კონსპიროლოგია - 15 კონსპიროლოგიური თეორია, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კონსპიროლოგია

კონსპიროლოგიური თეორიები, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა

და მათი ფსევდომხილება

კონსპიროლოგია

მაგალითი იმისა, რომ კონსპიროლოგიური, ან როგორც მათ კიდევ უწოდებენ "შეთქმულებათა თეორიების" წვრილმანი მტკიცებულებების მიღმა იმალება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც არ უშვებენ ფართო საინფორმაციო სივრცეში. ეს არის თარგმანი სტატიისა "15 ყველაზე გამაოგნებელი კონსპიროლოგიური თეორია, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა", რომელიც აშშ-ს პრესაში ვრცელდება.




http://www.therichest.com/rich-list/most-shocking/15-most-shocking-conspiracy-theories-that-are-most-likely-true/


შეთქმულებათა სხვადასხვა თეორიების მომხრეებს ხშირად პარანოიკებად მიიჩნევენ. მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად ირკვევა, რომ ისინი მართალნი ყოფილან - და გაკვირვებისა და ძრწოლისგან მსოფლიო გაოგნებულია. ამ თეორიათა მომხრეებსაც გიჟებად მიიჩნევდნენ. მაგრამ, რაც უნდა ველური და ფანტასტიკური ეჩვენებოდათ ოდესღაც მათი მსჯელობა, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ისინი მართალნი ყოფილან!


მაფიის არსებობა



დიდი ხნის განმავლობაში არარეალურად მიაჩნდათ რომელიღაც იტალიელ დამნაშავეთა მიწისქვეშა ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას ფლობდა და შეეძლო მოლაპარაკებები ეწარმოებინა მინისტრებთან და პრეზიდენტებთან. მაშინ ეს მრავალს ლამაზი ხალხური ზღაპარი ეგონა. ყველა ეჭვი გაიფანტა მაშინ, როდესაც 1963 წელს ჯო ვალაჩი, ჯენოვეზეს ოჯახიდან, პირველი მაფიოზი გახდა, რომელმაც დაარღვია მდუმარების აღთქმა და ორგანიზაციაზე ალაპარაკდა. მან გაამჟღავნა ყველაფერი - მაფიის ძველი რიტუალებიდან მოყოლებული აშშ-ს მთავრობასთან და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან მისი კავშირებით დამთავრებული. მანვე შემოიტანა  ტერმინი ლეგენდარული გამოთქმა "კოზა ნოსტრა". იმ დროიდან მაფიის არსებობისა და ძლიერების არავის ეეჭვება.


მკ ულტრა



ცივი ომის პერიოდში მსოფლიო სახელმწიფოების დაზვერვები და კონტრდაზვერვები არანაირ მოწიწებას არ იჩენდნენ ერთმანეთისადმი, და ყოველმხრივ ეძიებდნენ "სიმართლის ეფექტურ შრატს" მოწინააღმდეგის აგენტთა გასატეხად. მაგრამ აზრი იმის შესახებ, რომ ცსს-ს შეეძლო ამ "შრატის" გამოყენება მშვიდობიან მოქალაქეებზე, მაშინ ან ბოდვად მიაჩნდათ ან კიდევ კომუნისტურ პროპაგანდად. სიმართლე გამჟღავნდა მხოლოდ 1970 წლის დასაწყისში: მართლაც, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ცსს აწარმოებდა "სიმართლის შრატის" შემუშავებას პაციენტებზე, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ექსპერიმენტები კანადაში, მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის მემორიალურ ინსტიტუტში წარმოებდა. ამ ინსტიტუტს ხშირად მიმართავდნენ პაციენტები სხვადასხვა ნევროზებისა და უძილობის სამკურნალოდ. მათ ნარკოტიკებითა და ფსიქოტრონული ნივთიერებებით ამუშავებდნენ, ამოწმებდნენ ამ პრეპარატების ზემოქმედებას ცნობიერებაზე. ეს პროგრამა ცნობილი გახდა თავისი კოდური სახელწოდებით "მკ ულტრა". უკვე პირველი გამოძიებების შემდეგ, 1973 წ.-ს ცსს-მ გაანადგურა პროგრამის საკვანძო ფაილები. ასე, რომ ახლა დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი ადამიანი იქნა გამოყენებული საცდელ ბაჭიად და, რაც მთავარია, არც ის იციან შეწყდა თუ არა ეს პროგრამა ამჟამად.


საშინელი სიმართლე აზბესტის შესახებ



დიდი ხნის წინათ მსჯელობდნენ იმის შესახებ, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის საშიშია.  მაგრამ ის, რომ ამ მასალის მავნებლობაზე თავიდანვე იყო ცნობილი, ბოროტ ჭორებად მიაჩნდათ. და ამაოდ: ამერიკელ ეპიდემიოლოგთა დეტალურმა გამოკვლევამ, რომელიც 1962 წელს ჩატარდა, ცხადყო, რომ აზბესტის მწარმოებლებმა იცოდნენ, რომ ის კიბოს იწვევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოგებას დახარბებულმა ბიზნესმენებმა ის წარმოებაში მაინც გაუშვეს. ყველაზე არასასიამოვნოა ის, რომ სანამ ინფორმაცია დამალული იყო, აზბესტი, როგორც ყველაზე მყარი და იაფი მასალა, მსოფლიოში ძლიერ პოპულარული გახდა, და მსოფლიო ქვეყნების ნაწილი ამის შედეგებში დღემდე ვერ გარკვეულა.


ტაქსიგის ექსპერიმენტი



ალაბამას შტატში (აშშ) 1930-დან 1972 წლებში სწარმოებდა სიფილისის გამოკვლევა, რომელიც მრავალს თავიდანვე არაეთიკურად მიაჩნდა: რადგან ექიმები დაავადების განვითარებას აკვირდებოდნენ ასობით საცდელ პაციენტზე, და მათ არანაირ სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. ისინი, ვინც შეძრწუნებულნი ჰყვებოდნე ადამიანებზე წარმოებულ არაადამიანურ ექსპერიმენტებზე უბრალოდ პანიკიორებად მიაჩნდათ: ბოლოს და ბოლოს, მედიკოსები ზოგჯერ მტკივნეულ ოპერაციებსაც უტარებენ პაციენტებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მათივე კეთილდღეობისთვის! მთელი სიმართლე 1972 წელს გაამჟღავნეს ერთ-ერთი გაზეთის ამერიკელმა ჟურნალისტებმა. რეალობა გამონაგონზე უსაშინელესი აღმოჩნდა: თურმე, ექიმები, რომლებიც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, არა მარტო პენიცილინის მიღებას უკრძალავდნენ საცდელ პაციენტებს, რომელსაც შეეძლო მათი განკურნება, არამედ სიფილისით ასნებოვნებდნენ სხვა ადამიანებსაც, რათა შემდეგ დაკვირვებოდნენ სრულ კლინიკურ სურათს დასნებოვნებიდან დაკვირების ობიექტის სიკვდილამდე. მხოლოდ პრესის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი ექსპერიმენტის ათობით მონაწილის გადარჩენა.


კოინტელპრო



გამოძიებათა ფედერალური ბიუროს (გფბ) კონტრდაზვერვითი პროგრამის არსებობა, რომელსაც შემოკლებით "კოინტელპრო"-ს უწოდებდნენ, მრავალი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ საიდუმლოდ არ მიიჩნეოდა: ბოლოს და ბოლოს, კონტრდაზვერვა - სახელმწიფოს ნორმალური საქმიანობაა. იმის შესახებ, რომ გფბ-ს კონტრდაზვერვითი ძალისხმევა მიმართული იყო არა იმდენად საბჭოთა აგენტების, რამდენადაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მხოლოდ თავგასული მემარცხენე-ანარქისტები ლაპარაკობდნენ. მაგრამ ამ ადამიანებმა მაინც შეძლეს თავიანთი სიმართლის დამტკიცება: 1971 წელს მათ გფბ-ს მოჰპარეს საიდუმლო დოკუმენტები და გადასცეს პრესას. როგორც დოკუმენტაციიდან გამოჩნდა, გფბ-ს კონტრმზვერავები არა მარტო უცხოელ აგენტებს იჭერდნენ, არამედ ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის სამოქალაქო მოძრაობების დარღვევასაც - მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფებიდან მოყოლებული რასობრივი თანასწორობის ჩათვლით.


მარტინ ლუთერ კინიგის მკვლელობა



აშშ-ს შავკანიანი მოსახლოების უფლებათა ყველაზე ცნობილი დამცველი მოკლა ფანატიკოსმა რასისტმა. ეს ვერსია ეჭვს არ ექვემდებარებოდა მრავალი წლის განმავლობაში. მხოლოდ 1999 წელს, კინგის გარდაცვალებიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, გაირკვა რომ მისი მკვლელობის უკან აშშ-ს მთავრობა და სპეცსამსახურები იდგნენ. სწორედ მაშინ შეძლეს კინგის ნათესავებმა ეპოვათ მოწმე, რომელიც მრავალწლოვანი მდუმარების შემდეგ დათანხმდა ეღიარებინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან 100 ათასი დოლარის მიღება მკვლელისთვის გადასაცემად.


ბოჰემური კორომი



კალიფორნიის ტყიანი მასივი, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან ამა ქვეყნის ძლიერნი, რათა თაყვანი სცენ ბუს უზარმაზარ ქანდაკებას. "რა სისულელეა", - იტყვის ვინმე. მრავალი წლის განმავლობაში ბოჰემურ კორომს მამაკაცთა დახურულ კლუბად თვლიდნენ. მაგრამ 2000 წელს გაბედულმა მოხალისეებმა შეძლეს კლუბის ტერიტორიაზე შეღწევა და იქ მიმდინარე რიტუალების ფოტოგადაღება. შედეგად გაირკვა ორი რამ: პირველი, ბოჰემის კორომში ნამდვილად იკრიბებიან პოლიტიკისა და ბიზნესის ბობოლები, და არა მარტო აშშ-დან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. მეორეც, ისინი ნამდვილად თაყვანს სცემენ ცემენტისგან ჩამოსხმულ 12 მეტრიანი ბუს ქანდაკებას! რაც ყველაზე დასანანია, რიტუალის აზრის განმარტება არ ისურვა არც ერთმა მისმა მონაწილემ. ახლა კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ ბოჰემური კლუბი - სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლო მსოფლიო მთავრობა. საინტერესოა, დადასტურდება თუ არა ეს მომავალში.


ცსს ნარკოტიკებით ვაჭრობს



ეს არის შეთქმულების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და უკვე დამტკიცებული თეორია. 1996 წელს ამერიკული პრესა წერდა იმის შესახებ, რომ ცსს-მ იცოდა ნიკარაგუელ "კონტრასებს" აშშ-ს ტერიტორიაზე კრეკი რომ შემოჰქონდათ და არაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა შეეჩერებინა ნარკოტიკების შემოდინება. ხოლო 2000 წლის დასაწყისში გაჩნდა უამრავი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ ცსს აკონტროლებს ასევე ვღანეთიდან ოპიუმის იმპორტის მთელ ციკლს - ოპიუმის ყაყაჩოს დათესვიდან და მოყვანიდან დაწყებული, მზა პროდუქტის აშშ-ში არალეგალური გადაგზავნის ჩათვლით. მტკიცებულებები, რომლებიც ჟურნალისტებმა მოაგროვეს, საკმაოდ დამაჯერებელია, ხოლო ცსს-სა და მთავრობის მრავლისმეტყველი მდუმარება ამ ფაქტის სინამდვილის ყველაზე თვალსაჩინო დასტურია.



ოპერაცია "ფიფქია"



მრავალი წლის წინ ალარმისტები გაჰყვიროდნენ, რომ საიენტოლოგთა ეკლესია - უცნაურ ადამიანთა უბრალო ორგანიზაცია კი არ არის, უცნაურ კოსმიურ რასას რომ ეთაყვანება, არამედ ტოტალიტარული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ბატონებაზე ოცნებობს. და მართლებიც აღმოჩნდნენ! 1971 წელს ეკლესიის ყოფილი წევრების წყალობით, რომლებმაც მისგან გამოღწევა მოახერხეს, ცნობილი გახდა ოპერაცია "ფიფქიას" დეტალები. ეს ოპერაცია გულისხმობდა საიენტოლოგების შეღწევას დასავლეთის ქვეყნების მმართველ წრეებში. საიენტოლოგთა დაახლოებით 5000 აგენტი მსოფლიოს 30 ქვეყანაში იპარავდა საიდუმლო დოკუმენტებს, ადგენდა კრიმინალურ დოსიეებს და შანტაჟის მეშვეობით საკუთარი კონტროლის ქვეშ იქცევდა უმაღლესი ეშელონის პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ მოღვაწეებსა და უბრალოდ ცნობილ ადამიანებს. როდესაც შეთქმულების დეტალები ცნობილი გახდა, ეკლესიის მრავალი ხელმძღვანელი დააპატიმრეს, ხოლო თვით ეკლესია მრავალ ქვეყანაში ტოტალიტარულ სექტად გამოცხადდა. მაგრამ საიენტოლოგები დღესაც აქტიურად მოქმედებენ. მაშ, შეწყდა თუ არა მათი ოპერაცია "ფიფქია" უცნობია.


ნაირას პროვოკაცია




როდესაც 1990 წლის ნოემბერში 15 წლის კუვეიტელმა გოგონამ ნაირა ალ-საბახმა ცრემლმორეულმა გააცხადა, თუ როგორ კლავდნენ ერაყელი ჯარისკაცები კუვეიტელ პატარებს, მხოლოდ ქვის გულები არ შემდრკალან. გადაწყვეტილება კუვეიტის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დაუყოვნებლივ იქნა მიღებული. თითქოსდა ცინიკურია და ფანტასტიკური პატარა გოგონას სიტყვები ჩათვალო სპეცსამსახურების პროვოკაციად. მაგრამ ერაყში აშშ-ს შეჭრის შემდეგ გაირკვა, რომ კონსპიროლოგები სწორად აფასებდნენ პოლიტიკოსების ცინიზმის მთელ საშინელებას. ნაირა აღმოჩნდა აშშ-ში კუვეიტის ელჩის საუდ ნასერ ალ-საუდ ალ-საბახის გოგონა, ხოლო მისი მრისხანე გამოსვლა მოფიქრებულ იქნა სოლიდური პიარ-სააგენტების სპეციალისტების მიერ, რომელიც კუვეიტის მთავრობამ აშშ-სა და მთელს მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის დაიქირავა.

სიცრუე ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ



2003 წელს, ელტვოდა რა კონგრესისგან ერაყში შეჭრის უფლებას, ბუშის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ სამხედრო ოპერაცია აუცილებელია, რათა მსოფლიო გადაურჩეს ერაყში არსებულ მასობრივი განადგურების იარაღს. ამის სასარგებლოდ მოჰყავდათ მრავალი არგუმენტი - ციფრებით, ფაქტებით, პატივსაცემი ექსპერტების დამოწმებით... ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები თავიანთ გამოსვლებში ამტკიცებდნენ, რომ ეს სიცრუეა, რომელიც მთავრობამ საკუთარი სამხედრო მიზნების განსახორციელებლად მოიფიქრა. ამ აზრს ყველანი მტრის პროპაგანდად თვლიდნენ. და რა აღმოჩნდა სინამდვილეში? ამერიკელებმა ერაყში მასობრივი განადგურების ვერანაირი იარაღი ვერ იპოვეს, და მისი არსებობის მტკიცებულება მართლაც მოხერხებულად შეთითხნილი ფალსიფიკაცია აღმოჩნდა.


ოპერაცია "სამაგრი"



1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, აზრი იმის შესახებ, ნაცისტები საცხოვრებლად დასავლეთის ქვეყნებში მოეწვიათ, მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებს ველურობა ეგონათ. ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ამერიკა კონტრაქტს თვით ეშმაკსაც კი დაუდებს, თუ ეს მას საბჭოებთან წინააღმდეგობაში დაეხმარება, ყველას პროვოკაცია ან სიგიჟე ეგონა. მაგრამ სწორედ ამითი იყო დაკავებული ამერიკის დაზვერვა ოპერაციის ფარგლებში, რომლის კოდური სახელწოდება "სამაგრი" გახლდათ. ოპერაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სამხედრო ტყვეებისგან ირჩევდნენ საუკეთესო მედიკოსებს, ფიზიკოსებს და სარაკეტო საქმის სპეციალისტებს, შემდეგ მათ უცვლიდნენ პირადობას, სახელსა და გვარს და აგზავნიდნენ საფილტრაციო ბანაკებში, სადაც ნაცისტი დამნაშავეები მშვიდად ცხოვრობდნენ. შემდეგში კი მათ საკუთარი კაბინეტებიც კი გაუჩნდათ. გერმანელები, რა თქმა უნდა, დათანხმდნენ და თანდათანობით აშშ-ში გადაბარგდნენ. ამასთან მათ შორის ნამდვილი ნაცისტებიც იყვნენ, რომლებიც დაზვერვისგან დოკუმენტებსა და ბიოგრაფიებს ღებულობდნენ. ოპერაცია "სამაგრის" დეტალები ცნობილი გახდა მხოლოდ 1970 წელს, რამაც საზოგადოების ნამდვილი შოკი გამოიწვია. ასე, მაგალითად, 1977 წელს სან-ანტონიოში იძულებულნი გახდნენ სახელი შეეცვალათ საავიაციო მედიცინის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ჰუბერტუს შტრუჰხოლდის სახელს ატარებდა. აღმოჩნდა, რომ აშშ-ში პატივდებული ეს მეცნიერი საკონცენტრაციო ბანაკ "დაჰაუში" პატიმართა წამების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ყოფილა.


სპეცსამსახურები ყველას უთვალთვალებენ. ბუკვალურად ყველას!



კონსპიროლოგები დიდი ხნის წინათ ამბობდნენ, რომ აშშ-ს სპეცსამსახურები მოურიდებლად არღვევენ ადამიანთა კერძო უფლებებს, და მოსმენებითა და თვალთვალით უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში. მაგრამ გამოჩნდა ედვარდ სნოუდენი და მსოფლიომ შეიტყო, რომ აშშ-ს ეროვნული უშიშრეობის სააგენტო არაფრად აგდებს მოქალაქეთა უფლებას პირად ცხოვრებაზე, უსმენს ბუკვალურად თითოეული მათგანის სატელეფონო საუბრებს - ინტერნეტის უბრალო მომხმარებლიდან დაწყებული ვიდრე გერმანიისა კანცლერითა და საფრანგეთის პრეზიდენტით დამთავრებულ. მართალია, სნოუდენს მისი აღიარებებისთვის აშშ-ს დატოვებამ მოუწია. თანამედროვე კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ იმ დროიდან "მოსმენის" ოპერაციები კიდევ უფრო გაფართოვდა. ნუთუ ეს სიმართლეა?


ოპერაცია "სწრაფი და მძვინვარე"



მექსიკის ნარკოკარტელებს ოფიციალურად აღიარებენ აშშ-ს უსაფრთხოების ერთ-ერთ მტრად: უკიდურეს შემთხვევაში, ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ ამერიკის სპეცსამსახურები. იმის, შესახებ, რომ იგივე სპეცსამსახურები ჩუმად საქმეებს აწარმოებენ ნარკობარონებთან, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ შეთქმულებათა თეორიის მომხრეები მსჯელობდნენ. მაგრამ 2012 წელს ცნობილი გახდა ცსს-ს მიერ შემუშავებული ოპერაციის შესახებ სახელწოდებით "სწრაფი და მძვინვარე", რომლის დროსაც მექსიკურ ნარკოკარტელებს დაახლოებით 1400 ცალი თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღი მიეყიდა. როდესაც სიმართლე გამჟღავნდა, ცსს-მ განაცხდა, რომ ეს გახლდათ სპეცოპერაცია, რომელიც კრიმინალური სინდიკატის შიგნიდან დარღვევისკენ იყო მიმართული. სინამდვილეში რა მიზნებს ემსახურებოდნენ აშშ-ს სპეცსამსახურები და ზუსტად  რაოდენობის იარაღი გადაეცა მექსიკურ ნარკოკარტელებს ჯერაც უცნობია.



წყარო:
http://www.therichest.com/rich-list/most-shocking/15-most-shocking-conspiracy-theories-that-are-most-likely-true/

_____________________

კომენტარი:
მართალია, მოტანილი ცნობები საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, მაგრამ არსებობს აზრი, რომ თვით ეს ინფორმაციაც საზოგადოების დეზინფორმირებას ემსახურება. ანუ, სიმართლის მცირე დოზებით გაჟღერება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდია. სინამდვილეში, ამხელენ რა წვრილმან დანაშაულობებს, ამგვარი იფნორმაციის ავტორები "ბრიყვებს" უმტკიცებენ, რომ მასმედია ძალზედ "პაიოსანია", თანაც იმდენად "პატიოსანი", რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს არაფერს დაუმალავს. არადა ვინ არ იცის, რომ თვით მასმედიაც სწორედ გლობალური არამზადების მიერ კონტროლდება.

მაგალითად, სად იპოვით "შეთქმულების თეორიებში" იმაზე უფრო დამტკიცებულ მასალას, ვიდრე ამერიკელების მთვარეზე ჩამოსხმის სიცრუეა? არა მარტო მსოფლიოში ან მეგობრულ დიდ ბრიტანეთში, არამედ თვით აშშ-იც კი ამხელენ და აბუჩად იგდებენ ამ სიცრუეს. რად ღირს თუნდაც ამერიკული ფილმი "თხის რქა 1", რომელიც სწორედ ამგვარ სიყალბეს ამხელს.

მაგრამ, "მთვარეზე ჩამოსხმის" შესახებ ამ მასალაში კრინტიც კი არ დაუძრავთ!

ან ავიღოთ 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იოკრში. დიახ, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა, რომელიც აშშ-ს მთავრობამ 50 წლის წინ განახორციელა, მართლაც საინტრესოა. მაგრამ განა უფრო საინტერესო არ არის აშშ-ს იმავე (ოღონდ უფრო ცინიკური) მთავრობის მიერ არცთუ შორეულ 2001 წელს თითქმის სამი ათასი ადამიანის დახოცვა, რათა შემდეგში მსოფლიო რბევის უფლება მოეპოვებინა?

ხელისუფლებაში მოკალათებულ მახინჯთა ნებისმიერი სისაძგალის, თუნდაც უმცირესის მხილება უეჭველად საჭიროა. მაგრამ, როდესაც წვრილმანი დანაშაულობების მხილებით მალავენ დიდ დანაშაულობებს, ეს უკვე მხილება კი არა - დამნაშავეთადმი ხელშეწყობაა.


წყარო: http://politikus.ru/articles/82333-psevdorazoblacheniya-konspirologicheskih-teoriy.html


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню