ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 10 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ანენერბე და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები

სარჩევი

ნაწილი 10

ანენერბე იყო, ანენერბე არის და ანენერბე იქნება!


როდესაც მკითხველი დაინახავს "ანენერბეს" შესახებ სტატიის ასეთ სათაურს, განსაკუთრებით, თუ ეს მკითხველი დაბადებული და გაზრდილი იყო საბჭოურ პერიოდში, იფიქრებს, რომ ეს არის კომუნისტების გადაკეთებული სლოგანი, რომელიც ანალოგიურად მოუწოდებდა ვ. ი. ლენინზე. მაგრამ, ძვირფასო მკითხველო, ეს ნაწილი ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დამამთავრებელი ნაწილია, ხოლო 1945 წლის შემდეგ ორგანიზაცია "ანენერბეს" არსებობის ან ფუნქციონირების შესახებ თემა თავისთავად ვრცელი და მრავალფეროვანია, თანაც იმდენად მრავალფეროვანი, რომ მისი განხილვა მოცემული ნაშრომის ჩარჩოების ყოვლად შეუძლებელია. ამ თემის გაშლის გარეშე კი მოცემული ნაშრომი დაკარგავს თავის ღირებულებას. ამიტომაც, როდესაც შეკრებილი ინფორმაციის შესახებ ვფიქრობდი, მე როგორც ავტორმა, ამ თავს ასეთი სახელწოდება მივეცი. რამეთუ, ის ყველაზე ზუსტად პასუხობს საქმის რეალურ მდგომარეობას.




"ანენერბეს" სიმბოლო


აზრობრივად თუ 1945 წლის აპრილ-მაისის მოვლენებს დავუბრუნდებით, ორგანიზაცია "ანენერბესთან" დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლა გვაჩვენებს, რომ მისი არსებობის შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებულნი ე. წ. ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ლიდერები. უპირველეს ყოვლისა აშშ, ინგლისი და საბჭოთა კავშირი. და რაც უფრო იკვრებოდა მათი რკალი გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ირგვლივ, ამ ქვეყნების სპეციალურად გაწვრთნილი რაზმები ღიად თუ ფარულად ნადირობდნენ "ანენერბეს" საიდუმლოებების მოპოვებაზე, ასევე ამ ორგანიზაციის ცოცხლად დარჩენილ წევრებზეც.

გერმანიაზე გამარჯვებისა და მისი ტერიტორიის საოკუპაციო ზონებად დაყოფის შემდეგ, ეს ნადირობა კიდევ უფრო გამძაფრდა და ტოტალური გახდა. შედეგად საშუალო და დაბალი რგოლის მეცნიერთა დიდი ნაწილი, ანუ "ანენერბეს" სტრუქტურები აღმოჩნდა აშშ-სა და ინგლისის მთავრობათა განკარგულებაში. იმისათვის, რათა არ განხორციელებულიყო მათი, როგორც ნაცისტი დამნაშავეების დევნა, რადგან "ანენერბე" გახლდათ SS-ის შემადგენელი ნაწილი, მისი საქმიანობა გულმოდგინედ იყო დაფარული ნიურნბერგის პროცესზე. "ანენერბეს" უმაღლესი ხელმძღვანელობიდან სიკვდილით (ჩამოხრჩობით) დაისაჯა მხოლოდ ვილფრამ ზივერსი.




თანაც ზივერსს ბრალდებოდა ცდები საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრებზე, რომელიც პირადად მას არასოდეს ჩაუტარებია! ბრალდებები, რომლებიც შეკრიბეს ზივერსთან დაკავშირებით ნაკლებად იყო დამტკიცებული. თვით ზივერსი უარყოფდა თავის დანაშაულს. მეტიც, მას ესმოდა მისდამი წამოყენებული ბრალდებების უაზრობა და როგორმე რომ მიეპყრო მსაჯულთა ყურადღება საკუთარი პერსონისადმი, დაიწყო მისთვის "ანენერბეს" მეშვეობით ცნობილი სრულიად საიდუმლო მონაცემების მოყოლა ლეგენდარულ ქვეყნებზე "შამბალასა" და "აგარტზე". ეს კი, მხოლოდ დაცინვას იწვევდა მსჯავრდებულისადმი. მსაჯულთაგან არავინ ისურვა ჩაწვდომოდა საქმის არსს და გაერკვია იყო თუ არა ზივერსი მისდამი წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავე.

ზივერსზე ცნობილია, რომ თავიდან ის იყო ა. ჰიტლერის სანდო პირი და ავსტრიის შემოერთების დროს დაკავებული იყო ლეგიონერ გაიუს კასიუსის "ბედის მახვილის" ამოღებით ვენის მუზეუმიდან. მოგვიანებით "ანენერბეში" მას ეკავა სამხედრო კვლევათა ინსტიტუტის დირექტორის პოსტი. ზივერსი გასამართლებულ იქნა ყალბი ბრალდებით, რომელიც შეთითხნეს ამერიკელებმა, თითქოსდა ის (ზივერსი) მონაწილეობდა გერმანელ მედიკოსთა მიერ შემუშავებულ ცდებში, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკებში ატარებდნენ.

მაგრამ, ასეა თუ ისე, დასავლეთის ბეჭდვით მასმედიაში მაინც არსებობდა გარკვეული ობიექტური ინფორმაცია "ანენერბეს"  და მისი ბედის შესახებ 1945 წლის შემდეგ. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, "ანენერბეს" საქმიანობა სრულიად გაასაიდუმლოვეს. ნიურნბერგის ტრიბუნალის საბჭოთა მკითხველისთვის გამოქვეყნებული მასალებიდან ამოიღეს "ანენერბეს" და მისი საქმიანობის ყოველგვარი ხსენება. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლება მაინც არ წავიდა ამერიკელთა გზით. და არანაირი სასამართლო პროცესები "ანენერბეს" წევრებზე არასოდეს ჩაუტარებია.

საბჭოთა კავშირის ჯარებმა "ანენერბესთან" უშუალოდ დაკავშირებული რამოდენიმე მეცნიერის გარდა ხელთ ჩაიგდეს მისი არქივიც, რომელიც გაზიდეს მოსკოვის გარეუბანში და შესანახად გადასცეს საბჭოთა სამხედრო არქივების სისტემას. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირში ნელ-ნელა და არა სისტემურად, მაგრამ მაინც, დაიწყო "ანენერბეს" საქმიანობის შესწავლა. თუმცა, ყველაზე მეტად საბჭოთა კავშირის ხელისუფალნი ეძებდნენ "ანენერბეს" მეცნიერებს და ამდაგვარნი შემდეგ ხვდებოდნენ ცნობილი "СМЕРШ"-ისა და სხვა სპეცსამსახურების ხელში.

მაგრამ "СМЕРШ"-ის განსაკუთრებულ წარმატებას წარმოადგენდა მფრინავი დისკოების მთავარი კონსტრუქტორის ირმან მაერის შეპყრობა. მისგან ამოიღეს მფრინავი თეფშის "კუგელბლიცის" დოკუმენტების პაკეტი. მას ხშირად ურევენ ამავე სახელწოდების საზენიტო დანადგართან. გერმანელი მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ "ანენერბეს" სამეცნიერო პროექტებზე, განთავსებულ იქნენ საბჭოთა კავშირის სპეციალურ ციხეში სახელწოდებით "СКБ-80".

ჩვენს დროში ცნობილი გახდა ისეთ ფაქტებზე როგორიც არის ქ. ოსტაშკოვოს ახლოს მდებარე ბანაკზე, საითაც გადააგზავნეს 500-მდე გერმანელი სპეციალისტი თავიანთ ოჯახებთან ერთად. მათგან 13 იყო პროფესორი, 32 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 85 ინჟინერი და 21 ინჟინერ-პრაქტიკოსი. ამობიექტს გააჩნდა სხვა სახელწოდებაც - Филия N1м НИИ-88.

გერმანელები საბჭოთა კავშირში მუშაობდნენ არა ფულზე, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებაზე და ამიტომაც საბჭოთა კავშირის ომისშემდგომი გამოყენებითი მეცნიერება სწრაფად განვითარდა. დროთა განმავლობაში გერმანელთა ნაწილი, რომელთაც გასული საუკუნის 70-იან წლებში მოასწრეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება, გადასახლებულ იქნენ ქ. ნოვოსიბირსკში, ტერიტორიაზე კოდით в/ч 71592.

სწორედ აქ საბჭოთა მეცნიერები, გერმანელ მეცნიერებთან ერთად გაძლიერებულ პრაქტიკას გადიოდნენ ეზოთერულ მსოფლაღქმაში, სოციალური რიტუალების მეთოდებსა და ხერხებში, სულთა გამოძახების ტექნოლოგიებში.

საბჭოთა მეცნიერებისთვის გერმანული გამოცდილების ათვისების სხვა მიმართულებას წარმოადგენდა ე. წ. უნივერსალური ჯარისკაცის შექმნის მცდელობა. ამ პროექტის ცენტრალური ბაზა მდებარეობდა ქ. ზელენოგრადში.




ამ ინსტიტუტის მუშაობის შესახებ ცნობილია ის, რომ აქ ჩაიფუშა
ცდები ადამიანებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. აქვე ტარდებოდა კვლევები ჩაკრებზე, რეზონანსული ეფექტების გამოვლენის მხრივ, და ადამიანებისა და ცხოველების აკუპუნქტურის წერტილებზე.

რესოვსკის მუშაობა ანენერბეში დაკავსირებული იყო კოსმიური პროექტების შემუშავებასთან, ხოლო ვრონსკი იყო ბიორადიოლოგიის სპეციალისტი. ს. ა. ვრონსკის შესახებ ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1941 წლის 22 ივნისს მან წინდაწინ იხილა გერმანიის სრული დამარცხება და ამის შესახებ აცნობა თავის კურატორს რ. ჰესეს.

რ. ჰესე უფრთხილდებოდა ა. ჰიტლერს, მაგრამ ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა ომის დაწყების თარიღის გადატანას. თანამედროვე მეცნიერებაში მიიჩნევა, რომ ს. ა. ვრონსკის ბიორადიოლოგია ძირითადი საფუძველი იყო ისეთი მეცნიერებისა, როგორიცაა "ბიოინფორმატიკა". ხოლო ბიოინფორმატიკა წარმაოდგენს ისეთი მეცნიერებების შემადგენელ ნაწილს, როგორიცაა ფსიქოტრონიკა, პარაფსიქოტრონიკა და ბიოენერგოინფორმატიკა.

მაგრამ, ის რაც ხელში ჩაუვარდათ ამერიკელებს, ინგლისელებსა და რუსებს მხოლოდ მცირედი ნაწილი გახლდათ იმ ინფორმაციისა, რისი მოპოვებაც შეძლო "ანენერბემ" 10 წლის განმავლობაში. ყველა მისი მთავარი და სამეცნიერო თვალსაზრისით პერსპექტიული საიდუმლოებები, შეკრიბეს თვით გერმანიის საიდუმლო არქივებში და შემდეგ განათავსეს ლათინური ამერიკის საიდუმლო ბაზებში.




დასასრულ შეგვიძლია ასევე აღვნიშნოთ, რომ "ანენერბეს" თემა დღემდე მსოფლიოს ყველა ქვეყნის სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. და რაიმე სტატიის ან წიგნის გამოქვეყნება, აღარაფერს ვამბობთ ინტერნეტ პუბლიკაციებზე ყოველთვის იანტერესებს ამა თუ იმ სპეცსამსახურს - ხომ არ ხდება რაიმე საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა. ეს კეთდება მხოლოდ ერთი მიზნით - უზრუნველყონ ან მინიმუმამდე დაიყვანონ ინფორმაციის შემდგომი არაკონტროლირებად გავრცელება "ანენერბესა" და მისი ანალოგიური ორგანიზაციების საქმიანობაზე.

თანაც თვით თემა ზოგჯერ სპეციალურად ეძლევა დილეტანტებს, რომლებმაც აავსეს იგი საკუთარი გამოგონილი ფანტაზიებით. დღეს თივის ამ ზვინში (ბეჭდვითი ინფორმაციის მასაში) ნემსის (სწორი ინფორმაციის) ძებნა უკიდურესად ძნელია. ამიტომაც ჩვენმა პუბლიკაციამაც, სადაც ვცდილობდით გამოგვეხშირა მთელი სპამი და სხვა მისტიკური ფანტაზიები სიმართლისგან, ასევე მიიპყრო "სპეცების" ყურადღება.

და ეს ყოველივე მიმართულია იმისკენ, რათა არ მისცენ მკითხველს ნამდვილი და მართებული ინფორმაცია "ანენერბეს" და მისი საქმიანობის შესახებ. ხოლო თუ ასეთი პუბლიკაცია სადმე გაჩნდება, იმწამსვე დაიწყებენ მისი ავტორისა და თვით ნაშრომის გაშავებას!



საბჭოთა კავშირში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიო გავლენაზე აცხადებენ პრეტენზიას, 1945 წლის შემდეგ შეიცვალა სოციალური პროცესების მართვის სტრუქტურა და გადავიდნენ იმ სტრუქტურაზე, რომელიც თავის დროზე გამოსცადეს "ანენერბეს" გერმანელმა სპეციალისტებმა. განსაკუთრებით კარგად ჩანე ს ეს პოლიტიკური მოვლენებისა და რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლისა და აშშ-ს ისტორიაში პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტის არჩევის მაგალითზე.

საერთო ჯამში,  საბოლოოს შედეგი ასეთია - დღეს საკუთარი "ანენერბე" ჰყავს ყოველ "ცივილიზებულ" ქვეყანას. მაგრამ, ნამდვილი, ძველი, გერმანული "ანენერბეს" ფუნდამენტი მაინც არსებობს.

"ანენერბეს" ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню