მიტოვებული ადგილები - ჭიათურა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ჭიათურა - მოკრძალებული ქალაქი

ქალაქი ჭიათურა

ჭიათურას - პატარა ქალაქს, რომელიც მოკრძალებულად მოკალათებულა საქართველოს მთიან სივრცეებში, იმდენად მოუხიბლავს მოგზაური, ფოტოგრაფი და TEG-ბიუროს დამფუძნებელი - პავლე მაკაროვი, რომ მან რამოდენიმე დღე დაჰყო მასში, დასეირნობდა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობაზე - მრავალრიცხოვან საბაგირო გზებზე. ჭიათურა არის მაღაროელთა ქალაქი, რომელიც განლაგებული ხევის ორივე მხარეს და სადაც იმყოფება ათობის მოქმედი და უკვე დანგრეული ფუნიკულიორი, რომლებიც აქ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში აშენდა.



ქალაქი-მოჩვენება ბუკვალურად გაჯერებულია საბჭოური ეპოქით, ნახევრადდანგრეული სახლებით და გამოუვალობის შეგრძნებით. არადა, ოდესღაც, საბჭოთა კავშირის დროს, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ - აქ მოიპოვებოდა მადნეულისა და მარგანეცის უზარმაზარი რაოდენობა. მაგრამ დრომ თავისი ქნა... ქალაქი მიივიწყეს...




ფუნიკულიორის გზა გადის კერძო ნაკვეთებზე




მდინარე ყვირილა. ეს არის ხედი მოქმედი საბაგირო გზის კაბინიდან



ქალაქის საკვანძო ღირსშესანიშნაობა - მარგანეცის მადნეული, რომელიც ჭიათურის მთელს შემოგარენში არსებობს. აქ ჩამოსულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკვირდეს მისი მოპოვების პროცესს




მარგანეცის საბადო ჭიათურაი ითვლის 100 წელზე მეტ პერიოდს. აქ ფუნქციონირებს მაღაროს მომპოვებელი ექვსი მაღარო, რომელთა გარშემო ვითარდება საბაგირო გზების ქსელი.




უკვე 60 წელზე მეტი ხანია რაც ჭიათურის მცხოვრებლები ცხოვრობენ ზომიერი ტემპით, აუჩქარებლად, იხსენებენ ყოფილ საბჭოთა კავშირს. ქალაქი რაღაცით დღევანდელ ბაიკონურს ან ჩერნობილს მოგვაგონებს...




ქალაქგარეთ ხეობა ვიწოვდება, და გზას მხოლოდ მდინარეს, რკინიგზას და საბაგირო სადგურს უტოვებს. საცხოვრებელი სახლები ბევრად უფრო ნაკლებია, მაგრამ სწორედ აქედან მოდიან საბაგირო გზები მაღაროებთან.




დღეისთვის ჭიათურა მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, რომელსაც გააჩნია ამწეების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლებიც უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტად გამოიყენება.




ქალაქის ღამის ხედი. აქედან ჩანს ბაზარი, ავტოსადგური, რკ/გ სადგური და სამი საბაგირო სადგური. გზა, რომლის გასწვრივაც არის განლაგებული ქალაქი, მიემართება საჩხერისკენ




საბაგირო გზის ოპერატორი ჰყვება მრავალ საინტერესო და ტრაგიკულ ისტორიას. ყოფილა საბაგირო  გვარლის გაწყვეტისა და მუხრუჭების მოშლის საბედისწერო შემთხვევებიც.




ერთ-ერთი საბაგირო გზის მექანიკოსი გვიჩვენებს მის მოწყობილობას. ყველაფერი მარტივადა - ელექტროძრავი, ხელის და ავტომატური სამუხრუჭე სისტემები. ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში შესაძლებელია ხელით ან ხელის საწევით ფუნიკულიორის ვაგონი მოსწიო დანიშნულების ადგილამდე.




ჭიათურა თბილისიდან 220 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, და ამ ქალაქამდე მისვლა მატარებლით ან ავტომობილით არის შესაძლებელი.




ქალაქს მასობრივად ტოვებს ადგილობრივი მოსახლეობა. სურათზე: ქალაქის ერთ-ერთი მიტოვებული ბინა




ადამიანები აქედან თბილისში მიდიან საცხოვრებლად, ან რუსეთში, აქ კი ნივთებსა და საბუთებს ტოვებენ



ამ სამზარეულოში უკვე დიდი ხანია საჭმელი არავის გაუკეთებია



ეს არის ბინა 12 სართულიან სახლში, რომელშიც ბინების 60% მიტოვებულია. სახლში გათბობა არ არის. ადამიანები თბებიან "ბურჟუიკებით"



რკინიგზის მიტოვებული განშტოებები



ასე გადაადგილდება მოპოვებული მარგანეცი



ჭიათურა - არატურისტული ქალაქია. მიუხედავად ამისა ღირს მისი ნახვა, ეს ხომ ატმოსფერული და უნიკალური ადგილია თავისი აუჩქარებელი რითმით, ადგილობრივ მოსახლეთა თბილი სტუმართმოყვარეობით და ხედების არაჩვეულებრივი სილამაზით.


ფოტოები: პავლე მაკაროვის.

წყარო: bigpicture.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню