მიტოვებული ადგილები - მიგდებული ნიუ-იორკი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მიგდებული ნიუ-იორკი

მიტოვებული ადგილები

მიგდებულ ადგილებს ერთგვარი იდუმალება ახასიათებთ! აი ფოტოზე ჩანს ნიუ-იორკი, მანჰეტენი, მათ გვერდით კი პატარა კუნძულია. რა იმყოფება იქ ახლა? კუნძული North Brother Island განლაგებულია პორტ მორისის გვერდით, ნიუ-იორკში, მაგრამ დღეს ის სრულიად მიგდებულია, და უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც ასეთ მდგომარეობაშია. თუმცა, ასეთი როდი იყო ის წარსულში.



მეცხრამეტე საუკუნეში თუ დავბრუნდებით, შევძლებთ თვალი მივადევნოთ ამ კუნძულის ათვისების ისტორიას. უპირველეს ყოვლისა, ეს კუნძული იყო საკარანტინო ზონა, უფრო საკარანტინო საავადმყოფო, რათა საზოგადოებისგან გამოეყოთ ის ადამიანები, რომლებიც ინფექციური სნეულებებით იყვნენ დაავადებულნი.




1614 წლიდან კუნძული და მისი "სამხრეთელი ძმა" ეკუთვნოდა ჰოლანდიის ვესტ-ინდურ კომპანიას და ცნობილი იყო სახელწოდებით De Gesellen (ანუ კომპანიონები). კუნძული უდაბური იყო 1885 წლამდე, როდესაც იქ კუნძულ ბლექუელსიდან (ინგლ.:Blackwell
s Island) (დღეისთვის - რუზველტის კუნძული) გადაიტანეს საავადმყოფო Riverside Hospital, რომელიც სპეციალიზირებული იყო ოსპის მკურნალობასა და გარემომცველი სამყაროსგან ოსპით დაავადებულ პაციენტთა იზოლაციაზე.1930-იან წლებში ჰოსპიტალი დახურეს; მისი ყველაზე ცნობილი პაციენტი გახლდათ ლეგენდარული ტიფოზური მერი, რომელმაც აქ საერთო ჯამში 20 წელზე მეტი დაჰყო და 1938 წელს აქვე გარდაიცვალა.

1904 წლის 15 ივნისს კუნძულის ნაპირებთან დაიმსხვრა გემი "გენერალი სლოკამი" (PS General Slocum), რის შედეგად დაახლოებით ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.




მეორე მსოფლი ომის შემდეგ კუნძულზე დადგა საცხოვრებელი ადგილის უკმარობის პრობლემა და ის, დროებით საცხოვრებლად ომის ვეტერანებს გადასცეს, მაგრამ როდესაც ეს პრობლემა აღმოიფხვრა, კუნძული კვლავ იწყო დაცარიელება.

იმის შემდეგ, რაც 1950 წელს საცხოვრებელი ფართის უკმარობის პრობლემა გადაწყდა, კუნძული ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრად გადააქციეს. აქ ნარკომანებს არავინ ელოლიავებოდა, ყველას, ვინც კი ჰეროინს იყენებდა ამწყვდევდნენ ოთახში, სანამ მათ "მტვრევები" ("ლომკები") მოეხსნებოდათ. ზოგიერთი, ვინც ამ კუნძულზე იყო ნამყოფი, ამბობს, რომ იქ ნარკომანთა სახით ასახლებდნენ პოლიტიკური სისტემისთვის საშიშ პირებს.




მრავალი პაციენტი ამტკიცებდა, რომ მათ აქ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აჩერებენ, გაიხსნა კორუფციის შემთხვევები პერსონალს შორის, მაღალი იყო ნარკოტიკების გამოყენების პროცენტი მათ შორის, ვინც ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების კურსი უკვე გაიარა, მაგრამ კვლავ ხელი მიჰყო ამ მავნე ჩვეულებას. ამიტომაც დაწესებულება 1963 წელს საბოლოოდ დაიკეტა.

1869 წლიდან 1953 წლამდე კუნძულზე ფუნქციონირებდა შუქურა North Brother Island Light.




2011 წლის მდგომარეობით კუნძული უდაბურია და მასზე რიგითი მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. ყოფილი საავადმყოფოს მრავალი კორპუსი ჯერ კიდევ დგას, მაგრამ დროის მიერ ძლიერ განადგურებულია. დღეისთვის კუნძული მთლიანად ტყითაა დაფარული.

2008 წელს კუნძული ნაჩვენებ იქნა დოკუმენტურ სერიალში "სიცოცხლე ადამიანების შემდეგ". კერძოდ, ეპიზოდში "შეიარაღებული და უმწეო", მაგალითში "45 წელი ადამიანთა გარეშე".




2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე კუნძული ნიუ-იორკში უდიდესი კატასტროფის ადგილი გახლდათ. 1904 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ დაიმსხვრა გემი PS Slocum, რომელსაც ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი ჩაიძირა. კატასტროფას გემის ბორტზე მყოფი 1000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, რომელთა სხეულები ოკეანემ სწორედ ამ კუნძულის ნაპირებთან გამორიყა. მაშინ კუნძულზე 400-მდე სხეული იპოვეს...




აი ასე გამოიყურებოდა კუნძული 1957 წელს (საჰაერო ფოტოგადაღება):




































































წყარო: http://masterok.livejournal.com/3274316.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/dQbCT3DA1PY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/AIE1AS09UwY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню