კონსპიროლოგია - გაყვითლებული ცა და მესამე მსოფლიო ომის მოახლოების ნიშნები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კონსპიროლოგია

გაყვითლებული ცა და მესამე მსოფლიო ომის მოახლოების ნიშნები

მესამე მსოფლიო ომი



"აპოკალიფსისის" რედაქცია: ამ რამოდენიმე დღის წინ თბილისში, ასევე რუსეთისა (ქ. სოჭი) და უკრაინის ქალაქებში (ლუგანსკი, ოდესა, დონბასი) შეიმჩნეოდა უცნაური მეტეოროლოგიური მოვლენა - ცა გაყვითლდა. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა მეტეოროლოგების განმარტება, რომ ცის გაყვითლება გამოწვეული იყო "სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების გადმოტანით, რომელშიც არის ქვიშა და ცის ფერის ცვლილებაც ამან გამოიწვია" (იხ. რატომ იყო ყვითელი ცა თბილისში – სინოპტიკოსების განმარტება. მარტი 23, 2018).

იმავე ინტერნეტ წყაროში ვკითხულობთ, რომ "საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ცის ყვითელი ფერი ჰაერის მასაში ქვიშის შერევას უკავშირდება. სამხრეთიდან მოხდა თბილი ჰაერის მასების გადმოტანა, რომელშიც არის ქვიშა და ცის ფერის ცვლილებაც ამან გამოიწვია. თბილისში მოსალოდნელია მტვრიანი წვიმაც" (იქვე).

სხვა ინტერნეტ წყაროს ცნობით: "საქართველოში ცა არაბეთიდან წამოსული ქვიშიანი ჰაერის გამო გაყვითლდა. თუ დღეს ცის უცნაურმა შეფერილობამ შეგაშფოთათ, თქვენ მარტო არ ხართ. Facebook-ის მომხმარებლები ხუმრობენ, რომ გარშემო ყველაფერს ინსტაგრამის ფილტრი ადევს.გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ On.ge-სთან თბილისის ცის შეფერილობის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, ეს გამოწვეულია არაბეთიდან და აფრიკიდან წამოსული ქვიშიანი ჰაერის მასებით, რის გამოც მოყვითალო შეფერილობის ცა საქართველოს რამდენიმე რაიონში იქნება, მათ შორის კახეთშიც. "სინოპტიკური სიტუაცია ასეთია - ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, არაბეთისა და აფრიკის ტერიტორიებზე, დგას დაბალი წნევის არე [ციკლონი] და ჰაერის მასები საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. ამ ადგილებში წარმოიშობა ძლიერი ქარები, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან აიტაცებს ქვიშას, რომელიც ამ ჰაერის მასების მოძრაობაში ხვდება და გადმოაქვს სამხრეთიდან ჩრდილოეთის ქვეყნებისკენ, რომელთა შორის ვართ ჩვენც. ასე ხვდება საქართველოს ტერიტორიაზე სილანარევი, თბილი, ნოტიო ჰაერის მასები".

როგორც სააგენტოში ახცადებენ აღნიშნულ მოვლენაში საშიში არაფერია.

სინოპტიკოსის ვარაუდით, ყველაზე მეტად ყვითელი ცა შესაძლოა კახეთში იყოს".

კიდევ ერთი წყარო პუბლიკაციაში "რატომ გაყვითლდა თბილისის ცა - სინოპტიკოსის განმარტება"განგვიმარტავს, რომ „ეს შესაძლებელია, განპირობებული იყოს  ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რაიონებიდან, ქვეყნებიდან რომლებიც არის ქვიშიანი (აფრიკა-არაბეთის ქვეყნები), ქარის შედეგად სილის ატმოსფეროში შერევით. სწორედ, ამან გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა და, შესაბამისად, მოსალოდნელია მღვრიე წვიმა". ამავე წყაროს ცნობით: "გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ცის ყვითელი შეფერილობა უკავშირდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, სიმართლეს არ შეესაბამება".

მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი მოვლენა შეიმჩნეოდა არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ რუსეთში (ქ. სოჭში) და უკრაინის მთელ რიგ ქალაქებში, რაც მეტად უცნაურია. ყოველ შემთხვევაში, "არაბეთიდან და აფრიკიდან წამოსული ქვიშიანი ჰაერის მასებს მოუცავს საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის უზარმაზარი ტერიტორიები მოუცავს. თანაც ყვითელი ცა შეიმჩნეოდა მხოლოდ აღმოსავლეთ და არა დასავლეთ საქართველოში, ასევე სოჭში, რომელიც თბილისიდან სწორედ დასავლეთით იმყოფება და უკრაინის მთელ რიგ ქალაქებში. არაბეთ-აფრიკის ჰაერის მასების გავლენის არეალი საკმაოდ დიდია.

ჩვენ ეჭვი არ შეგვაქვს ქართველი სინოპტიკოსების არც კომპეტენციაში და არც განმარტებაში, მაგრამ ამ საინტერესო დამთხვევამ (ვგულისხმობთ ანალოგიურ მოვლენას რუსეთსა და უკრაინაში, თანაც ერთსა და იმავე - 19-23 მარტის პერიოდში) ინტერნეტში მთელი რიგი კონსპიროლოგიური კომენტარები დაბადა, რომელთაც ასევე ალოის ირლმაიერის პირქუში წინასწარმეტყველება უკავშირდება. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთსა და უკრაინაშიც ცის გაყვითლებას და ყვითელ ნალექს "საჰარის უდაბნოდან ჰაერის მასების მიერ გადმოტანილ ქვიშას" უკავშირებენ. ანუ, რუს, უკრაინელ და ქართველ სინოპტიკოსთა განმარტება აბსოლუტურად ერთნაირია.

ვფიქრობთ ჩვენი საიტის მკითხველთათვის ინტერესმოკლებული არ იქნება ამ მოვლენის ალტერნატიული ახსნა, რომელიც ინტერნეტში ვპოვეთ. მართალია, ჩვენი აზრით, ცის გაყვითლება ჯერ-ჯერობით არ შეესაბამება ქვემოთ მოტანილ წინასწარმეტყველებაში ნახსენებ "ყვითელ მტვერს", მაგრამ ამ უცნაურმა მეტეოროლოგიურმა მოვლენამ ხსენებული წინასწარმეტყველება უნებლიედ ამოატივტივა. მოდი გავეცნოთ მას, მივიღოთ ის როგორც ინფორმაცია და დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

მასალა თარგმნილია საიტიდან: universe-tss.su სრული ლინკი იხ. სტატიის ბოლოში.

პუბლიკაციაში "უკრაინა ყვითელმა მტვერმა დაჰფარა. ხომ არ იწყებს აღსრულებას წინასწარმეტყველება მესამე მსოფლიო ომის შესახებ?" ("Украину накрыла жёлтая пыль. Пророчества о Третьей мировой начинают сбываться?") ვკითხულობთ:

"დაახლოებით 19 მარტიდან სოციალურ ქსელებში და, აქა-იქ პრესაშიც, ჩნდება ცნობები უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ყვითელ-ნარინჯისფერი ნალექის შესახებ:

პუბლიკა გაოგნებულია არსებული მოვლენით, ხოლო აკადემიკოსთა აზრი ურთიერთსაწინააღმდეგოა. კლოუნების
(ანუ, აკადემიკოსების - "აპოკ". რედ.) ერთი ნაწილი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ "ეს არის საჰარის უდაბნოდან ქარის მიერ მოტანილი ქვიშა", ხოლო კლოუნების მეორე ნაწილი ყველაფერ ამაში ადანაშაულებს ამერიკულ უპილოტო მფრინავ აპარატებს, რომლებიც აფრქვევენ სპეციფიკურ ქიმიტრეილებს, რათა გაანადგურონ ოდესისა და ლუგანსკის მოსახლეობა.


გაყვითლებული ცისა და ნალექების ფოტოები:




საქართველო




საქართველო (თბილისი)



ლუგანსკი (უკრაინა)



ოდესა (უკრაინა)



დონეცკი (უკრაინა)


რადგან ამ საკითხში აკადემიკოსთა შორის დიდი უთანხმოებაა და კონსენსუსი, როგორც წესი, მიუღწეველია, შევეცდებით ჩვენ დავეხმაროთ მათ ამაში.

დავიწყებთ იქიდან, რომ 1894-1959 წლებში ცხოვრობდა ვინმე კაცი ალოის ირლმაიერი. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ჯარში გაიწვიეს, სადაც საომარი მოქმედებების დროს სანგარში ჩათხრილი აღმოჩნდა. ამის შედეგად მას ძლიერი ექსტრასენსორული უნარები განუვითარდა.

რაოდენ სენსიტიური ადამიანი იყო ირლმაიერი შეგვიძლია გავიგოთ ერთი ისტორიიდან, რომელიც სასამართლოში მოხდა. ირლმაიერი სასამართლოში აღმოჩნდა ვიღაც არანორმალურთა საჩივრის გამო, რომლებიც მას ბრალს დებდნენ ჯადოქრობაში. ამ საქმის გარჩევის დროს ირლმაიერმა სასამართლოს ამცნო თუ რომელ ტანისამოსში გაეშურა სამსახურში მისი მეუღლე და მოსამართლეს ამცნო მისი ადგილმდებარეობა. ტელეფონით შემოწმების შემდეგ იუსტიციის გაოცებულმა მოსამსახურემ ირლმაიერის გათავისუფლების განკარგულება გასცა. შემდეგში ექსტრასენსს ხშირად მიმართავდა პოლიცია და ისიც ეხმარებოდა მათ დაკარგული ნივთების, ადამიანებისა და მიმალული დამნაშავეების პოვნაში.

კერძო ხასიათის მსგავსი ინფორმაციის გარდა, ირლმაიერი გლობალურ წინასწარმეტველებებსაც აკეთებდა სამყაროს მომავლის შესახებ, რომელიც მთლიანობაში მან ასეთი სიტყვებით აღწერა: "მოხარული ვარ, რომ ვცხოვრობ ახლა, რადგან არ მომიწევს იმისი განცდა, რასაც მომავალში ვხედავ".

ირლმაიერის წინასწარმეტყველებების ძირითადი ნაწილი მესამე მსოფლიო ომს ეხებოდა, რომლის თარიღს ბუნდოვნად ხედავდა, მაგრამ დეტალურად აღწერდა მისი მოახლოების ნიშნებს:

"ყველაფერი მშვიდობაზე მეტყველებოდა, შალომ! მაგრამ სწორედ მაშინ მოხდება ეს ყველაფერი - ახალმა ომმა უეცრად იფეთქა ახლო აღმოსავლეთში, დიდი საზღვაო ძალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვაში - ვითარება ძლიერ დაიძაბა. მაგრამ ნამდვილი ცეცხლი ნაპერწკლიდან ბალკანეთზე აალდება: ვხედავ "რაღაც დიდს", რომელიც ეცემა, მის გვერდით დევს დასისხლიანებული ხმალი - შემდეგ დარტყმას დარტყმა მოჰყვება... ორი კაცი მაღალჩინოსან მესამეს მოჰკლავს, მაგრამ მათზე სხვა ადამიანები შურს იძიებენ... მოხდება მესამე მკვლელობა. შემდეგ კი ომი დაიწყება. ... საკმაოდ მკაფიოდ ვხედავ სამ ციფრს, ორ რვიანს და ცხრიანს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რას ნიშნავს ეს და ვერც დროს განვსაზღვრავ. ომი მზის აღმოსავლეთით დაიწყება. ის უეცრად მოვა.

ირლმაიერის მიერ აღწერილ ომის მსვლელობაში არის ასეთი სიტყვები:

"ვხედავ დედამიწას ჩემს წინაშ, რომელზეც ახლა დაფრინავენ თეთრი მტრედები
(თვითმფრინავები? - "აპოკ." რედ.) აფრინდება ქვიშიდან. შემდეგ კი ისინი ყვითელ მტვერს დაატეხენ თავს ზოლზე. როდესაც ოქროს ქალაქი დაინგრევა, ეს აღსრულდება. შესაძლოა ყვითელი ზოლი მიუახლოვდეს სანაპირო ქალაქს. იქნება ნათელი ღამე, როდესაც ისინი მის გადმოყრას დაიწყებენ. ტანკები ჯერ კიდევ მიემართებიან, მაგრამ ისინი, ვინც ამ ტანკებში სხედან სრულიად გაშავდებიან. სადაც ის ჩამოვარდება, ვერაფერი იცოცხლებს, ვერც ხე, ვერც ბუჩქი, ვერც ნახირი, ვერც ბალახი, ისინი დაჭკნებიან და გაშავდებიან. სახლები ჯერაც დგანან. მე არ ვიცი, რა არის ეს და ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი. ეს გრძელი ზოლია. ვინც ამ ზოლზე გაივლის, მოკვდება. ისინი, ვინც ერთ მხარეზე არიან ვერ შეძლებენ მეორე მხარეზე გადასვლას. შემდეგ, რაც კი მოწინავე ხაზზეა დაიშლება. მათ ყველას ჩრდილოეთისკენ მართებთ მოძრაობა. ყველაფერს, რაც კი მიაქვთ, დაყრიან. უკან ვერავინ დაბრუნდება... თვითმფრინავები ყვითელ ფხვნილს შავ ზღვასა და ჩრდილოეთის ზღვას შორის დაყრიან. ასე შეიქმნება სიკვდილის ზოლი, პირდაპირ შავი ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელიც სიგანით ბავარიის ნახევარს აღწევს. ამ ზონაში ბალახი აღარ გაიზრდება და ადამიანის სიცოცხლეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რუსების მომარაგება შეწყდა...".

რამდენად შეიძლება ერთმანეთს დავუკავშიროთ
ის, რაც ციდან უკრაინაზე გადმოიფრქვა და ის, რაზეც ირლმაიერი წერს - ჯერ ლაპარაკი არ არის რაიმე იარაღის გამოყენებაზე, მაგრამ მტვრის ფერი ნამდვილად უცნაურია. და კიდევ, ძალზედ უცნაურია ის დამთხვევაც, რომ ხმელთაშუა ზღვაზე და მის ირგვლივ ახლა გემების მართლაც არნახული თავმოყრა შეიმჩნევა



წყარო: http://universe-tss.su/main/politika/world/56054-ukrainu-nakryla-zheltaya-pyl-prorochestva-o-tretey-mirovoy-nachinayut-sbyvatsya.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню