კონსპიროლოგია - მონსტრები მოდიან - რეჟისორ ბლომკამპის ზოგადსაკაცობრიო გაფრთხილება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კონსპიროლოგია

მონსტრები მოდიან - რეჟისორ ბლომკამპის ზოგადსაკაცობრიო გაფრთხილება

მონსტრების შემოსევა
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/VjQ2t_yNHQs" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ნილ ბლომკამპი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა: "რობოტი სახელად ჩაპი", "ელიზიუმი - არამიწიერი სამოთხე" და "რაიონი №9".

2017 წლის მაისში მან დააარსა ექსპერიმენტალური სტუდია "Oats Studios", და ამ სტუდიამ უკვე გამოუშვა საინტერესო ტიზერი ფილმ-გაფრთხილებისა იმის შესახებ, რომ ჩვენს დედამიწას რეპტილოიდები იპყრობენ.

22 მაისს Rebecca Hawkes-მა ინტერვიუ ჩამოართვა ნილ ბლომკაპს The Telegraph-ისთვის. ეს ინტერვიუ არ გამოქვეყნდა. ალბათ მიხვდებით რატომაც...

რებეკა: ნილ, თქვენ დაკავებული ხართ ახალი სტუდიით, გაქვთ უამრავი იდეა, გამოუშვით ახალი ფილმის ძალიან საინტერესო ტიზერი. რა სიურპრიზები გველოდება?

ნილი: ეს ფილმის უბრალო ტიზერი არ გახლავთ. ეს არის დედამიწელის გაფრთხილება. მე ვჩქარობ გამოვუშვა ეს ფილმი როგორც სასიგნალო რაკეტა. ადამიანები, რომლებიც ჯერაც ვერ გადააჩვიეს ნორმალურ აზროვნებას და ჯერაც არ მიაჩვიეს საკუთარი ცხვირისა და კომპიუტერის ეკრანის იქით ვერაფრის დანახვას, ყველაფერს გაიგებენ. მე არ ვლაპარაკობთ ჯოგზე ან ფარაზე, სადაც შეყარეს დედამიწის მოსახლეობის 80%. შეყარეს გამოგონილი დოგმებით, რელიგიებით და ზღაპრებით, რომელიც გამიზნულია არაგანდობილთათვის. აი ყველა მათგანს მინდა ვუთხრა: "თქვენ დიდი საშიშროების ქვეშ ხართ. უკვე ძალიან მალე ყველაფერი დაიწყება!"




რებეკა: თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენი ტიზერი ეს ფანტასტიკა არ არის? არამედ უფრო მეტია?

ნილი: მე ვცდილობ ყველა საღად მოაზროვნეს ვუთხრა: "ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ გვეშინია ვაღიაროთ ის რეალური სიმართლე, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება. ჩვენ გვეშინია გავამხილოთ ეს სიმართლე. ჩვენ ათასწლეულებია რაც გვაშინებენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩემნაირები ცდილობდნენ ფანტასტიკური ფილმებით გაეკეთებინათ მინიშნება და ცოტათი ახადათ ფარდა რეალური ვითარებისთვის. მათ შორის, ვინც რამე იცის, ძალზედ ბევრია ისეთი, ვისაც სურს "უბრალო ადამიანებამდე" სიმართლის მიტანა. ეს ხომ ყველა ჩვენთაგანს, ყველა უბრალო დედამიწელს ეხება.

რებეკა: რისი თქმა გსურთ ამითი, ნილ?

ნილი: აი!!! თქვენი სახით მე ამ 80%-ს ვხედავთ, რომლებსაც არც კი ძალუძთ მიხვდნენ რაზე ვლაპარაკობ. რებეკა, თქვენ არასოდეს გიფიქრიათ, რატომ გამოდის დღეს ესოდენი რაოდენობის ფანტასტიკური ფილმი? ფილმები, რომლებიც სავსეა არა მარტო ეფექტებითა და სიუჟეტით. მათში მრავალი დაფარული აზრია. ისინი ცდილობენ ტყეში ხის დამალვას, წაიყვანონ ადამიანები საპირისპირო მიმართულებით; და როგორც მინიმუმი, დააბნიონ "უბრალო დედამიწელები", რათა თავში საერთოდ ყველაფერი აერიოთ! ისინი ცდილობენ ყველაფერი წარმოადგინონ ან როგორც ზღაპარი, ან როგორც ფანტაზია. აჩვენონ მათ სიმართლე ფანტაზიის სახით. და მაშინ, სიმართლე უკვე აღარ მოეჩვენებათ ფანტაზიად!

ასეთი ფილმის ნახვის შემდეგ ადამიანი გამოდის კინოთეატრიდან და ხედავს ჩვეულ ქუჩას, ადამიანებს, მანქანებს, მაღაზიებს..., და თავისთვის ფიქრობს, - რას არ მოიფიქრებენ ეს რეჟისორები!

რებეკა: კი მაგრამ განა ეს ფანტაზია არ არის? განა ეს სიმართლეა?


ნილი: ჩვენში - ეს არის სიმართლის გახსნა. მათში - სიმართლის დაფარვა-დაცინვა. მაგრამ, ... რებეკა, მე ვიტყოდი... ეს არის რეჟისორების ორი ტიპი, რომლებიც იღებენ ფანტასტიკურ ფილმებს. ძირითადად რეჟისორები მათი არმიაა. ამ რეჟისორებს "რჩეულთაგან" ირჩევენ თავიანთ ჰოლივუდში. ისინი დასცინიან სიმართლეს და აბნევენ ადამიანთ. ჩვენი რიგები მცირეა. ჩვენ უბრალო დედამიწელთაგან ვართ. რატომ გვაძლევენ ისინი უფლებას გადავიღოთ ჩვენი ფილმები და მივანიშნოთ სიმართლეზე? მე არ ვიცი. შეიძლება ისინი უბრალოდ დასცინიან დედამიწელებს მათი სიბრიყვის გამო. და საერთოდ ... ისინი უკვე აქ არიან ათასწლეულებზე მეტია. ისინი ყველაფერს კურირებენ და ყველაფერს აკვირდებიან. მათ შექმნეს კაცობრიობის ცალკეული სახეობა, "რჩეულთა" კასტა...

მაგრამ... ისინი აქ ყოველთვის მცირენი იყვნენ.

თუმცა, მე ვიცი, მალე მათი შემოსევა დაიწყება. მე ეს ვიცი იმ ადამიანთა წრისგან, ვინც მათ ებრძვის. და ვისი წინაპრებიც ებრძოდნენ მათ. ეს ბრძოლა გრძელდება უკვე ათასწლეულებია. ჩვენ ვაგებთ ამ ომს. ისინი კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. დგება დრო, როდესაც მასობრივი შემოსევა დაიწყება. ამას უკვე არც მალავენ.

რებეკა: ნილ, მე ვერაფერი გავიგე, თქვენ ხუმრობთ თუ სერიოზულად ამბობთ? რა შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თაყვანისმცემლებს?

ნილი: რა შემიძლია ვუთხრა??? თვალი გაახილეთ. მიმოიხედეთ. ჟამი მოახლოვდა. უკვე ახლოსაა. და ეს ჩემი ფილმის რეკლამა ნუ გგონიათ...

თავის ტვიტერში განთავსებული ახალი ტიზერის ქვეშ ნილმა დაწერა: "მონსტრები მოდიან".


წყარო: http://infomaxx.ru/perevodika/rezhisser-nil-blomkamp-pyitaetsya-predupredit-chelovechestvo-o-skorom-zahvate-zemli-reptiloidami.html



________________

ჩვენი კომენტარი:
რეჟსორ ნილ ბლომკამპის ამ ინტერვიუს კომენტირებისგან თავი უნდა შეგვეკავებინა, და სიმართლე ითქვას, ჩვენი მინაწერი არც არის კომენტარი. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მაგრამ რეჟსორ ნილ ბლომკამპის ამ განცხადებამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო ორი თვალსაზრისით: პირველი - ჰოლივუდური ფილმები დღეს უკვე უბრალო გასართობი საშუალება არ გახლავთ, ის დაფარული შეტყობინებების და ინფორმაციის გადაცემის, ასევე მძლავრი პროპაგანდის საშუალებაა; და მეორე - ე. წ. რეპტილოიდთა შესახებ არსებული "შეთქმულებათა" თეორია. პირველ მიზეზზე ბევრი დაგვიწერია ჩვენს საიტზე და ალბათ მომავალში კიდევ დავწერთ. ხოლო მეორე მიზეზზე ალბათ ღირს ერთხელ მაინც შეჩერება და მასალის მომზადება იმის შესახებ, თუ საიდან და როგორ გაჩნდა "რეპტილოიდთა" მიერ დედამიწისა და კაცობრიობის დაპყრობის თეორია. ამის შესახებ ჩვენს მკითხველს სტატიას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.

მათ, ვინც დაინტერსებულია ამ თემით, ვთავაზობთ რეპტილოიდთა მიერ კაცობრიობის დაპყრობის თემაზე გადაღებული ცნობილი სერიალის
V-ის (Visitors)  ტრეილერს.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/13sfa6THVwA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню