მედიცინა - პროექტი "მონარქი" 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

რონ პატონი

პროექტი "მონარქი"

პროექტი "მონარქი"

შინაარსი


ახალ-ქმნილები და გამშვები მექანიზმი


არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება გავერკვეთ ადამიანის სულისა და სხეულის ტანჯვა-წამებისა და დამცირების ამ საშინელ პროცესში - ის უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც რთული კომპიუტერული პროგრამა: ფაილი (ახალქმნული) იქმნება ღრმა, განმეორებადი და მზარდი ძალის ტრავმით (მაგალითად NSA-ს პროგრამისტ-ვუნდერკინდების შექმნა. (The Illuminati Formula Used to Create an Undetectable Total Mind Controlled Slave by Cisco Wheeler and Fritz Springmeier, The Science of Body Manipulation and Programming http://digilander.libero.it/davidenrico/Illuminati8.htm)).

მსხვერპლი/გადარჩენილი ოპერატორ/ჯალათის მიერ იწოდება "მონად", რომელიც თავის მხრივ აღიქვამს მას "ბატონად", "ღმერთად". კონტინგენტის დაახლოებით 75% ქალია, რადგან ისინი უფრო მომთმენნი არიან ტკივილისადმი და ადვილად ექვემდებარებიან პიროვნების ათქვეფვას. ასეთები უმთავრესად გამოიყენებიან ძირგამომთხრელი ოპერაციებისათვის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიისათვის; მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ჩართულია გართობის ინდუსტრიაში. DIA-სთან დაკავშირებული ყოფილი სამხედრო ოფიცერი ავტორს უყვებოდა, რომ "ამ ადამიანთა სპექტრი" (პროექტის "მასალა") განივრცობა ქუშის ბრბოდან თეთრ საყელოებიან ინტელიგენტებამდე".

მსხვერპლ/გადარჩენილთა შორის მრავალს გააჩნია დაფარული პროგრამა, სარკისებრი და ჩრდილოვანი მენტალური სტრუქტურები. პიროვნებაში გვერდიგვერდ არის დანერგილი კეთილი და ბოროტი პლასტები, და ამ ურთიერთობას ედება პროგრამირება, რომელიც ახდენს ადამიანის მოქმედების დეტერმინირებას განსაზღვრულ პირობებში, რაც ვლინდება ქცევის მკვეთრ ცვლილებებში. ადამიანი ხდება გარეგანი პირობების "ფლიუგერი".

მენტალურ სივრცეში ერთ-ერთ უმთავრეს შინაგან სტრუქტურას (რომელიც არცთუ მცირეა) გააჩნია ორმაგი სპირალის ფორმა, და შედგება შვიდი დონისგან. ყოველ სისტემას გააჩნია შინაგანი პროგრამატორი, რომელიც აკვირდება "მაქციას" (დემონს?), რომელიც ნებას რთავს ან უკრძალავს მას სხვადასხვა ოთახებში შესვლას. მსხვერპლ/გადარჩენილის ხილვებს შორის ჭარბობს კაბალისტური "სიცოცხლის ხე", რომელიც მიერთებულია ძირითად სისტემას, უსასრულო მარყუჟები, ძველი სიმბოლოები და ასოები; ობობას ქსელი, დამტვრეული სარკეები და შუშა, ნიღბები, ციხე-სიმაგრეები, ლაბირინთები, დემონები/მონსტრები/უცხოპლანეტელები, ზღვის ნიჟარები, პეპლები, გველები, ლენტები, ციფერბლატები, საათები, რობოტები, თანმიმდევრულ განკარგულებათა დიაგრამები ან კომპიუტერულ ელექტრონულ დაფათა სქემები (სიმბოლოებაი 1, 2 А.В).


მემკვიდრეობითობა და ტყუპები


მსხვერპლ/გადარჩენილთა უმეტესობა წარმოსდგება მემკვიდრეობით სატანისტთა ოჯახებიდან, და თითქოსდა უკვე თავიდანვე დაპროგრამებულნი არიან იმისთვის, რათა "გაიარონ თავიანთი ბედი საკუთარი არჩევანის ან მოდგმის არჩევანის მიხედვით" (მენგელეს გამონათქვამი აუშვიციდან). ზოგიერთი მათგანი აყვანილი ბავში იყო მსგავს ოჯახებში. სხვები გამოიყენებოდნენ ამ ნეიროლოგიური კოშმარებში, და წარმოდგენდნენ უბრალოდ "ერთჯერად ნიმუშს" (არამემკვიდრეობით სატანისტებს), უბრალო ობლებს, რომლებსაც ზრდიან საბავშვო სახლები ან წარმოშობით არიან სისხლაღრეული ოჯახებიდან პედოფილიის გრძელი ისტორიით. ასევე იყვნენ მთავრობასთან ან კიდევ სამხედრო-დაზვერვით სამსახურებთან დაკავშირებული ოჯახებიდან.

მრავალი დაზარალებული წარმოშობით იყო კათოლიკური, მორმონული ან ქრისტეანულ-სექტანტური ოჯახებიდან, და წარმოადგენდა ექსპერიმენტატორთა მიზნობრივ ჯგუფს (იყვნენ მსხვერპლნი სხვა სარწმუნოებრივი ჯგუფებიდანაც).

მსხვერპლ/გადარჩენილები საერთოდ დიდი მზადყოფნით პასუხობდნენ ხისტ რელიგიურ (დოგმატურ, ფორმალურ) იერარქიულ სტრუქტურებს და უკვე განწყობილნი იყვნენ ექსპერიმენტებისთვის რადგან ისინი მათი საბაზისო პროგრამირების პარალელურად მიმდინარეობდა. ხელისუფლებას ისინი ჩვეულებისამებრ არ აკრიტიკებენ, რადგან ჩამოყალიბებულნი არიან საორიენტაციო გარემოში.

ხშირად დაზარელბულ/გადარჩენილთ მიყენებული ჭრილობებისგან აღენიშნებათ მრავალრიცხოვანი ნაიარევები ან ნაწიბურები. ზოგიერთს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გააჩნია დანით, გავარვარებული რკინით ან ნემსებით მიყენებული ნაიარევები; ხშირია პეპლების ან ოკულტური ტატუირებები. მემკვიდრეობით სატანისტებს საერთო ჯამში ნიშნები არ გააჩნიათ, მათი კანი "სრულიად სუფთა რჩება".

ადამიანებზე ჩატარებული ამ რთული მანიპულაციების საბოლოო მიზანი ფანტასტიკურად გამოიყურება და გაიგება ფიზიკურ და სულიერ სამყაროზე წარმოდგენებისდა შესაბამისად. ყველაზე ღრმა და ბნელ პროგრამებს მემკვიდრეობითი (bloodlines) სატანისტებისგან შეცვლილ (alters) სუბიექტებში გააჩნიათ "ანტი-ქრისტეს" მოლოდინის მომენტი. ეს პროგრამები შეცვლილ "ახალ მსოფლიო წესრიგში" შეიძლება შეიცავდნენ ბრძანებებს დაუბრუნდნენ შემაძრწუნებელ ექსპერიმენტებს და ინსტრუქციებს ამ ცნობიერებაში ადამიანთა მასობრივი გადასვლის გასაშვებად და შესაბამისად ხელი შეუწყონ ახალი ათასწლეულის სოციალური კონტროლის პროგრამებს.

ნეობიოლოიური "ტყუპები" მონარქ-პროგრამირების კიდევ ერთი უცნაური თვისებაა. მაგალითად, ორი ყმაწვილი, რომლებიც არ არიან ნათესავები ცერემონიალურად ინიცირდებიან "სულთა კავშირის" მაგიურ რიტუალში ისე, რომ ისინი "მარადის განუყოფლად დაკავშირებულნი" ხდებიან. ორივე ამ ყმაწვილს გაჰყოფს პროგრამული ინფორმაციის ორი ნახევარი, რომელიც მათ ურთიერთდაკავშირებულს ხდის. პარანორმალური ფენომენები, ისეთი როგორიცაა ასტრალური პროექცია, ტელეპათია, ESP და სხვა უფრო ძლიერად არის გამოხატული მათში, ვინც ამგვარი პროცედურა გაიარა.

ცნობები და განმარტებები:

უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობები, წამებები და სხეულთა დასახიჩრება საიდუმლოდ აღესრულება მიწისქვეშა საიდუმლო ბაზებში, რომლებიც ათასობით და ათასობით მოტაცებული ამერიკელი ბავშვის მუდმივი პატიმრობის ადგილად იქცა (დაახლ. ამერიკაში მილიონობით მოზარდი იკარგება წელიწადში). ეს ბავშვები შემდეგ ექვემდებარებიან გონების კონტროლის დახვეწილ ტექნოლოგიებს, მაგალითად ისეთს, როგორიც იყო დოქტორ მენგელის ტექნოლოგია. ზოგიერთი ამორჩეული ბავშვი (რომლებიც"სწავლის" შემდეგ ცოცხლები დარჩნენ) ხდებიან გონების-კონტროლის მონები, და მათ ნებისმიერი ხასიათის ათასობით სხვადასხვა სამუშაოსთვის იყენებენ დაწყებული სექსუალური სამუშაოდან პროფესიონალი მკვლელების სამუშაომდე. ამ ბავშების არსებითი ნაწილი, რომლებიც სულაც არ გეგმავდნენ გონების მონური კონტროლის მიღებას, გულგრილად ნადგურდება, რათა საექსპერიმენტო ნაწილი ტვრავმატიზირებულ იქნას (http://educate-yourself.org/mc/index.shtml)

MPD - პიროვნების გაორების სინდრომი (ანუ ავადმყოფობა).

DID - პიროვნების ათქვეფვის სინდრომი (ანუ არტეფაქტი)

FMS - False Memory Syndrome ყალბი-მოგონების სინდრომი. მონარქ-პროგრამირების შესახებ არსებული ინფორმაციის დისკრედიტაციის მეთოდიკა. იხ. მაგალითად ჰოლივუდის ფილმი "ცნობიერების თამაშები" მათემატიკოს ნეშზე. უფრო ფართო მოვლენაა - დისკურსის დანგრევა, მაგალითად ამო-ს შესახებ, ახალ ენერგეტიკაზე, ფორუმების დანგრევა ინტერნეტში და მსხვერპლთა ორგანიზაციის აქტივიზმი ფსი-პროგრამირებაში.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню