ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ოკულტური რეიხი

სარჩევი

ნაწილი 4

კომპლექსი ექსტერნშტაინე და მისი ძველი საიდუმლოებანი


როდესაც ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწაზე მდებარე ტევტობურგის ტყეში მოხვდებით, რომელიც ვეზერის მთების ტყებითაა გარემოცული და გერმანიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, შეიძლება დაუვიწყარი სანახაობის მომსწრე გახდეთ.



ზეცის ფონზე ეფექტურად იხატება ექსტერნშტაინის ხუთი კლდე: ოცდაათმეტრიანი უსწორმასწორო კოლონებისგან შემდგარი ბუნების ძეგლი, რომელიც მღვიმეებითა და გვირაბებით არის დასერილი.

ეს კლდეები, რომლებიც ზღაპრულ პეიზაჟს წააგავენ, კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენენ ამ ადგილს.

ექსტერშტაინის კომპლექსი, განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელიც ძველი, საკულტო ნაგეგობებით არის ცნობილი. ყველა მათგანი ძველი მისტიკითა და ლეგენდებითაა გარემოცული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ანუ ხალხური გადმოცემის თანახმად, ეს ქვები ერთ ღამეში აღიმართა, შემდეგ კი ეშმაკმა გადაადნო.

პოპულარობის მიხედვით, ამ ადგილს გერმანელებისთვის იგივე მნიშვნელობა გააჩნია (თუ მეტი არა), რაც სტოუნჰენჯს ინგლისელებისთვის. როგორც უკვე ითქვა, ამ განმარტოებულ ძეგლთან მრავალი საიდუმლოა დაკავშირებული. მაგრამ ალბათ, ყველაზე მთავარი მათგან ალბათ უფრო ძველგერმანული ღმერთის, ვოტანის (ოდინის) ჯვარცმის ისტორიაა.

ერთ-ერთი მეცნიერული ვერსიის მიხედვით, აქ განლაგებული იყო ქვის საუკუნის საკულტო-სარიტუალო, შემდეგ კი ძველი გერმანელების რელიგიური ცენტრები. მათ შესახებ ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ. შუასაუკუნეობრივი ლეგენდები, რომლებიც ექსტერნშტაინეზე გვიამბობენ, სხვა უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციასაც შეიცავენ. აქ იზრდებოდა წმიდა ხე ირმინსული.



მას თაყვანს სცემდნენ საქსები და ხერუსკების სხვა შთამომავლები, მაგრამ კარლ დიდმა, რომელსაც წარმართობის ამოძირკვა სურდა, საკერპე დაანგრია, ხე ირმინსული კი მოჭრა...

როდესაც დაახლოებით 722 წელს წარმართობა გერმანიაში საბოლოოდ შეცვალა ქრისტეანობამ, ეს ძველი საკულტო ადგილებიც ახალმა რელიგიამ დაისაკუთრა.

მაგრამ, ახალ სარწმუნოებაზე გადასვლა არ ყოფილა ისე მარტივი, როგორც ამას საეკლესიო ისტორიკოსები წერენ. ტევტონბურგის ტყის საკერპეებში არაერთხელ მომხდარა სასტიკი შეტაკებები წარმართბსა და ცისტერციანული ორდენის პირველ ბერებს შორის.

ცნობა: ცისტერციანელები, ანუ თეთრი ბერები, ბერნარდინელები - კათოლიკური მონაზვნური ორდენია, რომელიც XI საუკუნეში გამოეყო ბენედიქტიანელთა ორდენს. ცისტერციანელი ბერები, როგორც წესი, დაყუდებულად ცხოვრობენ, მათ სულიერ ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობდა ასკეტური პრაქტიკა და მჭვრეტელობითი ბერული ცხოვრება. ცისტერციანული ეკლესიებისთვის დამახასიათებელია ძვირფასი ჭურჭელის, ფერწერისა და მდიდრული ინტერიერის უარყოფა.

ამ ადგილებში დაფუძნებულმა ცისტერციანელმა ბერებმა, ახალი რელიგიისკენ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზიდად, გადააკეთეს წარმართულ საკერპეთა კომპლექსები და მათ ადგილზე იერუსალიმის წმიდა ადგილების იმიტაცია შექმნეს. გამოიყენეს ის ფაქტი, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს გოლგოთაზე, ხოლო ძველგერმანული ღმერთი ვოტანი ექსტერნშტაინეს კლდეზე. და ბოლოს, კონტროლი სამუდამო რომ ყოფილიყო, იმ შუასაკუნეობრივ დროებაში ექსტერნშტაინე ჯერ კიდევ ქრისტეანულ ბერთა სადგომად გამოიყენებოდა.

ასე მიდიოდა დრო. გერმანელები სულ უფრო და უფრო ივიწყებდნენ თავიანთ წარმართულ სარწმუნოებას. მაგრამ გერმანული რომანტიზმის, როგორც ფილოსოფიურ-კულტურული მოვლენის ზრდასთან ერთად, ესტერნშტაინის კომპლექსმა, კვლავ მიიზიდა მრავალი ჯურის მოგვ-შარლატანები და ისტორიული კვლევის მოყვარული დილეტანტები.

მკვლევარები გერმანული "ხალხოსნებიდან" ეთაყვანებოდნენ ამ კლდეებს, მათ შექმნეს განსაზღვრული ძველგერმანული კულტი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარმოუდგენელი გავრცელება მოიპოვა. ის ეფუძნებოდა განსხვავებულ მოტივებს: რომანტიზმს, ნაციონალიზმს, რასობრივ იდეებს და გერმანულ იდეალიზმს.

ექსტერშტაინეს ძირითადი მკვლევარი გახდა მოყვარული-ისტორიკოსი ვილჰელმ ტოიდტი (ვილჰელმ ტეუდტი), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მასალების დამუშავებაზე, რომელიც დაკავშირებული იყოს კომპლექსის ისტორიასთან. ტოიდტი დაიბადა 1860 წელს. თავიდან ის ევანგელისტი მღვდელი იყო ქ. შაუმბერგეში, და მისი შიდასაეკლესიო კარიერა საკმაოდ წარმატებულიც გახლდათ. ექსტერშტაინეს ძირითადი მკვლევარი გახდა მოყვარული-ისტორიკოსი ვილჰელმ ტოიდტი (ვილჰელმ ტეუდტი), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მასალების დამუშავებაზე, რომელიც დაკავშირებული იყოს კომპლექსის ისტორიასთან. ტოიდტი დაიბადა 1860 წელს. თავიდან ის ევანგელისტი მღვდელი იყო ქ. შაუმბერგეში, და მისი შიდასაეკლესიო კარიერა საკმაოდ წარმატებულიც გახლდათ.

მაგრამ დროთა განმავლობაში ტოიდტმა შეცვალა თავისი შეხედულებები ცხოვრებაზე, რამაც გამოიწვია ის, რომ 1908 წელს მან დატოვა ეკლესია და "ბუნების შემეცნების კავშირში" გაწევრიანდა. 1920 წელს ის დემტოლდში გადასახლდა და მთლიანად ჩაეფლო გერმანელთა ძველი ისტორიის საკითხებში, რვა წლის შემდეგ კი შექმნა თავისი, საკუთარი ორგანიზაცია "გერმანიის წინარეისტორიის მეგობართა გაერთიანება". 1929 წელს ტოიდტმა გამოსცა წიგნი "წმიდა გერმანული იდეები", რომელიც წარმოადგენდა გერმანელი ხალხის წარსულზე მის შეხედულებას.

წიგნი პოპულარული გახდა და 1930-იანი წლების დასაწყისში ტოიდტმა მრავალი მომხრეც გაიჩინა. ამის შემდეგ ექსტერშტაინე უბრალო ბუნებრივი ძეგლიდან თანდათანობით ყველა გერმანელი ნაციონალისტის მომლოცველობის ადგილად იქცა. თავის იმავე გამოკვლევაში ტოიდტმა მიუთითა, რომ ექსტერშტაინე მდებარეობს "წმიდა ხაზების" გადაკვეთაზე, რომელიც თითქოსდა მან აღმოაჩინა გერმანიის ჩრდილოეთში. ტოიდტი მიიჩნევდა, რომ ეს ხაზები, რომლებიც ზუსტად ემთხვეოდა სხვა მკვლევარის მიერ აღმოჩენილ ხაზებს, ექსტერშტაინეს სხვა ძველ რელიგიურ ნაგებობებთან აკავშირებდა, მათ შორის მეზობელ ბად-მაინბერგეს ქვის წრესთან.

ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი მთელს ექსტერნშტაინეში - პატარა სალოცავია, რომელიც გამოჭრილია ერთ-ერთი კლდოვანი სვეტის მწვერვალთან ახლოს.

იქ მოხვედრა არცთუ ადვილია: იქამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ქვაში გამოჭრილი კიბეებით და მყიფე საცალფეხო ხიდით. სალოცავს სახურავი არა აქვს, ხოლო მის აღმოსავლეთ მხარეს იმყოფება გუმბათოვანი ნიში სვეტის ფორმის საკურთხევლით. უშუალოდ საკურთხევლის თავზე მდებარეობს მრგვალი ფანჯარა რომლის სიგანე 50 სანტიმეტრია. სიძველეთა ევროპელმა მკვლევარებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შენიშნეს, რომ ის ერთდროულად მიმართულია ზაფხულის ბუნიობისა და თვით მთვარის ამოსვლის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილისკენ - ეს არის ორი მნიშვნელოვანი ასტრონომიული კოორდინატი, რომელიც მრავალ ქვის წრეზე და პრეისტორიული ეპოქის მრავალ ანალოგიურ ნაგებობაზეა აღნიშნული.



როგორც ჩანს, სამლოცველო მიწიდან ასე მაღლა იმიტომ იყო აშენებული, რათა უფრო მოხერხებულად დაკვირვებოდნენ მზესა და მთვარეს. რადგან ექსტერნშტაინი დაახლოებით იმავე განედზე მდებარეობს, რომელზეც სტოუნჰენდჯი, ეს ფაქტი კომპლექსის მნიშვნელობაზე მიუთითებს, როგორც ევროპელი ასტრონომებისთვის, ასევე სხვა მოგვებისთვისაც. ტოიდტიც ამტკიცებდა, რომ "სალოცავის" ადგილზე, ოდესღაც ძველი ხის ნაგებობები იყო აღმართული, რომლებიც მზის, მთვარის და ვარსკვლავების დაკვირვებისთვის გამოიყენებოდნენ. ის ამტკიცებდა, რომ ექსტერნშტაინი მთვარის ძველი კულტის ცენტრს წარმოადგენდა.

გვიანდელმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს მისი ჰიპოთეზა, რომლის შესაბამისადაც სახურავის არარსებობა სალოცავ-ობსერვატორიაში - ბერების შეგნებული ვანდალიზმის შედეგი უნდა ყოფილიყო. ტოიდტმა ასევე დაამტკიცა, რომ ქვის სვეტის საძირკველში მდებარე 50 ტონიანი ფილა ადრე სამლოცველოს კედელი იყო. ბერებმა სალოცავი დაანგრიეს, რათა გაეწმინდათ ის წარმართული პრეისტორიისგან და ქრისტეანული ღვთისმსახურებისთვის გამოსადეგი ყოფილიყო.

ამგვარად ტოიდტის მიერ ძველი წარმართული საკერპეს ისტორიის აღდგენითი სამუშაოები 1933 წლის შემდეგ ნაცისტების თვალსაწიერში მოხვდა. და ამას ხელი შეუწყო თვით ტოიდტმა. ის საკუთარი იდეების კარგი მარკეტოლოგი და პოპულარიზატორი აღმოჩნდა. საკუთარი წიგნი მან ა. ჰიტლერის მთავრობის ყველა მინისტრს დაუგზავნა. ყოველ შემთხვევაში ტოიდტმა წიგნებს თან დაურთო წერილები, რომლებშიც აქცენტს ამა თუ იმ მინისტრის სამსახურეობრივ საქმიანობაზე აკეთებდა.

ასე, მაგალითად, რუსტს მან მისწერა ძველი გერმანული ისტორიის სკოლებში შესწავლის აუცილებლობაზე, ხოლო ჰებელსს აუწყა მის უდიდეს მნიშვნელობაზე ერის გამთლიანების საქმეში.

ტოიდტი და მისი თანამოაზრენი ყოველმხრივ ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ "გერმანული პრაისტორიის მეგობართა გაერთიანებას" და ნაციონალ-სოციალისტებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. ძალიან მალე თამაშში ჩაერთო ჰენრიხ ჰიმლერიც, რომელმაც ტოიდტი საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანა. რეიხსფიურერის დახმარებით ექსტერნშტაინის კომპლექსი ახალი გერმანული რელიგიის სიწმიდე გახდა. მაგრამ თვით ძეგლი უფრო პროფესიონალურ შესწავლას საჭიროებდა. რადგან ესმოდა, რომ იმპერიის აღზრდის მინისტრი ბერნჰარდტ რუსტი ვერ შესძლებდა ტოიდტის საჭირო კადრებით უზრუნველყოფას, ჰიმლერმა გადაწყვიტა ექსტერნშტაინი დროებით კერძო მკვლევარებისთვის გადაეცა.

ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ მეგალითური ძეგლის განმარტება თუმც კი ატარებდა ნაციონალისტურ ხასიათს, SS-ს ბოლომდე მაინც არ აწყობდა. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, 1936 წლის შემოდგომით, ჰ. ჰიმლერმა ტოიდტის სტრუქტურა SS-ის ინსტიტუტ "ანენერბეს" მიუერთა. ამ დროიდან ისტორიული და ბუნებრივი ძეგლი SS-ის შავი ორდენის სიწმიდე უნდა გამხდარიყო, სადაც "ანენერბეში" აღდგენილი ძველგერმანული ჩვეულებები ჩატარდებოდა.

ჰიმლერმა გასცა განკარგულება ექსტერნშტაინეში მომუშავე არქეოლოგებისთვის გადაეცათ SS-ის 72-ე შემადგენლობის ორი რაზმი. იქვე ჰიმლერმა დაუფარავი ინტერესით დაათვალიერა ექსტერნშტაინეს გროტები და გათხრები, რომელიც იქვე, კლდეების გვერდით მიმდინარეობდა. რეიხსფიურერმა ექსტერნშტაინეში სულ ოთხი საათი დაჰყო. სხვათა შორის, ჰიმლერის ვიზიტი ექსტერნშტაინეში (22 სექტემბერი) არ ყოფილა შემთხვევითი. ადგილობრივი ტრადიციით აქ ტარდებოდა წყალქვეშა ნავის U-9-ს ეკიპაჟის გახსენება, რომელიც ინგლისურ ფლოტთან უთანასწორო ბრძოლაში პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.

ნაცისტები თავიდანვე აღიქვამდნენ ექსტერნშტაინეს კლდეებს როგორც საკულტო ნაგებობას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა მესამე რეიხის ნეოწარმართული რელიგიის შექმნის საქმეში. გერმანიის მთავრობა არ დაუშვებდა, რათა მსგავსი პროცესი, რომელსაც მართავდნენ "ანენერბეს" ოკულტისტები თვითდინებით წასულიყო. მაგალითდ, 1936 წ. ჰიმლერმა აკრძალა ექსტერნშტაინეს ისტორიის არასანქცირებული გამოკვლევები. დროთა განმავლობაში "ანენერბემ" გამოსცა რამოდენიმე წიგნი "მაგიურ კლდეებზე", რომლებსაც გამოცემის წინ იწონებდა თვით რეიხსფიურერი.

მსგავსი "სახელმძღვანელოებით" ამარაგებდნენ ყველა ესესელს - მათთვის ეს წიგნები სპეციფიკურ გზამკვლევს წარმოადგენდა ექსტერნშტაინეს სტუმრობის დროს, რომელიც პრაქტიკულად სავალდებულო რიტუალად იქცა სს-ის ოფიცრებისთვის.

მაგრამ ეს ყოველივე იყო საცნობარო ხასიათის ზოგადი ინფორმაცია. სხვაგვარ ვერსიას, რომელიც შესაძლოა სინამდვილესთანაც უფრო ახლოს იყოს და ნათელს ჰფენდეს თუ რა გახდა მიზეზი 1933-1945 წლების გერმანიაში ექსტერნშტაინეს კლდეების განსაკუთრებული პატივდებისა, 2007 წელს გადმოსცა ჩილიელმა მწერალმა მ. სირანომ თავის წიგნში "ვოტანი და რუნები".

ბუნებრივია აქ ვერ შევძლებთ მისი სრული ტექსტის გადმოცემას, მაგრამ გაგაცნობთ მხოლოდ იმას, რაც უშუალოდ ეხება ჩვენი კვლევის საგანს. ხოლო თვით სირანო ექსტერნშტაინეს კლდეებს "ღმერთ" ვოტანის თაყვანისცემის უძველეს კულტს უკავშირებს. მოუმზადებელ მკითხველს აქ უცებ გაუჩნდება შეკითხვა:

ვინ არის ეს ვოტანი? და რატომ მიაგებდნენ მას პატივს ძველგერმანელები და არა მარტო ისინი?



მ. სირანოს აზრები გასაგები რომ გახდეს ნაცისტების მიერ წარმართული ღმერთებისა და კერძოდ ვოტანის, ასევე ხე ირმინსულის თაყვანისცემის მიზეზებთან დაკავშირებით, გადმოგცემთ მათ შესახებ აუცილებელ საცნობარო მასალას.

"ვოტანი" (პრაგერმ.:*Wōđanaz ან *Wōđinaz; ან კიდევ ოდინი ძვ. ისლ. Óðinn) - უმაღლესი ღვთაება გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში, ასების მამა და წინამძღოლი. ბრძენი და შამანი, რუნებისა და საგების მცოდნე, მეფე-ჯადოქარი, თავადი (konung) და მოგვი (vielus), მაგრამ ამავე დროს ომისა და გამარჯვების ღმერთი, სამხედრო არისტოკრატიის მფარველი, ვალჰალას ბატონი და ვალკირიის მბრძანებელი.





მსოფლიო ხე


მრავალ მითოლოგიაში სამყაროს ცენტრად, სადაც ცა და მიწა ერთად იყრიან თავს, მიიჩნეოდა ბერძნული ოლიმპის მსგავსი მთა, რომლის წვერზეც ღმერთები ბინადრობდნენ. სკანდინავიურ მითოლოგიაში ცა და მიწა, ხიდ-ცისარტყელასთან ერთად აერთიანდებდა გიგანტურ ხეს - იგდრასილს.

ვიელვას მოგვები მას "ზომის ხეს" უწოდებდა და იხსენებდა შესაქმის იმ დროს, როდესაც ის ჯერაც არ ამოსულიყო. მის გვერდით მდებარეობდა ასების უმთავრესი სალოცავიც. იგდრასილის შესახებ მოგვითხრობს გულვი თანაბრადმაღალი (იმავე სიმაღლის - Jafnhár): "ის იფანი ყველა სხვა ხეზე უფრო დიდი და მშვენიერია. მისი ტოტები მსოფლიოს გადმოჰფენია, ხოლო მისი სიმაღლე ცას ასწვდენია".

ხეს სამი ფესვი ამაგრებს, და ეს ფესვები ფართოდ არიან გადგმულნი. ერთი ფესვი - ასებთან არის, მეორე ინეის ბუმბერაზებთან, იქ, სადაც ადრე იყო მსოფლიო უფსკრული. ხოლო მესამე ნიფლჰეიმისკენ მიიწევს, და ამ ფესვის ქვეშ მდებარეობს დინება, მოფუთფუთე ქვაბი, ამ ფესვს ქვემოდან ღრღნის ურჩხული ნიდხეგი".

ცხადია, ეს ტექსტი საბოლოოდ დააბნევს მკითხველს, რომელსაც სურს გაერკვეს სკანდინავიური მითოლოგიის კოსმოგონიაში, რადგან ცისკენ აზიდული ხის ფესვები, ქვესკნელში უნდა იყოს. აქ კი გამოდის, რომ ერთი ერთსა და იმავე დროს ქვესკნელშიცაა და ენტუჰეიმშიც, ანუ ინეის ბუმბერაზთა ჩრდილოეთ ქვეყანაში, მეორე ფესვი კი საერთოდ ცისკენ მიიმართება, ანუ სამყაროს ცენტრისკენ, ასებისკენ.

"უფროსი ედას" (ძვ. ისლანდიურ სიმღერათა კრებული - რედ.) ერთ-ერთ მითოლოგიურ პოემაში, რომელსაც "გრიმნირის ქადაგებები" (Grímnismál) ეწოდება, ოდინი მოხუცის სახით გამოეცხადება იმ კონუნგს, რომელსაც მისი ცოლი ფრიგი სიძუნწეში დებდა ბრალს, და იქ უყვება მითოლოგიური სამყაროსა და მსოფლიო ხის აგებულების შესახებ. მის აღწერაშიც იგდრასილის სამი ფესვი მხარეს მიემართება: ერთის ქვეშ საიქიო სამყაროა - ჰელის ქვესკნელი, მეორის ქვეშ ბინადრობენ ბუმბერაზები, ხოლო მესამის ქვეშ - ადამიანები. თუ ადამიანები მსოფლიო ხის ფესვის ქვეშ აღმოჩდნებიან, ეს ნიშნავს, რომ ხე საერთოდ პირქვეა გადმოყირავებული...

გადმოყირავებული ხის ამ სახეში არაფერია უჩვეულო - ხეს ასე იყენებდნენ სვეტების სახით, რომელიც საცხოვრებელის ჭერს ამაგრებდა (ასეთი ხე აღწერილია "ველსუნგის საგაში", სკანდინავიური ეპოსის გმირების ისტორიაში). გაურკვეველი რჩება როგორ აღწევენ ისინი ქვესკნელამდე. აქ უნდა გავიხსენოთ მითოლოგიური სიმბოლიკისა და ციფრ სამის მნიშვნელობა, ის ხშირად გვხვდება გერმანული ხალხების თქმულებებში, რომლის მიხედვითაც დედამიწა იყოფა სამ ნაწილად და მას სამი ბელადი მეთაურობს; ეს არის სამი ღმერთი - ოდინი, ვილი და ვე - სწორედ ისინი ქმნიან მთელს დედამიწას.

ძველი და შუასაკუნეების გეოგრაფთა, მათ შორის სნორი სტურლუსონის (Snorri Sturluson. 1178) წარმოდგენაში დედამიწა, სამ ნაწილად, სამ კონტინენტად იყოფა... დედამიწის ამ დაყოფას შეესაბამება სამყაროს მითოლოგიური დაყოფაც, სადაც ის მოიცავს ცას, მიწას და ქვესკნელს.

მითოლოგიური ცნობიერება ცდილობდა ურთიერთშეეთავსებინა ჰორიზონტალური დაყოფა ვერტიკალურთან - ეს აუცილებელი იყო, რათა ღმერთებისა და ადამიანების სამყარო გაეერთიანებინა, რათა ღმერთები მიერ შექმნილი სამყარო არ დარღვეულიყო.

ამიტომაც იშლება ასე უცნაურად, თანამედროვე შეხედულებით, მსოფლიო ხის ფესვები, რათა მოიცვას სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭული, სკანდინავიური მითოლოგიის "ყველა სამყოფელი".

მსოფლიო იფნის ფესვი, რომელიც ინეის ბუმბერაზებთან მიდის, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღმერთებისა და ადამიანებისთვის.

ინეის ბუმბერაზები, ანუ გრიმტურსენები (hrímthurs), პირველი გონიერი ქმნილებებია, რომლებიც სამყაროში გაჩნდნენ, და მათთვის ხელმისაწვდომი იყო თავდაპირველი სიბრძნე - ცოდნა სამყაროს გაჩენის შესახებ. ამსიბრძნეს ეძებს არა მარტო ცნობისმოყვარე გიულვი ტანგლერი, არამედ თვით ოდინიც.

თავდაპირველი სიბრზნე ჩაკეტილი იყო წყაროში, რომელიც მსოფლიო ხის ფესვიდან მომდინარეობდა ბუმბერაზთა მიწაზე, და მათ ფლობდა მათგან ყველაზე ბრძენი ბუმბერაზი სახელად მიმირი (Mímir). თვით "ყველას მამა" ოდინი მივიდა მასთან და სთხოვა მიეცა მისთვის წყაროდან დარწყულების საშუალება, მაგრამ ცოდნისთვის საფასურია გადასახდელი, და მიმირიც მისგან წყაროდან დარწყულების (ანუ სიბრძნის მიღების) სანაცვლოდ ცალ თვალს ითხოვს. ბუმბერაზმა მიიღო ღმრთის ყოვლისმცოდნეობა - მან დამალა თვალი სიბრძნის წყაროში, ოდინი - პირველ არსებათა ყოვლისმცოდნეობაა.

ღირებულებათა ეს გაცვლა ღმერთებსა და ბუმბერაზებს შორის წითელ ზოლად გასდევს სკანდინავიურ მითოლოგიას და მსოფლიო ხის ფესვებივით აერთიანებს ყველა სამყაროს. მაგრამ ამ გაცვლაში უკვე იგრძნობა რაღაც საბედისწერო და "უწმინდური".

საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ხალხების მითებში ცალთვალა არსებები, როგორც წესი არიან არა ღმერთები, არამედ ბოროტი დემონები, უწმინდური ძალები. ცხადია, თვით ოდინისთვის უცხო არ არის დემონური თვისებები - ის ქარბუქისა და ომის ღმერთია, რომელიც ვლინდება ბუნების ბობოქრობასა და ადამიანურ კონფლიქტებში.

მაგრამ ამ "ღმერთის" სიმახინჯე იყო ამოსავალი ნაკლულევანების ნიშანი, იმ სამყაროს არასრულყოფილებისა, რომლის მეუფეც ის გახდა, როდესაც თავის ძმებთან ერთად მოჰკლა პირველი ბუმბერაზი. იასენ იგრდასილს ელოდა უბედურებები ქტონური მონსტრებისგან, რომლებიც ღრღნიდნენ მის ფესვებს, - ღმერთების სამყარო იმთავითვე არასტაბილური იყო, ის ექვემდებარებოდა ბედისწერას და ამის შესახებ ღმერთებს შეახსენებდა სხვა წყარო, რომელიც მსოფლიო ხის ფესვთან მოედინებოდა ზეცაში.

ამ წყაროს ეწოდებოდა ურდი - მისი სახელი ნიშნავს "ბედს", "ბედისწერას". ამ წყაროში ბინადრობს სამი ქალწული: პირველს იგივე სახელწოდება აქვს - ბედისწერა, მეორეს ჰქვია ბერდანდი და ნიშნავს "დადგომას", ხოლო მესამეს ერქვა - სკულდი, "მოვალეობა".

ამასთან მათი სახელები ნიშნავს დროის დინების გარდაუვალობას: ურდი უკვე აღსრულებულსა და წარსულ დროზე მიანიშნებს, ბერდანდი - აწმყოზე, ხოლო სკულდი - გარდაუვალ მომავალზე.

ესენი არიან ბედისწერის ქალწულები, ანუ ნორნები რომლებიც რაღაცით ჰგვანან ბერძნულ მოირებს. მათი მსგავსია მრავალრიცხოვანი ქალ-ღმერთები, ანუ სულები, რომლებიც ასევე ნორნები არიან და მიდიან ყოველ ახალშობილთან, რათა უბოძონ ბედისწერა - კეთილი ან ბოროტი, თვით ღვთაების ხასიათიდან გამომდინარე.

ისინი მომდინარეობენ სხვადასხვა მითოლოგიური არსებებისგან - ერთნი ღმერთებისგან, სხვები ჯუჯებისგან (კარლები, ცვერგები), მესამენი - ალვებისგან, ბუნების სულებისგან, რომელთა სახელწოდება ევროპული ზღაპრებისა და ლეგენდების ელფებს მოგვაგონებს.



მაგრამ მთავარი ნორნები მთელი სამყაროს ბედისწერას განაგებენ, ახორციელებენ მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მათი წარმომავლობა საიდუმლოებით არის მოცული, ისევე როგორც საიდუმლოა მრავალი, რაც დროთა დასაბამიდან იღებს სათავეს.

"უფროსი ედას" ზოგიერთ პოემაში სამი ქალწული, რომლებიც სამყაროს თავზე დაფრინავენ, ბუმბერაზათაგან წარმოიშვნენ; რომელიღაც სამი მდედრი ბუმბერაზი მივიდა ღმერთებთან, და ეს ოქროს ხანის დასასრულის მიზეზი გახდა, მაგრამ იყვნენ თუ არა ეს მდედრი ბუმბერაზები ნორნები გაურკვეველია.

რაც შეეხება მსოფლიო ხეს, რომელიც ნორნების წყაროსთან იზრდება, არა მარტო აერთიანებს მთელს მსოფლიოს მითოლოგიურ სივრცეში, არამედ წარსულსა და მომავალსაც აკავშირებს.


"ანენერბეს" ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню