მედიცინა - პროექტი "მონარქი" 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

რონ პატონი

პროექტი "მონარქი"

პროექტი "მონარქი"

შინაარსი


პროექტ MKULTRA-ს ევოლუცია


როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მტკიცედ დაფუძნდნენ, ტვინთა გამორეცხვის საიდუმლო პროგრამათა სერიაში პირველი გახდა CHATTER (ჭიკჭიკი - DARPA-ს ლექსიკონი. ნეირონთა ჭიკჭიკი), რომელიც 1947 წლის მიწურულს NRL-ის (Naval Research Laboratory - აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია - რედ.) მიერ იქნა ინიცირებული. პროექტი Chatter ინიცირებულ იქნა "სიმართლის ტაბლეტების" სფეროში საბჭოთა "წარმატებების" საპასუხოდ. ერთის შეხედვით ეს გონივრული არგუმენტი სინამდვილეში წარმოადგენდა საფარველს, რათა პროგრამის საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში თავის მართლების შესაძლებლობა ჰქონოდათ. კვლევათა ფოკუსში იყო ფარმაკოლოგიური საშუალებების (drug) განსაზღვრა და შემოწმება, რომელთა გამოყენება შესაძლებელია დაკითხვებზე (interrogations, იხ. ასევე screening) და აგენტთა მიღების დროს (Final Report of the Select Committee to Study Governmental Operations, U.S. Senate, April 1976, p. 337). ოფიციალურად პროექტი დაიხურა 1953 წელს.

ცსს-ში მიიღეს გადაწყვეტილება გაეფართოვებინათ საქმიანობა ქცევის მოდიფიკაციის სფეროში, რასაც დასაბამი მისცა პროექტმა BLUEBIRD, რომელიც 1950 წელს ალენ დალესმა მოიწონა. ამ პროექტის მიზანი გახლდათ:

  • ღრმა მომზადების (conditioning) საშუალებათა პოვნა კერძო შემადგენლობისთვის, რომელიც ხელს შეუშლიდა ინფორმაციის არასანქცირებულ ამოღებას ცნობილი, თანამედროვე საშუალებებით.


  • მოკვლევის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ინდივიდზე დაკვირვებისა და მართვა-რეგულირების (control) შესაძლებლობის გამოკვლევა.


  • მეხსიერების გაფართოების გამოკვლევა და საკუთარი აგენტების დასაცავი საშუალებები მოწინააღმდეგის კონტროლისგან.


1951 წლის აგვისტოში პროექტი BlueBird გადააკეთეს პროექტად Artichoke, რომელშიც შეფასებული იყო შეტევის ტექნიკა კვლევის დროს, რომელიც მოიცავდა ჰიპნოზსაც და ნარკოტიკებსაც. პროგრამა შეჩერდა 1956 წელს. მაგრამ პროგრამა Artichoke-ს შეჩერებამდე სამი წლით ადრე, კერძოდ, 1953 წლის 13 აპრილს ცსს-ს (იმდროინდელიDDCI) დირექტორის მოადგილის რიჩარდ ჰელმსის მიერ მონიშნული მიმართულებით დასაბამი მიეცა პროექტს MKULTRA. პროექტის დაწყების საფუძვლად სახელდებოდა ის, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო "განსაკუთრებული სადაზვერვო დანიშნულების ფინანსირების სპეციალური მექანიზმი"( Ibid, p. 390). მისი აბრევიატურა შეიძლება გაიშიფროს როგორც "Mind Kontrolle". როგორც ჩანს ცსს-ჰიტლერულ ართურმაში სპეციალურად ან შემთხვევით ინგლისური სიტყვა "controle" გერმანული "Kontrolle"-თი შეცვალეს John Marks, The Search For The Manchurian Candidate, Times Books, 1979, pp 60-61) (ან კიდევ შესაძლოა MK მიანიშნებდეს Mein Kampf-ს).

გერმანელი დოქტორების მთელი დასი, მესამე რეიხის ტალანტები, რომლებიც ომის შემდეგ აშშ-ში გადაიყვანეს, MKULTRA-ს განვითარების პარადიგმის ფასდაუდებელი აქტივი გახდა. საკონცენტრაციო ბანაკების წინაისტორია ძლიერ გამოსჭვივის MKULTRA-ს მრავალ პროექტში.

MKULTRA-ში გამოიყენებოდა სხვადასხვა გზები ადამიანის ქცევის გასაკონტროლებლად, მათ შორის რადიაცია, ელექტროშოკი, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, გრაფოლოგია, შემაწუხებელი ნივთიერებები (harassment substances), მოწყობილობები და მასალები სამხედრო სფეროდან, სადაც LSD ყველაზე გასავლიანი მასალა გახლდათ.

შემუშავებულ იქნა სპეციალური პროცედურები, რომლებიც აღინიშნა როგორც MKDELTA და განკუთვნილი იყო უცხოეთში საქმიანობისთვის, ოღონდ MKULTRA ჩარჩოებში. MKULTRA/DELTA მასალები გამოიყენებოდა ოპერაციებში, სადაც სუბიექტს აყენებდნენ ისეთი სახის გამაღიზიანებელ მოქმედებას, რომელიც შერწყმული იყო ტანჯვასთან (harassment), დისკრედიტაციასთან ან ნეიტრალიზაციასთან (Final Report of the Select Committee to Study Governmental Operations, U.S. Senate, April 1976, p. 391).

MKULTRA-ს ეგიდით იდენტიფიცირებულია 149 ქვე-პროექტი. პროექტი MONARCH, რომელიც ოფიციალურად აშშ-ს არმიამ 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო (მაგრამ არაოფიციალურად ბევრად უფრო ადრე ამოქმედდა) ყველაზე რადიკალურია და დღემდე, "ეროვნული უსაფრთხოების" ინტერესებიდან გამომდინარე, "უმაღლესი დანიშნულების საიდუმლოდ" რჩება (Mark Phillips and Cathy O’Brien, Project Monarch, 1993).

შესაძლოა პროექტი "მონარქი" იყო ისეთი ქვეპროექტების უმაღლესი მწვერვალი, როგორებიცაა MKSEARCH (MK-ძიება) SPELLBINDER (ინგლ. ორატორი, რომელიც ხიბლავს პუბლიკას), რომელიც გამიზნული იყო "მძინარე" მკვლელების (assassins) (ანუ "Manchurian candidates" - მანქურთი-კანდიდატების) შესაქმნელად. "მანქურთები", ანუ "მძინარე მკვლელები" მოქმედებას იწყებენ პოსტ-ჰიპნოტურ ტრანსში საკვანძო სიტყვის ან ფრაზის გაგონებისას. ოპერაცია OFTEN (ინგლ. ხშირად, ზოგჯერ) მდგომარეობდა გამოკვლევებში, რომელთა მიზანი იყო ოკულტური (მისტიკური) ძალის გამოყენება, რათა დაფარული ყოფილიყო პროექტ "მონარქის" ამაზრზენი რეალურობა.



6. განსაზღვრებანი და აღწერილობანი


პროექტი "მონარქის" სახელწოდება უფრო ამავე სახელის მატარებელ პეპელას უკავშირდება, ვიდრე სამეფო წოდებას. როდესაც ადამიანს ელექტროშოკურ ტრავმას აყენებენ, მას უჩნდება სინათლის ლაქები, რომლებიც მის თვალწინ პეპლებივით დაფარფატებენ. პეპელა, ამავე დროს არის სიცოცხლის ტრანსფორმაციის ან მშვენიერ არსებად მეტამორფოზის სიმბოლო: ჭუპრში გაუნძრევლად მდებარე მუხლუხოდ პეპლად (ახალ არსებად) გარდაიქმნება და კვლავ თავის დასაბამს უბრუნდება. ამგვარი სიცოცხლისეული პერიპეტიები პეპლებს უნიკალურ არსებებად ქმნიან.

ოკულტური ცოდნა პეპლებს კიდევ ერთ მნიშნელობას ანიჭებენ, - ეს არის სულის (ფსიხე) სიმბოლო. ადამიანის სული, როგორც მუხლუხო ახალ გარდასახვებს ეძებს ამ სამყაროში (Barbara G. Walker, The Woman’s Dictionary of Symbols and Sacred Objects, Harper Collins, 1988)

ზოგიერთ ანტიკურ მისტერიებში, მაგალითად, გნოსტიკოსებში, პეპელა - ხრწნადი სხეულის სიმბოლოა. "სიკვდილის ანგელოზი" გნოსტიკურ ხელოვნებაში პეპლის გამხლეჩველად წარმოსდგება (Marshall Cavendish, Man, Myth and Magic, 1995).

არსებობს კიდევ ერთი მარიონეტი - ძაფებზე ჩამოკიდული მოთხუპნული თოჯინა, რომელსაც მეთოჯინე მართავს. შესაბამისად მონარქ-პროგრამირება წარმოსდგება, როგორც "მარიონეტის სინდრომი". ფსიქიატრიაში არის ტერმინი "იმპერიული მდგომარეობა", რომელსაც სულის "მკურნალები" უწოდებენ "რეაქციათა თანმიმდევრობას განპირობებულ სტიმულებზე" (იგივეა, რაც მარიონეტის მიერ შესრულებული პროგრამა).

პროექტი "მონარქი" ყველაზე უკეთ შეიძლება აღვწეროთ, როგორც სტრუქტურული გათქვეფვის ფორმა და შემდგომი ოკულტური ინტეგრაცია, რათა ადამიანი სისტემურად და განმეორებადი სახით გაიხლიჩოს რამოდენიმე (სასურველია აბსოლუტურად) გაუცხოებულ რამოდენიმე პიროვნებად. ამ პროცესის დროს სრულდება სატანური რიტუალები, რომლებიც მოიცავენ კაბალისტურ მისტიციზმს. ამ რიტუალების მიზანი გახლავთ ერთი ან რამოდენიმე დემონის მიმაგრება ახალქმნადი პიროვნებებისადმი. რა თქმა უნდა, სკეპტიკოსების უმეტესობას ეს მსხვერპლის ტრავმის გაძლიერების საშუალებად წარმოუდგენია და უარყოფს ყოველგვარ ირრაციონალურ წარმოდგენას ამ პროცედურების დროს მიმდინარე შეპყრობილობისა.

ცნობები და განმარტებები:

ULTRA - საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო გერმანული დაზვერვის საკვანძო სიტყვა

MAGIC – ULTRA-ს საწინააღმდეგო ამერიკული კონტრდაზვერვის საკვანძო სიტყვა.

Phoenix – სრულყოფილების ნიმუში, მითოლოგიის მწვერვალი. def. პროექტი "ფენიქსი".

MJ-12 (MAJESTIC, მაჯესტიკ-12) – ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებულ ოპერაციათა მეტა-კომიტეტი.

Bluebird 1 - ლურჯი ფრინველი (ბედნიერების ფრინველი). 2. პატარა, ლურჯი მომღერალი ფრინველი. 3. პატარა ასაკის სკაუტი-გოგონა (იხ. პერსონაჟი გოგონები/მსხვერპლი).

Artichoke - მიწის მსხალი, ძველი ან ულამაზო პროსტიტუტკა, ვაგინა (განსაკუთრებით როგორც ორალური სექსის ობიექტი). arti-chock, arti - ხელოვნება, არტეფაქტი; chock - ყელის მოჭერით გამოწვეული ასფიქსია, shock - დარტყმა, გაოგნება, ელექტრონული დარტყმა.

Harassment – ტანჯვა, შეშფოთება, შეწუხება, გაღიზიანება. 2. გამაღიზიანებელი მოქმედება. 3. სამხედ. harassing agent - მომწამლავი, გამაღიზიანებელი ნივთიერება.

Alter – აქ: შეცვლილი, ახალქმნილი (კომუნისტური იდეოლოგიის კონტექსტში); alter (ინგლ.) 1. შეცვლა, გადაკეთება; 2. სახის (ფორმის) შეცვლა; 3. კასტრირებული. die/der Alte(r) (გერმ.) მოხუცი, ბატონი, შეფი. 2. სიძველე.

Trigger – alter-ნატიული პიროვნების გამშვები მექანიზმი.

Host personality - რჩება უცვლელი და ტრიგერის ამოქმედების შემდეგ გადადის უკანა პლანზე.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню