მედიცინა - mk ultra monarch - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

MK-Ultra Monarch

ანუ

რა არის საერთო პეპელა მონარქსა და ცნობიერების ტოტალურ კონტროლს შორის?

აპოსტასიური მედიცინა

დიდი ხანია უკვე არავისთვის არის საიდუმლო, რომ ადამიანურ ქცევას გააჩნია გენეტიკური სარჩული, ანუ ზოგიერთი მიდრეკილება, ხასიათის თვისებები, უპირატესობის მინიჭება და შიშები გადმოიცემა მემკვიდრეობით. მაგალითად, პეპელა მონარქის შესწავლისას მეცნიერები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ეს სახეობა ინახავს გენეტიკურ ინფორმაციას დაბადების ადგილის შესახებ და გადასცემს მას თავის შთამომავლებს ორიენტაციის ჩანერგილი მექანიზმებითურთ, რათა მათ უშეცდომოდ ჰპოვონ მიგრაციის მარშრუტები.

მეცნიერები დაინტერესდნენ ადამიანის ფსიქიკის ერთ ერთი განსაკუთრებული თავისებურებით, კერძოდ, დისოციაციის, ანუ მრავლობითი პიროვნების შექმნის უნარით. ასე, მაგალითად, მათ აღმოაჩინეს, რომ დისოციაციის უნარიც მემკვიდრეობითად გადადის. მაგალითად, ინდიელთა უნარი გაუნძრევლად ისხდნენ მრავალი საათის განმავლობაში, რათა მოინადირონ ფრინველი ან ინდოელი ფაკირების გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე სიარულისა და ნემსებზე (ან ლურსმნებზე) წოლის უნარი; იოგების უნარი შევიდნენ სამადჰის (ტრანსი) მდგომარეობაში, პიროვნების გახლეჩვის უნარი, რომელსაც ფლობენ ტიბეტელი ბერები - მოკლედ, შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შესვლის ნებისმიერი უნარი გადადის მემკვიდრეობით.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანთა ცალკეულ ჯგუფს მოუნდომებია შეექმნა უმაღლესი რასა, რათა შემდეგ ემართა დანარჩენი ადამიანები და თვით დედამიწაც კი. ეს ცხადია, ეხება ნაცისტების, კერძოდ დოქტორ იოზეფ მენგელეს ექსპერიმენტებსაც, რომელიც სადისტური ცდების მეშვეობით ცდილობდა შეეცვალა ადამიანის თვალის ბადურის ფერი, ერთმანეთისთვის მიეკერებინა ტყუები, დაუფლებოდა ბავშვების ცნობიერებაზე სრული კონტროლის ტექნოლოგიას და სხვა. ამერიკელები, უფრო სწორედ რამოდენიმე ამერიკული ოჯახი, რომელთაც ახალგაზრდა თაობისთვის გენეტიკური თვისებების გადაცემა აინტერესებდათ, ისე დაინტერესდნენ მისი ექსპერიმენტებით, რომ Paperclip-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ახლო აღმოსავლეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადმოიყვანა გერმანელ მეცნიერთა დიდი ჯგუფი, რათა მათ ამ მიმართულებით გაეგრძელებინათ თავიანთი ექსპერიმენტები. "ხელის გასავარჯიშებლად" აირჩიეს ფსიქიატრიული სტაციონარები, უნივერსიტეტის სტუდენტები, მიუსაფარი ბავშვები და სხვა კატეგორიის ადამიანები, რომელთაც ფიქრადაც კი არ მოსდიოდათ რა ექსპერიმენტები ტარდებოდა მათზე.

მრავალი ოჯახური დინასტიები, ანუ ილუმინატები, Х ადამიანები (ანუ ისინი, ვინც ახალი მსოფლიო წესრიგის საფუძველს შეადგენენ), დაინტერესდნენ ამ და სხვა აღმოსავლური პრაქტიკებით, მოგზაურობდნენ ინდოეთში, ტიბეტში, სწავლობდნენ მედიტაციებს, ეუფლებოდნენ ტანტრისტულ ტექნიკას და სხვა მეთოდებს, რომლებიც იწვევენ დისოციაციებს. შემდეგ, მათ სურდათ ამ ინფორმაციის შენახვა და მისი გადაცემა შთამომავლობისთვის. მაგრამ შავი მაგიის, ვუდუს, ტანტრისტული იოგას პრაქტიკა, მესკალინისა (ფიქოდელიკი, ალკალოიდი, ენტეოგენი ფენილეტილამინების ჯგუფიდან - რედ.) და სხვა ფსიქოტრონული ნივთიერებების გამოყენების სფერო შეზღდული იყო. Х-ადამიანებისთვის საჭირო იყო უფრო მეტი, რაღაც მატერიალურ-შეგრძნებითი რამ. და აი, სწორედ აქ გაახსენდათ მენგელე და ნაცისტური გერმანიის სხვა მეცნიერები, რომლებიც ფრთხილად და მოწიწებით გადმოიყვანეს ნეიროფიზიოლოგიის, ნეირობიოლოგიის, ნეიროანატომიისა და სხვა შერეული დისციპლინების სფეროში გასაგრძელებელი ექსპერიმენტებისთვის.




ორიოდ სიტყვით მენგელეს შესახებ


მენგელე ბავარიული ოჯახიდან იყო. ეს არაჩვეულებრივად ნიჭიერი ექიმი (დედამისს გააჩნდა აშკარად და ძლიერად გამოხატული სადისტური მიდრეკილებები) ცნობილი იყო მოცეკვავის, კაბალისტის, აბორტების სპეციალისტისა და ფსიქიკის "პროგრამისტის" სახელწოდებით. ილუმინატების წრეში მან დაიმსახურა დიდი ოსტატის წოდება (Ipssimus ანუ Keter მათთვის, ვინც დაინტერესებულია კაბალისტური მაგიით). ნაცისტური გერმანიის განადგურებამდე რამოდენიმე თვით ადრე, მენგელე აუშვიციდან ბრაზილიაში გადაიყვანეს, სადაც კარგად მოეწყო და ტყუპების თავისი ცნობილი სოფელიც კი შექმნა. მრავალი თვითმხილველი, რომელიც მის ექსპერიმენტებს ცოცხალი გადაურჩა, უდიდესი სიფაქიზით ეპყრობოდა მენგელეს და მას Väterchen-ს (მამიკო) ან schöner Josef-ს (კოხტა იოზეფი) უწოდებდნენ, რაც მეტად აღსანიშნავია. სწორედ ის გახდა ცსს-პროგრამა MK-Ultra Monarch-ის ფუძემდებელი, რომელიც დღემდე სრულ, გარეგან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანთა შექმნაზეა კონცენტრირებული.

ცნობიერების კონტროლისა და მართვადი ადამიანების შექმნის პროგრამა წარმოებდა და წარმოებს არა მარტო აშშ-ში, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში. ერთადერთი, რაც მათ ასხვავებთ, არის სიმბოლოები, რომელსაც პროგრამირებისთვის იყენებენ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ამერიკულ მოდელს მისი მეტი თვალსაჩინოებისა და მასობრივ კულტურაში მისი მანიპულატორული კოდების მასობრივი გავრცელების გამო.

ამგვარად, X ადამიანებმა თვითონაც ისწავლეს და საკუთარ შვილებსაც ასწავლეს დისოციაციური პიროვნების შექმნის საიდუმლო, რითაც რამოდენიმე მიზანს მიაღწიეს, კერძოდ: შთამომავლობაზე კონტროლს, საკუთარი გენეალოგიის დაფარვას (მათი შვილები განსაზღვრულ პერიოდამდე ვერც კი ხვდებიან მათში დაფარულ ინფორმაციას) და უკვე ჩანერგილ უნარს დააპროგრამონ სხვა ადამიანები და გადააქციონ ისინი მონებად. მონებისა და X ბავშვების პროგრამირება, ძლიერად განსხვავდება მეთოდებით, სიმბოლიკით, სისასტიკითა და ალტერ-ეგოს რაოდენობით, რომელიც წარმოიქმნება დისოციაციის პერიოდში. X ადამიანთა ყველა ბავშვს როდი აპროგრამებენ დისოციაციაზე, თუმცა ცნობიერების მატრიცის შექმნა, რომელიც საერთო იერარქიას არის დაქვემდებარებული, აუცილებელია.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ MK-Ultra დასაბამს იღებს მიკროტალღური დასხივების ექსპერიმენტებიდან. სად იღებდნენ ადამიანურ მასალას MK-Ultra Monarch-ის ექსპერიმენტების ჩასატარებლად? მაგალითად, ყველაზე ბინძური სამუშაოსთვის განკუთვნილ ბავშვებს (მონები, რომლებიც ხდებოდნენ სექსუალური მოსამსახურეები, ჯარისკაცბი, ნარკოტიკების გადამზიდავები, სტატისტები პორნო ინდუსტრიაში) უბრალოდ ძალდატანებით ართმევდნენ მშობლებს (აი, სად მარხია იუვენალური იუსტიციის "ძაღლის თავი"!) ან კიდევ შეისყიდიდდნენ პედოფილებთან, ალკოჰოლიკებთან და ნარკომანებთან, ან კიდევ ბავშვთა სახლებში. ამ მონებს აპროგრამებდნენ იმ ანგარიშით, რომ შემდეგ, 30 წლის ასაკისთვის "გადააგდებდნენ თავისუფლების მატარებლიდან" (ჟარგონული გამოთქმა "პროგრამისტებში". ნიშნავს სიკვდილს). მაგრამ ყველა ბიორობოტს როდი ამზადებდნენ ასეთი არასასურველი პროფესიებისთვის, ადამიანთა უმეტესობა ღებულობდა ექიმთა, იურისტთა, მქადაგებელთა, სამხედროთა, სახელმწიფო მსახურთა, მენეჯერთა და პოლიტიკოსთა პრესტიჟულ უნარებს, რომლებსაც შემდეგ საკვანძო ადგილები უნდა დაეკავებინათ საზოგადოებაში.


ალტერ-ეგო ავატარები


ალფა - ეს არის სტანდარტული პროგრამა, რომელსაც ახასიათებს არაჩვეულებრივი ფოტოგრაფიული მეხსიერება, ფიზიკური ძალა და კარგი მხედველობა. ალფა-ავატარი იქმნება ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ხელოვნური გაყოფით. ჩვენი ტვინი არის ბიკამერული ორგანო, ანუ შედგება ორი ნაწილისგან, რომელთაც ნახევარსფეროებს უწოდებენ და რომლებიც ერთმანეთს კორძოვანი სხეულით უკავშირდებიან. მარცხენა ნახევარსფერო სპეციალიზირებულია მეტყველების, ვერბალურ-ლინგვისტური კოდებისა და ანალიტიკური აზროვნების გაშიფრვაზე (ლოგიკა, მათემატიკა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ენა). მარჯვენა ნახევარსფერო კი პასუხს აგებს ჰოლისტიკურ-მეტაფორულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ხედვითი, ტაქტილური შეგრძნებები, აუდიალური ანაბეჭდები (ხელოვნება, ცეკვა, ინტუიცია, სიმბოლოები, სუბიექტივიზმი, იმპროვიზაცია, სიზმრები).



როჯერ სპერი, ნეირობიოლოგი, რომელმაც ნობელის პრემია ტვინის გამოკვლევების სფეროში იმისთვის მიიღო, რომ დაამტკიცა და აჩვენა როგორ შეუძლია ადამიანს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთდროულადაც აღიქვას ინფორმაცია. ანუ, სპერიმ აჩვენა, რომ ტვინის ორივე ნაწილი დამოუკიდებელი არხია, რომელთაც ძალუძთ პარალელურად აღიქვან, დაამუშაონ, შეინახონ და ასახონ ინფორმაცია. ერთ ადამიანში ორი ცალკეული "პიროვნების" არსებობის თეორიამ მრავალი დააინტერესა. ბევრმა არ იცოდა, რომ ნობელის პრემია ერგო სწორედ ამ საკითხის სპეციალისტს, რომელიც ცდილობდა სრულიად გაეხლიჩა ადამიანის პიროვნება და თავის ექსპერიმენტებს ატარებდა გულუბრყვილო ადამიანებზე, რომლებსაც ეჭვიც კი არ ჰქონდათ იმაზე თუ რა სახის ექსპერიმენტებს უტარებდნენ. როჯერ სპერი მუშაობდა პროექტზე MK-Ultra Monarch, ის აპროგრამებდა მსხვერპლს და მათში ცალ ცალკე ააქტიურებდა თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს.

ამისთვის სკამზე მიმაგრებულ ბავშვს მარტო ტოვებდნენ ბნელ ოთახში, პირისახეზე აფარებდნენ მოწყობილობას, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევდა დაეხუჭა თვალები და ყოველ თვალს ანახებდნენ ცალკეულ ფილმს. ამასთან ერთი ფილმი შეიცავდა ძალადობის, პორნოგრაფიის, რიტუალური მკვლელობების კადრებს, ხოლო მეორე - საბავშვო მულტფილმებს. ამგვარად, ტვინის ორივე სფერო მოზარდში აყალიბებდა ორ განცალკევებულ ადამიანს, რომელთაგან ერთი საკუთარ თავს მიიჩნევდა ნორმალურ და კეთილშობილურ ოჯახში გაზრდილად, ხოლო მეორე გადატანილი ძალადობისგან და სასოწარკვეთისგან იტანჯებოდა.

ყველაზე ხშირად ძირითადი ან პირადი ალტერ-ეგო ეფუძნება მარცხენა ნახევარსფეროს მეხსიერებას, ხოლო კონტროლირებადი ალტერ-ეგო მოიცავს მარჯვენა ნახევარსფეროს მეხსიერებას, რომელიც ჩვეულებრივ უფრო სრულია, მაგრამ ამ ავატარს ჩვეულებისამებრ არ შეუძლია საკუთარი თავი გამოხატოს სიტყვებით, არამედ მხოლდო სიმბოლოებით და ამიტომაც, უფრო დაუცველი და ადვილად შთაგონებადია. ამა თუ იმ ნახევარსფეროს აქტივაცია ზრდასრულ ასაკში ხდება ცალკეული ფრაზების წარმოთქმით, რაიმე სახეების ჭვრეტის დროს (მაგ.: პეპელა, ელის წითელი ქოშები, პატარა ძაღლი, თეთრი კურდღელი) ან კიდევ ფერების შეხამებით - ყველაფერ ამას "გასაღებს" უწოდებენ.

"პროგრამისტები" ფლობენ თავიანთ მსხვერპლთა სხვადასხვა ალტერ-ეგოების "გასაღებებს" და ჩვეულებისამებრ იმყოფებიან თავიანთი სამეურვეოების გვერდით, რათა საჭირო მომენტში გაუშვან ესა თუ ის პროგრამა. ის, ვინც ფლობს ადამიან-რობოტის ქვეცნობიერის "გასაღებს", მის სხეულსა და გონებას სრულად აკონტროლებს.

ბეტა - არის ალტერ-ეგოს შემქმნელი პროგრამა, რომელიც გამოირჩევა სექსუალურობით და სცილდება იმის ჩარჩოებს, რასაც ჩვენ "ნორმალურს" ვუწოდებთ. ბეტას პროგრამირების დროს უქმდება სექსთან დაკავშირებული ყველა "კომპლექსი" და ხდება ტვინის ცხოველური ნაწილის სტიმულაცია, რომლისთვისაც უცნობია ნებადართულის საზღვრები. ეს ალტერ-ეგო "კატადაც" იწოდება (ყურადღება მიაქციეტ ამერიკული შოუ ბიზნესის ვარსკვლავებს, რომლებშიც ძალზედ ხშირად ფიგურირებს ვეფხვისა და ლეოპარდის შეფერილობები).

დელტა - მკვლელის ავატარია, რომელსაც თავდაპირველად დაზვერვის სპეცსამსახურები ან ელიტური სამხედრო შენაერთები იყენებნდნენ (ცსს, მოსადი, სუკ-ი, მ-16 და სხვა). ამ ალტერ-ეგოს შუძლია ოპტიმალურად გამოიყენოს ადრენალინი და გააკონტროლოს აგრესია. ამ ავატარებში დაბლოკილია ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს შიშის ემოციაზე. პროგრამირების ჩარჩოებში დელტა ასევე ინერგება, თვითგანადგურების პროგრამადაც ინერგება.

თეტა
- პროგრამირება, რომელიც მიმართულია ზებუნებრივი უნარების შექმნისკენ, როგორიცაა მაგალითად, ტელეპათია. ეს ავატარი ჩვეულებრივ გამოიყენება X ადამიანების მიერ, რათა უპირატესობა ჰქონდეთ მათზე, ვინც მათ დინასტიურ ხაზს არ მიეკუთვნება. მაგრამ, რადგან ადამიანები შეზღუდულნი არიან უნარებში, განსაკუთრებით კი ზებუნებრივში, MK-Ultra-ს ადეპტებმა დასაპროგრამებელ პაციენტებს უნერგავდნენ ბიო-სამედიცინო ტელემეტრიულ მოწყობილობებს (ტვინის იმპლანტები, მიკროტალღური გამოსხივების დასამიზნებელი ლაზერები და სხვა).


ომეგა - ალტერ-ეგო, რომელიც მიმართულია თვითგანადგურებისკენ, სუიციდისკენ, სუიციდალური ქმედებისკენ. ეს პროგრამა მაშინ ირთვება, როდესაც მსხვერპლი მიჰყავთ დაკითხვაზე ან თერაპიაზე და როდესაც საკმაოდ დიდი ინფორმაციის ამოღება შეიძლება მისი ალტერ-ეგოდან.

არსებობს მხატვარი ქალი კიმ ნობლი, რომელიც პიროვნების მრავალგვარი გაორებით იტანჯება, მაგრამ არ ახსოვ არანაირი ძალადოება, რომელიც შესაძლოა მასზე ბავშვობაში მომხდარიყო. უფრო სწორად, მის პირად ალტერ-ეგოს ეს არაფერი არ ახსოვს, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოსდის უცნაური სიმბოლოები და სახეები.


როგორც ხდება დისოციაცია ტრავმატული მოვლენის დროს?


ეს შეიძლება ავხსნათ უბრალო ენით. თუ ბავშვს აწამებენ ან სქესობრივ ძალადობას იყენებენ მის მიმართ, ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ დროს ცნობიერებას ძალუძს არის გაორება და საკუთარ თვში განცალკევებული სივრცის შექმნა, ანუ ალტერ-ეგო, სადაც ინახება მეხსიერება ამ საშინელი მოვლენების შესახებ. იმისთვის, რათა მივიღოთ "გასაღები" ამ ალტერ-ეგოს გასახსნელად, ჯალათი თავის მსხვერპლს უქმნის "ღუზას", მაგალითად, ამგვარი ფრაზით: "მე მინდა თეთრი ფუმფულა კატა". იმის შემდეგ, რაც წამება დამთავრებულია და მტკივნეული მოგონებები გამოდევნილია, მხოლოდ მან, ვინც ბავშვი დააპროგრამა იცის დაფარული ალტერ-ეგოს ან ავატარის კოდი და შეუძლია გახსნას მისთვის საჭირო ალტერ-ეგო, საკვანძო ფრაზებისა და სიტყვების წარმოთქმით.



ეს არის სრულიად კონტროლირებადი ავატარი, ის არ იძლევა კითხვებს, ემორჩილება ოსტატს და აკეთებს ყველაფერს, რაც მას სურს. დავალების შესრულების შემდეგ, "პროგრამისტი" ახდენს ამ ავატარის დეაქტივაციას მსხვერპლის პიროვნული ალტერ-ეგოს აქტივაციით. ამ დროს პიროვნულ ალტერ-ეგოს არ ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც მის სხეულს ფლობდა კონტროლირებადი ავატარი (რაც მეტად მოსახერხებელია ელიტური ჯარისკაცებისა და მზვერავების მოსამზადებლად, რადგან ამგვარი ადამიანებისთვის დახშულია მათ ტვინში შენახული საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო თუ გამომძიებელი მაინც მოახერხებს და იპოვის საშუალებას "გააროს" საჭირო ავატარი, მაშინ ჯარისკაცში ჩაირთვება თვითგანადგურების პროგრამა).


ავატარების შექმნის მეთოდები


პიროვნების გახლეჩვის საწყისი ფაზა იწყება დაბადებიდან 6 წლის ასაკამდე. ის მდგომარეობს იმაში, რომ მსხვერპლს აწამებენ ელექტროშოკით (ასეთ ექსპერიმენტებს უტარებდნენ ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფ ჩვილებს), სხვა მეთოდები მოიცავენ სექსუალურ ძალადობას (ბავშვი უნდა იყოს 6 წელზე ნაკლების!), ჰიპნოზი, სენსორული და მოტორული დეპრივაცია, შიმშილი და წყურვილი, ღამის გათენება გალიაში ობობებთან ან ვირთხებთან ერთად, ასევე სხვადასხვა ფსიქოტრონული საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ განსაზღვრული ცერებრალური ფუნქციები.

შემდგომი ფრაზა მოიცავს გარკვეული ინფორმაციის "ჩაწერას" და სხვადასხვა ალტერ-ეგოს ან ავატარების ბრძანებათა კრებაულს და გრძელდება 6 წლიდან მოწიფულობის ასაკამდე. ეს მიიღწევა ჩანაწერების მოსმენით იმ სიხშირეზე, რომელიც ყურისთვის მიუწვდომელია ან კიდევ ვიდეოს ნახვით, რომელზეც გამოსახულია პულსირებადი ნათელი, ქვეცნობიერი შეტყობინებებით, რომელიც ეკრანზე წამის რაღაც ნაწილებში ჩნდება (25-ე კადრის მსგავსი). იმის შემდეგ, რა მთავრდება ინფორმაციის წაკითხვა, ელექტროშოკის მეშვეობით მეხსიერება დისოცირდება (გადადის ქვეცნობიერში).

ჩადებული ინფორმაციას მუდმივად ამყარებენ აუდიო და ვიდეო სტიმულაციებით. მაგალითად, თვითმხილველთა მოწმობით (წყაროების სია შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოს), "პროგრამისტები" იყენებენ დისნეის ორ მულტფილმს (კალიფორნიისDisneyland და Disney World-ი ორლანდოში დღემდე წარმოადგენენ MK-Ultra-ს ცენტრებს. დროა ვიფიქროთ რას უყურებენ ჩვენი ბავშვები და როგორ იმოქმედებს ის მათზე): "ალისა ჯადოსნურ ქვეყანაში" (1951 წ.) და "ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან" (1939 წ.). ორივე მულტფილმი სავსეა ოკულტური სიმბოლიკით.

არის სხვა ფილმები და მულტფილმები, რომლებსაც იყენებენ საბაზისო დაპროგრამებისთვის: "პინოქიო" (1940), "მძინარე მზეთუნახავი" (1959 წ.) "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" (1937 წ.), "მზეთუნახავი და ურჩხული" (1991 წ.), "ალადინი" (1992 წ.), "ალი" ("Русалочка") (" (1989 წ.), "მეფე-ლომი" (1994 წ.), "ვარსკვლავური ომები" (2003-2009), "მოჩვენებებზე მონადირენი", "ბეტმენი" (1992 წ.) და სხვა.

აი, რამოდენიმე ფილმი, რომლებიც გარკვეულწილად აღწერენ MK-Ultra-ს პროგრამას: "ჯოჯოხეთიდან აღმდგარი 3" (2012), "კაენის აღზრდა" (1992 წ.), "ლაბირინთი" (1986 წ.), "ტელეფონი", "ჯონი მნემონიკი" (1995 წ.), "მკვლელი" (1993 წ.), "გაზონის მკრეჭავი" (1992 წ.), "ქვეყანა კარადაში" (1991 წ.) (ამ ფილმებს აუცილებლად უნდა დავამატოთ "Sucker Punch" (2012), რომელშიც საკმაოდ მკაფიოდ არის აღწერილი პროექტ "მონარქის" არსი - რედ.).

ფაქტობრივად, ჰოლივუდი აწარმოებს ისეთ ფილმებს და, რაც მთავარია, მულტფილმებს, რომლებიც მისდევენ ორ მიზანს: მიწოდებული ინფორმაციის ქვეცნობიერი აღქმის გზითა და ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეშვეობით გამოადებილონ ამ პროდუქციის მაყურებელი ადამიანი.

გაააქტიურონ ან გამორთონ ბიორობოტების განსაზღვრული ავატარები.

"ამიტომაც, ვამბობთ ყოველთვის, რომ ფსიქოტექნოლოგიები - ეს არის ორმაგი მოქმედების ტექნოლოგია. მათი გამოყენება შეიძლება სამკურნალოდაც და უფრო ნაკლებად ჰუმანური მიზნებისთვისაც. ადამიანის ქვეცნობიერზე შეიძლება ვიმოქმედოთ ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის, ინტერნეტის და საგაზეთო სათაურის მეშვეობითაც კი. თქვენ შეიძლება უყურებდეტ სრულიად მიამიტურ საბავშვო მულტფილმს, უსმენდეთ უკანასკნელ ცნობებს რადიოთი და ვერც კი ხვდებოდეთ რას შთაგაგონებენ მათი მეშვეობით".

იმისთვის, რათა გამოვლინდეს ტალანტები, რომელიც ყოველი ბავშვისთვის არის დამახასიათებელი, ცსს და X ადამიანები იყენებენ ადამიანის პიროვნების შეფასების სისტემას, რომელიც შეიმუშავა ჯონ გეტტინგერმა. შემოქმედებითი ბავშვი კარგი გარეგნული მონაცემებით პროგრამდებოდა იმაზე, რომ წასულიყო შოუ ბიზნესში, კარგი მეხსიერების მქონე ინტროვერტები უნდა წასულიყვნენ დაზვერვაში, ფიზკურად ასხმულ და ჯანმრთელ ბავშვებში იქმნებოდა ელიტური ჯარისკაცის ავატარი.


მარიონეტის დაპროგრამება


კიდევ ერთი ცნება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული MK-Ultra Monarch-თან, არის მარიონეტი-თოჯინების შექმნა. ეს პრინციპი ჩადებულ იქნა და განხორციელდა ჯერ კიდევ ნაცისტურ გერმანიაში და მდგომარეობდა მარიონეტის ალტერ-ეგოს შექმნაში. ელექტროშოკის მეშვეობით "პროგრამისტი" აიძულებს ბავშვის ხელებისა და ფეხების კუნთებს იმოძრაონ თითქოსდა "ჯადოსნური ჯოხის" აქნევით. ბავშვები, უფრო სწორედ მათმა ალტერ-ეგოებმა უნდა შეითვისონ ის ფაქტი, რომ ისინი მხოლოდ თოჯინები არიან მეთოჯინის ხელში და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ ხდება მათი ოსტატის ნებართვითა და ბრძანებით.



იოსებ მენგელე ბავშვს აჩვენებდა მარიონეტს პატარა, სათამაშო სახლში, შემდეგ ააქტიურებდა ელექტროშოკს და აიძულებდა პატარა სხეულებს ემოძრავათ მისი გერმანულაქცენტოვანი ინგლისური სიმღერის ტაქტში: "იცეკვე, მარიონეტო, იცეკვე!" ამის შემდეგ დოქტორი გრინი თავის მსხვერპლს აძლევდა "მცნებას": 1. ისმინე ბრძანება; 2. შეცდომებისთვის მკაცრად დაისჯები; 3. შენ გაქვს ჩანერგილი ტაიმერი (ეს ნიშნავდა, რომ მარიონეტს ბრძანების დროს სარკისებურად უნდა შეესრულებინა ოსტატის მოძრაობები); 4. შენ მოგეცემა სცენარი, რომელიც უნდა დაიმახსოვრო და შეასრულო; 5. ოსტატი შეგამოწმებს, როგორ ასრულებ დავალებებს; 6. შენ ხარ ოსტატის საკუთრება; 7. შენ არ გაქვს შეკითხვების დასმის უფლება; 8. შენი მაკონტროლებელი ითამაშებს თეთრი კურდღლის როლს.

ორგანიზაციები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი MK-Ultra-სთან: ვატიკანი და კათოლიკური ეკლესია, სატანის ეკლესია, საიენტოლოგიის ეკლესია, MI-6, ცსს, დფბ (FBI), რუსეთის მთავრობა, ჰარვარდი და სხვა ამერიკული უნივერსიტეტები, ნასა, ჰოლივუდი, მორმონები, გაერო და სხვა.

როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ასეთი მარიონეტები, რომლებიც მაცთუნებლად მიამიტური თვალებით გვიყურებენ ტელეეკრანებიდან? სიმბოლიზმით.

რადგან ყველა მსხვერპლი "გაკეთებულია" ერთი და იგივე სიმბოლოების მიხედვით, ყველა მათგანი ერთმანეთის მსგავსია თავის გემოვნებებში. ყურადღება მიაპყრეთ პეპლებს, ყოვლისმხედველ თვალს, გადმობრუნებულ პირამიდებს, გველებს, წითელ ფეხსაცმელებს, პატარა ძაღლებს, "კატებისებრ" ტატუირებებსა და მორთულობებს, ასევე ზებრისებრ ზოლებს (თუმცა პროგრამირების დონე ყველა "ვარსკვლავში" განსხვავებულია. მაგალითდ, პირამიდის ქვემოთ იქნბა ანა ნიკოლ სმიტი, პამელა ანდერსონი და სხვები. შუაში - ბრიტნი სპირსი, მაიკლ ჯეკსონი, ლინდსი ლოჰანი, ხოლო მწვერვალზე - ნატალი პორტმანი, სკარლეტ იოჰანსენი და სხვა).

MK-Ultra Monarch მარიონეტის პრინციპი შეიძლება წარმოვადგინოთ მერაია კერის სიმღერით (რადგან ის მარიონეტად არის დაპროგრამებული).

აი, რატომ ჰგვანან ერთმანეთს ვარსკვლავები ჩაცმულობით, ვარცხნილობით და ტატუირებით, ასევე ნარკოტიკებისადმი, ალკოჰოლისადმი, ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილებებით, და ეს უბრალო დამთხვევა როდია...

პროგრამა MK-Ultra Monarch-მა თავისი სახელწოდება მიიღო პეპელა მონარქისგან, რადგან, ცნობიერების კონტროლი გადაეცემა მემკვიდრეობით, ასევე კონტროლირებადი გონება ყოველთვის ბრუნდება ათვლის წერტილში - თავის ოსტატთან, როგორც მონარქი ბრუნდება ყოველთვის თავისი დაბადების ადგილზე, თავის წინაპართა სამკვიდროში და ამ უნარს თავის მემკვიდრეობასაც გადასცემს.

ყველა ზემოთხსენებული სიმბოლო (მათ შორის სატანური, მასონური, კაბალისტური და სხვა ოკულტური სიმბოლიკა), გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. იმიტომ, რომ ფსიქოტრონული იარარი, რომელიც ადრე მტრის ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, ახლა ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული ამერიკული მასკულტურის სახით. ვიმედოვნებ, რომ მტრის სახეზე ცნობა დაგვეხმარება ზოგიერთი ჩვენთაგანისა და ჩვენი შვილების დეპროგრამირებაში.

წყარო: zhivem-zdorovo.com

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню