ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ოკულტური რეიხი

სარჩევი


თანამედროვე ისტორიის ისტორიულ-დოკუმენტალური პოზიციიდან თუ გამოვალთ, მაშინ "ანენერბე"-ს (გერმ.Ahnenerbe – "წინაპართა მემკვიდრეობა") სახით საქმე გვაქვს გერმანულ, სამეცნიერო ორგანიზაციასთან. მაგრამ, "ანენერბე" ეს არის შემოკლებული სახელწოდება, მისი სრული სახელწოდება კი ასე ჟღერს: "ძველი გერმანული ისტორიისა და წინაპართა მემკვიდრეობის შემსწავლელი გერმანული საზოგადოება".

და კვლავ, დოკუმენტალისტიკის მკაცრ კანონებს თუ მივყვებით, დღევანდელი დღის პოზიციიდან "ანენერბეს" შესახებ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ როგორც სამეცნიერო ორგანიზაციაზე, რომელიც გერმანიაში მესამე რეიხის დროიდან არსებობდა. და, რომ თვით "ანენერბე" შეიქმნა არიული რასის ტრადიციების, ისტორიისა და მემკვიდრეობის შესასწავლად.

უნდა აღინიშნოს, რომ ანენერბეს შექმნისა და საქმიანობის შესახებ 1945 წლიდან მოყოლებული დღემდე უამრავი ფსევდო მეცნიერული ინსინუაცია და უბრალოდ გაბერილი "სენსაციებია" შეთხზული. თავისი პოპულარობით, "ანენერბეს" თემა ამო-ს (UFO) თემასა და "უცხოპლანეტელების" თემასაც კი გაუწევს კონკურენციას.

მაგრამ "ანენერბეს" თემა, სულაც არ არის ფსევდომეცნიერული სენსაციების საფუძველი. ანენერბე - თვითონ არის მეცნიერული სენსაცია! თანაც, თუ შეგვიძლია იმის თქმა, რომ 1945 წლის 8 მაისს მესამე რეიხმა გერმანიის ტერიტორიაზე (ამ სიტყვებს განსაკუთრებულად ვუსვამ ხაზს) ოფიციალურად შეწყვიტა თავისი არსებობა, "ანენერბეს" შესახებ იგივეს ვერ ვიტყვით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ორგანიზაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ დაუსჯიათ როგორც სამხედრო დამნაშავე. თვით "ანენერბე" ასევე არ ყოფილა არც ერთი ღია სასამართლო განხილვის საგანი და ავტორს გააჩნია სეროზული მონაცემები იმაზედ, რომ "ანენერბე" დღემდე არსებობს, როგორც სამეცნიერო ორგანიზაცია. თუმცა, ბუნებრივია, მკაცრად გასაიდუმლოებული ფორმით და სხვა სახელწოდებით, რომელიც 1935 წლიდან საკმაოდ შორს წავიდა თავის სამეცნიერო გამოკვლევებში და იმ დონეს მიაღწია, რომ დაფიქსირებულია ე. წ. თანამედროვე მეცნიერების მიერ, რადგანაც სხვა გზა აირჩია ოფიციალური მეცნიერებისგან განსხვავებით. და საერთოდ, შეიძლება დაამარცხო სახელმწიფო, გაანადგურო მისი იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის მატარებლები, მაგრამ შეუძლებელია გაანადგურო მეცნერება, რადგან ყოველთვის გამოჩნდებიან მისი მიმდევრები და გამაგრძელებლები...




ნაწილი 1

"ანენერბეს" შექმნის ისტორია და მისი სტრუქტურა


"ანენერბეს", როგორც ორგანიზაციის ისტორია იწყება 1928 წლიდან, როდესაც გერმანიაში დაიბეჭდა ჰერმან ვირტის წიგნი: "კაცობრიობის წარმომავლობა". უნდა ითქვას, რომ ჰერმან ვირტმა წამოაყენა სწორედ იდეა, რომ კაცობრიობას ჰყავდა ორი პროტორასა: ნორდული - ჩრდილოური (სულიერი, სულიერ სიმდიდრეთა და ცივილიზაციათა შემქმნელი, რომელთაც გააჩნიათ სისხლის I ჯგუფი) და სამხრეთული (რომელსაც ახასიათებს შური, ბოროტება და ჩრდილოელთა რასის მიღწევათა კოპირება. ამასთან, მას გააჩნია სისხლის II ჯგუფი).

რასების შერევის გამო გაჩნდა სისხლის III ჯგუფი. მაგრამ ჰ. ვირტმა ვერ შესძლო განესაზღვრა ერის ხასიათი, რომელსც გააჩნდა სისხლის IV ჯგუფი, რომელიც ახასიათებთ უნგრელებს, ბოშებსა და უკრაინელებს.

1931 წელს ჰ. ვირტმა ააშენა სასახლე "ჰაუს ატლანტიკ", რომელშიც თავისი არქეოლოგიური მონაპოვრები განათავსა. 1933 წ. ვირტმა გერმანიაში მოაწყო გამოფენა "გერმანელ წინაპართა მემკვიდრეობა", სადაც შეკრებილი იყო სხვადასხვა ექსპონატი, რომელთა ასაკი, ვირტის აზრით, 12 000 წელი იყო. გამოფენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა გერმანიაშიც და საერთოდ, მთელს დასავლეთ ევროპაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს მას მეცნიერებმაც. გამოფენის დახურვის შემდეგ, იმავე 1933 წელს გერმანელი პროფესორის, ფ. ჰილცშერის სახელზე დარეგისტრირდა კერძო ორგანიზაცია "ანენერბე".

1933 წ. გამოფენას ეწვია სს-ის რეიხსფიურერი ჰ. ჰიმლერი, რომლის შემდეგ ჰ. ვირტმა მიიღო ოფიციალური წინადადება ეწინამძღვრა მეცნიერული ინსტიტუტისთვის, რომელსაც "ანენერბე" უნდა დარქმეოდა და რომელიც სს-ის სტრუქტურაში იგეგმებოდა.

სს-ი (გერმ.die SS, გერმანული საავიაციო ტერმინიდან (Schutzstaffel (info) – "დაცვის ესკადრილია") წარმომდგარი აბრევიატურაა. გერმანიაში ცნება die SS არასოდეს იშიფრებოდა სს-თან მიმართებაში) - სამხედრო ფორმირება, გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის დამცავი რაზმები. თავდაპირველად სს მიზანი იყო ა. ჰიტლერის პირადი დაცვა და შემტევ რაზმთა შემადგენლობაში შედიოდა.

1934 წლიდან სს-ი გამოეყო მებრძოლ რაზმებს და პირადად ჰიტლერისა და სს-ის რეიხსფიურერის, ჰ. ჰიმლერის განკარგულებაში გადავიდა. 1939 წლის დეკემბერს სს-ის შემადგენლობა ითვლიდა 243,6 ათას ადამიანს. 1934 წლის დეკემბერიდან დაიწყო სს-ის ნაწილების გაძლიერება, რომელმაც 1940 წლისთვის სს-ის არმიის სახელწოდება მიიღო (1945 წლის მარტისთვის ამ სამხედრო შენაერთის შემადგენლობაში ირიცხებოდა 830 ათასი ადამიანი).

სწორედ ჰ. ჰიმლერმა დაუჭირა მხარი და განავითარა ნორდული რასის იდეა. ის ამტკიცებდა, რომ ნორდულ რასას გააჩნია განსაზღვრული ფსიქიკური თავისებურებები, რომლებიც სხვა რასებში არ შეიმჩნევა. თანაც ა. ჰიტლერი თავიდან ძალზედ სკეპტიკურად ეკიდებოდა ჰ. ჰიმლერის ამ გატაცებას და მას სახელმწიფო სახსრების ფუჭ ფლანგვად მიიჩნევდა. მაგრამ, შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ა. ჰიტლერი თავისი ერისთვის ახალი ეკლესიის შექმნის იდეამ შეიპყრო. 1934 წ. ამ იდეის განხორციელება მან ჰ. ჰიმლერს და მის მიერ კურირებულ ორგანიზაცია "ანენერბეს" მიანდო.

პროექტის უშუალო შემსრულებელი გახდა ღვთისმეტყველების პროფესორი ერნც ბერგმანი. ახალი გერმანული ეკლესიის საფუძვლად აიღებულ იქნა შემდეგი იდეა:

ბერგმანის თეორიის თანახმად - ძველი აღთქმა (ბიბლია) არ იყო საჭირო ახალი გერმანიისთვის, რადგან ის ამახინჯებდა ქრისტეს ხატს, რადგან იესუს მსოფლიო უნდა ეხსნა ებრაული საფრთხისგან. ამის გამო ის მტრებმა ჯვარზე გააკრეს. რადგან ქრისტე ძალზედ პოპულარული იყო იმ პერიოდში, ქრისტეს მიმდევარმა ებრაელებმა მიისაკუთრეს ამ გმირის სახელი. თითქმის 2000 წელი ახერხებდნენ ებრაელები მსოფლიოს გაბითურებას, მაგრამ აი, მოვიდა ახალი მესია - ადოლფ ჰიტლერი, რომელიც გაწმენდს მსოფლიოს ებრაელთა ჰეგემონიისგან.

მაგრამ, ამაზე არ შეჩერებულა ახალი, გერმანული ეკლესიის იდეა. რადგან ქრისტეანობა არსებობდა ქრისტემდეც (ნაცისტების აზრით - რედ), წმიდა და აღთქმული მიწა ქრისტეანთათვის არის არა პალესტინა, არამედ გერმანია. გერმანული მიწა, გერმანული სისხლი, სული და ხელოვნება, - ყველაფერი გერმანული წმიდა და საღვთოა.

სწორედ გერმანიიდა უნდა წარმომდგარიყო ყოველივე ჭეშმარიტის, არიულისა და ქრისტეანულის (ნაცისტური გაგებით - რედ.) აღორძინება. მაგრამ მისიონერულ მოღვაწეობას ახალი რელიგია არ ითვალისწინებდა, რადგან არიული "ქრისტეანობა" ნაციონალური იყო.

ამის შემდეგ აიკრძალა ბიბლია, ტაძრებიდან გაიტანეს ჯვარცმები და წმინდანთა ხატები. გაიცა განკარგულება საკურთხევლები აეშენებინათ "ჩემი ბრძოლის" (Mein Kampf - ჰიტლერის ნაშრომი - რედ.) მიხედვით, ხოლო თვით ეკლესიები უნდა "დაემშვენებინათ" სვასტიკებით.

ახალი გერმანული რელიგიის შექმნის იდეა ძალზედ მოეწონა ა. ჰიტლერს და მისი რეალიზაციისთვის, საჭირო სამუშაოების მასშტაბის გათვალისწინებით, 1935 წლის 10 ივლისს სს-ის სტრუქტურებში ოფიციალურად შეიქმნა სამეცნიერო ორგანიზაცია "ანენერბე".

"ანენერბეს" ხელმძღვანელობდნენ: ჰ. ჰიმლერი, პროფ. კ. ჰაუსხოფერი, რასოლოგი რ. ვ. დარე და პროფ. ჰ. ვირტი. ამ პერიოდში "ანენერბე" "გერმანული სულიერი პრეისტორიის შემსწავლელ საზოგადოებად" იწოდებოდა. "ანენერბეს" წესდებით გამიზნული იყო შეესწავლათ ნორდული ინდოგერმანელების არეალი, სული და მემკვიდრეობა და გამოექვეყნებინათ ეს გამოკვლევები.

"ანენერბეს" დაფინანსება თავიდან ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დახმარების ხარჯზე.

იმის შემდეგ, რაც გაშალა თავისი თავდაპირველი სტრუქტურა, "ანენერბემ" საკუთარი სტატუსიც აამაღლა და მესამე რეიხში მას ახალი და კონკრეტული ამოცანები დაეკისრა. კერძოდ, ანენერბე უნდა გამხდარიყო:

1. არა მარტო SS-ის, არამედ მთელი მესამე რეიხის ინტელექტუალური ცენტრი უნდა გამხდარიყო.

2. განეხორციელებინა საკუთარი სადაზვერვო საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებითა და თემებით, რომელიც აქტუალური იქნებოდა როგორც SS-ის, ასევე გერმანიის ნაციონალურ-სოციალური პარტიისთვისაც.

3. დაეგროვებინა და დაემუშავებინა ინფორმაციის დიდი მასივები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ნაცისტების ძალაუფლების გაძლიერებას.

4. ყოფილიყო გერმანიის სხვა სპეცსამსახურთა წარმომადგენლების თავშესაფარი სტრუქტურა.

SS-ის შემადგენლობაში ახალი ინსტიტუტის იურიდიული გაფორმების შემდეგ, 1935 წელს "ანენერბეს" ცენტრალური ოფისი ქ. ბერლინში განთავსდა.

ანენერბეს ყველა თანამშრომელისთვის დაწესდა აუცილებელი პირობა - ჰქონოდათ სამეცნიერო ხარისხი.

1937 წ. ორგანიზაცია "ანენერბეს" მეთაური გახდა SS-ის რეიხსფიურერი ჰ. ჰიმლერი, მაგრამ ფაქტობრივად მისი ხელმძღვანელები იყვნენ პროფესორები ვალტერ ვიუსტი და ვოლფრამ ზივერსი.

1937 წლის მარტში მიღებულ იქნა ახალი განაწესი, ამჯერად უკვე როგორც "SS-ანენერბესი".

"ანენერბეს" მრავალი თანამშრომელი აერთიანებდა ინსტიტუტში მუშაობასა და მსახურებას SS-ში. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ორგანიზაციის სტრუქტურაც.

უნდა ითქვას, რომ ის იცვლეობდა, მაგრამ 1945 წლის მდგომარეობით მის შესახებ ცნობილია, რომ ის შედგებოდა რამოდენიმე განყოფილებისგან. თუ მკითხველი ყურადღებით გაეცნობა თუნდაც ამ განყოფილებების სახელწოდებებს, ადვილად წარმოიდგენს გერმანული პედანტურობით როგორ შეისწავლებოდა იქ და მუშავდებოდა ყველა ის საკითხი, რომელიც "ანენერბეს" ინტერესების სფეროში შედიოდა.


Ahnenerbe-ს განყოფილებები:


პრეზიდენტი: ჰენრიხ ჰიმლერი

სამეურვეო საბჭო: ხელმძღვანელი ვალტერ ვიუსტი.

ადმინისტრაციული მმართველობა: ხელმძღვანელი ვოლფრამ ზივერსი.

ფინანსური განყოფილება: ხელმძღვანელი ფიტცნერი.

ფონდი "წინაპართა მემკვიდრეობა": თავმჯდომარე ბრუნო გალკე. დაარსდა 1937 წლის 15 აგვისტოს.

ფონდ "წინაპართა მემკვიდრეობის" გამომცემლობა: დაარსდა 1938 წ. აპრილს. 1939 წლის ზაფხულიდან მისი ხელმძღვანელი იყო ფრიდჰელმ კაიზერი. ოფისი იმყოფებოდა ბერლინში.


სამეცნიოერო განყოფილებები:



კურატორი ვალტერ ვიუსტი

ასტრონომიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1938 წლიდან გრიუნვალდეს (მიუნხენი) ობსერვატორია ამ განყოფილებას შეუერთდა. მისი თანამშრომლები იყვნენ ფილიპ ფაუტი, რომელიც 1939 წლის იანვრიდან ოფიციალურად დაინიშნა ამ განყოფილების ხელმძღვანელად.

ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაარსდა 1939 წ. იანვარში. ხელმძღვანელი ვალტერ გრაიტე. თანამშრომელი როლანდ ჰერმან ვებერი. განყოფილების ჩანაწერები და მოწყობილობა ინახებოდა კვედლინბურგში.

ბოტანიკის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1938 წლიდან ხელმძღვანელია ფრაიხერ ფილიპ ფონ ლუტცელბურგი. კვლევითი სანერგე იმყოფებოდა დაჰაუს (ზემო ბავარია) ენტომოლოგიის ინსტიტუტის გვერდით.

გეოლოგიისა და მინერალოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაფუძნდა 1938 წლის აპრილში. 1938 წლის მაისიდან გამოეყო განყოფილებას "გათხრები", რომლის შემდეგ მცირე ხნით მას ხელმძღვანელობდა როლფ ჰენე.

გერმანული ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაფუძნდა ვენაში. დამფუძნებელი იყო მერიხ შაფრანი, მაგრამ "წინაპართა მემკვიდრეობამ" არ აღიარა და იარსება მხოლოდ 1938 წლის 15 მაისიდან წლის ბოლომდე, რის შემდეგაც დაიხურა.

ჰერალდიკისა და გვაროვნული ემბლემების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაარსდა 1937 წლის შემოდგომით. ხელმძღვანელი კარლ კონრად ა. რუპელი. განყოფილება არ მოქმედებდა. არქივების ნაწილი მდებარეობდა ვაიშენფელდში. 1939 წლის 30 ნოემბერს რუპელი გამოიყვანეს "წინაპართა მემკვიდრეობიდან".

გერმანული არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაფუძნდა 1939 წლის თებერვალში. ხელმძღვანელი მარტინ რუდოლფი.

გერმანული ფილოლოგიისა და ადგილობრივი ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1938 წლის მარტიდან მას ხელმძღვანელობდა ბრუნო შვეიცერი. განყოფილება მდებარეობდა დისენში (ამერზეე).

წინარეისტორიული პერიოდის ბუნებისმეტყველების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი რუდოლფ შიუტრუმპფი.

ეთნოგრაფიისა და ზოოისტორიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება... ნახსენებია 1938 წლის მემორანდუმში. სხვა ცნობები არ მოიპოვება.

ინდოგერმანულ და ფინურ კულტურლ კავშირთა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ირიე ფონ გრენჰაგენი. დაინიშნა 1937 წლის თებერვალში. გათავისუფლდა თანამდებობიდან 1939 წ. იმ დღიდან ხელმძღვანელობის გარეშე არსებობდა. განყოფილება დაიხურა 1939 წ.

პირველყოფილი საზოგადოების ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
. მხოლოდ დაიგეგმა. ნახსენებია 1938 წლის მემორანდუმში. სხვა ცნობები არ მოიპოვება.

კარსტებისა და გამოქვაბულების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაფუძნდა 1938 წ. დოქტორ შტაინჰოიზერის ხელმძღვანელობით ზალცბურგში (ავსტრია). შემდეგ ხელმძღვანელი გახდა ჰანს ბრანდი. 1939 წლის 1 აპრილს განყოფილება ზალცბურგიდან (ავსტრია) მიუნჰენში (გერმანია) გადავიდა. 1942 წლის გაზაფხულზე ჰიმლერმა გასცა სანქცია SS-ის ბატალიონების დაარსებისა კარსტების დასაცავად, რომელთაც ბრანდი ხელმძღვანელობდა. 1944 წლის თებერვალს ეს ბატალიონი ჰერცენის კარსტების რაიონში მოქმედებდა.

მეტეოროლოგიის (გეოფიზიკის) სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ჰანს რობერტ სკულტეტუსი. დაინიშნა 1937 წლის 1 თებერვალს. განყოფილების ძირითადი სამუშაოები ამინდის გრძელვადიან პროგნოზირებაზე იყო კონცენტრირებული.

სახალხო მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაფუძნდა 1938 წ. ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერგი. ტარდებოდა სამკურნალო ბალახების გამოკვლევები. განყოფილებამ მუშაობა შეწყვიტა 1939 წელს.

მიწაყრილოვან დასახლებულ გორაკთა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ვილჰელმ ჰაარნაგელი.

საზოგადო ბუნებისმეტყველების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხსენებულია 1938 წლის მემორანდუმში. არსებობდა მხოლოდ თეორიულად.

ოსტეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხსენებულია 1938 წლის მემორანდუმში. სხვა ცნობები არ მოიპოვება.

მცენარეთა პრეპარირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება (პრეპარირება - პრეპარატის მომზადება. რისამე დამუშავება გარკვეული წესით - რედ.). არსებობდა 1942 წლის თებრვლიდან. ხელმძღვანელობდა ერნსტ პფოლი. განყოფილება შემდეგ მცენარეთა პრეპარირების ინსტიტუტად გადაკეთდა და დაკავშირებული იყო ბოტანიკის კვლევით განყოფილებასთან.

გამოყენებითი გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი იოზეფ ვიმერი. ვაზის რტოებით წყლის ძებნის სპეციალისტი. განყოფილება ატარებდა მინერალების, მარილებისა და წყლის ანალიზებს.

ენის გამოყენებითი სოციოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაარსდა 1942 წლის შემოდგომით. ამ განყოფილების მომავალ ხელმძღვანელად დაინიშნა გეორგ შმიდტ-რორი.

შუასაკუნეებისა და უახლესი ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. შეიქმნა 1939 წ. ხელმძღვანელი ჰერმან ლეფლერი.

მემკვიდრეობითი ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაიხურა 1944 წლის ზაფხულში "რასული და მემკვიდრეობითი ჯანმრთელობის სამსახურთან" ერთად (იმყოფებოდა განყოფილების: "გერმანული სამეცნიერო პოტენციალი მოქმედებაში" შემადგენლობაში, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობდა).

ახლო აღმოსავლეთის სასწავლო-კვლევითი განყოფილება. შეიქმნა 1939 წლის გაზაფხულზე. ხელმძღვანელი ვიქტორ ქრისტიანი. განყოფილება ძირითადად დაკავებული იყო ენებითა და ძეგლებით. განყოფილების არქივი ინახებოდა პოტენშტეინში.

მცენარეთა გენეტიკის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. შეიქმნა 1943 წლის 1 სექტემბერს. ხელმძღვანელი ჰეინც ბრიუხერი. განყოფილება მდებარეობდა ლანახში გრაცთან (ავსტრია) ახლოს. მოგვიანებით განყოფილება მცენარეთა გენეტიკის ინსტიტუტად გადაკეთდა.

გერმანისტიკის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. გაიხსნა 1936 წლის 5 ოქტომბერს. ხელმძღვანელობდა ვილჰელმ ტეიდტი. განყოფილება მდებარეობდა დემტოლდში. 1938 წლის გაზაფზულზე ტეიდტი გამოვიდა "წიანპართა მემკვიდრეობიდან". 1938 წლის გაზაფხულიდან განყოფილებას ხელმძღვანელობდა ბრუნო შვეიცერი. მოგვიანებით კი - იოზეფ ოტო პლასმანი.

გერმანული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი იოზეფ ოტო პლასმანი.

გერმანული ტრადიციისა და ფოლკლორისტიკის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. დაარსდა 1939 წლის აპრილს მაინის ფრანკფურტში. ხელმძღვანელი იყო ჰენრიხ ჰარმიანცი. ეს განყოფილება დაკავშირებული იყო განყოფილებასთან, რომელიც სწავლობდა უცხოეთში მყოფ ან საზღვრისპირას მცხოვრებ გერმანელთა საკითხს. მისი ხელმძღვანელი იყო დოქტორი ლუიგი.

გერმანული ფოლკლორისტიკის (ხალხისა და ფოლკლორის კვლევის) სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი რიხარდ ვოლფრამი.

ძველი ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ფრანც ალტჰეიმი.

სახვითი ბუნებისმეტყველების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1939 წლის იანვარში "წინაპართა მემკვიდრეობამ" მიიღო ზალცბურგის "ბუნების სახლი" და გადააკეთა ის ამ განყოფილებად. ხელმძღვანელი ეუდარდ პაულ ტრატცი.

ინდოგერმანულ-არიული კულტურისა და ენების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვნაელი ვალტერ ვიუსტი. განყოფიელება მდებარეობდა მიუნჰენში. შეისწავლებოდა სპარსული, სანსკრიტი და ვედური ენები.

ინდოგერმანული კულტურისა და ენების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1943 წლის გაზაფხულიდან ხელმძღვანელობდა რიჰარდ ფონ კინლე. განყოფილებაში შეისწავლებოდა სპარსული, სანსკრიტი და ვედური ენები.

ინდოგერმანული და გერმანული (ნორდული) მუსიკის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი კველკუცი. 1943-1944 წწ. ზამთრიდან ხელმძღვანელი გახდა ანტონ (? - ალფრედ) კველმალცი. განყოფილება არქივებთან ერთად ვაიშენფელდში იმყოფებოდა.

ინდოგერმანული სამართლის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1942 წლიდან მას ხელმძღვანელობდა ვოლფგანგ ებელი.

ინდოგერმანული რელიგიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. პასუხისმგებელი ოტო ჰუტი.

პირველყოფილი საზოგადოების ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
. ხელმძღვანელი ბენერსი. მისი ასისტენტი იყო პროფესორი ვეტცელი ტიუბინგენის უნივერსიტეტიდან.

კელტი ხალხების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1942 წლიდან ხელმძღვანელობდა ლუდვიგ მიულჰაუზენი.

კლასიკური ფილოლოგიისა და ძველი სამყაროს სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. გაიხსნა 1938 წლის თებერვალში რუდოლფ ტილის ხელმძღვანელობით. 1939 წელს სახელი გადაერქვა და გახდა ძველი, კლასიკური მსოფლიოს მეცნიერების განყოფილება. მასში ჩამოყალიბდა კიდევ ორი განყოფილება: ლათინური (ხელმძღვანელი რუდოლფ ტილი) და ბერძნული (ხელმძღვანელი ფრანც დირლმაიერი).

მეცხენეობის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
. ხელმძღვანელი ერნსტ შეფერი. შედიოდა სვენ გედინის ინსტიტუტის შემადგენლობაში.

ჩრდილოეთ აფრიკის კულტურის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ოტო რესლერი. 1939 წლიდან განყოფილება აღარ მოქმედებდა.

სახალხო ლეგენდების, საგებისა და ზღაპრების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1937 1 თებერვლიდან მის ხელმძღვანელად დაინიშნა ოტო პლასმანი. 1938 წლის ზაფხულს განყოფილებამ გერმანული კვლევითი საზოგადოებისგან მიიღო გერმანული ხალხური მოთხრობების არქივი. მაგრამ მალე განყოფილება დაიშალა. 1941 წელს განყოფილება საბოლოოდ დაიხურა. არქივები ბოლო დროს ბაირეიტის რაიონში (ვაიშენფელდი) იმყოფებოდა. პლასმანი გერმანული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

ოკულტურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
. ტარდებოდა კვლევები ასტროლოგიაში, ქირომანტიკაში, ოკულტიზმსა და სხვა მეცნიერებებში, რომელიც გერმანიაში აკრძალული იყო. განყოფილებამ მცირე ხნით იარსება. განყოფილების დოკუმენტები ინახებოდა ბერლინ-დალემში, პიუკლენშტრასე 16.

პირველყოფილი ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი აზიენ ბომერსი.

დამწერლობისა და სიმბოლოების (რუნოლოგია) სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. პირველი სამეცნიერო განყოფილება "წინაპართა მემკვიდრეობაში". გაიხსნა 1935 წ. 1935 წლის ივლისიდან 1938 წ. დეკემბრამდე მას ხელმძღვანელობდა ჰერმან ვირტი. 1937 წლის მარტში ამ განყოფილებას შეუერდტა სიმბოლოთა კვლევის სექტორი კარლ თეოდორ ვაიჰელის ხელმძღვანელობით. 1943 წლის გაზაფხულზე, ფონ ჰორნის გეტინგენში გადაყვანის შემდეგ, განყოფილება, რომლის უფლებამოსილი ხელმძღვანელი ვირტის გადადგომის შემდეგ კარლ თეოდორ ვაიჰელი იყო, შეუერთდა რუნოლოგიის განყოფილებას, რომელსაც კრაუზე ხელმძღვანელობდა და რუნოლოგიისა და სიმბოლისტიკის განყოფილებად გადაკეთდა.

გათხრების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. შეიქმნა 1938 წლის თებერვალში როლფ ჰენეს ხელმძღვანელობით. 1938 წლის 1 აპრილიდან მასში მუშაობდა ერნს შიუტრუმპფი. 1940 წლის გაზაფხულამდე ხელმძღვანელი იყო ჰანს შლიაიფი, რომელიც შემდეგ ჰერბერტ იანკუნმა შეცვალა.

რუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ვოლფგანგ კრაუზე. 1943 წლის გაზაფხულზე ეს განყოფილება შუერთდა დამწერლობისა და სიმბოლიკის განყოფილებას, რომლის უფლებამოსილი ხელმძღვანელიიყო კარლ თეოდორ ვაიგელი, და რუნოლოგიისა და სიმბოლისტიკის განყოფილებად გადაკეთდა.

შუასაუკუნეების ლათინური ენის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1942 წლის გაზაფხულიდან მას ხელმძღვანელობდა პაულ ლემანი.

ტოპოგრაფიისა და ლანდშაფტური სიმბოლიზმის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ვერნერ მიულერი.

ფილოსოფიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. 1939 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო ამ განყოფილების შექმნა კურტ შილინგის მეთაურობით.

ცენტრალური აზიისა და ექსპედიციების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ერნსტ შეფერი. შედიოდა სვენ გედინის ინსტიტუტში.

ენტომოლოგიისა და პარაზიტებთან ბრძოლის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ხელმძღვანელი ედუარდ მაი. მოგვიანებით მაი ენტომოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა მიზნობრივი სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო ინსტიტუტის შემადგენლობაში. ენტომოლგიის ინსტიტუტი შეიქმნა 1942 წლის 2 იანვარს, ჰიმლერის ბრძანებით. 1943 წლის 10 მარტს ამ განყოფილებას მიამაგრეს ერნს შიუტრუმპფი. 1944 წლის თებერვალს ენტომოლგიის ინსტიტუტი ფორმალურად მიუერთდა მიზნობრივი სამხედრო დანიშნულების კვლევით ინსტიტუტს.

ენათმეცნიერების (ინდოგერმანული - არიული ენათმეცნიერებისა და კულტუროლოგიის) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ხელმძღვანელი ვალტერ ვიუსტი. დაინიშნა 1936 ოქტომბერს. 1938 წლის 8 მარტიდან ენათმეცნიერების განყოფილებას სახელი გადაერქვა და ეწოდა ინდოგერმანულ-არიული ენათმეცნიერებისა და კულტუროლოგიის განყოფილება. შეისწავლებოდა სპარსული, სანსკრიტი და ვედური ენები.

"წინაპართა მემკვიდრეობის" ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკარი ანგრეტ შმიდტი. ბიბლიოთეკა იმყოფებოდა ობერაიჰლბერგეს (ულმასთან ახლოს) ციხე-სიმაგრეში.

მიზნობრივი სამხედრო დანიშნულების კვლევათა სამეცნიერო ინსტიტუტი
. 1942 წლის 4 აპრილს შედგა ჰიმლერისა და ზივერსის საიდუმლო გასაუბრება ამ ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით. 1942 წლის 26 ივნისს ზივერსი აკეთებს საიდუმლო მინიშნებას ამ ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით. 1942 წლის 7 ივლისს ჰიმლერი განკარგულებას გასცემს შექმნან მიზნობრივი სამხედრო დანიშნულების კვლევითი ინსტიტუტი. მისი დირექტორი გახდა ზივერსი. 1944 წ. ეს განყოფილება ფორმალურად მიუერთეს ენტომოლოგიის განყოფილებას, მოგვიანებით კი მცენარეთა გენეტიკის ინსტიტუტს. ინსტიტუტს დირექტორი არ ჰყავდა, ეს უფრო ორგანიზებული ჯგუფი იყო. კვლევათა სფეროები არ ეხებოდა "წინაპართა მემკვიდრეობას", მაგრამ მისი მოწყობილობები გამოიყენებოდა.

განყოფილება "М" (მათემატიკა). ხელმძღვანელი კარლჰეინც ბოზეკი. შეიქმნა ჰიმლერის განკარგულებით 1944 წლის 25 მაისს. 1944 წლის დეკემბერში დაიწყო მუშაობა კლ ზაჰსენჰაუზენში.

განყოფილება "H". ხელმძღვანელი ავგუს ჰირტი. ტარდებოდა კიბოს კვლევები და ექსპერიმენტები ამ მიმართულებით.

განყოფილება "P" (პექტინი). ხელმძღვანელი კურტ პლეტნერი.

განყოფილება "R". 1942 წლიდან ხელმძღვანელი გახდა ზიგმუნდ რაშერი.

1944 წ. ენტომოლოგიის ინსტიტუტი დაუკავშირდა ფირმა "ჰებრ. ბორხერს"-ს.

"გერმანული სამეცნიერო პოტენციალი მოქმედებაში". ხელმძღვანელი ჰანს შნაიდერი. 1942 წ. ხელმძღვანელობდა ცენტრალურ აპარატს ბერლინში.


ქვეგანყოფილებები:


"დანია". ხელმძღვანელი კარლ კერსტენი.

"ნიდერლანდები". ხელმძღვანელი მაი. 1942 წლის შემოდგომით მუშაობას შეუდგა ჰააგაში.

"ნორვეგია". ხელმძღვანელი ჰანს შვალმი. 1942 წლის შემოდგომით მუშაობას შეუდგა ოსლოში.

"ფლანდრია". ხელმძღვანელი ალარიხ ავგუსტინი. ამ ქვეგანყოფილებას განეკუთვნებოდა სექტორი "ბალონია". 1942 წლის შემოდგომით ტაკენბერგი მუშაობას შეუდგა ბრიუსელში.

"შვეიცარია". ხელმძღვანელი რუოფი.

"შვედეთი". ხელმძღვანელი ფრაფ ერიკ ოქსენშტირნა.

და ბოლოს სულ რამოდენიმე სიტყვით იმის შესახებ, სად შეიძლებოდა გადაკარგულიყო "ანენერბეს" არქივები.

1943 წელს ბერლინის დაბომბვების დაწყების შემდეგ მიღებული იქნა "SS-ანენერბეს" ბავარიაში, კერძოდ ქ. ბაიროიტში ევაკუაციის გადაწყვეტილება. 1945 წლის იანვარში დაიწყო "ანენერბეს" საქმიანობის კონსერვაცია. განყოფილებათა უმეტესმა ნაწილმა თავისი დოკუმენტები გაანადგურა. ხოლო ისინი, რომელთაც განსაკუთრებული ღირებულება გააჩნდა, საიდუმლო საცავებში გადამალეს.

მაგრამ დარჩნენ ადამიანები, და აი მათზე დაიწყო ნამდვილი ნადირობა.

ასე, მაგალითად, ამერიკელებმა მოახერხეს და შეიპყრეს პროექტ "კონკორდიის" თანამშრომლები, რომლებიც შემდეგ აშშ-ში გადაიყვანეს სამუშაოდ, მათ შორის "კონკორდიის" ხელმძღვანელი კ. ჰ. კიზინგერი, გფრ-ს მომავალი ფედერალური კანცლერი.

"SS-ანენერბეს" სწორედ ეს პროპაგანდისტული განყოფილება გადაკეთდა შემდეგ აშშ-ს პროპაგანდის შტაბად ცივი ომის დროს. ამერიკელები ფლობდნენ ასევე პროექტ "ტორ"-ის საიდუმლოებებს, რომელიც ფსიქოტრონული იარაღის შექმნას გულისხმობდა.

რა თქმა უნდა, გარკვეული ნადავლის გარეშე არც საბჭოთა კავშირი დარჩენილა. "ანენერბეს" არქივთა ნაწილი მან ჩაიგდო ხელთ. ასე, მაგალითად, 5-ე გვარდიული არმიის 58-ე მსროლელთა დივიზიამ ტორჰაუს ციხე-სიმაგრესტან ხელთ ჩაიგდო ეშელონი, რომელსაც "ანენერბეს" დოკუმენტები გადაჰქონდა.

"ანენერბეს" არქივთა სხვა ნაწილი იპოვეს სილეზიაში, ალტანის ციხე-სიმაგრეში

როდესაც ისინი საბჭოთა კავშირში გასაგზავნად დაიტვირთა, მათმა რაოდენობამ 25 ვაგონი შეადგნა. არქივის კიდევ ერთი ნაწილი აღმოაჩინეს პოლონეთში, გრაფ ჰაუგვიტცის ციხე-სიმაგრეში.

თანდათანობით საბჭოთა კავშირმა დაიწყო არქივების შესწავლა და აღმოჩნდა, რომ რუსებს ხელში ჩავარდნიათ გერმანული არქტიკული ექსპედიციების საიდუმლო მასალები. მათ შორის დედოფალ მოდის მიწის (Dronning Maud Land) მთელი სანაპიროს (3500 კმ) ფოტო და კინოფირები.

1947 წლის იანვარში ამ ტერიტორიაზე გადასხმულ იქნა საბჭოთა ანტარქტიკული ექსპედიცია, რომელმაც აქ დააარსა სადგური "ლაზარევსკაია", და რომელმაც 1961 წლამდე იარსება. შემდეგ ახლოს გაჩნდა ახალი სადგური "ნოვოლაზარევსკაია". და აი, რა არის ყველაზე საინტერესო: იქ არსებობს საკუთარი საფლავები, რომლებიც დათარიღებულია 1947 წლით. თუ იქ საშიში არაფერია და მარტო პინგვინები ცხოვრობენ იბადება კითხვა: რომელ და ვისთან ბრძოლაში დაიღუპნენ ეს ჯარისკაცები?

"ანენერბეს" ყველა ნაწილი

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню