1958) პროგრამით ჩატარებული გამოკვლევები ამტკიცებენ, რომ ყველაზე სამხრეთი კონტინენტი, რომელიც თანამედროვე რუქაზე გამოისახება როგორც ერთი მთლიანობა, სინამდვილეში წარმოადგენს დიდი კუნძულების არქიპელაგს, რომელიც დაფარულია 1,5 კმ სისქის ყინულოვანი საფარით.

1949 წელს ადმირალ ბერდის ექსპედიცია, რომლის შესახებაც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, აწარმოებდა როსის ზღვის ფსკერის ბურღვას სწორედ იმ ადგილებში, სდაც ორონტეუს ფინიუსმა მდინარეთა სათავეები მიუთითა.



კერნის ნაპრალებში აღმოაჩინეს კარგად შერეული დანალექების წვრილმარცვლოვანი ქანები, რომლებიც ზღვაში შემოტანილია მდინარეებიდან, რომელთა თავწყაროები განლაგებულია ზომიერ, ანუ ყინულისგან თავისუფალ განედებში. დათარიღების რადიაქტიური მეთოდის გამოყენებით, რომელიც დოქტორმა უ. დ. ურიმ შეიმუშავა, ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის მეცნიერებმა შესძლეს საკმაოდ ზუსტად დაედგინათ, რომ ანტარქტიკის მდინარეები, რომლებიც ამ მცირედისპერსიული დანალექების წყაროებს წარმოადგენენ, როგორც ფინიუსის რუქაც აჩვენებს, დიოდნენ 6000 წლის წინათ. მხოლოდ ამ თარიღი შემდეგ, დაახლოებით ქრ. შ.-მდე 4000 წელს "როსის ზღვის ფსკერზე დაიწყო ყინულოვანი ტიპის დანალექების დაგროვება... როგორც დაკვირვებები აჩვენებს, ყოველივე ამას წინ უძღოდა თბილი პერიოდი"

ამგვარად, რეისის რუქა გვაძლევს ანტარქტიდაზე ისეთ წარმოდგენას, რომ ისტორიის ოფიციალური ვერსიით - ის თანატოლია შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციებისა. ხოლო სამხრეთპოლარულ ზღვებში ფ. ბელინსჰაუზენისა და მ. ლაზარევის ექსპედიციების მიხედვით, რომლებმაც ანტარქტიდულ ყინულებს მსოფლიოს გარშემო შემოუაეს, მხოლოდ დაადასტურა მეექვსე კონტინენტის არსებობა.



ამავე დროს ანტარქტიდა - დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტია. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მეტია, კონტინენტის ცენტრში კი მისი სიმაღლე 4000 მეტრს აღწევს.

ამ მაღლობის უდიდეს ნაწილს შეადგენს კონტინენტის მუდმივი ყინულოვანი საფარი, რომლის ქვეშ დაფარულია კონტინენტალური რელიეფი და მისი ფართობის მხოლოდ 0,3 %-ია (დაახლ. 40 000 კმ 2) თავისუფალი ყინულისგან - ძირითადად დასავლეთ ანტარქტიდასა და ტრანსანტარქტიდის მთებში: კუნძულები, სანაპიროს მონაკვეთები, ე. წ. "მშრალი ველები" და ცალკეული გორაკები და მაღლობები (ნუნატაკები), რომლებიც ამოწვერილია ყინულოვანი ზედაპირიდან.

ტრანსატლანტიკური მთები, რომლებიც გადაჰკვეთენ თითქმის მთელ კონტინენტს, ანტარქტიდას ორ ნაწილად ჰყოფენ - დასავლეთ ანტარქტიდად და აღმოსავლეთ ანტარქტიდად. მათ განსხვავებული წარმოშობა და გეოლოგიური აგებულება გააჩნიათ.

აღმოსავლეთში იმყოფება ყინულით დაფარული მაღალი (ყინულის საფარიდან ყველაზე დიდი მაღლობი 4100 მ. ზღვის დონიდან) პლატო. დასავლეთი ნაწილი კი შედგება მთიანი კუნძულების ჯგუფებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ყინულებით არის შეერთებული. წყნარი ოკეანის სანაპიროზე განთავსებულია ანტარქტიკული ანდები, რომელთა სიმაღლე 4000 მ.-ს აღემატება; კონტინენტის ყველაზე მაღალი წერტილია ვინსონის მასივი ელსუორთის მთებში, რომელიც ზღვის დონიდან 5140 მ-ს აღწევს.

დასავლეთ ანტარქტიდაში იმყოფება კონტინენტის უღრმესი დეპრესია - ბენტლის ღრმული, რომელიც სავარაუდოდ რიფტული წარმოშობისაა. ბენტლის ღრმულის სიღრმე, რომელიც ყინულითაა დაფარული ზღვის დონიდან 2555 მ-ზე დაბლა მდებარეობს.

1895 წლის 24 იანვარს, პირველად კონტინენტალურ ნაწილს ფეხი დაადგეს ნორვეგიული გემის "ანტარქტიკის" კაპიტანმა კრისტენსენმა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა კარსტენ ბორხგრევინკმა. ანტარქტიკის შესახებ არსებული კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელი 1959 წლის 1 დეკემბერს მოეწერა და ძალაში 1961 წლის 23 ივნისს შევიდა, ანტარქტიდა არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო მოღვაწეობა. ხოლო სამხედრო ობიექტების განთავსება და ასევე სამხედრო ხომალდების შესვლა სამხრეთ განედის 60°-ის სამხრეთით აკრძალულია. 1980-იან წლებში ანტარქტიდა ასევე გამოაცხადეს ბირთვული აფეთქებებისგან თავისუფალ ზონად, რამაც გამორიცხა მის წყლებში ატომური გემების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე - ატომური ენერგობლოკებისგან. მაგრამ შეთანხმების არსებობა არ ნიშნავს, რომ მასზე ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს პრეტენზიებზე კონტინენტსა და მის მიმდებარე სივრცეზე.

პირიქით, ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზია ძალზედ დიდია. მაგალითად, ნორვეგია პრეტენზიას აცხადებს ტერიტორიაზე, რომელიც მის საკუთარს ათჯერ აღემატება (მათ შორის პეტრე I-ის კუნძულზე, რომელიც ბელინსჰაუზენ - ლაზარევის ექსპედიციამ აღმოაჩინა). თავისად გამოაცხადა ანტარქტიდის უდიდესი ტერიტორია დიდმა ბრიტანეთმა. ავსტრალია საკუთრად მიიჩნევს ანტარქტიდის თითქმის ნახევარს, რომელშიც, სხვათა შორის, ჩაკვეხებულია "ფრანგული" ადელის მიწა. ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა ახალმა ზელანდიამაც. დიდი ბრიტანეთი, ჩილე და არგენტინა პრაქტიკულად ერთსა და იმავე ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მოიცავს ანტარქტიკულ ნახევარკუნძულს და შეტლანდის სამხრეთ კუნძულებს.

განსაკუთრებული პოზიცია დაიკავეს აშშ-მ და რუსეთმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ პრინციპში შეუძლიათ ანტარქტიდაზე საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების გამოცხადება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამას არ აკეთებენ. თანაც ორივე სახელმწიფო არ აღიარებს სხვა ქვეყნების პრეტენზიებს, ისევე როგორც ერთმანეთისას.



ანტარქტიდის ტერიტორიაზე "მიწერილია" რამოდენიმე ვირტუალური სახელმწიფო. აი, მაგალითად, მატერიკის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებს "მელქისედეკის დომინიონი" (http://www.melchizedek.com/dom/index.html და http://www.business-magazine.ru/mech_new/experience/pub110066/page/al)

ცნობა: "მელქისედეკის დომინიონი" (შემდეგში - მდ) - არის ვირტუალური სახელმწიფო, რომელიც უკვე ბრალდებული იყო საბანკო მაქინაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


მდ არავის მიერ არ არის იურიდიულად აღიარებული, თვიტონ კი თავის ტერიტორიად აღიარებს დედამიწის მთელ რიგ მონაკვეთებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თვით დმ შექმნილია 1986 წელს აშშ-ს მოქალაქის დევიდ პედლის და მისი შვილის მარკოსის მიერ. ორგანიზატორები ასევე ცნობილნი არიან რამოდენიმე ფსევდონიმებით, ისეთით, როგორიცაა "ცემახ ბენ დავიდ ნეცერ კორემ", "ბრანჩ ვინედრესსერ" და სხვა.

ეს ადამიანები ასევე არიან ბიბლიის ერთ-ერთი ინტერპრეტაციის ავტორები, რომლის სახელწოდებაა "მელქისედეკის ბიბლია", რომლის თხრობის ცენტრში იმყოფება მღვდელმთავარ მელქისედეკის იდუმალი ფიგურა, რომელიც მოხსენიებულია ძველ აღთქმაში, რომელიც შეხვდა ქანაანისკენ მიმავალ აბრაამს (პედლის სწავლებაში მელქისედეკი გამოცხადებულია იესუ ქრისტეს წინამორბედად).

პირველი ტერიტორია, რომელიც "დომინიონის" შემადგენლობაში შესულად გამოცხადდა, იყო კლიპერტონის უდაბური კუნძული, რომელიც მელქისედეკის კუნძულად გამოცხადდა, და რომელიც საფრანგეთის მფლობელობაშია.

XX საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში "მელქისედეკის დომინიონმა" თავის კუთვნილებად გამოაცხადა კიდევ რამოდენიმე ტერიტორია.


ბაზები ჰიტლერისთვის


პირველი გერმანული ანტარქტიკული ექსპედიცია შედგა 1873 წელს ინგლისელ სერ ედუარდ დალმენის მეთვალყურეობით, რომელიც სულ ახლახან დაარსებული გერმანული პოლარული გამოკვლევების საზოგადოების დავალებით მოქმედებდა.



ამ ექსპედიციის დროს დალმენმა აღმოაჩინა ახალი მარშრუტები ანტარქტიდისკენ. შემდგომი 60 წლის განმავლობაში განხოცრიცელდა კიდევ ორი ექსპედიცია: 1910 და 1925 წლებში. მეორე მსოფლიო ომის წინ გერმანია ცდილობდა დაეპყრო ანტარქტიდის ნაწილი სამხედრო ბაზების ასაშენებლად.

იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ქვეყნებს შორის შეთანხმება ამ მატერიკის ნეიტრალურ სტატუსზე და გერმანია მის ოკუპაციას ესწრაფვოდა, რადგან, მისი აზრით, ეს იყო "არავისი" ტერიტორია.

ჰიტლერი ანტარქტიდაში სამხედრო პლაცდარმის შექმნას აპირებდა, რაც, გარდა გეოგრაფიული სარგებელისა (შესაძლებლობა თავს დასხმოდა ავსტრალიას, სამხრეთ ამერიკას და აშშ-ს კოლონიებს წყნარ ოკეანეში), დამატებით უპირატესობებსაც ანიჭებდა პროპაგანდისტულ კამპანიაში "ათასწლოვანი რეიხისთვის".



მეორეს მხრივ, გერმანელები გარკვეული დროით ცდილობდნენ თავი აერიდებინათ პროვოკაციისთვის. მოწინააღმდეგე მხარე ინგლისელებისა და ფრანგების სახით, ეჭვითა და შიშით ეკიდებოდნენ გერმანიის აქტიურობას ანტარქტიდაში. ჰიტლერს ძლიერ სწყუროდა პოლარეთსმიღმა ტერიტორიების დაპყრობა, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არ იყო. აქედან გაჩნდა იდეა "სამეცნიერო" ექსპედიციის მოწყობისა სამოქალაქო ავიაციის განვითარების პერსპექტივების შესასწავლად, გერმანული ავიაკომპანიის "ლუფტჰანზას" "პატრონაჟით".

"სამოქალაქო" ექსპედიციას სათავეში ჩაუდგა ადოლფ რიტშერი, რომელსაც უკვე გააჩნდა ჩრდილოეთ პოლუსში ლაშქრობის გამოცდილება და საკმაოდ გაბედულ და მოხერხებულ კაპიტნადაც წარმოაჩინა თავი. კაპიტან რიტშერის განკარგულებაში იყო ექსპედიციის ხომალდი "შვაბენლენდი". ეს გახლდათ სპეციალური სატვირთო გემი, რომელიც გადაკეთებული იყო ავიამზიდად. 1934 წლიდან ის გამოიყენებოდა ტრანსატლანტიკური საფოსტო გადაზიდვებისთვის. პოლარული ექსპედიციისთვის მომზადებული თვითმფრინავები დაამაგრეს ხომალდის ქიმზე, ორთქლის კატაპულტებზე, საიდანაც მათ შეეძლოთ სწრაფი აფრენა.

თვით "შვაბენლენდი" აღჭურვეს ჰამბურგის დოკებში. მისი აღჭურვა 1 მლნ. მარკა დაჯდა. ექსპედიციის მთელი ბიუჯეტის, ანუ 3 მილიონი რეიხს მარკის თითქმის მესამედი. სანამ ხომალდის მზადება მიმდინარეობდა, პოლარულ კვლევათა გერმანული საზოგადოება შესაფერის გუნდს არჩევდა და ავარჯიშებდა. ეკიპაჟის გასაძლიერებლად ამერიკიდან გამოიძახეს ანტარქტიდის ყველაზე ცნობილი მკვლევარი, პროფესორი რიჩარდ ბერდი. თავიდან ბერდი სიხარულით დათანხმდა ანტარქტიდის დაპყრობაში მონაწილეობას და ჰამბურგშიც კი ჩავიდა. მაგრამ მომავალ გუნდთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც სანახევროდ სამხედრო მოსამსახურეებისგან შედგებოდა, ამერიკელმა გადაიფიქრა. ამასთან გემის ტრიუმებში მან დაინახა, რომ აქ მალავდნენ საზენიტო დანადგარებს, იარაღის დიდ საწყობს, დინამიტს, ეკიპირებას და მიხვდა, რომ ეს ყველაფერი პინგვინებისთვის როდი გროვდებოდა. ამიტომაც, ბერდი ამ ექსპედიციაში მონაწილეობას აშკარად შეუშინდა. როდესაც ყველაფერი მზად იყო "Schwabenland"-მა 1938 წლის 17 დეკემბერს ჰამბურგი დატოვა და ანტარქტიდისკენ დაგეგმილი მარშრუტით გაემართა. გემმა სანაპირო ყინულს 19 იანვარს მიაღწია 4° 15′ დასავლეთის განედისა და 69° 10′ აღმოსავლეთის გრძედის წერტილში. მთელი შემდგომი კვირის განმავლობაში ხომალდის ჰიდროპლანმა შეასრულა 15 გაფრენა, და დაახლოებით 600 ათასი კვ. კმ. ტერიტორია შეისწავლა, რაც კონტინენტის თითქმის მეხუთედ ნაწილს შეადგენდა.

სპეციალური ფოტოკამერის Zeis RMK 38დახმარებით გაკეთდა 11 000 ფოტოსურათი. გადაღებულ იქნა ანტარქტიდის 350 ათასი კვ. კმ. ტერიტორია. საერთაშორისო-სამართლებრივი პრაქტიკის შესაბამისას, რომელიც ახალი ტერიტორიების ათვისებას ეხება, გერმანელებმა მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაციის რეგისტრაციის გარდა, თვითმფრინავის დახმარებით, ფრენის ყოველი 25 კილომეტრის შემდეგ აგდებდნენ ექსპედიციის ვიმპელებს. ამით მათ "მონიშნეს გერმანელებისთვის საჭირო ტერიტორია".

თვით ამ ტერიტორიამ მიიღო Neuschwabenland-ის ანუ ახალი შვაბიის სახელწოდება და გერმანიის საკუთრებად გამოცხადდა. დღეისთვის ეს სახელწოდება ჯერაც გამოიყენება ახალ (1957 წლიდან) სახელწოდებასთან ერთად (დედოფალ მოდის მიწა) (ნორვ.Dronning Maud Land). ექსპედიციის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა გახდა მცირე ოლქები, რომლებიც თავისუფალი იყო ყინულის საფარისგან და, რომლებზეც პატარა ტბები და მცენარეული საფარიც კი აღმოჩნდა. ექსპედიციის გეოლოგებმა ივარაუდეს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მიწისქვეშა ცხელი დინებების შედეგი.

1939 წლის თებერვალში Schwabenland-მა დატოვა ანტარქტიდა.

უკან მგზავრობის ორი თვის განმავლობაში ექსპედიციის კაპიტანმა რიტშერმა მოაწესრიგა და სისტემაში მოიყვანა გამოკვლევების შედეგები, რუქები და ფოტოსურათები. ჰამბურგში დაბრუნებული ექსპედიციის მეთაური რიტშერი 1939 წლის 12 აპრილს თავის უფროსობას ანგარიშს აბარებდა და აცხადებდა: "მე შევასრულე მისია, რომელიც მარშალმა ჰერინგმა დამაკისრა. პირველად გერმანულმა თვითმფრინავებმა გადაიფრინეს ანტარქტიდის კონტინენტზე. ყოველ 25-ე კილომეტრზე ჩვენი თვითმფრინავები აგდებდნენ ვიმპელებს. ჩვენ დავფარეთ დაახლოებით 600 ათასი კვ. კმ. ზონა. მათგან 350 ათასი ფოტოგრაფირებულ იქნა".





გერმანელთა შემდგომი კვლევების თანმიმდევრობა

ასეთად რჩება ის ჩვენს დროშიც, ხოლო ისტორიკოსები, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ ამ ისტორიაში გარკვევას, ანუ თუ როგორ დაიპყრეს გერმანელებმა არქტიკა, მხოლოდ წყვეტილ ინფორმაციებს ფლობენ. ჩვენ კი შევეცდებით ავიღოთ ინფორმაციის ეს ნაწყვეტები, რომლებიც სხვადასხვა წიგნებსა და დოკუმენტებშია გაბნეული და მათ საფუძველზე შევადგინოთ ახალი მოზაიკა. ამან შესაძლოა მიგვაახლოვოს "ახალი შვაბიის" საიდუმლოს გახსნას. ცნობილია, რომ 1939 წლის შემდეგ არქტიკასა და გერმანიას შორის კავშირი მხოლოდ წყალქვეშა ფლოტის მეშვეობით ხორციელდებოდა. ანტარქტიდის ნაპირებთან ფარულად მიემართებოდნენ სპეციალურად შენიღბული, ახალი გერმანული წყალქვეშა ნავები: ადამიანებითა და მოწყობილობებით.

მწერალი და ისტორიკოსი მ. დემიდენკო იუწყება, რომ რუსულ არქიევბში, კერძოდ "SS-ის ზესაიდუმლო არქივები" ("Сверхсекретные архивы СС") აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც უთითებენ, რომ დედოფალ მოდის მიწისკენ (Dronning Maud Land) ექსპედიციის დროს წყალქვეშა ნავების ესკადრონმა იპოვა თბილი, წყალქვეშა დინებებით დაკავშირებული გვირაბების მთელი სისტემა.

ომის დროს გერმანული გემები და წყალქვეშა ნავები აგრძელებდნენ ატლანტიკური ოკეანის სამხრეთის დაზვერვას, და თან იცავდნენ ახალი შვაბიის საზღვრებს. როდესაც ბაზების მშენებლობა დაიწყო, გერმანელებმა ახალი ზომები მიიღეს უსაფრთხოებისა და საიდუმლოების დასაცავად. 1941 წელს ვეშაპებზე მონადირე ორი ნორვეგიული გემი, რომლებმაც ღუზები საკუთარ ტერიტორიული წყლებში, მაგრამ დედოფალ მოდის მიწის ახლომდებარე ტერიტორიაზე ჩაუშვეს, დაუყოვნებლივ იქნენ დაპატიმრებულნი გერმანულმა ხომალდის "პინგვინის" მიერ. ხოლო 10,5 თვის შემდეგ მან გაანადგურა მოკავშირეთა 28 სავაჭრო გემი.

"პინგვინი" ადრე ცნობილი იყო, როგორც გერმანული სავაჭრო გემი "კანდელფელზი". მას მეთაურობდა პირველი რანგის მეთაური ერნსტ-ფელიქს კრიუდერი. 1941 წლის მაისში ინგლისურმა სამხედრო გემმა "კორნუოლმა" ჩაძირა "პინგვინი", მაგრამ ამან, სანამ ჩაიძირებოდა, მოკავშირეთა სავაჭრო გემების მთელი ფლოტის შეპყრობა შესძლო.

ამავდროულად, ანტარქტიდაში მშენებლობა სრული სვლით მიმდინარეობდა. და ამისთვის მიზეზებიც არსებობდა. აი, მაგალითად: "ჩემმა მიწისქვეშა ნავებმა ნამდვილი მიწიერი სამოთხე აღმოაჩინეს", - წამოცდა მაშინ დენიცს.

1943 წელს მისივე პირით გაჟღერდა სხვა იდუმალი ფრაზა: "გერმანული წყალქვეშა ფლოტი ამაყობს იმით, რომ ქვეყნიერების მეორე ბოლოში ფიურერისთვის მიუწვდომელი ციხე-სიმაგრე შექმნა".

ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, გერმანელები შენიღბულ მუშაობებს ატარებდნენ ანტარქტიდაში ნაცისტური საიდუმლო ბაზის შესაქმნელად, რომლის კოდური სახელწოდება "ბაზა 211" გახლდათ. 230 000 კვ. მილის დაზვერვის შედეგად ნაპოვნი იქნა ყინულისგან თავისუფალი ვრცელი ოლქები, დიდი მღვიმეები და მტკნარი წყლის თბილი ტბები. ერთ-ერთი დიდი მღვიმე გააფართოვეს 15 კმ-მდე, მიწისქვეშა გეოთერმული ტბისკენ გასასვლელით. სხვადასხვა სამეცნიერო გუნდები და მძიმე ტექნიკა გერმანიიდან ანტარქტიდაში გემებითა და წყალქვეშა ნავებით ჩაიყვანეს.

ამ ჯგუფებში შედიოდნენ ბიოლოგები, სამთო ინჟინრები, ექიმები, აგრონომები, ფიზიოლოგები და სხვები. ამგვარად, შეიქმნა უზარმაზარი მიწისქვეშა "ბაზა - 211" ანუ "ახალი ბერლინი" (NEUSCHWABENLAND). ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვღებულობთ ასეთ სურათს. დიახ, ა. ჰიტლერის დროინდელი გერმანელები აქტიურად აშენებდნენ ერთ ან ორ სტაციონარულ ობიექტს ანტარქტიდაში.

ამ პროცესში, წყალქვეშა ფლოტის გარდა, თვითმხილველთა თქმით, ჯერ კიდევ 1939 წლიდან რეგულარული რეისებით (ანუ თვეში სამჯერ) ჩაერთო კვლევითი გემი "შვაბია".

ბერგმანი თავის წიგნში "გერმანული მფრინავი თეფშები" ამტკიცებს, რომ ამ წლიდან და მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში ანტარქტიდაში მუდმივად აგზავნიდნენ სამთო-სამშენებლო მოწყობილობას და სხვა ტექნიკას, მათ შორის ლიანდაგურ გზებს, ვაგონეტებსა და უზარმაზარ ფრეზებს გვირაბების გასაჭრელად. არის კიდევ ერთი მოწმობა ზემოთმოტანილი ინფორმაციის დასამტკიცებლად.



ეს არის ავსტრალიური დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია დიდი გერმანული სატვირთო წყალქვეშა გემები ანტარქტიდაში. ყინულების გარემოცვაში ეკიპაჟი დგას გემბანზე და ელოდება ნაპირთან მიდგომას.


ფილმი იხ. ქვემოთ.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Sj6CC7mMPSg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

მესამე რეიხის ანტარქტიდული საიდუმლოებების ცნობილი მკვლევარები რ. ვესკო, ვ. ტერზიისკი და დ. ჩაილდრესი ასევე ამტკიცებენ, რომ 1942 წლიდან წყალქვეშა ნავების დახმრებით სამხრეთ პოლუსზე გადასროლილ იქნა საკონცენტრაციო ბანაკების ათასობით ტყვე (სამუშაო ძალა), ასევე ცნობილი მეცნიერები, მფრინავები და პოლიტიკოსები თავიანთი ოჯახებითა და ჰიტლერიუგენდის წევრებით - მომავალი "წმიდა" რასის გენოფონდით.

1942 წლიდან ახალ შვაბელენდში დაიწყო მის მომავალ მოქალაქე მეცნიერთა და სპეციალისტთა კომპლექსური გადაყვანა, იქითვე გადაიყვანეს ნაცისტური პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელებიც, იქ იქმნებოდა საწარმოო სიძლიერენი. საიდუმლო დასახლებული პუნქტების მშენებლობა წარმოებდა სამხედრო ტყვეთა ხელებით, ქანცგაწყვეტილი მუშების ნაცვლად, იმწამსვე მოჰყავდათ ახალი მუშახელი.

ბაზების დაცვას ახორციელებდნენ SS-ის ჯარები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ წყალქვეშა ნავებით, მიწისქვეშა აეროდრომებზე განთავსებული იყო რეაქტიული თვითმფრინავები, ხოლო საბრძოლო მზადყოფნაში მუდმივად ჰყავდათ სარაკეტო დანადგარები, რომლებიც ბირთვული ქობინებით იყვნენ აღჭურვილნი.

სწორედ აქ, ანტარქტიდაში, სრული სამხედრო იზოლაციის პირობებში შესძლო გერმანულმა მეცნიერებამ, ომის მიწურულს შეექმნა ბირთვული იარაღი, რომელიც სხვა ფიზიკურ პრინციპებზე იყო აგებული, ვიდრე ეს გააკეთეს აშშ-ს და რუსეთის მეცნიერებმა.

ეს იყო ბირთვული მუხტები, "იმპლოზიური" ფიზიკის საფუძველზე. აი საჭირო წყარო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
(Ядерное оружие).

თავიანთ ბაზებსა და ობიექტებზე, რომლებიც განლაგებული იყო ამაზონიასა და არგენტინაში, გერმანელებმა შეიმუშავეს და სრულყოფამდე აიყვანეს რეაქტიული თვითმფრინავები და გამოსცადეს იმპლოზიური ბირთვული მუხტი. საიდუმლო გიგანტურ წყალქვეშა ნავების გარდა ამ მიზნებისთვის გამოიყენებოდა "U"-ს კლასის ასობით სერიული წყალქვეშა ნავი, მათ შორის ზესაიდუმლო შენაერთი "ფიურერის ბადრაგი", რომლის შემადგენლობაში შედიოდა 35 წყალქვეშა ნავი.




ომის მიწურულს ამ ელიტური სუბმარინებიდან მოხსნეს ყველა სამხედრო მოწყობილობა და მოათავსეს კონტეინერებში სხვა ფასეულ ტვირთთან ერთად. წყალქვეშ ნავებმა ბორტზე აიყვანეს ვიღაც საიდუმლო მგზავრები და დიდი რაოდენობის სურსათ სანოვაგე.




ზუსტად ცნობილია ამ ბადრაგის მხოლოდ ორი ნავი.

ერთი მათგანია U-530, რომელსაც მეთაურობდა 25 წლის ოტო ვერმაუტი. 1945 წლის 13 აპრილს ის გამოვიდა კილიდან და ანტარქტიდაში ჩაიტანა მესამე რეიხის რელიქვიები, ჰიტლერის პირადი ნივთები, ასევე მგზავრები, რომელთა სახეებს ფარავდა ქირურგიული სახვევები.

სხვა წყალქვეშა ნავმა U-977-მა, რომელსაც მეთაურობდა ჰაინც შეფერი, მოგვიანებით გაიმეორა ეს მარშრუტი, მაგრამ რა მიჰქონდა ან ვინ მიჰყავდა, უცნობია.

ამ წყალქვეშა ნავებთან და გერმანია-ანტარქტიდის მარშრუტებთან დაკავშირებით ისტორიაში გაჩნდა ახალი სენსაციური ვერსია:

ა. ჰიტლერმა 1945 წ. ბერლინში თავი კი არ მოიკლა, არამედ თავისი სიკვდილით მიიცვალა ანტარქტიდაში 1971 წელს...




და თავის საფუძველში, ეს ვერსია ეყრდნობა შემდეგ მონაცემებს.

1944 წლის აგვისტოში გესტაპოსა და SS-ის ხელმძღვანელობა საიდუმლოდ შეიკრიბა სტრასბურგის სასტუმრო "მეზონრუჟში".

საიდუმლო სამსახურთა მიმართულებების ხელმძღვანელთა შეხვედრას ატარებდა SS-ის ობერგრუპენფიურერი ერნსტ კალტენბრუნერი.

ორი დღე-ღამის განმავლობაში სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურა და გესტაპო იხილავდა და ამტკიცებდა ნაცისტური გერმანიის ხელისუფლების ევროპიდან გაქცევის გეგმას, რომელიც ძალიან მალე უნდა დაეკავებინა ანტიჰიტლერულ კოალიციას. გაქცევის ძირითად მიმართულებად არჩეულ იქნა სამხრეთ ამერიკა.

ოპერაციაში, რომლის კოდური სახელწოდება იყო "შლუზი", მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამოქმედდა SS-ისა და SD-ს ძალები.

ოპერაცია "შლუზმა" მრავალ მაღალჩინოსან ნაცისტს შეუნარჩუნა სიცოცხლე. უკვე 1951 წელს გადარჩენილმა ფაშისტებმა მოაწესრიგეს თანამშრომლობა და შექმნეს საიდუმლო კავშირი სახელწოდებით "შავი ინტერნაციონალი".



ოპერაცია "მაღალი ნახტომი" ანუ ომი ანტარქტიდაში


ამერიკული დაზვერვის ცნობით, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებისთვისაც გახდა ცნობილი, 1944 წლის მიწურულს, დედოფალ მოდის მიწაზე ნაცისტებმა განალაგეს ხუთი საბრძოლო ბალისტიკური რაკეტის "ფაუ-5" საბრძოლო მორიგეობა.

პრინციპში ანტარქტიდის ყინულებში ნაცისტური სამალავის შესახებ ყველა ცნობა, რომელიც ატარებს კოდურ სახელწოდებას "ბაზა-211", ამერიკელებისგან მოდის.

როგორც გვიანდელმა კვლევებმა აჩვენა ყველაფერი დაიწყო ამ ეპიზოდიდან.




1945 წლის ზაფხულში ამერიკელებმა არგენტინის სანაპიროსთან აღმოაჩინეს ორი წყალქვეშა ნავი. აშშ-ს გემებმა შეძლეს მათი შემწყვდევა მდინარის შესართავთან, სადაც შეიპყრეს კიდეც. აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა სპეციალური წყალქვეშა ნავები "ფიურერის ბადრაგიდან".

ეკიპაჟის დაკითხვიდან ვითომცდა გაირკვა, რომ: "1945 წლის აპრილში წყალქვეშა ნავებმა U-977 და U-530 (მეთაურები ჰეინზ შაუმფლერი და ოტო ვერხმუტი) თავიანთ ბორტებზე ატვირთეს განსაკუთრებულად საიდუმლო ტვირთი და ხუთი მგზავრი, რომელთა სახეები ნიღბებით იყო დაფარული.

მარშრუტი გადიოდა შირმახერის ოაზისზე ანტარქტიდაში. იქ ნიღბიანი ადამიანები ნაპირზე გადმოსხდნენ, საიდუმლო ყუთები გადმოტვირთეს, ხოლო ნავები არგენტინისკენ გაემგზავრნენ, სადაც იმყოფებოდა კიდევ ერთი საიდუმლო ნაცისტური ბაზა. სწორედ იქ წაასწრეს მათ ამერიკულმა სამხედრო გემებმა".

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ცნობებმა აიძულა ამერიკელები სასწრაფოდ აღეჭურვათ ანტარქტიდაში ექსპედიცია ადმირალ ბერდის მეთაურობით, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი მკვლევარი იყო მთელს დასავლეთში. ოპერაციაში "მაღალი ნახტომი" მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის 13 ხომალდი და პირადი შემადგენლობის ოთხი ათასი კაცი. მაგრამ ეს არმადა ამერიკაში ხელცარიელი დაბრუნდა, და იმიტომ კი არა, რომ ვერაფერი აღმოაჩინა. იმ დროის ზოგიერთი გაზეთის ცნობით, გამოცდილმა ადმირალი ბერდი ანტარქტიდის ნაპირებთან გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, მან რამოდენიმე გემიც კი დაკარგა და მხოლოდ ამის შემდეგ გასცა უკან დახევის განკარგულება.




ასევე ამბობდნე, რომ ესკადრას თავს დაესხნენ მფრინავი თეფშები, რომელთა ბორტებზე ჩანდა სვასტიკები, ხოლო საზენიტო არტილერია უძლური აღმოჩნდა ამ მანქანების წინააღმდეგ...

ვინ გაუწია წინააღმდეგობა ამერიკულ ექსპედიციას?

იმავე ცნობების მიხედვით, ადმირალმა რიჩარდ ეველინ ბერდმა თითქოსდა ჟურნალისტებს უთხრა: "თუკი აშშ ომში კვლავ ჩაებმება, იცოდეთ, ჩვენ მოგვიწევს შეტაკება მოწინააღმდეგესთან, რომლის მფრინავ აპარატებს შეუძლიათ სწრაფად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახონ უზარმაზარი მანძილები!" ბერდის შეფასებას იმისა, რაც მან ნახა ანტარქტიდაში ჩვენ კიდევ დავუბრუნდებიტ, მანამ კი გავაგრძელოთ საუბარი ზემოთწოდებულ ოპერაციაზე "შლუზი". ამასთანავე დამყარდა კავშირი ანტარქტიდის "ახალ ბერლინთან" და ჩილესა და არგენტინის გერმანულ დასახლებებთან.

მათ იყიდეს უზარმაზარი მიწის ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. საბოლო ჯამში, დასახლებებიდან პროდუქცია იგზავნებოდა ანტარქტიდაში. ამ პროექტების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყო უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებთან, რომლებიც ძალზედ აწვებოდა SS-ის ხელმძღვანელობას და "ახალი ბერლინის" ნაცისტურ პარტიას. მათ გამოიყენეს გერმანული ხაზინა, ევროპაში ნაძარცვი ფასეულობანი, ამერიკული ვალუტა, რომელიც ნამდვილ ქაღალდზე იყო დამზადებული და ნამდვილი კლიშეები. მოგვიანებით, ცსს-სა და ეუს-ში საკუთარმა აგენტებმა ნაცისტებს შესაძლებლობა მისცა "შავი ბიუჯეტიდან" ტრილიონობით დოლარი გადაერიცხათ SS-ის ანტარქტიდული იმპერიისთვის. როგორც ჩანს, აშშ-ს მთავრობა, რომელიც 1947 წლისთვის უკვე ფლობდა ამ ინფორმაციას, შეეცადა გაენადგურებინა "ახალი ბერლინი". ამ მიზნით ანტარქტიდის ნაპირებისკენ გააგზავნეს ესკადრა 13 ხომალდის შემადგენლობით, მათ შორის იყო: 1 ავიამზიდი, 6 ტრანსპორტერი 4000 ჯარისკაცით და დაცვის ხომალდები. ესკადრონს ხელმძღვანელობდა ადმირალი რიჩარდ ე. ბერდი - პოლარული ოლქების გამოცდილი და ავტორიტეტული მცოდნე.

დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალისა და ესკადრონის საწვავის გარდა, ერთ-ერთ ხომალდზე ატვირთული ჰქონდათ საიდუმლო საჩუქარი "ახალი ბერლინისთვის" - ატომური მუხტი, რომელიც ადმირალის განკარგულების თანხმიერად უნდა გამოეყენებინათ.

მაგრამ ექსპედიციის მიზნები ოფიციალურად იყო შემდეგი:

1. პერსონალის სწავლება და მასალების გამოცდა ცივ ზონაში.

რათა გაემყარებინათ და გაეფართოვებინათ ამერიკის სუვერენიტეტი ანტარქტიდის პრაქტიკულად ყველაზე დიდ ოლქზე.

2. რათა განესაზღვრათ ანტარქტიდაში ბაზის დაფუძნების და მხარდაჭერის მიზანშეწონილობა და გამოეკვლიათ ბაზირების შესაძლებლობები.

3.  მეთოდების შემუშავება ყინულზე საჰაერო ბაზების დასამყარებლად და მხარდასაჭერად. მოგვიანებით ასეთი მეთოდები გამოყენებულ იქნა გრენლანდიაში (სადაც, როგორც მაშინ ეგონათ, ფიზიკური და კლიმატური პირობები ანტარქტიდის მსგავსი იყო).

4. ამ რაიონში ჰიდროგრაფიულ, გეოგრაფიულ, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ელექტრომაგნიტურ ცოდნათა გაძლიერებისთვის.

ბერდის ესკადრის სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობა ვაშინგტონში იგეგმებოდა 6-8 თვის განმავლობაში, მაგრამ უეცრად ყველაფერი უფრო ადრე დასრულდა. სამი კვირის შემდეგ, ერთადერთ ბრძოლაში კარგად შეჯანჯღარებულმა ესკადრამ ანტარქტიდის ნაპირები დატოვა.

თავის საიდუმლო დღიურში ბერდმა გააკეთა ასეთი წინასიტყვაობა: "მე ეს დღიური საიდუმლოდ უნდა დავწერო. ეს ეხება 1947 წლის 19 თებერვლის ჩემს გადაფრენას გემების დისლოკაციის დაზვერვისა და განადგურების მიზნით. მე უფლება არ მაქვს გადმოვცე მთელი ინფორმაცია, შესაძლოა ის ვერც ვერასოდეს იხილავს დღის ნათელს, მაგრამ ოდესღაც ამ სიტყვებს ყველა წაიკითხავს".

06.00 სთ. - "ყველაფერი მზად არის, ჰიდროთვითმფრინავი გამართულია, მაგრამ გაჩნდა მარჯვენა ძარის ძრავის შემოწმების აუცილებლობა".

06.20 სთ.  
"ავფრინდით. რადისტი ამოწმებს კავშირს ესკადრონთან, ყველაფერი რიგზეა".

09.10 სთ.
"ვარტყამთ წრეს უცნაური რაიონის თავზე, სადაც თოვლსა და ყინულს მოყვითალო, წითელი ან იისფერი შეფერილობები გააჩნია. ამის შესახებ ვამცნებთ ესკადრონის შტაბს. მაგნიტურმა და ჰიდროსკოპულმა კომპასებმა ორიენტაცია დაკარგეს, მათი მაჩვენებლები ვიბრირებენ და ტრიალებენ. ფრენას მზის მდებარეობის მიხედვით ვაკონტროლებთ. რადიოკონტაქტი ესკადრონთან გაწყვეტილია".

09.15 სთ.
"მივუახლოვდით მთის მასივს. ჩვენი სიმაღლეა 2950 ფუტი, უეცრად ძლიერ შევჯაყჯაყდით".

11.30 სთ.
"თვითმფრინავი უცნაურად იქცევა, ის მიფრინავს ისე, რომ არ ექვემდებარება მართვას. ღმერთო ჩემო!!!

ჩვენს თავზე გაჩნდა მეტალის მბრწყინავი დისკოს მსგავსი უცნაური თვითმფრინავი.

კიდევ ერთი. ისინი გვერდით მოფრინავენ, ჩანს მარკირებები მათ ზედაპრზე. ეს - სვასტიკაა!!! რა ხდება?

ჩვენ ერთგვარ საჰაერო ხაფანგში აღმოვჩნდით".

11.35 სთ.
"ყურსაცვამებში ჩვენდამი მომართული სიტყვები გვესმის ინგლისურ ენაზე, შესამჩნევი გერმანული აქცენტით.

"ადმირალო, ეს არის შეტყობინება თქვენთვის, გადადის მიღებაზე. ჩვენ დაგსვამთ ზუსტად შვიდი წუთის შემდეგ. მოდუნდით, ადმირალო თქვენ კარგ ხელში ხართ".

ამ მომენტში ძრავები გაჩერდნენ, მაგრამ თვითმფრინავი თითქოსდა ჰაერსი გაშეშდა, ნელა შემოტრიალდა საათის ისტრის საწინააღმდეგოდ, თუმცა შეინარჩუნა მყარი ჰორიზონტალური მდგომარეობა.

11.40 სთ.
"ახალი შეტყობინება: "ჩვენ ვიწყებთ მიწაზე დაშვების პროცესს, მშვიდობით, ადმირალო! ყველაფერი სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდება".

მსუბუქი ბიძგი და თვითმფრინავის ჰიდროთხილამურები უკვე მყარ, ქვიან ნიადაგზე იდგნენ.

11.45 სთ.
"მე ვასწრებ ორიოდ სიტყვით ვითარების გადაცემას ოღონდ დეტალების გარეშე. რამოდენიმე ადამიანი უახლოვდება ჩვენს თვითმფრინავს.

ესენი არიან მაღალი, წარმოსადეგი ქერა ადამიანები, რომლებიც უცნაურად ჰგვანან ერთმანეთს. მთის ქედის ფონზე მე ვხედავ სინათლით აკაშკაშებულ "ქალაქს" ან სხვა რაღაცას, რომელსაც ფანტასტიკური ზომები გააჩნია. მე ვერ ვხედავ იარაღს. ერთ-ერთი მათგანი მაძლევს განკარგულებას გავაღო სარქველი. მე ვემორჩილები".




ადმირალი და მისი რადისტი მიიყვანეს უცნაურ პლატფორმასთან, რომელსაც არც ბორბლები გააჩნდა და არც რაიმე სამართავი მოწყობილობა, როგორც ეს ჩვეულებრივ, ადამიანურ ტრანსპორტს გააჩნია. ის ნარნარად დაიძრა მოელვარე "ქალაქისკენ". რამოდენიმე წუთის შემდეგ პლატფორმა უზარმაზარი შენობის წინ გაჩერდა, ან ეს კრისტალური ბლოკებისგან აშენებული ნაგებობა გახლდათ. იქ ათეულობით ასეთი ნაგებობა იყო, ამიტომაც უწოდა მას ქალაქი ადმირალმა.

მას უცნაურად მოეჩვენა, რომ მიუხედავად იმისა შუადღე იყო, კრისტალური ბლოკები მაინც ანათებდნენ, თანაც არა შიგნიდან, არამედ გარედან, ისინი ცისარტყელას ფერებში ლივლივებდნენ. ადმირალი და რადისტი მიიყვანეს ერთ-ერთ ბლოკთან, სადაც უხმოდ კარი გაიღო. ისინი თავაზიანად შემოიპატიჟეს კაბინაში, რომელიც ლიფტს წააგავდა. ისინი ქვემოთ დაეშვნენ.

კაბინიდან გამოსვლის შემდეგ მოხვდნენ საკმაოდ ფართე ნაგებობაში, ადმირალმა და მისმა რადისტმა აღნიშნეს, რომ თვით კედლები და ჭერი სასიამოვნო მსუბუქი ფერით ანათებდნენ. ვითარება ნამდვილად არ შეეფერებოდა დროებას - ისინი ხედავდნენ დახვეწილ, ნატიფი ფორმებ, რომელთა დანიშნულება მათთვის უცნობი იყო. ამ დროს, ადმირალის და მისი რადისტის ორი თანხმლები პირი მათ შორდებიან და ადმირალს აუწყებენ, რომ მალე დაბრუნდებიან მათთან. ორი სხვა მოწიწებით სთავაზობს მათ თბილი სასმელის დალევას. ამასთან დაკავშირებით ადმირალი მოგვიანებით დაწერს: "ეს იყო გასაოცარი გემო, მე მსგავსი რამ არასოდეს დამილევია". უკან მობრუნებული ორი თანმხლები პირი ადმირალს მათთან ერთად გავლას სთავაზობენ, ხოლო რადისტი იმავე შენობაში დატოვეს.

ისინი შედიან ლიფტში და ერთი წუთის შემდეგ აღმოჩნდებიან დიდ კართან. კარი იღება და ადმირალის ზურგს უკან თანმხლები პირები ამბობენ: "ნუ გეშინიათ, ადმირალო, თქვენ ახლა გაესაუბრებით ხელმძღვანელს".

"მე შევედი უცნაურად და მაგრამ გასაოცრად ლამაზად გაწყობილ დიდ ოთახში. ფიზრებმა გამიტაცა, საიდანაც შემომაბრუნა რბილმა ხმამ - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ადმირალო, ჩვენს მიწისქვეშა სამყაროში.

მე რომ სხვანაირად მეთქვა, ანუ ჩვენს შინაგან სამყაროში-თქო, ეს უფრო ზუსტი განსაზღვრა იქნებოდა, მაგრამ ის, სავარაუდოდ, გაუგებარია თქვენთვის". ხმაზე მიბრუნებულმა ადმირალმა დიდ მაგიდასთან ნახა ნატიფი ნაკვთების მქონე კაცი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ანტიკურ სკულპტურას წააგავდა.

ჟესტით მან ადმირალს დაჯდომა შესთავაზა. "ჩვენ მოგეცით ნება ყოფილიყავით აქ, ჩვენთან, რადგან თქვენ კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით და საკმაოდ ცნობილიც თქვენს მიწისზედა სამყაროში". ადმირალმა იგრძნო, რომ მღელვარებისგან მას ჰაერი არ ყოფნიდა. "თქვენი მღელვარება მალე გადაივლის. მე მესმის თქვენი, ადმირალო.

თქვენ იმყოფებით დედამიწის შიდა სამყაროს Arianni-ის ოლქში.




ჩვენ დიდხანს არ შევაყოვნებთ თქვენს მისიას, და უსაფრთხოდ დაგაბრუნებთ უკან. მაგრამ ახლა, ადმირალო, მე გეტყვით, თუ რატომ ხართ აქ.

თქვენმა რასამ ააფეთქა პირველი ატომური ბომბები იაპონიის ქალაქებში. ჩვენ ვაკონტროლებდით თქვენს მოქმედებას ომის დროსაც და მის შემდეგაც.

მე ვფიქრობ, თქვენ იცით იმ მანათობელ ობიექტთა შესახებ, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ თქვენს პილოტებს ევროპის, უფრო ხშირად კი გერმანიის ცაზე.

ეს მფრინავი მანქანები "Flugelrads"-ებად იწოდებიან, მათი დახმარებით ჩვენ ვუთვალთვალებდით ყველაფერს, რაც კი თქვენს მიწისზედა სამყაროში ხდება, მაგრამ დააკვირდით - ჩვენ, როგორც წესი, თქვენს საქმეებში არ ვერევით.




თქვენ უნდა გაიგოთ, ძვირფასო ადმირალო, რომ ჩვენი მეცნიერება და კულტურა ათასი წლით წინ უსწრებს თქვენს ან ნებისმიერი რასის კულტურას. თქვენი სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, რომელთა შეხსენებასაც საჭიროდ არ ვთვლით, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას მეცნიერთა სამყაროს ამცნოთ, რომ ჩვენი სამყარო და ჩვენი რასა - ობიექტური რეალობაა. მაგრამ ეს როდია მთავარი.

ჩემი ამოცანა, ამ წუთიდან კი თქვენიც, ადმირალო, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დაარწმუნოთ თქვენი მთავრობა შეწყვიტოს საქმიანობა ატომურ ენერგიაზე. თქვენმა რასამ ეს ენერგია საკმაოდ ნაადრევად მიიღო. თქვენ განადგურების პირამდე მიიყვანეთ პლანეტის სიცოცხლე. თქვენი რასა დეგრადირებს, მას მომავალი არ გააჩნია.
ამიტომაც დაუშვებელია თქვენს ხელში ბირთვული ქობინებისა და იმ დანადგარების თქვენს ხელში დატოვება, რომლებიც ამ ენერგიასთან არიან დაკავშირებულნი. მე გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ წარსული ომი მხოლოდ პრელუდია იყო იმისა, რაც თქვენს რასას, ან როგორც თქვენშია მიღებული, კაცობრიობას მომავალში ელოდება. მშვიდობით, შვილო ჩემო - თქვა ბატონმა მსუბუქი ღიმილით".

ადმირალი და მისი რადისტი თვითმფრინავთან დაბრუნდნენ. როდესაც სარქველი დახურეს, აფრენამდე მცირედი შესვენება გადაწყვიტეს გონს რომ მოსულიყვნენ.

მაგრამ, უეცრად თვითმფრინავი შეტორტმანდა და ჰაერში ვერტიკალურად აწევა დაიწყო.

ისინი ირგვლივ იყურებოდნენ და ხედავდნენ იმავე დისკოებს, რომლებიც მათი თვითმფრინავის ზემოთ და ირგვლივ განლაგებულიყვნენ.

2700 ფუტის სიმაღლეზე ყურსაცვამებში გაისმა: "ჩვენ გტოვებთ, ჩართეთ ძრავები, თვითმფრინავზე კონტროლი თქვენს ხელთაა. მშვიდობით!!!".

მფრინავი დისკოები ლაჟვარდოვან ლურჯ ცაში გაუჩინარდნენ.

საათი 2.15 წთ.-ს აჩვენებდა. ადმირალი და რადისტი ნერვების დამშვიდებას ცდილობდნენ, მათ გადასცეს ხელმძღვანელობას, რომ ბრუნდებოდნენ.




როდესაც ესკადრის დისლოკაციის ადგილს მიუახლოვდნენ, ადმირალმა დაინახა, რომ მისმა გემებმა დაარღვიეს საბრძოლო წესრიგი და მწკრივს აკლდა ორი გემი.

ავიამზიდის გემბანზე დაფრენის შემდეგ ადმირალმა უფროსობას მოახსენა, რომ მისი არყოფნისას ესკადრის თავზე რამოდენიმე უცნაური თვითმფრინავის გამოჩენამ ორი დიდი დისკოს სახით, ეკიპაჟის პანიკა გამოიწვია.

ორმა გემმა ცეცხლი გახსნა საზენიტო იარაღიდან. პასუხმა არ დააყოვნა და გემიდან ჰაერში აიწია მთელი სამხედრო მარაგი.

1947 წლის 11 მარტს ესკადრა ამერიკაში დაბრუნდა. ადმირალმა ბერდმა პენტაგონს მოახსენა მისი ანტარქტიდაში მოგზაურობის შედეგი.

დოკუმენტაცია, რომელშიც ასახულია ლაშქრობის ყველა ეტაპი და ადმირალის პირადი მოხსენება, სადაც გადმოცემული იყო "ახალი ბერლინის" მოთხოვნება, მალევე აშშ-ს პრეზიდენტის მაგიდაზე იდო. როგორც პენტაგონში ამბობდნენ, პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უკმაყოფილო იყო ჩაფლავებული ოპერაციით. ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ ადმირალი დაასვენეს, რომელიც შინაპატიმრობას უფრო ჰგავდა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გამო დუმილი ურჩიეს, თუ არა და უმჯობესი იქნებოდა საერთოდ დაევიწყებინა თავისი ბოლო მოგზაურობა ანტარქტიდის ნაპირებზე.




ასევე წერენ, რომ როდესაც ბერდი შტატებში დაბრუნდა, ჰოსპიტალიზირებულ იქნა და უფლება არ მისცეს ჩაეტარებინა რაიმე სახის პრეს-კონფერენცია. 1955 წლის მარტში, არაადეკვატური ქცევისა და საზოგადოებისთვის "მფრინავი თეფშების" შესახებ ინფორმაციის მიწოდების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათვსეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით ის 1957 წელს მოკლეს. მაგრამ ამ ისტორიას, სხვადასხვა გაბნეულ და უმეტესწილად დაუდასტურებელი ოფიციალური ფაქტების მიხედვით, შეიძლება სხვანაირადაც შევხედოთ.

ჯერ-ერთი, რატომ იყო ოპერაცია "მაღალი ნახტომი" (High Jump) შენიღბული ჩვეულებრივი სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის ქვეშ? და თუ ეს "სამეცნიერო ექსპედიცია" იყო, რატომ ახლდა მას სამხედრო-საზღვაო ესკადრა?

ავიამზიდი, 13 სხვადასხვა ტიპის გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ოთხი ათას ადამიანზე მეტი, ნახევარი წლის საკვების მარაგი! როგორც ჩანს, ყველაფერი მიდიოდა გეგმისაებრ: ანტარქტიდა "ცარიელი" იყო, მეცნიერები გადავიდნენ ნაპირზე და ერთი თვის განმავლობაში მათ 49 000 ფოტოსურათზე მეტი გადაიღეს.

მაგრამ რას აკეთებდნენ ამ დროს სამხედროები, - უქმად ისხდნენ?

და უცებ მოხდა ისეთი რამ, რაზეც აშშ-ს ოფიციალური ხელისუფლება დღემდე დუმს.

1947 წლის 3  მარტს ახლახან დაწყებული ექსპედიცია შეწყვიტეს და გემებმა ნაჩქარევად აიღეს კურსი შინისკენ. მიუხედავად იმისა, რომ "სამეცნიერო ექსპედიციის" მომწყობმა ამერიკელებმა იცოდნენ ნაცისტების თავშესაფრის შესახებ ანტარქტიდაში, რისი რეალურობა ფოტოგადაღებებმაც დაამტკიცეს, თავიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათთვის ხელი არ ეხლოთ.




ამერიკელები ვერ შეურიგდნენ დამარცხებას და 1949 წელს აღჭურვეს მეორე და ჯერ-ჯერობით ბოლო სამხედრო ექსპედიცია. მაგრამ, ვერ მოასწრო ამ ექსპედიციამ ანტარქტიდის ნაპირებამდე მიღწევა და ნაპირის დესანტირება, რომ გერმანელებმა რადიოთი, ღია ეთერში ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობასა და მთავრობას წაუყენეს ულტიმატუმი: თუ ამერიკელები სამხედრო დესანტს გადმოსხამდნენ ანტარქტიდაში, ამერიკელების წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ბირთვული იარაღი.

ხოლო ის, თუ რას წარმოადგენდა ბირთვული იარაღი, უკვე კარგად იცოდნენ ხიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ და საკუთარი ქვეყნის დაყენება ამგვარი ბომბარდირების ქვეშ, თანაც ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებისა როგორიც არის ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო, ვერ გაბედეს.

ესკადრამ კვლავ უომრად დაიხია.

ზემოთხსენებული ომი ანტარქტიდაში მკაცრად გასაიდუმლოვებული იყო, მის შესახებ ცნობები გაჩნდა მხოლოდ ახლახან და ნელ-ნელა ცნობილი ხდება მსოფლიოსთვის.

ხოლო ანტარქტიდაში თვით ჰიტლერის თავშესაფრის არსებობის ფაქტი კიდევ ერთი სახელმწიფო საიდუმლო გახდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირისთვის.

ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო მყოფობა ანტარქტიდაში სრულიად აწყობდათ დიდ სახელმწიფოებს, რადგან ადოლფ ჰიტლერი ახალი იარაღის გარდა ფლობდა კიდევ უამრავ მამხილებელ მასალას, რომლებსაც შეეძლოთ მსოფლიო პოლიტიკის სრული დესტაბილიზაცია. ამიტომაც მას ხელს არ ახლებდნენ. მიუხედავად ამისა, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის მთავრობებს არ სურდათ საკუთარი მეთვალყურეობის გარეშე დაეტოვებინათ ეს ტერიტორია.

და მაშინ, სავარაუდოდ, ერთის მხრივ გერმანელებსა და მეორეს მხრივ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მიღწეულ იქნა კომპრომისი. გერმანელები არ აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს, ხოლო აშშ და საბჭოთა კავშირი ანტარქტიდაში აგზავნიან საკუთარ დამკვირვებლებს. მაგრამ ისინი არ ცდილობენ "ახალი შვაბიის" ტერიტორიაზე შესვლას და მისი მიწისქვეშა ქალაქების დაპყრობას.

აი ასე და სასწრაფოდ დაიწყო 1949 წელს "სამეცნიერო" კვლევები. თითქოსდა ომით დანგრეულ ევროპას სხვა საქმე არ ჰქონოდა. მკითხველთაგან იმათ, ვინც დაიბადა და გაიზარდა საბჭოთა კავშირში ალბათ ახსოვთ, რომ ეს "საბჭოთა პოლარელები" ანტარქტიდიტან დიდი ხნის განმავლობაში პოპულარულები იყვნენ, როგორც პირველი კოსმონავტები.

1946 წელს საბჭოთა ვეშაპთმჭერო ფლოტილია "Слава" ("დიდება") პირველად გავიდა სარეწაო რეისზე ანტარქტიდაში. მეცნიერები, რომლებიც ამ ფლოტილიის გემებზე იმყოფებოდნენ, დაიწყეს დაკვირვებები დამხრეთ ოკეანის წყლებში.

1955 წელს, 13 ივნისს საბჭოთა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა კომპლექსური ანტარქტიდული ექსპედიცია. ივლისში პარიზში შედგა პირველი ანტარქტიდული კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მომზადებასთან დაკავშირებით მოიწვიეს.

1956 წელს პირველი საბჭოტა ანტარქტიდული ექსპედიცის ფლაგმანური გემი, დიზელ-ელექტრომავალი "ობი" ("Обь")  ანტარქტიდის ნაპირს მიუახლოვდა იმ რაიონში, სადაც დაგეგმილი იყო ობსერვატორიისა და ესქპედიციის მთავარი ბაზის შექმნა.

5 იანვარს საბჭოთა ადამიანებმა პირველად დაადგეს ფეხი ყინულოვან კონტინენტს. 13 თებერვალს დეივისის ზღვაში გაიხსნა საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის პირველი ბაზა - სამხრეთპოლარული ობსერვატორია "მირნი" ("Мирный")
.



28 მაისს "მირნიდან" სამხრეთის მიმართულებით 375 კილომეტრის დაშორებით, მატერიკის სიღრმეში გაიხსნა ანტარქტიდაში პირველი შიდაკონტინენტალური სადგური "პიონერსკაია". სამეცნიერო დაკვირვებები მასში მიმდინარეობდა თითქმის სამი წელიწადი. საერთაშორისო გეოფიზიკური წლის დამთავრების შემდეგ სდგური დაიხურა.

15 ოქტომბერს ბანგერის ოაზისში გაიხსნა სამეცნიერო სადგური ოაზისი, რომელზეც მიმდინარეობდა დაკვირვებები მთელი საერთაშორისო გეოფიზიკური წლის განმავლობაში. სამუშაოთა დამთავრების შემდეგ სადგური დააკონსერვეს.




1957 წლის 27 იანვარს სამხრეთ პოლუსზე გაიხსნა აშშ-ს სადგური ამუნდსენ-სკოტი.

9-11 სექტემებერს სტოკჰოლმში შედგა თათბირი, რომელიც მოწვეული ქნა სამეცნიერო კავშირთა საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, რათა ჩამოეყალიბებინათ სპეციალური კომიტეტი ანტარქტიდის კვლევის საკითხებში. 1961 წლის ოქტომბერში ამ საერთაშორისო ორგანიზაციას სახელი გადაერქვა და მას უწოდეს სამეცნიერო კომიტეტი ანტარქტიდის კვლევის საკითხებში.

6 ნოემბერს მატერიკის სიღრმეში, "მირნიდან" სამხრეთის მიმართულებით 870 კილომეტრის დაშორებით გაიხსნა საბჭოთა შიდაკონტინენტალური სადგური კომსომოლსკაია. სამუშაოთა გეგმების დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა
საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ჩარჩოებში, 1959 წლის მარტში ისიც დააკონსერვეს.



16 დეკემბერს ჩვენი პლანეტის სამხრეთი გეომაგნიტური ველისა და პოლუსის რაიონში გაიხსნა საბჭოთა შიდაკონტინენტალური სადგური "ვოსტოკი".

1958 წლის 3-6 თებერვალს ჰააგაში შედგა პირველი ანტარქტიდის კვლევის პირველი სამეცნიერო სესია, რომელზეც არჩეულ იქნა აღმასრულებელი კომიტეტი, ჩამოყალიბდა მუშა ჯგუფები, და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეედგინათ ანტარქტიდაში შეთანხმებული კვლევების გეგმა მომდევნო საერთაშორისო გეოფიზიკური წლებისთვის.

16 თებერვალს მატერიკის სიღრმეში, "მირნიდან" 1040 კმ-ს დაშორებით, გაიხსნა სამეცნიერო სადგური "სოვეტსკაია". ის მუშაობდა საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ბოლომდე.

2 მარტს დასრულდა პირველი ტრანსანტარქტიდული ექსპედიცია მარხილებსა და მუხლოხოებზე მარშრუტით უედელის ზღვიდან სამხრეთ პოლუსის გავლით როსის ზღვამდე, რომელიც განახორციელა ბრიტანულ-ახალზელანდიურმა ექსპედიციამ ვ. ფუქსისა და ე. ჰილარის მონაწილეობით.



1959 წლის 10 მარტს დედოფალმოდის მიწის სანაპიროზე გაიხსნა საბჭოთა სამეცნიერო სადგური "ლაზარევი", რომელმაც იმუშავა ორი წელიწადი.

15 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართა ანტარქტიდასთან დაკავშირებული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12 სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომლებიც ახორციელებდნენ ანტარქტიდულ პროგრამას საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ჩარჩოებში. კონფერენცია დასხრულდა 1 დეკემბერს, რომელზეც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ანტარქტიდის შესახებ.

1960 წლის 20 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოახდინა ანტარქტიდის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება.

1961 წლის 18 იანვარს შირმახერის ოაზისში, რომელიც დედოდალ მოდის მიწაზე მდებარეობს გაიხსნა სამეცნიერო სადგური "ნოვოლაზარევსკაია". 15 დეკემბერს მოსკოვიდან თვითმფრინავებით ИЛ-18 და АН-12 ანტარქტიდისკენ გამოფრინდა პირველი საჰაერო ექსპედიცია.

23 ივნისს ძალაში შევიდა ხელშეკრულება ანტარქტიდის შესახებ.

1962 წლის 23 თებერვალს ენდერბის მიწაზე გაიხსნა სამეცნიერო სადგური "მოლოდიოჟნაია" ("Молодежная"). 1971 წ. ის გადააკეთეს საბჭოთა ანტარქტიდულ მეტეოროლოგიურ ცენტრად - საბჭოთა ანტარქტიდულ კვლევათა მთავარ ბაზად.

1966 წლის 23 აპრისლ გამოვიდა "ანტარქტიდის ატლასის" პირველი ტომი - ფუნდამენტური განზოგადება მასალებისა სამხრეთპოლარული სივრცის ბუნების შესახებ.

1968 წლის 22 თებერვალს კუნძულზე ვატერლოო (კინგ-ჯორჯი) გაიხსნა ახალი საბჭოთა ანტარქდიტული სადგური "ბელინსჰაუზენი".

1971 წლის 25 თებერვალს ოტსას ნაპირებზე გაიხსნა ახალი საბჭოთა ანტარქტიდული სადგური "ლენინგრადსკაია".

1973 წ. სადგურ "ლენინგრადსკაიასთან" ესქპედიციური გემი САЭ д/э "Обь" მომწყვდეულ იქნა ყინულებში და იძულებულ დრეიფზე იდგა სამი თვის განმავლობაში. გემის ბორტიდან შესრულებულ იქნა ზამთრის პერიოდის ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებები იმ რაიონში, რომელზეც წელიწადის ამ დროს არავინ ყოფილა ნამყოფი.

ოპერაციამ დრეიფის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველოყოფისთვის, აჩვენა, რომ ანტარქტიდის წყლებში შესაძლებელია ცურვა ზამთრის განმავლობაშიც.

როგორც ვხედავთ, ომისშემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს მიერ შეიქმნა ათობის "სამეცნიერო" სადგური. ეს იყო შენიღბული სამხედრო დანიშნულების ოპერაციები, რომლებმაც შექმნეს სათვალთვალო წრე ე. წ. "ახალი შვაბიის" ტერიტორიის ირგვლივ მასზე დაკვირვებების საწარმოებლად. მაგრამ სრული ბლოკადის მოწყობა მათ მაინც ვერ მოახერხე. თვით თანამედროვე თანამგზავრული კონტროლი პლანეტის ამ რაიონში საკმაოდ შეზღუდულია თავის შესაძლებლობებში.

იმპლოზიური ბირთვული იარაღი, რომელიც ახალ შვაბელენდში შექმნეს აქამდე შემძლე იყო გაეჩერებინა ნებისმიერი აგრესორი. გარდა ამისა, გერმანელმა მეცნიერებმა ომის მიწურულისთვის შეიმუშავეს საბრძოლო ლაზერები და "მფრინავი თეფშები", აპარატები, რომლებიც სივრცეში გადაადგილებისთვის იყენებენ სხვა ფიზიკურ პრინციიპებს და სხვათა შორის, გადაადგილდებიან კოსმოსშიც.

საბოლოოდ, შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ანტარქტიდის საიდუმლოს გახსნა, მათ შორის იმათიც, რომლებიც დაკავშირებულია ბაზა N211-თან ჯერ კიდევ წინ არის.




6-ე ნაწილის დასასრული.

"ანენერბეს" ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню