ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ოკულტური რეიხი

სარჩევი


ნაწილი 2

ინფორმაცია განსჯისთვის


ამ ნაშრომის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ "ანენერბეს" შექმნის ისტორია და მისი სტრუქტურა. ჩვენ დავიწყეტ 1935 წლით და დავამთავრეთ 1945-ით. მოკლედ, მოცემულმა ორგანიზაციამ გერმანიაში იარსება 10 წელი.

ისტორიკოსები და პუბლიცისები, რომლებიც ამ თემაზე წერენ, თავიან ნაშრომებში ჩვეულებისამებრ შემოიფარგლებიან ორგანიზაციის ისტორიის მოკლე მიმოხილვით, და იმთავითვე გადადიან კონკრეტულ პროექტებზე, რომლებსაც ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ახორციელებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ იმთავითვე ცდილობენ თავიანთი მკითხველის ყურადღება შეაჩერონ გერმანელთა მისტიკურ, საიდუმლო და წარმოუდგენელ ტექნოლოგიურ მიღწევებზე.

ჩვენ, ძვირფასო მკითხველო, თავის დროზე ასევე შევეცდებით გავერკვეთ იმ ყოველ მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც ახორციელებდნენ "ანენერბე" და მისი ქვეშერვდომი ორგანიზაციები.

მაგრამ ჩვენ განუხილველი დაგვრჩა ის "ფუნდამენტი", რომელზეც აშენდა ეს ორგანიზაცია.

უფრო სწორედ, ჩვენ უნდა განვიხილოთ, რა მასალისგან, ვის მიერ და როდის იქნა ჩაყრილი ის ფუნდამენტი, რომელზეც აღმოცენდა კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული და არარსებული ორგანიზაცია "ანენერბე". თუ პირობითად შევაჯამეთ მისი საქმიანობის შედეგებს. მაშინ დავინახავთ მის უნიკალურობას, დავინახავთ, რომ ამ სტრუქტურამ პირველად აჩვენა მსოფლიოს ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს: ანალიტიკურ ცენტრს და ოფიციალური მეცნიერებისგან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფებს.

ასევე დავინახავთ, რომ "ანენერბეს" თანამშრომელთა მუშაობამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. სწორედ მათ შესთავაზეს გერმანიას როგორც მთელი სახელმწიფოებრივი აპარატის, ასევე მთლიანად საზოგადოების ახალი გზები და ოპტიმიზაციის მეთოდები.

მიუხედავად ცალკეული პროექტების მოჩვენებითი სამეცნიერო ეგზოტიკისა, "ანენერბეს" თანამშრომლებმა უკვე მაშინ შესძლეს იმის განხორციელება, რასაც დღეს "ახალ, ინოვაციურ და ვენჩურულ (სარისკო) მიმართულებებ" უწოდებენ.

შედეგად, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებისთვის პასუხისმგებელმა გერმანულმა სახელმწიფო ორგანოებმა, შეთავაზებული პროექტებიდან გამოჰყვეს ყველაზე უფრო პერსპექტიული პროექტები, რომლებიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ხაზინიდან.

აქ ჯეროვანი იქნება შევნიშნოთ, რომ "ანენერბეს" ისტორიის დასავლელ მკვლევართა გამოთვლებით, მისი საჭიროებისთვის გერმანიაში უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე აშშ-ში ატომური ბომბის შექმნისთვის.

თანაც, მიუხედავად იმისა, რომ "ანენერბეს" გამოკვლევები მოიცავდა მისტიკისა და ოკულტიზმის სფეროს, ეს კვლევები შეერთებული იყო შეიარაღების ახალი სახეობების პრაქტიკულ შემუშავებასთან (მაგალითად, ავიაციისა თუ სარაკეტო ტექნიკის დარგში) და ადამიანის ფსიქიკის მანიპულირების ახალ ხერხებთან, რომლებიც გამოიყენებოდა მაშინ და გამოიყენება ახლაც, ფსიქოლოგიური ომების საწარმოებლად.

და კიდევ რაც განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ორგანიზაცია "ანენერბე", რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მეცნიერების მიერ უარყოფილი მისტიკითა და ოკულტიზმით იყო დაკავებული, 1935-1945 წლებში სამეცნიერო გამოგონებებისა და კვლევების ფლაგმანი გახდა.

ამასთან, ამ წლებში, გერმანულმა მეცნიერებამ და ტექნიკამ მინიმალური ძალისხმევითა და მინიმალური პირობებით მაქსიმალურ შედეგებს მიაღწია. ასევე "ანენერბეს" მუშაობის გამოცდილების საფუძველზე მსოფლიოში საფუძველი ჩაეყარა ე. წ. "სამოქალაქო საზოგადოების სოციალური პროცესების მართვის საკრალურ დონეს". აი, საყურადღებო ნაშრომი ამ მიმართებით.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ეს გამოცდილება ფართოდ გამოიყენეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა გეოპოლიტიკურ სივრცეში ახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაში.

ახლა კი, ამ მცირედი შესავლის შემდეგ, შეგვიძლია გადავიდეთ იმ მიზეზების განხილვაზე თუ რატომ აღმოცენდა ისეთი ორგანიზაცია, როგორიც "ანენერბეა" მაინცა და მაინც გერმანიაში.

მიიჩნევა, რომ გერმანელები, როგორც ხალხი, ყოველთვის მიდრეკილნი იყვნენ მისტიციზმისკენ და კათოლიკური ეკლესიის აკრძალვებისდა მიუხედავად სხვადასხვა საიდუმლო კულტებში მასობრივად მონაწილეობდნენ.

ისტორიკოსები და სხვა მკვლევარები, რომლებიც ამ თემაზე წერენ, გერმანელთა მისტიკითა და ოკულტიზმით გატაცებას უპირველეს ყოვლისა გერმანიაში ტამპლიერთა ორდენის ზეგავლენის გავრცელებას უკავშირებენ, რომლებმაც გერმანიის ტერიტორიაზე შექმნეს დახურულ ცენტრთა ქსელი, სადაც ორდენის წევრები სწავლობდნენ ასტროლოგიასა და მაგიას, და ატარებდნენ ეკლესიის მიერ აკრძალულ სამეცნიერო ექსპერიმენტებს.



როდესაც კათოლიკური ეკლესიის "მოთმინება" ტამპლიერთადმი ამოიწურა, ორდენი აკრძალეს, ქონება ჩამოართვეს, ხოლო წევრები რეპრესირებულ იქნენ. ამის გამო, ტამპლიერთა "მეცნიერული" ნაწილი სხვა რაინდული ორდენის, ტევტონთა მფარველობის ქვეშ გადავიდა.



ამ დროისთვის ტევტონთა ორდენი უკვე მყარად იყო ფესვგადგმული ბალტიის ზღვის სანაპიროებზე და იქ თავისი ახალი ცენტრი, ქალაქი კენიგსბერგიც დააფუძნა. თანაც ქალაქი არ გაშენებულა ცარიელ ადგილზე. ადრე იქ მეზობელი ქვეყნებისთვის ცნობილი წარმართული საკერპე არსებობდა და ამ ტერიტორიას "ძალმოსილ ადგილად" მიიჩნევდნენ. და აი, სწორედ კენისბერგში დაიწყეს თავმოყრა მთელი ევროპის მოგვებმა და ჯადოქრებმა.



კენიგსბერგის, როგორც გერმანიის ოკულტური ცენტრის თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდბით, ახლა კი ისევ ჩვენს თხრობას მივუბრუნდეთ.

დაახლოებით 1800 წლიდან, როდესაც გერმანიაში ე. წ. რენესანსის დრო დადგა, აღორძინდა გერმანული მისტიციზმიც, თანაც იმ დროს მოდური მატერიალიზმის, მექანიზმისა და უტილიტარიზმის საწინააღმდეგო პროტესტის ფორმით. განმანათლებლობის ეპოქას რომანტიზმი ცვლის და ემთხვევა საწარმოო გადატრიალებას, რომელიც აღინიშნა პირველი მანქანის, ორთქლმავლის, გემის, ფოტოგრაფიისა და ქალაქგარე საწარმოებისა და ფაბრიკების გამოჩენით.

განმანათლებლობა თუ გონების კულტით ხასიათდება, რომანტიზმი ადამიანში გრძნობებისა და ბუნების კულტს აფუძნებს. სწორედ რომანტიზმის ეპოქაში ყალიბდება ტურიზმის, ალპინიზმისა და პიკნიკის ფენომენი, რომელიც მოწოდებულია აღადგინოს ადამიანის ერთობა ბუნებასთან. ჩნდება "სახალხო სიბრძნით" აღჭურვილი "კეთილშობილი ველურის" მოთხოვნა, რომელიც ჯერ კიდევ არ შეურყვნია ცივილიზაციას. იღვიძებს ინტერესი ფოლკლორის, ისტორიისა და ეთნოგრაფიისადმი, რაც პოლიტიკურად პროეცირდება ნაციონალიზმში. ამ პერიოდში პირველი გერმანელი მისტოკოსები ხდებიან ფილოლოგი და რომანტიკოსი ფრიდრიხ შლეგელი, რომელმაც პირველმა წამოაყენა იდეა, რომ არიელები ცხოვრობდნენ ჰიმალაებში, და იქიდან გამოსვლის შემდეგ დაიპყრეს მათ ევროპა, ინდოეთი და ირანი.

ფრიდრიხ შლეგელი (1772-1829) განიხილავს სამყაროს როგორც უსასრულო ჩამოყალიბების პროცესს, სადაც მთავარია სულიერი მოღვაწეობა. სამყარო, როგორც უსასრულოება ფილოსოფიითა და ხელოვნებით შეიცნობა. ხელოვნება ღრმად იჭრება ყოფიერების არსში, რადგან მთელი ბუნება - ეს უზენაესი სულის მხატვრული შემოქმედებაა. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა მხატვარია, შემოქმედია ამქვეყნიურ რეალობაში. ადამიანი თავის შემოქმედებაში ავლენს საკუთარ უზენაეს ძალებს. შლეგელი აყალიბებს აზროვნების არაადეკვატურობის იედას, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია მიზეზ-შედეობრივ ურთიერთობებთან. რაციონალური აზროვნების საზღვრების გადალახვას და ყოფიერების წვდომას ხელს უწყობს იუმორი და ირონია.

ირონია - ეს არის გონების საკუთარი საზღვრებიდან "ამოხტომა". ირონია და იუმორი აჩვენებენ ადამიანური საზოგადოების ცხოვრების ფორმების შეფარდებითობას, მათ შეზღუდულობას. ირონია ფარდას ხდის იმას, რაც ადამიანის ყოფიერებასთან არის კავშირში. ამხელს ყოფიერების უმოქმედოებას, აზროვნების კლასობრივ და პროფესიონალურ შეზღუდულობას. აზროვნება მრავალწილ უძლურია. ის, რაც სინამდვილეში საჭიროა ცნობიერებისთვის, ის რაც უმთავრესი ჭეშმარიტებაა კაცობრიობისთვის - რაციონალურად გამოუთქმელი და მიუწვდომელია. ირონია საკუთარ ცნობიერებაზე, მის უძლურებაზე, ილუზიებისადმი მიდრეკილებებზე ამსუბუქებს მსოფლიო იდეალების შემეცნების დაკმაყოფილებისადმი ლტოლვას. ცხოვრება დასცინის მათ, ვინც მას ეწინააღმდეგება და ცხოვრებისეული თამაშები არ ესმის".

აი კიდევ ერთი საინტერესო გერმანელი მისტიკოსი: ფრიდრიხ შლეიერმახერი (1768-1834). შლეიერმახრს რელიგია ესმოდა როგორც ადამიანისა და საყოველთაოს ურთიერთობა. ამ კუთხით რელიგია
ეყრდნობა ადამიანის ინტუიციას, მის გრძნობას უსასრულობისა. რელიგიას უზარმაზარი ზნეობრივი, პოლიტიკური და სოციალური ღირებულება გააჩნია. რაციონალურ აზრს რელიგია დაჰყავდა ან ღმერთის შესახებ თეორიულ წარმოდგენემბამდე, სამაროს მოწყობამდე, მორალამდე ან კიდევ პრაქტიკულ მორალის, მცნებების ქცევის წესებისა და სიკვდილის შემდეგ მარადიული ცხოვრების მიღწევის საშუალებებამდე. შლეიერმახერი კი თვლიდა, რომ რელიგია არც ერთია და არც მეორე და არ წარმოადგენს მითითებულ ელემენტთა ერთობლიობას. "რელიგია - ეს არის ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა".

შემდეგ, 1822 წელს გაჩნდა ვ. გრიმის წიგნი "გერმანულ რუნებზე", როგორც პირველ არიულ დამწერლობაზე. თანდათანობით გერმანიაში ყალიბდება მიმართულება, რომელსაც "გერმანული რომანტიზმი" ეწოდა და სადაც პირველად გამომუშავდა "ზეკაცის" ცნება. გერმანიის იმდროინდელ მეცნიერთა აზრით, მაგალითად 1900 წელს, მოგროვდა მითოლიგიური ცნობიერების მქონე მოქალაქეთა კრიტიკული მასა. აი ასე, თანდათანობით, გერმანიაში სამეცნიერო წრეების ირგვლივ რეანიმირებულ იქნა ღმერთ ოდინი კულტი. იგივე ადოლფ ჰიტლერი ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მის მიწიერ განხორციელებად თვლიდა.

ოდინის კულტის ზეგავლენით იშვა ნაცისტური სიმბოლიკა. თეთრი წრე სვასტიკით წითელ მაუდზე. პირველად ასეთი დროშა 1920 წელს შეიქმნა. მაგრამ გერმანელებს მისტიციზმისა და ოკულტური მეცნიერებების განვითარებაში არც სხვა ქვეყნების მეცნიერები ჩამორჩებოდნენ და არც მარტო ევროპელები.

ასე მაგალითად, ინგლისელმა მეცნიერმა ფ. გალტონმა 1889 წ. დაწერა წიგნი "მემკვიდრეობითობა და გენიალურობა". ამ ავტორმა, სწავლობდა რა ტალანტისა და ხასიათის მემკვიდრეობითობას, პირველად შემოიტანა ტერმინი "ევგენიკა". ხოლო კიდევ უფრო ცნობილი ფ. გალტონი გახდა მით, რომ პირველი მივიდა იდეასთან, რომლის მიხედვითაც აზრები მატერიალურია და საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, ხან ერთ პერსონაჟად წარმოიდგენდა საკუთარ თავს და ხან კიდევ მეორედ. მან შეამჩნია როგორ იცვლებოდა ამისგან მისდამი გარშემომყოფთა დამოკიდებულება.



ამ გენიალურ მიგნებაზე დაფუძნებით ფ. გალტონი მიხვდა, რომ სოციალური გარემოს შეცვლა ადამიანს შეუძლია მხოლოდ საკუთარი თავისადმი პირადი დამოკიდებულების შეცვლით. სწორედ მაღალი თვითშეფასება აიძულებს გარემომცველ ადამიანებს პატივისცემით მოეპყრან პიროვნებას. მაგალითად, ა. ჰიტლერი, როდესაც მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადებოდა საკუთარ თავს იესუ ქრისტედ წარმოიდგენდა!

1871 წ. ინგლისში გამოვიდა ე. დ. ბლუვერ-ლიტონის წიგნი "მომავალი რასა. წიგნის სიუჟეტში კვლავ გამოკრთის ტიბეტი და იქ მცხოვრები საიუდმლო ტომი "ვრილ-ია", რომლებიც ცდილობენ საკუთარი საიდუმლო ძალით "ვრილი" დაიპყრონ უძლური კაცობრიობა. შემდეგ ინგლისელებმა გადაწყვიტეს სიტყვიდან საქმეზე გადასულიყვნენ და 1787 წელს ჩამოაყალიბეს საზოგადოება "ოქროს ალიონი". ამ საზოგადოების მაგისტრი ალისტერ კროული გახლდათ. ორგანიზაციის აქტიური წევრები იყვნენ: ა. მეიჩენი, ბ. სტოკერი, ფ. ბ. ფარი, ასევე გერმანიის მთელი რიგი წარმომადგენლები: ე. ობსტი, ო. მაული, ე. ბანზე და სხვები.



ალისტერ კროული


ზუსტად ამ დროს არენაზე გამოდის რუსეთის ქვეშევრდომი ელენა ბლავატსკაია, რომელმაც ახალი მეცნიერება "თეოსოფია" დააფუძნა. თანაც თეოსოფიის საფუძვლები, თავის მხრივ, ეყრდნობოდა ბუდიზმისა და სხვა აღმოსავლური რელიგიების დოგმებს, ასევე ცოდნას, რომელიც ბლავატსკაიამ ინდოეთში მოგზაურობისას მიიღო. თანაც ე. ბლავატსკაიამ ადამიანთა გაუმჯობესების საკუთარი რეცეპტი წარმოადგინა.



ე. ბლავატსკაია და მისი თეოსოფიური საზოგადოების მაგიური ამულეტი



მისი აზრით ადამიანის სრულყოფის უმთავრეს გზას წარმოადგენს თვითსრულყოფა მედიტატიური პრაქტიკის მეშვეობით. და კვლავ ამ მეთოდიკის მიხედვით ე. ბლავატსკაიას შრომებში ჩნდება "ზეკაცის" ცნება. ე. ბლავატსკაიას იდეები ძალზედ მოეწონათ გერმანიაში, რომელიც ახალი ომით ევროპაში მსოფლიოს გადაკეთბისთვის ემზადებოდა.



ე. ბლავატსკაია ინდოეთში


ასე მაგალითად, გ. ფონ ლისტი საკუთარ თავს ღმერთ ოდინის კულტის მოგვად მიიჩნევდა და ლისტის ამხანაგობა დააფუძნა. მასში ღბულობდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ეროვნული მითოლოგიისა და ეზოთერიზმის შერწყმით. ამ ამხანაგობის საფუძველზე 1911 წლის 23 ივნისს ლისტმა შექმნა ალემანთა ახალი "უზენაესი ორდენი". გ. ფონ ლისტის ყველა ძალისხმევის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება გერმანიაში უნდა მიიღოს ახალმა მესიამ, რომელიც წინ წაუძღვება ლაშქრობას სოციალისტების და სხვა ინტერნაციონალისტების წინააღმდეგ და შექმნის პანგერმანულ ერს - უდიდეს გერმანულ რეიხს. ძალაუფლება ამ სახელმწიფოში მხოლოდ არიოგერმანული რასის კუთვნილება იქნება, ხოლო ყველა არაგერმანელი ერი მონის მდგომარეობაში უნდა იყოს.

ე. ბლავატსკაიას შემდეგ გერმანიაში კიდევ ერთი რუსი იჩენს თავს. ეს იყო გიორგი გურჯიევი (ავტორი მას რუსად აცხადებს, მაგრამ ეს არასწორია. ავტორი აქ ალბათ იმას გულისხმობს, რომ ის იყო რუსეთის იმპერიიდან. ზოგიერთი გურჯიევს ქართველად მიიჩნევს გვარიდან გამომდინარე, მაგრამ გურჯიევებად ბერძნებიც იწოდებოდნენ საქართველოში. ზოგის აზრით კი ის სომხური წარმომავლობის იყო და ქ. ყარსში დაიბადა).

უინტერესო არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობაში გურჯიევი და სტალინი ერთ დროს სასულიერო სემინარიაშიც სწავლობდნენ და მეგობრობდნენ კიდევაც. მეტიც, გურჯიევი, სტალინის სულიერი მასწავლებელი გახლდათ. მაგრამ სტალინი სემინარიიდან გარიცხეს, აი გურჯიევმა კი ის დაამთავრა, ოღონდ მართლამდიდებლობას კი არ ემსახურა, არამედ დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიების შესწავლა და მოგზაურობა. განსაკუთრებულად გაიტაცა იგი აღმოსავლურმა რელიგიურმა და ფილოსოფიურმა სისტემებმა.

გურჯიევის სწავლების არსი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: მან პირველმა განაცხადა, რომ სამყაროები და განზომილებები მრავალია. მატერიალურ ობიექტზე, მათ შორის ადამიანზე სხვადასხვა ძალები და ვიბრაციები მოქმედებენ. გარდა ამისა თვით ადამიანის მრავალპლანიანია. ასე, მაგალითად, ადამიანში კონცენტრირებულია ხორციელი, ფიზიკური (რომელსაც ის - "ურემს" უწოდებდა) და სულიერ-მენტალური (რომელიც, შესაბამისად იწოდებოდა "ცხენად", რომელიც მიათრევს ურემს, ანუ "ორთვალას"). სამყარო აერთიანებს უნივერსალურ ენას, რომლის გამოყენება შეუძლია მხოლოდ მაღალორგანიზებულ არსებებს (მაგ.: სპეციალურად მომზადებულ ადამიანებს). დედამიწა მჭიდროდ არის დაკავშირებული კოსმოსის საერთო სისტემასთან. მიწიერი შეზღუდული ცხოვრება არა მარტო აღიქვამს ენერგიის ნაკად, არამედ გაასხივებს მას კოსმოსშიც. მორალი სამყაროს სუბიექტური გაგების შედეგია. თვით კოსმოსები სულ შვიდია (პროტოკოსმოსი, მეგალოკოსმოსი, მაკროკოსმოსი, დეიტეროკოსმოსი, მეზოკოსმოსი, ტრიტოკოსმოსი და მიკროკოსმოსი) და ეს ყოველივე, გურჯიევის აზრით, ცოცხალი არსებაა!

გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანს შეუძლიაო მიაღწიოს უმაღლეს სულიერ დონეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმუშავებს საკუთარ თავზე, შეისწავლის მას და სრულყოფს საკუთარ გზას. მაგრამ, გერმანიაში გურჯიევმა ფრთბი ვერ გაშალა და ძალიან მალე საფრანგეთში გადაბარგდა.



ბუნებრივია, რომ თავისი ამგვარი ამპარტავნული დაპირება გურჯიევს ჩაუფლავდა ...


გერმანელ მისტიკოსებზე განაწყენებული გურჯიევის გერმანიიდან წასვლის შემდეგ გერმანიაში ჩნდება მესამე რუსი - ნიკოლაი რერიხი, რომელსაც უფრო მეტი პომპეზურობა გააჩნდა და უფლებამოსილებებიც. მაგრამ, ვაი რომ ნ. რერიხის ცხოვრებაში ბევრი რამ იყო ისეთი, რაზეც ის არავის არაფერს უყვებოდა (რერიხის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: ვ. ფ. ივანოვი. მართლმადიდებლური სამყარო და მასონობა. თავი 34. ნ. კ. რერიხი). ამიტომაც, შევეცდებით რამოდენიმე შტრიხით შევავსოთ მისი ბიოგრაფია.



1917 წლის შემდეგ ნ. რერიხი აშშ-ს მოქალაქე გახდა, სადაც მასონური სიმბოლოებით აღჭურვილი და სახელგანთქმული ერთდოლარიანი კუპიურის ერთ-ერთი ავტორი გახდა. მაგრამ თვით ნ. რერიხი, მიუხედავად თავისი ამერიკული მოქალაქეობისა, მუდმივად ჩრდილოეთ ინდოეთში ცხოვრობდა და იქიდან პერიოდულად სტუმრობდა ტიბეტს. ამ პერიოდში მას დაუმკვიდრდა ფილოსოფოსისა და მისტიკოსის სახელი, ასევე მხატვრისაც და საერთაშორისო ავანტიურისტისაც, რომელიც ერთდროულად იყო საბჭოთა НКВД, აშშ-სა და გერმანიის დაზვერვათა აგენტი.

ასევე უნდა ითქვას, რომ 1924 წელს ნიკოლაი რერიხი უბრალოდ რერიხი კი არ იყო, არამედ ტიბეტში, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახლდათ, დიადი და მეხუთე დალაი-ლამას რეინკარნაციად მიიჩნევდნენ. ნ. რერიხის ამგვარი განდიდების საფუძველი მდგომარეობდა იმაში, რომ ტიბეტელმა ლამებმა რერიხის ლოყაზე შენიშნეს შვიდი ხალი, რომელიც დიდი დათვის თანავარსკვლავედის სახით იყვნენ განლაგებულნი. რერიხი ბუდიზმში იქნა განდობილი რეტა რიგდენის სახელით.

ნ. რერიხის უმთავრესი ამოცანა ბერლინში იყო ტიბეტსა და ევროპაში გაძლიერებულ გერმანიას შორის კავშირის დამყარება. თანაც ადრე ნ. რერიხს უკვე შესრულებული ჰქონდა მსგავსი დავალება, როდესაც დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ტიბეტსა და საბჭოთა კავშირს შორის.

აი, როგორ აღწერს ამას ამოსავლეთმცოდნე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, რერიხთა აღმოსავლური მუზეუმის მემკვიდრეობის განყოფილების გამგე ვლადიმირი როსოვი:

"... 1924 წლის შემოდგომით ნიკოლაი რერიხი ნ. ნ. კრესტინსკისთან და გ. ა. ასტახოვთან ერთად ბერლინის საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში მუშაობდა "ერთიანი აზიის" საერთო გეგმაზე, რომლის მთავარი თეზისი გახლდათ ის, რომ სახელმწიფო მასშტაბით გაეერთიანებინათ ბუდიზმი და კომუნისტური იდეოლოგია.რერიხის მსოფლიო გეგმა შეიცავდა აზიის სივრცეებში ახალი ქვეყნის დაარსების იდეას. მონღოლურ-ციმბირული სახელმწიფოს მშენებლობის გეგმა, რომლის დედაქალაქი ალტაის ზვენიგოროდი უნდა გამხდარიყო, მაიტრეის კულტს ეფუძნებოდა.

შამბალასა და მაიტრეის ცნებას რერიხები პირდაპირ აკავშირებდნენ კომუნისტურ იდეალებთან. "კომუნიზმის მსვლელობა მჭიდროთ უნდა გადაებას მაიტრეის სახელს". ასე ეყრებოდა საფუძველი აზიის ახალ რელიგიურ მიმდინარეობას". "ლხასაში ვიზიტთან დაკავშირებით როსოვი აცხადებს, რომ დასავლელ მხატვარ ბუდისტთა სახელით რერიხი აპირბდა ტიბეტის თავად დალაი-ლამა XIII-სთვის შეეთავასებინა კავშირი ბუდისტური სამყაროს მფარველობისთვის. როსოვი ვარაუდობს, რომ რირიხისა და დალაი-ლამას შორის დაგეგმილი მოლაპარაკების მთავარი პუნქტი უნდა გამხდარიყო თეზისი ბუდიზმისა და კომუნიზმის შერწყმის შესახებ. რადგან მწიფდებოდა აზიაში ბუდიზმის რეფორმირების აუცილებლობა. ნ. კ. რერიხი აპირებდა "ყოვლისმძლეველი ბუდას ორდენის" დაფუძნებას და დალაი-ლამასთან შეთანხმებას დასავლელ ბუდისტთა დამოუკიდებელი და პარალელური განშტოების შესახებ. ეს იქნებოდა საბოლოო ნაბიჯი იმის წინ, სანამ დაიწყებოდა ახალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც პირობითად "ახალი ქვეყანა" ეწოდა.

ალბათ გრძნობთ, ძვირფასო მკითხველი ნ. რერიხის აზროვნების მასშტაბს კომუნიზმისა და ბუდიზმის შეჯვარების მხრივ... რომ აღსრულებულიყო მისი ეს იდეა, გაურკვეველია რომელ სამყაროში მოგვიწევდა ამჟამად ცხოვრება...

მაგრამ, დიპლომატიურ საქმეთა გარდა ნ. რერიხს გერმანიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა.

მან გერმანიაში ჩაიტანა არამიწიერი წარმოშობის ქვის ერთი ნაწილი, რომლის მეორე ნაწილი გერმანელ მისტიკოს დ. ეკჰარდტთან იმყოფებოდა. ეს იყო 1925 წ. გარდაცვლილი გერმანელი ჟურნალისტი, მწერალი და მთარგმნელი. ზოგიერთი მკვლევარი დ. ეკჰარდტს ახლადჩასახული ნაცისტური პარტიის სულიერ მოძღვრად სახელდებს. მაგრამ ეს უბრალოდ აზრები გახლდათ, თვით ეკჰარდტს მართლაც ეკუთვნის პოემა, სადაც არის სიტყვები: "აღსდეგ გერმანიავ!", რაც შემდგომ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის საბრძოლო მოწოდება გახდა. ის ასევე არის ავტორი ბესტსელერისა "ბოლშევიზმი. მოსედან ლენინამდე". ეს წიგნი ბრწყინვალე ილუსტრაციაა იმისა, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ეკჰარტსა და ა. ჰიტლერს, და საერთოდ კარგად წარმოაჩენს ა. ჰიტლერის ფიქრებს ახალ გერმანიაზე ჯერ კიდევ ძალაუფლებაში მის მოსვლამდე.

მოკლედ, ნ. რერიხი ცდილობდა დაეყოლიებინა დ. ეკჰარდტი გაეერთიანებინათ ქვის ორივე ნაწილი, რათა შემდგომ შამბალის კოშკის საძირკველში ჩაედოთ, რომლის შემდეგ რერიხი და ეკჰარდტი უდიდეს ძალაუფლებას მოიპოვებდნენ მთელს მსოფლიოზე! მაგრამ დ. ეკჰარდტთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, და მაშინ ნ. რერიხმა გადაწყვიტა ქვა ერთა ლიგის (თანამედროვე გაეროს იმდროინდელი ანალოგი) ხელმძღვანელობისთვის ეჩუქებინა. თანაც რერიხი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო კატაკლიზმების დროს ქვაზე ჩნდება დამწერლობა, რომელიც საშიშროებას იუწყება. ერთა ლიგამ საჩუქარზე უარი თქვა. თუმცა, დ. ეკჰარდტის სიკვდილის შემდეგ ქვის მისი ნაწილი დაიკარგა და მისი ბედი დღემდე უცნობია. მიუხედავად ყველაფრისა ბერლინში ნ. რერიხის გამოჩენამ და კიდევ ერთ მისტიკურ ორდენთან, ე. წ. "მწვანე ურჩხულთან" და მის წევრებთან კონტაქატებმა შედეგად ის გამოიღო, რომ დაარსდა "ტიბეტური საზოგადოება". მისი მეურვეობის ქვეშ გერმანიაში ჩნდებოდნენ ტიბეტელი ბერები. ერთ-ერთი მათგანი სახელად "გასაღების მცველი" საკმაოდ ცნობილიც გახდა. სხვა ტიბეტელებისგან განსხვავებით ის ყოველთვის მწვანე ხელთათმანებს ატარებდა. ასევე ცნობილია, რომ ამ ტიბეტელმა პირადად უწინასწარმეტყველა ა. ჰიტლერს ნაცისტური სახელმწიფოს მომავალი. ის 1945 წ. დაიღუპა წითელი არმიის მიერ ბერლინის აღების დროს. ბერმა რიტუალური თვითმკვლელობა აღასრულა.

როდესაც გერმანიაში მისტიციზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ აუცილებელია ვახსენოთ კიდევ ორი გერმანული ორგანიზაცია, რომლებმაც ასევე დიდი ზეგავლენა იქონიეს "ანენერბეს" წარმოშობის პროცესზე.

1907 წ. ლ. ფონ ლიბენფელსმა შექმნა "ახალ ტამპლიერთა ორდენი". მომავალში სწორედ ეს ორდენი გახდა ისეთი ორგანიზაციის საფუძველი, როგორიც იყო SS.

ხოლო 1918 წელს მიუნჰენში შეიქმნა კიდევ ერთი მისტიკური საზოგადოება სახელწოდებით "თულე". მის შემადგენლობაში იყვნენ ნაცისტური გერმანიის მომავალი ბელადები: ერნსტ რემი, იულიუს შტრაიხერი, ა. როზენბერგი და რუდოლფ ჰესი.

თანდათანობით ადოლფ ჰიტლერმაც დაიწყო ამ საზოგადოების სხდომებში მონაწილეობის მიღება, სადაც შეხვდა კიდეც ზემოთხსენებულ დ. ეკჰარდტს, რომელმაც მასზე, როგორც გერმანიის მომავალ ბელადზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ცნობილი ფსიქოლოგი კ. ჰ. იუნგი 1938 წელს ხაზს უსვამდა: "ა. ჰიტლერის ძალა არის არა პოლიტიკური, არამედ მაგიური. მისი საიდუმლო იმაშია, რომ მან საკუთარ თავს ქვეცნობიერით ხელმძღვანელობის უფლება მისცა". იმ წლებში ოკულტიზმით გერმანელთა გატაცების მასშტაბებზე მოწმობს კიდევ ის, რომ 1930 წლის გერმანული სტატისტიკის მიხედვით, მარტო ბერლინში, რომლის მოსახლეობა 4 მლნ. ადამიანი იყო, დარეგისტრირებული გახლდათ 20 000-მდე სხვადასხვა ასტროლოგი, ქირომანტი, მოგვი და ნათელმხილველი.



და კიდევ, ზოგიერთი ფაქტი...

ცნობილია, რომ 1938 წ. ვარტბურგის ციხე-სიმაგრეში, ი. ჰებელსის ხელმძღვანელობით შედგა 20 ოკულტისტ-ასტროლოგის თათბირი, რომლებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ 1939 წელი მეტად ხელსაყრელია პოლონეთზე თავდასასხმელად. მაგრამ, ამ თათბირის მონაწილეთა შეხედულებები საბჭოთა კავშირთან ომის პერსპექტივებზე გაიყარა. ნაწილმა მხარი დაუჭირა 1941 წელს, ხოლო ნაწილი 1946 წელს უჭერდა მხარს. თანაც ერთმა ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა, რომ გერმანელები 1942 წ. დამარცხდებოდნენ დიდი მდინარის ნაპირებთან, ხოლო მეორე კურსკის ბრძოლაში დამარცხებას იუწყებოდა. თანაც ასტროლოგთაგან ისინი, ვინც წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირთან 1941 წელს ომის დაწყებისა, პირდაპირ აცხადებდნენ, რომ 1945 წელს გერმანია სასტიკ დამარცხებას იწვნევს და, რომ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყოფა. ასევე, 1943 წლის შემდეგ გერმანიაში სავალდებულო გახდა იმ ადამიანთა რეგისტრაცია, რომლებიც თავს ექსტრასენსებად აცხადებდნენ.

1940 წლის მონაცემებით დაფიქსირებული იყო 50 000 ასეთი პიროვნება. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა კიდევ 12 400 ექიმბაში, რომლებიც შედიოდნენ ორგანიზაციაში სახელწოდებით "ბუნების ძალით მკურნალთა კავშირი". როგორც ვხედავთ "ანენერბეს" აღმოცენება დაკავშირებული იყო მრავალ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებთან და "ფუნდამენტი", რომელსაც დაეშენა ეს ორგანიზაცია დროში და სივრცეში გაწელილი ჩანდა, სანამ ისინი ერთ წერტილში, გერმანიაში არ შეიკრიბა, როდესაც აქ დაიწყო ადოლფ ჰიტლერის აღზევება.

"ანენერბეს" ყველა ნაწილი.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню