მედიცინა - პროექტი "მონარქი" 5 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

რონ პატონი

პროექტი "მონარქი"

პროექტი "მონარქი"

შინაარსი


პროგრამატორები და დისლოკაცია


"ამა ქვეყნის ძლიერთა" მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის პირობებში ძნელია იმის განსაზღვრა, თუ ვინ დაიწყო პროგრამირება ამ სატანურ პროექტში. ცნობილია ორი პიროვნება, კერძოდ, დ-რ გრინი (Green - მწვანე), ებრაელი ექიმი, რომელსაც კიდევ დ-რ Gruenbaum-ს (ძველმწვანე)უწოდებდნენ და, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სავარაუდოდ ნაცისტებთან თანამშრომლობდა; და მეორე დ-რ იოზეფ მენგელე, რომლის სტილი იყო გათვლილი სისასტიკე და ცივსისხლიანობა. მან უმძიმესი ნაიარევი დაუტოვა არა მარტო აუშვიცში მყოფ პატიმართა სულებს, არამედ მთელს მსოფლიოსაც.

მენგელეს როლი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მუშაობის ინფერნარულ ასპექტებში საეჭვოდ იქნა იგნორირებული ნიურნბერგის სასამართლოს მიერ. მისი ძიება და დაპატიმრება მიზანმიმართულად იფარებოდა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ (Gerald L. Posner, Mengele: The Complete Story, McGraw-Hill, 1986). რამდენად ეხალისებოდათ ოფიციალურ პირებს მენგელეს ძებნა, მოწმობს მათი მოხსენებები, რომლებშიც მენგელე დახასიათებულია, როგორც უწყინარი ადამიანი, რომ ის დაყუდებულად ცხოვრობს პარაგვაისა და ბრაზილიაში, რომ ის საერთოდ გარდაიცვალა ("სიკვდილის ანგელოზი" საჯაროდ მინიმუმ ხუთჯერ მაინც ნახეს).

მისი უპრეცედენტო ცდები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უეჭველად აინტერესებდა აშშ-ს მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ იყენებდა დ-რ გრინის (Green - მწვანე) ფსევდონიმს, ცოცხლად გადარჩენილები ის ცნობილი იყო კიდევ სახელებით: "მამიკო" (Vaterchen, daddy), "ლამაზი იოსებ" Schoner Josef (beautiful Joseph), დავითი და კარგი ბიჭუნა (Fairchild).

მენგელე იყო საშუალ ზომის მოხდენილი და საინტერესო მამაკაცი. ის აოგნებდა ადამიანებს თავისი თავაზიანობით, თუმცა, ზოგჯერ ამ თავაზიანობას ფეთქებადი სისასტიკე მოჰყვებოდა ხოლმე (Lucette Matalon Lagnado, Dr. Josef Mengele and the Untold Story of the Twins of Auschwitz, Morrow, 1991).

სხვა დამახასიათებელი ნიშანი, რაც გადარჩენილებს დაამახსოვრდათ, იყო მისი შავი, პრიალა ფეხსაცმლების ზომიერი ნაბიჯები, როდესც ის დადიოდა წინ და უკან და მისი თამაში ყვავილის ფურცლებთან: "მიყვარხარ/არ მიყვარხარ". როდესაც ის მოწყვეტდა ბოლო ფურცელს, ბოროტად აწამებდა და ჰკლავდა პატარა ბავშვს დასაპროგრამებელი ბავშვების თვალწინ. ცოცხლად დარჩენილები ჰყვებიან, რომ მათ აგდებდნენ გალიაში, სადაც იმყოფებოდნენ სპეციალურად გაწვრთნილი მაიმუნები, რომლებსც ადამიანებზე გარყვნილი ძალადობა და აბუჩად აგდება ასწავლეს. ცხადია, მენგელეს სიამოვნებას ჰგვრიდა ადამიანების პირუტყვთა დონემდე დაყვანა. გარდა ამისა, ის მსხვერპლში თრგუნავდა ნებისმიერი გრძნობის გამოხატვას, როგორიცაა მაგალითად: ყვირილი, გმინვა და ა. შ.

დოქტორი ევენ კამერონი, რომელიც დ-რ უაიტად (Dr. White. White ინგლისურად ნიშნავს თეთრს) არის ცნობილი, მეთაურობდა კანადის, ამერიკისა და მსოფლიო ფსიქიატრიულ ასოციაციებს. დიდი გამოცდილებისა და მაღალი ნდობის შედეგად დ-რ კამერონს ცსს-ს მეთაურმა ალენ დალესმა გადაურიცხა მილიონობით დოლარი მთელი რიგი კვლევების ჩასატარებლად. ეს გადარიცხვები წარმოებდა ისეთი კონტროლირებადი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა "ადამიანის ეკლოლოგიის გამოკვლევა" ((Investigation of Human Ecology (ცნობილი "ანგარ - 18"-ის (ამო-ს ნამსხვრევების) მკვლევარი მელორი შონ დუგლასი ასევე დასაქმებული იყო ეკოლოგიით, და წერდა MPD/DID-ის შესახებ. "ანგარ-18"-ის საიდუმლო. ანგელოზთა წილი). ექსპერიმენტები ტარდებოდა მონრეალის რამოდენიმე მოედანზე, უმეტესწილად მაკჰილის უნივერსიტეტში, სანტა მარიას საავადმყოფოში და ალან მემორიალ ინსტიტუტში.

ფსიქიატრიული ტირანიის ტრადიციული მეთოდების გარდა, როგორიცაა ელექტროშოკი, პრეპარატების ინექციები და ლობოტომია, კამერონი ამუშავებდა "ფსიქიკური ამძრავის" (psychic driving) ტექნიკას, როდესაც პაციენტი, რომელიც არაფერს ეჭვობდა ჩასატარებელ ცდაზე, პრეპარატების დახმარებით შეჰყავდათ კომატოზურ მდომარეობაში, თანაც რამოდენიმე კვირით და სისტემატურად აწამებდნენ ელექტროშოკით; თავზე ამაგრებდნენ ელექტრონულ ჩაფხუტს, რომლის მეშვეობითაც მუდმივად ატრიალებდნენ მიმართვის ჩანაწერს სხვადასხვა სიჩქარით (Gordon Thomas, Journey into Madness: The True Story of Secret CIA Mind Control and Medical Abuse, Bantam Books, 1989).

ექსპერიმენტებისთვის გამოყენებული ადამიანების უმეტესობას წარმოადგენდნენ ბავშვები, რომელთაც ცუდად ეპყრობოდნენ და რომლებიც რომის კათოლიკური ეკლესიის საბავშვო მიმღებ პუნქტების სისტემაში გადიოდნენ. ბუნებრივია, რომ დ-რ კამერონი გაურბოდა ფსიქიატრიულ ჟურნალთა უმეტესობას. ექსპერიმენტების საიდუმლო გაიხსნა 1970 წელს, როდესაც გადარჩენილებმა და მათმა ოჯახებმა კამერონის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. ცსს-მ და კანადის მთავრობამ სასამართლო დევნას თავი აარიდეს.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისგან დაემალათ ინფორმაცია პროექტ "მკ-ულტრას" შესახებ, ცსს-მ ის დაჰყო ქვეპროექტებად, სპეციალური სფეროების მიხედვით. სამუშაოებს კი აწარმოებდნენ უნივერსიტეტებში, საპატიმროებში, კერძო ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებში, რომლებსაც ხშირად აჯილდოვებდნენ სამთავრობო გრანტებითა და სხვადასხვა დაფინანსებებით.

პროექტ "მონარქის" ძირითადი წერტილები იყო (და არის): კორნელის, დიუიკის, პრინსტონის, კალიფორნიის, როჩერის უნივერსიტეტები. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საავადმყოფო, მაიმონიდის სამედიცინო ცენტრი, წმ. ელიზაბეტის საავადმყოფო (ვაშინგტონი), ლაბორატორია ბელი, სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტი, ვესტინჰაუზის მეგობრობის ლაბორატორია, ჯენერალ ელექტრიკი, არკო (ARCO) და ადამიანის უსაზღვრო შესწავლა" (Cornell, Duke, Princeton, UCLA, University of Rochester, MIT, Georgetown University Hospital, Maimonides Medical Center, St. Elizabeth’s Hospital (Washington D.C.), Bell Laboratories, Stanford Research Institute, Westinghouse Friendship Laboratories, General Electric, ARCO and Manking Research Unlimited).

"საბოლოო პროდუქტს" ჩვეულებისამებრ ღებულობდნენ სამხედრო ცენტრებსა და ბაზებში, რადგან მხოლოდ იქ თუ შეიძლებოდა დაცულიყო მაქსიმალური იდუმალება. გადაპროგრამირებისა და სასიკვდილო ტრავმატიზმის განსაკუთრებულ მძიმე ცენტრებად ითვლებიან: სამხედრო საზღვაო ფლოტის იარაღის ცენტრი ჩაინ ლაიკში, პრეზიდიო, ფორტები: დიტრიკი, კარმბელი, ლევისი, ჰუდი, არსენალი რედსტოუნი, სამხედრო საჰაერო ძალების ბაზები ოფუტში, პატრიკი, მაკლინი, მაკჯილი, კირკლანდი, ჰელისი, ჰოუმსტიდი, გრისონი, მაკსველი, ტინკერი (China Lake Naval Weapons Center, The Presidio, Ft. Dietrick, Ft. Campbell, Ft. Lewis, Ft. Hood, Redstone Arsenal, Offutt AFB, Patrick AFB, McClellan AFB, MacGill AFB, Kirkland AFB, Nellis AFB, Homestead AFB, Grissom AFB, Maxwell AFB and Tinker AFB).

გარდა ამისა, პროგრამირების ადგილებად მიიჩნევიან ლენგლის კვლევითი ცენტრი, ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორია, ტავისტოკის ინსტიტუტი და მოუნტაუნ შასტის მოედანი (კალიფორნია), ლამპე (მონატანა) და ლას ვეგასი (ნევადა)(Langley Research Center, Los Alamos National Laboratories, Tavistock Institute and areas in or by Mt. Shasta, CA, Lampe, MO and Las Vegas, NV).

ცნობები და განმარტებები:

Josef Mengele



1930 – ჩაირიცხა მიუნჰენის უნივერსიტეტში, სწავლობდა მედიცინასა და ფილოსოფიას (ფსიქიატრიას?). ესწრებოდა დ-რ ერნსტ რუდინის ლექციებს (Ernst Rudin), რომელიც იყო ჯანსაღი მემკვიდრეობის დაცვის კანონის ავტორი.

1931 – შედის ორგანიზაციაში Stalhelm (რკინის მუზარადი).

1937 – ჩაირიცხა მემკვიდრეობითი ბიოლოგიისა და რასული სიწმიდის უნივერსიტეტში რომელიც მდებარეობდა ფრანკფურტის უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ოტმარ ფრაიჰერ ფონ ფერშოიერი Фершоейр (Otmar Freiherr von Verschuer), გენეტიკის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ტყუპებში გამოვლენილ ფენომენებსაც სწავლობდა.

1938 - წევრიანდება SS-ში. 1940 - ხდება Waffen SS-ის წევრი. 1941 წ. უკრაინის ფრონტზე დაჯილდოვდა რკინის ჯვრით. 1942 წლის იანვარში მსახურობდა СС Viking-ის დივიზიონში. ალმოდებული ტანკიდან გამოიყვანა ორი ჯარისკაცი, რისთვისაც მიიღო პირველი ხარისხის რკინის ჯვარი. იყო დაჭრილი, რის გამოც ფრონტზე მსახურება ვერ შესძლო.

1943 წლის მაისში ჩაიბარა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი.

როდესაც ბანაკში პატიმრების მორიგი შემადგენლობა მოდიოდა ზედამხედველები მათში ეძებდნენ ტყუპებს შეძახილებით: "Zwillinge, zwillinge:".


დ-რ კამერონი




Dr. Donald Ewen Cameron
(1901-1967)


მეორე მსოფლიო ომის დროპს სპეცსამსახურთა სამმართველოს (OSS, მოგვიანებით ცსს) ეხმარებოდა ტყვეთა დაკაითხვაში, იყო ნიურნბერგის ტრიბუნალის წევრი, სასამართლო მიზნით იკვლევდა რუდოლფ ჰესს.

ფსიქიატრებს შორის დ-რ კამერონი მიიჩნევა სასტიკ, მძვინვარე ადამიანად, რომლის ყველა მოქმედება ემორჩილება ადამიანის ქცევის კონტროლისა და მოდიფიკაციის მიზანს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო ადამიანი, რომელსაც სხვისი ცხოვრების განკარგვა სურდა.

მისი ექსპერიმენტებისთვის დამახასიათებელია ნარკოტიკული სტიმულირება, სენსორული შიმშილი, სენსორული გადატვირთვა, ასევე "ფსიქიკური ამძრავის" (psychic driving) ტექნიკა - პროცესი, როდესაც წინა პაციენტებთან ჩაწერილი მისი ხმა მეორდება. დოქტორი კამერონი ასევე ასრულებდა წინაფრონტალურ ლობოტიმიას და ელექტრო-ფიქსირებული (electro-conclusive) შოკის კურსებს. 50-იან წლებში წარმატებული მუშაობისთვის დაინიშნა ამერიკისა და კანადის, ასევე მსოფლიო ფსიქოლოგიურ ასოციაციათა ხელმძღვანელად.

მრავალი ექსპერიმენტი შეიცავდა ფსიქიატრიულ ტექნიკას, რომელიც განკუთვნილი იყო ადამიანის ქცევის სტრუქტურების (პატერნების) კონტროლისა და მოდიფიკაციისთვის. ამ კვლევათა თავწყარო გახლდათ ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ჩატარებული ცდები, რომლებიც ომის შემდეგ OSS-ის სპეცოპერაციების შედეგად (როგორიც იყო, მაგალითად, PaperClip ("სამაგრი") ამერიკაში გადაიტანეს. კონტაქტში იყო ცსს-სთან ქცევის მანიპულაციის სფეროში. ამ მიმართულებით მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორიც იყო "ლურჯი ფრინველი" და "არტიშოკი", რომლებიც, მოგვიანებით, 1953 წელს მეტა-პროექტ "მკ-ულტრა"-ში ტრანსფორმირდა.

კამერონის ნამუშევრები, განსაკუთრებით "მანქურთების პოტენციურ კანდიდატთა" შქმნა არღვევდა ცსს-ს განაწესს, ამიტომაც, ისინი გადაიტანეს კანადაში, ალენის მემორიალურ ინსტიტუტში (1957-1963 гг).

ალენის ინსტიტუტმა კამერონის მეთაურობითა და ტვინების ხერხვით მალე მოიხვეჭა პირქუში სახელი. მრავალს პაციენტს აყენებდნენ ექსტრემალურ და სასტიკ პირობებში, ნარკოტიკების მეშვეობით კომაში მათი ჩაგდებისა და ისეთი სხვა მეთოდების მეშვეობით როგორიცაა: ლობოტიმია, ძლიერი და მკაფიო ნათება, ხმაური, მოძრავი სახეები, ელექტროშოკები, რომლებისგანაც პაციენტები არც თუ იშვიათად იღუპებოდნენ კიდეც.
დ-რ კამერონის სასაკლაოს სხვა ნაწარმი გახლავთ ფსიქოდელიკები, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია LSD.

უნდა ითქვას, რომ ცნობიერების კონტროლის სფეროში ცნობილია კიდევ სამი კამერონი:

Dr. Danald Ewn Cameron – ფსიქიატრი, რომელიც იყენებდა ტრავმატულ ტექნოლოგიებს ცნობიერების კონტროლისთვის.

Duncan Cameron – სენსიტივი პროექტიდან Montauk.

James Cameron – ჯეიმს კამერონი (მაყურებლის ემოციათა მანიპულაციის, ასევე ქვეცნობიერზე მოქმედი მთელი რიგი ვიზუალური ეფექტების შექმნის ექსპერიმენტები). ფილმები "ტერმინატორი" (წარმატებული) და "ტიტანიკი" (ჩავარდნილი) და სხვა სავსეა მასონური სიმბოლიკით. ექსპერიმენტალური მასალის სახით MK-ULTRA-ს პროექტში იწვევდა მსახიობებსაც.




პოლკოვნიკი ალექსანდერი



Colonel John B. Alexander

დაიბადა ნიუ-იორკში 1937 წელს. ხელმძღვანელობდა მწვანე ბერეტებს ვიეტნამსა და ტაილანდში (1966-69), დაქირავებულ ბოევიკებს კამბოჯაში, მონაწილეობდა მრავალ არალეგალურ ოპერაციაში, მათ შორის ე. წ. "ფენიქსში" (Phoenix), იყო არასასიკვდილო იარაღის პროგრამის დირექტორი ლოს-ალმოსში. მუდმივად იყო დაინტერესებული სასაზღვრე ("fringe") ოლქებით. ეძებდა ატლანტიდას ბემინის კუნძულებთან, წარმოადგენდა ორგანიზაციას Silva mind control, იყო კატაკლიზმებამდე არსებული ცივილიზაციების (Precataclysmic Civilizations) პროპაგანდისტი; ასევე იყო სიკვდილს მიახლოვებული მდგომარეობის ასოციაციის პრეზიდენტი. თავის ყოფილ ცოლთან ერთად (Jan Northup) ეხმარებოდა დ-რ ს. ბ. სკოტ ჯონსს (Dr C.B. Scott Jones) დელფინებზე ექსტრასენსორული ექსპერიმენტების (ESP) ჩატარებაში (ჟაკ ივ კუსტო, იან ფლემინგი).

იყო შორეული ხედვის პროგრამა "ფსი-ტეკის" ("remote viewing" company called PSI-TECH) პროგრამის ხელმძღვანელობაში (Major General Albert N. Stubblebine (Former Director of U.S. Army Intelligence and Security Command), Major Edward Dames (ex Defense Intelligence Agency), Major David Morehouse (ex 82nd Airborne Division), Ron Blackburn (former microwave scientist and specialist at Kirkland Air Force Base, Hal Puthoff). "ფსი-ტეკი" გამოიყენებოდა სადამის რაკეტებისა და ეკსონის მოტაცებული ხელმძღვანელის საძიებლად. გააჩნდა კონტაქტები/თანამშრომლობდა იგორ სმირნოვთან ფსიქოტრონიკის სფეროში.

1990 წ. Major Richard Groller, Janet Morris-სთან ერთად (სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი, მუშობდა ენერგეტიკაზე, შორეულ ხედვაზე, ცნობიერების კონტროლ Silva-ზე, გააჩნდა კონტაქტები იგორ სმირნოვთან რუსეთში) გამოაქვეყნა წიგნი ომის ფუტურისტულ-მაქსიმალისტურ ხედვაზე სახელწოდებით "ბრძოლის შესაძლებლობების ზღვარზე" (The Warrior's Edge: Front-line Strategies for Victory on the Corporate Battlefield). იყო ვიცე-პრეზიდენტ ალბერტ გორის მეგობარი ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სფეროში (Gore was in Alexander's Neuro-Linguistic Programming).

მხარს უჭერდა თომას ბერდენის (Thomas Bearden) შეხედულებებს.

იყო ჯგუფ AVIARY-ის (საფრინველე ვოლიერი) წევრი კოდური სახელით "პინგვინი" (PENGUIN) (C. B. SCOTT JONES -სთან ერთად (Naval Intelligence, DNA, DIA), რომლის კოდური სახელი გახლდათ "ფალკონი" (FALCON).

მისთვის ხელმისაწვდომი იყო პროექტი RELIANCE ("ნდობა"), რომელიც იკვლევდა ეგზოტიკური მიმართულებების პერსპექტიულობას, ისეთს, როგორებიცაა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, ანტიგრავიტაცია, სიკვდილს-მიახლოვებული ექსპერიმენტები, ფსიქოლოგიური იარაღი და არასასიკდვილო იარაღი (UFOs, ESP, psychotronics, anti-gravity devices, near death experiments, psychology warfare and non-lethal weaponry).

დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი (ცოლიVictoria Lacas-ი იკვლევს უცხოპლანეტელების მიერ მოტაცებულებს (alien abduction). დაჯილდოვებულია მრავალი სამხედრო და სამეცნიერო ჯილდოებით.


პოდპოლკოვნიკი მაიკლ აკინო



Michael Aquino


აშშ-ს ფსიქოლოგიური ბრძოლის განყოფილების ყოფილი პოდპოლკოვნიკი მაიკლ აკინო (Michael Aquino) უკანასკნელია იმ სადისტებს შორის, რომლებსაც მთავრობა იყენებდა თავისი მიზნებისთვის. აკინომ, ამ ექსცენტრულმა გენიოსმა სეტის ტაძარი, ლა ვეის სატანის ტაძრის ერთ-ერთი განშტოება დააფუძნა. ნაცისტურ-წარმართული რიტუალებითა და ადამიანთა ჰიპნოტური მანიპულაციებით მანიაკალურმა გატაცებამ მაიკლ აკინო იდეალურ კანდიდატად შეჰქმნა "მასტერ-პროგრამერის" თანამდებობაზე. აკინოსთან არის დაკავშირებული პრეზიდიოს საჯარისო ბაზის ბავშვთა მეთვალყურეობის სკანდალი. მას ბავშვებისადმი სქესობრივ მიდრეკილებებში ადანაშაულებდნენ. მაგრამ პატარა მსხვერპლთა მშობლები ძლიერ დააშინეს და ყველა ბრალდება გაუქმებულ იქნა.

აკინოს კოდური სახელწოდება იყო "მალკოლმი" (Malcolm, ზოგიერთი ბავშვისთვის Mickey). აკინო აწარმოებდა სავარჯიშო ჩანაწერებს მონარქ-მონებისთვის და დამაკავშირებელი რგოლი იყო მთავრობას-სამხედო დაზვერვასა და სხვადასხვა კრიმინალურ თუ ოკულტურ ჯგუფებს შორის, რომლებშიაც მონარქ-მონების გადანაწილებით იყო დაკავებული (Cathy O’Brien and Mark Phillips, Trance Formation of America, 1995).

ჰენრიხ მიულერი (Heinrich Mueller) პროგრამერთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი კოდური სახელწოდებაა დრ. "ბლუ" (Dr. Blue - ლურჯი) ან "გოგი" - Gog - goggle – გაკვირვებული, შეშინებული გამოხედვა; 2. თვალებდაჭყეტილი; Gogenzoeller). ამბობენ, რომ მას ჰყავდა ორი ბიჭი, რომლებიც მონარქის სისტემას მიჰყიდა.

კოდური სახელწოდების "დ-რ ბლექი" (შავი) უკან დგას ლეო ვილერი (Leo Wheeler), გარდაცვლილი გენერლის იგლ ჯ. ვილერის (Eag1e G. Wheeler) ძმისშვილი, რომელიც შტაბების კომიტეტის უფროსი იყო ვიეტნამის ომში. ვილერის პროტეჟე - ი. ჰამელი (E. Hummel) მოქმედებდა აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთში, ვ. ბოუერსთან (W. Bowers) ერთად (ეს უკანასკნელი იყო როტშილდების კლანიდან).

ცნობიერების მანიპულაციის წარსულ და დღევანდელ ოსტატებს მიაკუთვნებენ ასევე ისეთ პირებს, როგორებიც იყვნენ: Dr. Sydney Gottleib, Lt. Col John Alexander, Richard Dabney Anderson (USN), Dr. James Monroe, Dr. John Lilly, Lt. Comdr. Thomas Narut, Dr William Jennings Bryan, Dr. Bernard L. Diamond, Dr. Martin T. Orne, Dr. Louis J. West, Dr Robert J. Lifton, Dr. Harris Isbel and Col. Wilson Green).

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისგან დაემალათ ინფორმაცია პროექტ "მკ-ულტრას" შესახებ, ცსს-მ ის დაჰყო ქვეპროექტებად, სპეციალური სფეროების მიხედვით. სამუშაოებს კი აწარმოებდნენ უნივერსიტეტებში, საპატიმროებში, კერძო ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებში, რომლებსაც ხშირად აჯილდოვებდნენ სამთავრობო გრანტებითა და სხვადასხვა დაფინანსებებით.






 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню