მედიცინა - პროექტი "მონარქი" 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

რონ პატონი

პროექტი "მონარქი"

აპოსტასიური მედიცინა

შინაარსი


1. გონების კონტროლის პროგრამა III რეიხში


გულუბრყვილო მოსახლეობის ცნობიერების ფაქიზ მანიპულაციებს შორის დაფარულია ერთი ყველაზე სატანური უმოწყალობა, რომელსაც კაცთა მოდგმაზე ახორციელებენ: ეს არის გონების სისტემატური კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია რაც გამსჭვალულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარე.

ადამიანის მიერ ბოროტებისა და სიკეთის მემკვიდრეობითად მიღების თეოლოგიური გადაწყვეტა ჩვენს მიერ რეალობის აღქმის ტოლფარდია; განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების ცვლილების განსაზღვრისას. ეს წინასწიტყვაობა მნიშვნელოვანია აშშ-ს მთავრობის საიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობისას, ან იმ პიროვნებათა ცნობების დამუშავებისას, რომლებიც ადრე აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ; ასევე მწერალ-ისტორიკოსთა, გონების კონტროლის საკითხში მომუშავე მკვლევართა, ფსიქიატრთა პუბლიკაციებისა და თვით იმ ადამიანთა მონათხრობის დამუშავებისას, რომლებიც ცოცხლები დარჩნენ მათ გონებაზე მათდა დაუკითხავად განხორციელებული რთული მანიპულაციების შემდეგ, რაც შეურაცხყოფს (abuse) პიროვნებას და ცნობილია "მონარქ-პროგრამირების" სახელით.


2. კონტროლის მოკლე ისტორია


ძველი ეგვიპტის, საბერძნეთის, ინდოეთისა და ბაბილონის მისტიკური რელიგიები ხელს უწყობდნენ ოკულტიზმის, ანუ "დაფარული სიბრძნის" ფუნდამენტის ჩაყრას. ერთ-ერთი ძველი ტექსტი, რომელიც ოკულტიზმზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, გახლავთ ეგვიპტური "მკვდართა წიგნი", სადაც აღწერილია ის წამებები და საშინელი მეთოდები (ტრავმირებისთვის), რომლებიც უშუალოდ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა-გადასვლასთან არის დაკავშირებული. იქვეა აღწერილი იმ ნაყენებისა (ნარკოტიკების) და მონუსხვის (ჰიპნოზი) გამოყენების მეთოდებიც, რომლებსაც საბოლოო ჯამში ინიცირებადი (1) პიროვნება სრულ დამონებამდე მიჰყავს. ეს მიდგომა ასევე მთავარი შემადგენელია ოკულტიზმისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცნობილია სატანიზმის სახელწოდებით. მთელი XII საუკუნის განმავლობაში რომის კათოლიკური ეკლესია სატანისტების მიერ საძულველი ინკვიზიციის წყალობით ავითარებდა, აფართოებდა და ამკაცრებდა თავის ძალაუფლებას ევროპაში. ამ დროს სატანიზმი ღებულობდა სხვადასხვა ეზოთერული დაჯგუფებების სახეს.

___________________

1. ოკულტიზმი - (ლათ.occultus - საიდუმლო, დაფარული) სწავლებათა საზოგადო სახელწოდება, რომლებიც აღიარებენ დაფარულ ძალებს ადამიანსა და კოსმოსში, რომელიც საზოგადო-ადამიანური გამოცდილებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ მისაწვდომია განსაკუთრებული განდობისა და სპეციალური ფსიქიკური ვარჯიშების შემდეგ.

__________________

1776 წელს როტშილდების სახლმა ბავარიელ იეზუიტ ადამ ვეისჰაუპტს დაავალა შეეკრიბა საიდუმლო საზოგადოებები, რაც შემდგომში ცნობილი გახდა "ილუმინატების" (ანუ "განათლებულთა") სახელწოდებით. ეს საზოგადოება წარმოადგენს ოკულტური ტიპის კორპორაციას, საიდუმლო საზოგადოებათა და გავლენიან მასონურ ძმობათა ელიტას, რომელთაც "ახალი მსოფლიო წესრიგის" კარკასის შექმნა სურთ. პროფანებს ეს უტოპია მთელი კაცობრიობისთვის საყოველთაო ბედნიერების მოტანის იდეად შესთავაზეს. თუმცა, სინამდვილეში სულ სხვა რამეს იზრახავდნენ; კერძოდ, მასებზე კონტროლის გაზრდას და საბოლოო ჯამში კაცთა მოდგმაზე ბატონობას, მისი შემდგომი გენოციდითა და სატანის ბოროტების სრული რეალიზაციით.


3. ვეისჰაუპტი


რას წარმოადგენს რენესანსის ეპოქა? ფრანგი ენციკლოპედისტების იდეის გერმანულ პრიზმაში გარდატეხა. მაგრამ როგორი გარდატეხა! რეინის ერთ მხარეს - ვოლტერის უხვი ირონია, დიდროსა და ბარონ გოლბახის ქედმაღლური სკეპტიციზმი შეფერილი სტილის ელეგანტურობით; და რეინის მეორე მხარეს - მედიდური პედანტიზმი, მძიმე სტილი, რაფინირებული ფარისევლებისა და მაბეზარების მიერ, რომელთა სათავეში გოტჰოლდ ლესინგი იდგა. მისი მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ის ტყვიის ფურცლებზე ოპიუმით წერდა.

მცოდნე და წიგნიერი ადამიანები დაკმაყოფილებულნი არ არიან. მათი კარიერა მეტად საშუალოა, ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე მათ მლიქვნელობას მცირე მოგებაღა მოაქვს, ამიტომაც, ისინი ოცნებობენ რევანში აიღონ უხეშ აზნაურებზე, კადნიერ მდიდრებზე, რომელთაც ისინი სძულთ.

ამ ბუნდოვან ოცნებას ჩამოაყალიბებს ერთ-ერთი მათგანი, თუმცა ძალზედ ფრთხილად და თხუნელას მონდომებით, და უნდა ვაღიაროთ - ეს პიროვნება უდავოდ პოლიტკური გენიოსია.

მიზნის მისაღწევად ის ირჩევს სტრატეგიათაგან უკეთესს, რომელიც კი გერმანიის მიწაზე გაჩენილა, - საიდუმლო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ვეისჰაუპტს გრანდიოზული ამბიციები ამოძრავებდა. როგორც პარანოიკთა უმეტესობა, ის მიიჩნევვდა, რომ მოწოდებულია სამყაროს ასაღორძინებლად, უკიდურეს შემთხვევაში - გერმანული საზოგადოებისა მაინც, რომელიც შინაგანად გამოფიტულია და ნაკერებზე იხევა. ადამ ვეისჰაუპტი საკუთარ თავს სპარტაკს უწოდებდა. ეს სახელი ისევ ამოტივტივება 1918 წელს გერმანიის დამარცხების შემდეგ...და არცთუ შემთხვევით!

გრადუირებული და რეალურ პედაგოგიკაზე დაფუძნებული პროგრამის შესატყვისად, ილუმინატი, ორდენში ამაღლებისდა კვალად, თავის ცოდნას იღრმავებს ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განსაკუთრებით გამოყენებით ფსიქოლოგიაში.

ილუმინატებთან ერთად გერმანიაში სოკოებივით მრავლდება მისტიკური ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიოდნენ ტამპლიერთა ან როზენკრეიცერთა სახელწოდებით. ძალიან მალე ეს იატაკქვეშა მოძრაობები ერთმანეთს დაეჯახებიან. იწყება სასოწარკვეთილი საიდუმლო ბრძოლა. არცერთი ბანაკი არ ერიდება არანაირ იარაღს: ცილისწამება და შანტაჟი, ხმალი და საწამლავი - ყველაფერი გამოიყენება. ბრძოლიდან რამოდენიმე წლის შემდედ ვეისჰაუპტი იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი დამარცხება, ის დაამარცხა შიშმა, რადგან სულის სიღრმეში იგივე მონად და მშიშარა უდღეურად დარჩა რაც ადრე იყო.

შიშისგან დასნეულებული, მუდმივად მოკანკალე და სხვისი სახელით მცხოვრები დიდი მაგისტრი, რომლითაც, სხვათა შორის, ვერავის მოატყუებდა, - ჯერ რეგენსბურგში დაიმალა, შემდეგ კი საქს-ჰუთების პრინცის მინიატურულ სახელმწიფოში. ვეისჰაუპტი ოთხმოცდასამი წლისა 1830 წელს გოთეში გარდაიცვალა. იმ დროისთვის უკვე არც ერთ ადამიანს მისი გარემოცვიდან მისი საოცარი წარსული აღარ ახსოვდა.

ვერნერ ჟერსონი. "ნაციზმი - საიდუმლო საზოგადოება"



4. ანგლო-ალიანსი

XIX საუკუნეში დიდი ბრიტანეთი და გერმანია ილუმინატების კონტროლის ძირითადი ადგილები გახდა. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქცევითი ფსიქიატრიის (Behavioral Science) პირველი ნამუშევრები 1882 წელს სწორედ ინგლისში იქნა ორგანიზებული, ხოლო უპირველესი ნამუშევრები მედიცინისა და ფსიქიატრიის ტექნიკის დარგში ცნობიერების კონტროლის სფეროდან კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტში ინერგებოდა. ადამიანურ ურთიერთობათა ტავისტოკის ინსტიტუტი ლონდონში 1921 წელს დაარსდა, რათა შეესწავლათ ადამიანის "გარდატეხის წერტილები". 1932 წელს, ნეიროფსიქოლოგიის, პარაფსიქოლოგიისა და შთამომავლობითი ოკულტიზმისადმი ნაცისტური გერმანიის ინტერესის თითქმის პარალელურად, ამ ინსტიტუტის დირექტორი გახდა გერმანელი ფსიქოლოგი კურტ ლევინი.

ნიშანდობლივია, რომ ინგლისსა და გერმანიას შორის განვითარდა მეცნიერული იდეების გაცვლითი პრაქტიკა, განსაკუთრებით ევგენიკის დარგში, რომელიც ადამიანთა სელექციას და სქესობრივი კავშირების გზით მათი მემკვიდრეობითი თვისებების გაძლიერებას გულისხმობდა. ორი ქვეყნის ამ საიდუმლო კავშირს მხარს უჭერდა ორდენი "ოქროს განთიადი", საიდუმლო საზოგადოება, რომელშიც გაწევრიანებულნი იყვნენ ნაცისტური პარტიის მაღალჩინოსნები და ბრიტანეთის არისტოკრატია. SS-ის მეთაურმა ჰენრიხ ჰიმლერმა წამოიწყო სამეცნიერო პროექტი Lebensborn (გერმ. სიცოცხლის წყარო), რომელშიც ზრდიდნენ და ღებულობდნენ რასულად "წმიდა" ბავშვებს, მათ შორის დიდი რაოდენობით ტყუპებს (Walter H. Bowart, Operation Mind Control, Flatland Editions, 1994, p. 216). ამ პროგრამის მიზანი გახლდათ ზე-რასის (არიელთა) ჩამოყალიებება, რომლებიც მესამე რეიხის ერთგულნი იქნებოდნენ (მოგვიანებით ეს ბავშვები ან ისრაელში გადაიყვანეს ან დახოცეს).

გენური ინჟინერიისა და ქცევის მოდიფიკაციის მრავალი წინასწარი ექსპერიმენტი ჩაატარა დ-რმა იოზეფ მენგელემ აუშვიცში, სადაც ის ტრავმატული ზემოქმედების ექსპერიმენტთა შედეგებს გულგრილად აანალიზებდა. საკონცენტრაციო ბანაკში ტარდებოდა როგორც ქირურგიული, ასევე ელექტროშოკით ინტენსური ზემოქმედების ექსპერიმენტები. სამწუხაროდ, ამგვარ წამებას უამრავი ადამიანი შეეწირა.

ამავე დროს დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის ბინადრებს ჰიპნოზისა და მესკალინის ჰალუცინოგენით "ტვინებს ურეცხავდნენ". ომის დროს, პარალელურად, ბიჰეივიორულ კვლევებს ატარებდა დ-რ ჯორჯ ისტენბრუკი კოლჰეიტის უნივერსიტეტიდან ("ბიჰეივიორული კვლევა" (ინგლ. behavior - ქცევა) ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც სწავლობს ქცევებს ადამიანებსა და ცხოველებში. ბუკვალურად - მეცნიერება ქცევის შესახებ - რედ.). მისი კავშირი არმიასთან, CID-თან (დიდი ბრიტანეთის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილება) და გამოძიებათა ფედერალურ ბიუროსთან, ასევე სხვა სპეცსამსახურებთან იდუმალებითაა მოცული. მაგრამ ისტებრუკი ზოგჯერ "აპარებდა" ინფორმაციას, რადგან საჯაროდაც მსჯელობდა თავის ესქპერიმენტებზე ჰიპნო-პროგრამირებისა და პიროვნების გაორების ჰიპნო-ინიცირების სფეროში (Martin Cannon, Mind Control and the American Government, Prevailing Winds Research, 1994, p. 19).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ჰიტლერული გერმანიისა და ფაშისტური იტალიის სამეცნიერო და სადაზვერვო ელიტა სამხრეთ ამერიკისა და ვატიკანის გავლით ქვეყანაში საიდუმლოდ შემოიყვანა. ამ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო PAPERCLIP (ქაღალდის შესაკრავი სამაგრი, "სკრეპი" - რედ.) (Linda Hunt, Secret Agenda, St. Martin’s Press, 1991).

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაძენი გახლდათ გერმანელი გენერალი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჰიტლერული დაზვერვის შეფი რეინჰარდ გელენი. 1945 წელს ვაშინგტონში ჩამოსვლის შემდეგ, გელენი ინტენსიურ შეხვედრებს აწარმოებდა პრეზიდენტ ტრუმენთან, გენერალ ვილიამ დონოვანთან (დიკ ბილთან) (William J. Donovan (1883-1959) - სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელთან (OSS) და ალენ დალესთან - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მომავალ ქედმოუდრეკელ მეთაურთან.

ამ გონებრივი შტურმის მიზანი გახლდათ აშშ-ს ნომინალური სადაზვერვო სამუშაოების რეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა მაღალეფექტურ, საიდუმლო და ძირგამომთხრელ (covert) ორგანიზაციად. ამ ძალისხმევათა კულმინაცია გახდა ცენტრალური სადაზვერვო ჯგუფის შექმნა 1946 ელს, რომელიც 1947 წელს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოდ გადაკეთდა.

რეინჰარდ გელენი არსებითად უწყობდა ხელს უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელსაც დასაბამი მისცა 1947 წლის დადგენილებამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ეს იყო აისბერგის იურიდიული კენწერო, რომელიც ფარავდა მთავრობის უკანონო ქმედებათა მთელ წყეაბს, მათ შორის ცნობიერების კონტროლის ფარულ, იატაკქვეშა პროგრამებსაც.

ცნობები და განმარტებები:

ვილიამ დონოვანი. რესპუბლიკური პარტიის აქტიური წევრი. გუვერის პოლიტიკური მრჩეველი. პირველი მსოფლიო ომის დროს პოლკოვნიკი გახლდათ. ნამყოფია რუსეთში, გარკვეული დრო დაჰყო კოლჩაკთან ერთად თეთრ არმიაში. რუზველტის "ახალი წრის" მძაფრი კრიტიკოსი. ომის პერიოდში აშშ-ს სამხედრო დაზვერვის მეთაური. ჩამოაყალიბა აგენტურის ფართო ქსელი. ხელმძღვანელობდა OSS-ს (არალეგალური დაზვერვა და სპეცოპერაციები), რომელიც შემდეგ მომენტალურად გარდაქმნა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოდ. იყო ჰიტლერის უპირობო კაპიტულაციის მოწინააღმდეგე.

X-2 OSS-ის ელიტური ქვედანაყოფი, განდობის უმაღლესი დონე ("საიდუმლო ანტარქტიდა").

განახორციელა გენერალ პატონის ლიკვიდაცია (რალფ. ემერსონი. "უხილავი ხელი").

იყო ბილდერბერგის კლუბის ერთ-ერთი ორგანიზატორი (პლატონოვი. "სიონელ ბრძენთა ოქმები").

დაიბადა საერთაშორისო საქმეთა უმაღლეს ჩინოვნიკთა წრეში. სადაზვერვო პრაქტიკა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს. ტენისის პარტიის გამო უგულებელყო შეხვედრა ვ. ი. ულიანოვთან (ლენინთან), რის შემდეგაც ამბობდა, რომ დაზვერვის ოფიცერი, მინიმუმ ნებისმიერ ადამიანს უნდა უსმენდეს, ვინც კი დააკაკუნებსო მის კარებთან.





რეინჰარდ ჰელენი
(1902-1979)

BNA-ს დაზვერვის ხელმძღვანელი




მარკუს ვოლფი

სადაზვერვო განყოფილება "შტაზის" ხელმძღვანელი

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню