ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 5 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ოკულტური რეიხი

სარჩევი


ნაწილი 5

ჰიტლერის ბუნკერები


გერმანიის ხელისუფლებაში ა. ჰიტლერის მოსვლით, გერმანულ არქიტექტურაში მოხდა დიდი რევოლუცია. წამოყენებულ იქნა ახალი იდეები, გაჩნდა ახალი ავტორიტეტები, რომლებმაც ახალგაზრდა ნაციონალ-სოციალისტურ სახელმწიფოსგან დიდი მხარდაჭერა ჰპოვეს. ამის შედეგად გერმანიამ სახე იცვალა.

აი, რამოდენიმე ფოტო:






სხვათა შორის, ანალოგიური პროცესები შეიმჩნეოდა საბჭოთა კავშირშიც, გერმანიის იმდროინდელ "ანტიპოდში". იქაც გაჩნდა სტილი, რომელსაც, შემდგომ, "სტალინური ამპირი" შეარქვეს და რომელშიც ასევე ვხვდებით გიგანტომანიას.





სხვათა შორის, არქიტექტურული მეტოქეობა კარგად ჩანს აი ამ ფოტოზე!



სავალდებულო არ არის იყო პოლიტოლოგი მიხვდე, რომ ძალიან მალე გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს შეხვდებიან ბრძოლის მოედანზე!

მაგრამ თავისთავად არქიტექტურის განვითრებასთან ერთად, იდროინდელ გერმანიაში გაჩნდა მისი ადრე უცნობი ქვესახეობა.

კერძოდ, გამაგრებული რეზიდენციების მშენებლობა მთავრობის წევრებისთვის. განსაკუთრებით კი ა. ჰიტლერისთვის, რომელმაც მიიღო პირობითი სახელწოდება "ბუნკერი", რადგან ყველა მისი ნაგებობა განთავსებული იყო მიწისქვეშ.
"ბუნკერების" პროექტირებას და მშენებლობას აწარმოებდა არქიტექტორთა სპეციალური შტატი, რომელიც იმავე "ანენერბეს" შემადგენლობაში შედიოდა.

თანაც თვით ა. ჰიტლერმა სპეც. არქიტექტორებს მისცა მომავალი პროექტების დავალება და თემის საერთო ჩანაფიქრიც.

ამ დროს ხომ ჰიტლერი საკუთარ თავს აიგივებდა "მგელთან" და როგორც მისი უახლოესი გარემოცვის მოგონებებიდან ჩანს ითხოვდა კიდევაც მისთვის ეწოდებინათ "ვოლფი" (გერმ. "მგელი"). მაგრამ, ის უბრალოდ კი არ უკავშირებდა საკუთარ თავს "მგელთან", არამედ ძველგერმანული მითებისა და ლეგენდების მგელთან.

მას იზიდავდა იდუმალი ტყის მაგია, სადაც ცხოვრობდა "მგელი", მთავარი გერმანული ღვთაების ვოტან-ოდინის განუყრელი თანამგზავრი.

ამიტომაც ა. ჰიტლერის მიერ აშენებული 19 ბუნკერიდან, 4 ყველაზე დიდი, სადაც ის ხშირად ცხოვრობდა და მუშაობდა, იწოდებოდა იმგვარი სახელით, რომელიც ან ასოცირდებოდა "მგელთან" ან მის ცხოვრებასთან და ა. შ.

აი "ბუნკერების", ანუ რეზიდენციების სრული სია, რომელიც ა. ჰიტლერისთვის ააშენეს:

"ფიურერბუნკერი" ბერლინში (Fuhrerhauptquartier) რეიხსკანცელარიის ქვემოთ.




"ადლერსხორსტ" (გერმ. Adlershorst)

"ცენტრი" (გერმ.Anlage Mitte).

"სამხრეთი" (გერმ. Anlage Sud)

"დათვის ბუნაგი" (გერმ. Barenhohle) (სურ. ქვემოთ)



"ბუდე კლდეში" (გერმ. Felsennest)

"ოლგა" (გერმ. Olga)

"დიადი" (გერმ. Riese)

"S III" (sonderbauvorhaben III)

"ზიგფრიდი" (გერმ. Siegfried)

"ტანენბერგი" (გერმ. Tannenberg)

"ტყის მინდორი" (გერმ. Waldwiese)

"ციხე-სიმაგრე წყლის მიწათხრილით" (გერმ. Wasserburg)

"ვერვოლფი" (გერმ. Wehrwolf) (სურ. ქვემოთ)



"მგლის ბუნაგი" (გერმ. Wolfsschanze) (სურ. ქვემოთ)



"მგლის ხევი I" (გერმ. Wolfsschlucht I)

"მგლის ხევი II" (გერმ. Wolfsschlucht II)

"ბოშა" (გერმ. Zigeuner)

"არწივის ბუდე" (გერმ. Obersalzberg) (სურ. ქვემოთ)



ბუნკერებზე კიდევ ვისაუბრებტ, მანამ კი უნდა მოგიყვეთ მათ ორ ძირითად არქიტექტორ - მშენებელზე.

პირველი ამ სიაში არის ოტო რენცი. ეს იყო შერეული რასის გერმანელი (მამა გერმანელი, დედა ბურიატელი). ის ყმაწვილობის ასაკიდანვე ოცნებობდა აღმოსავლეთმცოდნის პროფესიაზე და ყოველთვის იყო დაინტერესებული თვისი დედის ისტორიული სამშობლოთი ხიაგტათი (ქალაქი რუსეთში, ბურიატიის კიახტის რაონის ადმინისტრაციული ცენტრი - რედ.), მაგრამ მამას სურდა შვილი ინჟინერი გამხდარიყო, ადამიანი, რომლის მომავალი უზრუნველყოფილი იქნებოდა. ამიტომაც ის ითხოვდა, რათა ოტოს ბერლინის საავტომობილო ტრანსპორტის უმაღლესი სკოლა დაემთავრებინა. ბოლოს და ბოლოს, ორივე კომპრომისზე შეთანხმდნენ: შვილი ინჟინერი გახდება, მაგრამ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში.

საავტომობილო ტრანსპორტის უმაღლესი სკოლის სტუდენტად ყოფნის დროს, ოტო მაინც სწავლობდა წიგნებს აღმოსავლეთის შესახებ და ხშირად სტუმრობდა ბერლინის ერთადერთ ბუდისტურ საკერპეს ბუდიშერჰაუზს, რომელიც ფრონაუში (გერმ. დედაქალაქის ჩრდილოეთით) ერთ-ერთ კერძო სამფლობელოში იყო მოწყობილი. აქ ძველი ტიბეტელი ბერი მას მედიტაციის ხელოვნებას ასწავლიდა, შემდეგ კი ტიბეტში გამგზავრებაშიც დაეხმარა, რაზეც ოტო რენცი ყოველთვის ოცნებობდა.

ამ საკერპებში რამოდენიმეჯერ იყო ადოლფ ჰიტლერიც, მაგრამ ჯერ კიდევ რეიხსკანცლერობამდე. გურუმ მაშინ რაიხსტაგის არჩევნებში გამარჯვება უწინასწარმეტყველა ერთ ხმამდე სიზუსტით. ფიურერიც დადებითად განეწყო ბუდიშერხაუსისა და მის ბინადართადმი. საკეპრეს ერთ-ერთ თავის სამრევლოში, 1940 წლის გაზაფხულზე ოტო რეინცი იქ შეხვდა ჰიმლერს (SS-ის რეიხსფიურერს), რომელიც იჯდა ნარინჯისფერ მანტიაში, რომელიც შავ მუნდირზე წამოესხა. რენცს ტიბეტში გამგზავრება და იქ გეოდეზიური გადაღება შესთავაზეს - მას უნდა გადაეხო ერთი "ობიექტის" გეგმა, რომლის შესახებაც ადგილზე მიუთითებდნენ. ოტო რენცმა გაიარა სპეციალური ინსტრუქტაჟი, ფირმა "ცეისმა" უშუალოდ მისთვის დაამზადა პორტატიული თეოდოლიტი, რომელიც ადვილად იშლებოდა ნაწილებად. თანაც ოპტიკური მზირალი თავსდებოდა ძველ სათვალთვალო მილში. მთელი ეს მოწყობილობა ისე დაძველებულად გამოიყურებოდა, რომ ვერავის ეჭვი ვერ მიეტანა მის ნამდვილ დანიშნულებაში. ასეთივე მასკირება უზრუნველჰყვეს სამფეხისთვისაც, რომელიც ასევე ნაწილებად იშლებოდა და შედგებოდა ორი ყავარჯნისა და ერთი ჯოხისგან. ოტო რენცს გაუმზადეს დოკუმენტები მანჩჟოუ-გოს მოქალაქის სახელზე - თითქოსდა ის ხარბინის ერთ-ერთი ფირმის კომივოიაჟერი ყოფილიყო, რომელიც ქვეყნის რეგიონის სიღრმეში მიემგზავრებოდა. გურუმ ბუდიშერჰაუზიდან მოამარაგა ის დამცავი სიგელით, რომელიც მიმართული იყო ტიბეტის სულიერ ბელადთადმი, და რომლის იმედი მას უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჰქონოდა. ოტო რენცის მგზავრობის მიზანი მაღალმთიანი მონასტერი სახელწოდებით "ცის მიერ დაცული" იყო.

ამ სახელწოდებაში როგორც ჩანს, უნდა ვიგულისხმოთ ტიბეტის მონასტერი "გიუდმედი", რომლის ბერებს თავიანთი განაწესით შეეძლოთ მოგზაურობა როგორც მთელი ტიბეტის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. თვით მონასტრამდე ასვლამ 11 დღე მოითხოვა.

თვით ომგადახდილ ოტო რენცს ეკუთვნის ეს მოგონებაც: "მხოლოდ მთავარი ტაძრის მოოქროვილი გუმბათი კაშკაშებდა თვალისმომჭრელად ლურჯ ცის კაბადონზე - იმდენად გაუხშოებულზე, რომ გეჩვენებოდა,
თითქოსდა მასში გადისო კოსმიური უკუნის მთელი სიშავე. ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რომ მთელი სამშენებლო მასალა მონასტრის ასაგებად ქვემოდან ამოიტანეს, ხეობიდან. უფრო გეჩვენებოდა, თითქოსდა მთელი სამონასტრო კომპლექსი და ტაძრები მზამზარეულად ციდან არიანო ჩამოშვებულნი. ტიბეტის ამ ნაწილში აღმერთებდნენ ცზონხავუს - ახალი მიმართულების, "სათნოების გზის" დამფუძნებელს, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით "ყვითელქუდების გზა". მონასტრის შემოგარენში თაყვანს სცემდნენ წმინდანის ნაკვალევს, რომელიც ქვაში დარჩა - მის თითს, იდაყვსა და ტერფს. თვით მონასტერში კი თაყვანს სცემდნენ უმთავრეს რელიქვიას - ცზონხავას გულს, რომელიც წარმოდგენდა ბაზალტის დიდ ნაჭერს. ის მთავარ ტაძარში (დუგანში) ინახებოდა, რომლის ირგვლივ გარკვეული მისტიკური თანმიმდევრობით განთავსებული იყო სუმეები - მცირე სამლოცველოები. დუგანი და ერთ-ერთი სუმე გარშემორტყმული იყო ბილიკით, რომელიც ცზონხავის გულის ფორმისა გახლდათ. მიიჩნეოდა, რომ თუ ადამიანი ამ ბილიკით ტაძარს 3333-ჯერ გარს შემოუვლის, სამუდამოდ გათავისუფლდება გულის დაავადებათაგან".

ბერლინში დაბრუნების შემდეგ, ოტო რენცმა მონასტერ "ზეცით დაცულის" გეგმა ბუდიშერჰაუზის გურუს გადასცა. ჰიტლერის მთავარი ბუნკერის გეგმაც ერთი ერთში იმეორებდა რენცის მიერ გაკეთებულ მონახაზს.

საგულისხმოა რომ ჰიტლერის ბუნკერსაც (დუგანს) და ბორმანის სახლს (სუმე) გარს ეკრა ბილიკი, რომელსაც გულის ფორმა ჰქონდა. ჰიმლერის, ჰერინგის, ჰებელსის და შახტის ბუნკერები განლაგებული იყო ტიბეტის მონასტრის მცირე ტაძრების ადგილმდებარეობის შესაბამისად.

ამგვარად, გამოდის, რომ ოტო რენცის მიერ გადაღებული გეგმა საფუძვლად დაედო "ვოლფშანცეს", ხოლო მეორეხარისხოვანი ნაგებობა (ბუნკერები სტუმრებისთვის, სხვადასხვა სახის ჯარების წარმომადგენელთათვის) აღჭურვილნი იყვნენ ოტო რენცის გეგმის გარეშე, ოღონდ მათაც მაგიური მნიშვნელობა ჰქონდათ.



ფიურერს არწმუნებდნენ, რომ "ვოლფშანცე" მიუწვდომელიაო ავიაციისთვის, რადგან ის განლაგებული იყო ტრანსფორმირებულ სივრცეში, ანუ აწეული იყო მიწიდან მაღალმთიანი მონასტრის "ზეცით დაცულის" დონემდე.

ამიტომაც მტრის ყველა თვითმფრინავი, მათი აზრით, მიფრინავდა არა ბუკერთა თავზე, არამედ მათ ქვემოთ: საინტერესოა აღინიშნოს, რომ მთელი ომის განმავლობაში "მგლის ბუნაგზე" არ ჩამოვარდნილა ერც ერთი ბომბი. საინტერესოა ისიც, რომ მოკავშირეთა ჯარების (აშშ-ს, რუსეთის და ინგლისის) დაზვერვებმა ვერ მიაკვლიეს და ვერ დაადგინეს სად იყო განლაგებული ჰიტლერის მთავარი შტაბ-ბინა.

ფიურერმა თავისი ბანაკი დატოვა 1944 წელს, როდესაც ბელორუსიის ფრონტის 2-ე და 3-ე ჯარები მჭიდროდ მიუახლოვდნენ აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრებს. მაგრამ, თუ ოტო რენცი თუმც პრაქტიკოსი იყო, ის მაინც ასრულებდა "ანენერბეს" სხვადასხვა დავალებებს, გერმანიაში კი იყო სხვა არქიტექტორი - ფრიც ტოდტი, რომლის დაქვემდებარებაში გახლდათ ძვირფასი სპეციალიზირებული სამშენებლო ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ იყო დასაქმებული ბუნკერთა პროექტირებითა და მშენებლობით. მას იხსენიებენ კიდევ ჩინოვნიკად, რომელსაც ერთბაშად სამი მინისტრის პოსტი ეპყრა!



გერმანულ არქიტექტურაზე და მასში ახალ-ახალი იდეების განხორციელების შესახებ მსჯელობისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ყველა გერმანელი არქიტექტორი და მშენებელი ბუდიზმის გარდა, თავის პროექტებში აკოპირებდა მასონთა მეთოდებს. მათი თეორიით კი ქვის ნაგებობა აღიქმებოდა როგორც თავისებური ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს ეხმარება

მათი თეორიული მდგომარეობის თანახმად ქვის ნაგებობა აღიქმებოდა როგორც თავისებური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მასში მყოფ ადამიანს, უერთებს სხვა სამყაროებს და არსებებს.

თავისი წინამორბედების, უპირველეს ყოვლისა მეგალითური არქიტექტურის ძველგერმანელთა და კელტთა მემკვიდრეობის შესწავლისას, გერმანელი არქიტექტორები და მშენებლები სულ უფრო ღრმად მიიწევდნენ დედამიწის წიაღში და ვარაუდობდნენ განეხორციელებინათ საოცნებო კონტაქტი უცხო მიწისქვეშა ცივილიზაციებთან. გერმანელი გენერლების მემუარებში შეიძლება შევხვდეთ ა. ჰიტლერის სახუმარო სახელს - "ჩვენი გნომი".

მშენებლობის ადგილის არჩევანი ყოველთვის ხორციელდებოდა მისი მისტიკური ისტორიის გათვალისწინებით.

მაგალითისთვის, თვით ა. ჰიტლერს ყველაზე ხშირად უყვარდა თავის რეზიდენცია-ბუნკერში ყოფნა, რომელსაც "ბერგოფი" ერქვა და მასაც თავისი მისტიკური ისტორია ჰქონდა.

აქ (ამ ოლქში), როგორც აღმოჩნდა, დაკრძალული იყო გერმანლი მეფე ფრიდრიხ I ბარბაროსსა.



ბარბაროსას საფლავის გვერდით, ნიბელუნგებს დაუმალავთ მისი საგანძურიც.

კერძოდ, მახვილი, რომლითაც მეფემ დრაკონი მოჰკლა. ლეგენდის მიხედვით მეფე არ მოკვდა, არამედ მხოლოდ დაიძინა, და აი, როდესაც ის გაიღვიძებს საბოლოოდ გადაწყვეტეს სლავთა დაპყრობის პრობლემას. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირთა ბრძოლის გეგმას ჰიტლერმა "ბარბაროსას გეგმა" უწოდა.

დავასრულეთ რა წინათქმა, ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ა. ჰიტლერის კონკრეტული რეზიდენციების აღწერაზე.

მაგრამ ამ ნაშრომის ფორმატის გათვალისწინებით, შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ მხოლოდ სამი ბუნკერი ჩამოთვლილი 19-დან. კერძოდ: "არწივის ბუდე" (გერმ.:Obersalzberg), "ვერვოლფი" (გერმ.Wehrwolf) და "მგლის ბუნაგი" (გერმ.Wolfsschanze).


"ანენერბეს" ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню