კონსპიროლოგია - კონსპიროლოგიური ბესტსელერები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კონსპიროლოგია

კონსპიროლოგიური ბესტსელერები

შეთქმულების თეორიები

დენ ბრაუნის "ინფერნო"



"ინფერნო" დენ ბრაუნის მეოთხე რომანი რობერტ ლენგდონის თავგადასავლების სერიიდან. ამჯერად მთავარი გმირი ცდილობს გამოიკვლიოს დანტე ალგიერის "ღვთაებრივი კომედიის" საიდუმლო.



დენ ბრაუნის "და ვინჩის კოდი"



ბრაუნის რომანი, რომელშიც ოსტატურად არის ჩაკერებული ლეონარდო და ვინჩი, წმიდა გრაალი, მარიამ მაგდალინელი და ქრისტიანობა, დიდი ხანია რაც გახდა პოპ-მითის ნაწილი. ერთნი "და ვინჩის კოდს" გრაფომანის სტანდარტად მიიჩნევენ, სადაც ავტორი ეშმაკურად სპეკულილრებს პუბლიკის მარადიულ მიდრეკილებაზე საიდუმლოებათადმი, სხვებისთვის კი - ეს არის წარმტაცი საკითხავი "კულტურულ" ნაწარმოებთა კატეგორიიდან. რომანისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ ღირს, მაგრამ სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს მომლოცველთა ბრბო, რომელიც ლუვრს მიაწყდა ლეონარდოს "საიდუმლოებების" გამო და ასევე საეკლესიო პირთა პრეტენზიები, რომელთა კრიტიკა უხვად დაატყდა თავს დენ ბრაუნს.


ეკრანიზაცია:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/lfqHb6INj3w" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაო"



"სასაფლაო" - ეკოს ერთადერთი რომანი როდია, რომელსაც შეიძლება კონსპიროლოგიური ვუწოდოთ. 1988 წელს ბოლონიელმა პროფესორმა გამოსცა "ფუკოს ქანქარა", რომელიც სავსეა შეთქმულებებით, ანგარებითა და ტამპლიერებით. საერთო ფონზე "ქანქარა" გამოირჩევა ავტორის ერუდიციისა და ინტელექტის მაღალი დონით, ასევე თხრობის სატირული ტონით. თვით ეკოს თქმით, ის წერდა ადამიანებზე, რომლებიც სერიოზულად მზად არიან დაიჯერონ "ოკულტური უაზრობა". წიგნს, რომელიც დენ ბრაუნის ბესტსელერამდე 15 წლით ადრე დაიწერა, "და ვინჩის კოდის" ჭკვიანურ ვერსიას უწოდებენ, ხოლო თვით ეკომ, როდესაც "კოდი" წაიკიტხა, მისი ავტორი "ქანქარას" ტიპიურ პერსონაჟს შეადარა.

რომანში "პრაღის სასაფლაო" ლაპარაკია "სიონელ ბრძენთა ოქმებზე", რომელთა ავტორი გარეულია პოლიტიკურ ინტრიგებში, შეპყრობილია ქალებით, ფულითა და მუცელღმერთობით.


სტივენ კინგის "22/11/63"




სტივენ კინგის უკანასკნელი "სანომრო" რომანი, რომელიც 2011 წლის შემოდგომით გამოვიდა, ფორმალურად ალტერნატიული ისტორიის ჟანრშია მოცემული. "ფორმალურად" იმიტომ, რომ ფანტაზიები პრეზიდენტ კენედის მკვლელობის თემაზე (მისი სიკვდილის თავიდან აცილებას რომანის გმირები ცდილობენ დროის მანქანის გამოყენებით) მიზეზი გახდა დიდი ამერიკული რომანის შესაქმნელად. კინგის მიხედვით, პრეზიდენტი მართლაც სადისტური მიდრეკილებების მქონე ფსიქოპათმა და სოციოპათმა ოსვალდმა მოკლა. სამაგიეროდ ოსვალდის შეჩერება შესაძლებელია (სხვა საქმეა, ისტორიის მსვლელობაში ჩარევას რომ გვერდითი მოვლენებიც გააჩნია).




ეკრანიზაცია:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/NXUx__qQGew" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ალან ბეიკერის "დიატლოვის უღელტეხილი"



49 წლის ბრიტანელი ბეიკერი კონსპირლოგიის ნიადაგზე გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულიდან მოღვაწეობს. 15 წლის განმავლობაში მან გამოსცა ათეულობით წიგნი, რომლებშიც მონაწილეობენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, მოჩვენებები, ოკულტიზმი, გლადიატორები, ვიკინგები და შუასაუკუნეების რაინდები. მისი ბოლო რომანი ეძღვნება იგორ დიატლოვის ექსპედიციის დაღუპვას ურალის მთებში.

ეს არის ცნობილი ისტორია: 1959 წელს ახალგაზრდა მეცნიერები გაემგზავრნენ მთებში და ვერ დაბრუნდნენ. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექსპედიციის ყველა მონაწილე მკვდარი იპოვეს, ხოლო მათი სიკვდილის მიზეზები და ვითარებები დღემდე გაურკვეველია.

ჯგუფის დაღუპვის ტრაგიკულმა ისტორიამ დასაბამი მისცა მრავალ მითსა და ვარაუდს, და ბეიკერი ერთადერთი როდია, ვინც ცდილობს იპოვოს მომხდარი ტრაგედიის ჭეშმარიტი მიზეზები. წარმოსახვებში ინგლისელს პრობლემები არა აქვს: აქ შეგხვდებათ შავი ხვრელები, გიჟი მეცნიერები, და ფოლკლორული წყევლები. ამასთან "უღელტეხილი" ადვილად და წარმტაცად იკითხება.

ეკრანიზაცია:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/EBwCs7KJInU" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

"მითითება"

An Instance of the Fingerpost



ნისლიანი ალბიონის კიდევ ერთმა მცხოვრებმა და ყოფილმა ჟურნალისტმა, პირსმა გამოსცა ექვსი დეტექტივი ხელოვნებათმცოდნე ჯონატან აგრაილის თავგადასავლების შესახებ. მაგრამ ავტორს უდიდესი წარმატება რომანმა "მითითებამ" (An Instance of the Fingerpost. რუს. თარგმ.: Перст указующий) მოუტანა. რომანის სიუჟეტი ვითარდება XVII ს-ის ოქსფორდში. შეთქმულებები, მეცნიერები, პოეტები, მღვდელმსახურები - კონსპიროლოგიური ჟანრის ნამდვილი კლასიკა. თხრობა მიმდინარეობს რამოდენიმე მთხრობელის პირით, ხოლო სიუჟეტი წიგნის პირველივე გვერდებიდან გიპყრობთ.


მეტიუ პერლის "დანტეს კლუბი"



იელის სტუდენტმა, პერლმა 2003 წელს თავისი პირველი რომანით ნამდვილი ფურორი მოახდინა. წიგნში წარმოდგენილია დანტეს "ჯოჯოხეთის" ავტორისეული ანალიზი. ბესტსელერის სიუჟეტი ვითარდება იდუმალებით მოცული მკვლელობების ფონზე, რომლებიც გამოწვეულია დანტეს შედევრით. ძნელი სათქმელია დენ ბრაუნის ახალი "ინფერნო" უფრო წარმატებული აღმოჩნდება თუ პერლის "დანტეს კლუბი". მიუხედავად ამისა, თავისთავად "დანტეს კლუბი", გამოსვლიდან ათი წლის შემდეგაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.


წყარო: elle.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню