მედიცინა - პროექტი "მონარქი" 4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

რონ პატონი

პროექტი "მონარქი"

პროექტი "მონარქი"

შინაარსი


მონარქ-პროგრამირების დონეები


(Dr. Corydon Hammond, The Greenbaum Speech, 1992; Mark Phillips and Cathy O’Brien, Project Monarch Programming Definitions, 1993).

ალფა - "ზოგადი", ჩვეულებრივი პროგრამირება, რომელიც საფუძველს უყრის პიროვნების კონტროლს; ახასიათებს მახსოვრობის უკიდურესად მაღალი უნარი, ერწყმება არსებითად გაზრდილ ფიზიკურ ძალას და ვიზუალურ აქტივობას. ალფა პროგრამირება იწარმოება შესაბამისი ნეიტრონული გზების სტიმულაციით, პიროვნების გულმოდგინე გაორებით, რომელსაც შეუძლია გადალახოს ტვინის დაყოფა მარცხენა და მარჯვენა სფეროებად.

ბეტა - "სექსუალური" პროგრამირება. ეს პროგრამირება შლის ყველა აღზრდილ მორალურ შეხედულებას და ახდენს დაუოკებელი დეგენერატიული სექსუალური ინსტინქტების სტიმულირებას. შეცვლილი-"მამლები" (ხვადი კატები) შეიძლება იყონ ბეტა-პროგრამირებადნი.

დელტა - მკვლელების პროგრამირება, რომელიც თავიდან შემუშავებულ იქნა სპეციალური აგენტების ან ელიტარული ჯარისკაცების საწვრთნელად (როგორიცაა, მაგალითად, Delta Force (დელტა-ქვედანაყოფი),First Earth Batalion და სხვა). მათ იყენებენ საიდუმლო ძირგამომთხრელ (covert) ოპერაციებში. დელტა-პროგრამირებულ სუბიექტებს უქრებათ შიშის გრძნობა და ძალზედ ზედმიწევნით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. თვითმკვლელობისა და თვითგანადგურების ინსტრუქციები იდება სწორედ ამ დონეზე.

თეტა - "ფსიქიკური" პროგრამირება. მემკვიდრეობით სატანისტებს გააჩნიათ ტელეპატიის დიდი პოტენციალი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. მათ იყენებენ ცნობიერების კონტროლის სხვა ელექტრონულ საშუალებებთან ერთად, ისეთთან, როგორიცაა ბიომედიცინური ტელემეტრია (ტვინის იმპლანტანტები), მიკროტალღების ლაზერები (კოჰერენგული ვიწრო წყაროები) ან ენერგიის გადატანის უშუალო ელექტრომაგნეტიზმი. იუწყებიან, რომ ასეთი მოწყობილობები გამოიყენება დახვეწილ კომპიუტერულ და თვალთვალის რთულ თანამგზავრულ სისტემებთან შერწყმით (Brain-Machine Interface) (კერძოდ, "თეტა"- სისტემის გამოყენების ნიმუშად შეიძლება გამოდგეს სერგეი სოლოვიოვის ფილმი "სახლი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ" ("Дом под звездным небом")).

ომეგა - თვითგანადგურების პროგრამირება. ამასთან იწვევენ ქცევის პროგრამას, რომელიც შეიცავს მიდრეკილებას თვითმკვლელობისკენ ან მაზოხიზმისკენ. საერთო ჯამში ეს პროგრამა ირთვება მაშინ, როდესაც მსხვერპლი/გადარჩენილი გადის თერაპიის კურსს და მჟღავნდება მეხსიერების საკმაოდ დიდი მონაკვეთები.

გამა - დაცვის ფორმა, რომელიც მოქმედებს "ყურადღების გადატანის" დახმარებით, და როდესაც მსხვერპლ/გადარჩენილს ეძლევა დეზინფორმაცია ან არეული ინსტრუქცია. ეს დონე ერწყმება დემონიზმს, თანაც შესაძლოა რეციდივიც, თუ ჩატარებული არ არის პროგრამული დემონების სწორი დეაქტივაცია.


მეთოდები და ინგრედიენტები


საწყისი პროცესი მდგომარეობს პიროვნების დისოციაციაში, რომელიც ჩვეულებისამებრ აღესრულება დაბადების მომენტიდან ექვს წლამდე (უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი პროექტების ეფექტურობა როგორიც "მონარქია", განპირობებულია ონტოლოგიური დინამიკის ღრმა და ძლიერი დამახინჯებით: "უქვემოესი მისტიკური მდგომარეობა, რომელსაც სულ უფრო მეტად ვეცნობით, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც "პიროვნების გაორება" ეწოდება. ასეთ მდგომარეობაში უქვემოესი პიროვნული მე-ს გამოვლინება არის დუალიზმი, როდესაც ჩნდება ორი პიროვნება ერთი ინტეგრირებული პიროვნება-სულის ნაცვლად. ეს კი, როგორც წესი, იწვევს საშიშ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც კვალიფიციურ სამეცნიერო დახმარებას ითხოვს, მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი არ გააჩნია ჩვენს დროებას - რამეთუ ძალზედ მცირეა გამოცდილ ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ადამიანში სულის არსებობა აღიარონ. ამას იმიტომ ვახსენებთ, რომ დღეს ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა გააჩნია და მომავალში მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიეცემა, როდესაც საჭირო იქნება ადამიანის ცნობიერებაში უმაღლესი, გამოუკვლეველი არსის გამოვლენა და შემეცნება. გაორებული პიროვნება და მისტიკოსი - ერთი მთლიანობის ორი ასპექტია, მისტიკოსი მაღალი, სულიერი ზრდის ხაზს შეესაბამება, პიროვნება ნეგატიური ასახვაა განდობითი პროცესისას და განვითარების იმ ხარისხის დამახინჯებაა, რომელიც წინ უსწრებს გამოცდილი ოკულტისტის ხარისხს". ალისა ბეილი).

ამას თავიდან ჩვეულებისამებრ ელექტროშოკის (შემდგომში ეშ - რედ.) გამოყენებით აღწევენ, ზოგჯერ დედის წიაღშიც. იმის შემდეგ რაც ეშ-ს დახმარებით აღწევენ ღრმა ტრავმას, იწყება სექსუალური შეგინება და სხვა მეთოდები, რომლის შედეგადაც გონების ბირთვი იყოფა ალტერნატიულ პიროვნებებად. ადრე ამას პიროვნების მრავლობითობის აშლილობა ერქვა, ახლა კი მას თვითიდენტიფიკაციის (Identity) დისოციაციის აშლილობა ეწოდება. სწორედ ეს აშლილობა გახლავთ მონარქ-პროგრამირების საფუძველიც. მსხვერპლის გონების მომავალი ფორმირება სრულდება ჰიპნოზის დახმარებით, უთანხმოების პროვოცირებით (double-bind coercion), სიამოვნება-ტკივილის მონაცვლეობით, შიმშილით, წყურვილით, უძილობით, სენსორული შიმშილით, რომელიც შერწყმულია სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან, და რომელთაც შედეგად ტვინის ზოგიერთი ფუნქციის ცვლილება მოაქვს.

შემდგომ ეტაპს წარმოადგენს შეცვლილ პიროვნებაში დეტალური განკარგულებების ან შეტყობინებების ჩანერგვა. ეს მიიღწევა რთული ყურსაცვამების გამოყენებით, გენერატორებით მართვად კომპიუტერთან ერთად. ამ ყურსაცვამებში კომპიუტერი აგზავნის აკუსტიკურ რხევებს, რომელიცს ყურს არ ესმის, ან კიდევ ჰარმონიულ ტალღებს, რომლებიც ქვეცნობიერისა და გონების ნეირონული გზების რიბონუკლეინურ მჟავაზე მოქმედებენ. "ვირტუალური რეალობა" რომელიც ოპტიკური მოწყობილობების დახმარებით იქმნება და ზოგჯერ ჰარმონიათა გენერატორებთან ერთად ერთდროულად გამოიყენება, ახდენს ნათლის სიგნალების პროვოცირებას, იწვევს პოლიეკრანულ ეფექტებს, რომლებიც ქვეცნობიერზე მოქმედებენ. ხოლო შემდეგ, გონების ასარევად მაღალვოლტიანი ელექტროშოკები გამოიყენება.

პროგრამირება პერიოდულად განახლდება და მყარდება ვიზუალური, აკუსტიკური და ტექსტური საშუალებებით. ზოგიერთ პირველად თემაში ჩართულია წიგნები "ოზის გრძნეულება" ((Wizard of Oz) და "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" (Alice and Wonderland) - ორივე ტექსტი ოკულტური სიმბოლიზმითაა აღვსილი.

დისნეის მრავალ კინოფილმსა და მულტფილმს ორგვარი ზემოქმედება გააჩნია: პუბლიკის აღქმის სიმძაფრეს ამცირებენ ქვეცნობიერზე მოქმედის საშუალებებისა და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების გამოყენებით. ეს არის ასევე საბაზისო პროგრამირების გააზრებულად აგებული "გამშვებები" და "გასაღებები" განსაკუთრებულად შთაგონებადი ბავშვებისსთვის მონარქ-სფეროდან. ქვეცნობიერის დაპროგრამების საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს კინომატოგრაფიული სენსაცია "პოკახონტას" (Pochahontas), რომელსაც თამამად უწევდნენ რეკლამირებას, როგორც უოლტ დისნეის "33-ე" სრულმეტრაჟიან მულტფილმს (33-ე საფეხური, როგორც ცნობილია შოტლანდიური რიტუალის მასონთა უმაღლესი საფეხურია). ამ ფილმში ბებია ივა - მისტიკური 400 წლოვანი ხე რჩევებს აძლევს ობოლ პოკახონტას უსმინოს საკუთარ გულს და მასში მდებარე ყველა პასუხის რეალიზებაში ეხმარება. ბებია ივა ყოველთვის "ორმაგი მეტყველებით" ლაპარაკობს და იყენებს "უკუგამოსავლის მოსამზადებელ" მეთოდიკას (მაგალითად გამოთქმა: "ზოგჯერ მართალი გზა ყველაზე ადვილი როდია" – "ვიწრო და ჭეშმარიტი გზის" უარყოფის პრინციპია. მარცხენა გზა (რომელსაც ნგრევისკენ მივყავართ) ყველაზე ადვილია). პიროვნების გაორების ილუმინატურ პროგრამაში ხე ივა დრუიდების ოკულტურ ძალას წარმოადგენს. ნიშანდობლივია ხის ტოტების, ფოთლებისა და ფესვთა სისტემის სახე, რომელიც წარმოდგენილია ბნელი სულიერი კავშირების სახით და ხე ივას პროგრამირებასთან ასოცირდება. რიტუალებში ტოტები გამოიყენება როგორც შოლტები "განმწმენდი" მიზნებისთვის.

ივას შეუძლია გადაიტანოს მძიმე ავდარი (მაგალითად შტორმი) და ცნობილია თავისი პლასტიკურობითა და მოქნილობით. პროგრამირების მსხვერპლი ან გადარჩენილი ივას ტოტებს აღწერს როგორც მის გარშემო შემოტმასნილ მასას, რომელიც მათგან თავის დაღწევის შანსსაც კი არ ტოვებს.

ივას ფესვთა ღრმა სისტემა მსხვერპლს/გადარჩენილს უფსკრულში ღრმად ჩავარდნის გრძნობას ჰგვრის, როგორც ეს ჰიპნოტურ ტრანსშია.

მუსიკა, რომელიც წარმოადგენს სპეციალურად შერჩეულ ტონებს, რიტმებსა და სიტყვებს პროგრამირების ინსტრუმენტად გამოიყენება. საშინელებათა ოსტატმა (Frightmeister - ან რაც უფრო ახლოსაა Freemeister - თავისუფალი ოსტატი) სტივენ კინგმა (ამერიკელი მწერალი - რედ.) შექმნა მრავალი მოთხრობა, რომლის დიდი უმეტესობა ეკრანიზებულია და პრაქტიკულად მონარქ-პროგრამირების სისაძაგლეთა ინსტრუმენტალურ საშუალებას წარმოადგენს.

მის ერთ-ერთ ბოლო წიგნში "უძილობა" გამოყენებულია გადამრთავი ფრაზა "ჩვენ არასოდეს გვძინავს" (ეს არის ზოგიერთ მსხვერპლ/გადარჩენილში MPD/DID-ის (გაორების სინდრომი/გათქვეფვის, ან დისსოლუციის სინდრომი) სიმპტომის გამოვლენა), ეს წარწერა მდებარეობს ყოვლისმხედველი თვალის ქვემოთ. აი მონარქ-საშუალებათა ფაბრიკის არასრული სია, რომელიც გამოიყენება საბაზისო პროგრამირების გასაძლიერებლად:
პინოქიო, მძინარე მზეთუნახავი, ფიფქია, მზეთუნახავი და ურჩხული, ალადინი, პატარა ქალთევზა, მეფე ლომი, E.T. (არამიწიერი), ვარსკვლავური ომები, ბიჭი მოჩვენება, ტრანსცერსი II, ბეტმენი, მოხიბლული, ფანტასტიკური კუნძული, გადატვირთვა, პატარა ტუნსი, იხვის კუდი, მკვდარი ზღვის გრაგნილი, თვალთმაქცობის გრძელი წიგნი (ინგლ.:Pinnochio, Sleeping Beauty, Snow White, Beauty and the Beast, Aladdin, The Little Mermaid, The Lion King, E. T., Star Wars, Ghost Busters, Trancers II, Batman, Bewitched, Fantasy Island, Reboot, Tiny Toons, Duck Tails, The Dead Sea Scrolls and The Tall Book of Make Believe).

აი კიდევ რამოდენიმე კინოფილმი, რომლებშიც აღწერილია ან ინსცენირებულია მონარქ-პროგრამირების ზოგიერთი ასპექტი: "ჯოჯოხეთიდან აღმდგარი 3", "კაენის აღდგომა", "ლაბირინთი", "ტელეფონი", "ჯონ მნემონიკი", "დაუბრუნებლობის წერტილი", "გაზონის მჭრელი და დაფარული ქვეყანა" (ინგლ.:(Hell Raiser 3, Raising Cain, Labyrinth, Telefon, Johnny Mneumonic, Point of No Return, The Lawnmower Man and Closet Land))
და ბოლოს, ცხადია რუსულ ლიტერატურაში ილუმინიზმის დასაწყისად მიიჩნევა ალექსანდრე პუშკინის ნათელი გონების მეტად პირქუში და მღვრიე ნაწარმოები "ევგენი ონეგინი" (ონეგინის დემონური წარსული).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისეთი მულტფილმიც კი, როგორიცაა "აბა დამაცადე!" ("Ну погоди") ბარბიტურების ზემოქმედებით ნახვის შემთხვევაში ჰალუცინოგენური საშინელების სახე გააჩნია.

ცნობები და განმარტებები:

ULTRA - საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო გერმანული დაზვერვის საკვანძო სიტყვა

MAGIC – ULTRA-ს საწინააღმდეგო ამერიკული კონტრდაზვერვის საკვანძო სიტყვა.

Phoenix – სრულყოფილების ნიმუში, მითოლოგიის მწვერვალი. def. პროექტი "ფენიქსი".

MJ-12 (MAJESTIC, მაჯესტიკ-12) – ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებულ ოპერაციათა მეტა-კომიტეტი.

Bluebird 1 - ლურჯი ფრინველი (ბედნიერების ფრინველი). 2. პატარა, ლურჯი მომღერალი ფრინველი. 3. პატარა ასაკის სკაუტი-გოგონა (იხ. პერსონაჟი გოგონები/მსხვერპლი).

Artichoke - მიწის მსხალი, ძველი ან ულამაზო პროსტიტუტკა, ვაგინა (განსაკუთრებით როგორც ორალური სექსის ობიექტი). arti-chock, arti - ხელოვნება, არტეფაქტი; chock - ყელის მოჭერით გამოწვეული ასფიქსია, shock - დარტყმა, გაოგნება, ელექტრონული დარტყმა.

Harassment – ტანჯვა, შეშფოთება, შეწუხება, გაღიზიანება. 2. გამაღიზიანებელი მოქმედება. 3. სამხედ. harassing agent - მომწამლავი, გამაღიზიანებელი ნივთიერება.

Alter – აქ: შეცვლილი, ახალქმნილი (კომუნისტური იდეოლოგიის კონტექსტში); alter (ინგლ.) 1. შეცვლა, გადაკეთება; 2. სახის (ფორმის) შეცვლა; 3. კასტრირებული. die/der Alte(r) (გერმ.) მოხუცი, ბატონი, შეფი. 2. სიძველე.

Trigger – alter-ნატიული პიროვნების გამშვები მექანიზმი.

Host personality - რჩება უცვლელი და ტრიგერის ამოქმედების შემდეგ გადადის უკანა პლანზე.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню