კონსპიროლოგია - ათი კონსპიროლოგიური თეორია, რომლებიც 2017 წელს დადასტურდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კონსპიროლოგია

ათი კონსპიროლოგიური თეორია, რომლებიც 2017 წელს დადასტურდა

შეთქმულების თეორიები

2013 წელს პროფესორმა Lance Dehaven-Smith-მა Texas Press-ის უნივერსიტეტის მიერ გამოაქვეყნებულ სარეცენზიო წიგნში აჩვენა, რომ ტერმინი "კონსპიროლოგიური თეორია" შემუშავებული იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ, რათა ძირი გამოეთხარა უორენის კომისიის მოხსენების კრიტიკისთვის იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი კენედი ოსვალდმა მოკლა. ეს ტერმინი შემდეგ მასმედიაში ფართოდ გაავრცელეს და ისევ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წყალობით. დღევანდლამდე ის თავის ძირგამომთხრელ მიზანს ემსახურებოდა და დასაცინად იგდებდა მრავალ კონსპიროლოგიურ თეორიას.

მაგრამ ამჯერად, უფრო სწორედ გასულ 2017 წელს, მათ, ვისაც ოდესღაც "კონსპიროლოგებად" და "შეთქმულების თეორიათა" მიმდევრებად მიიჩნევდნენ, ჭეშმარიტების ჟამი დაუდგა, რადგან მათი ვერსიები და თეორიები ჩვენს თვალწინ დასტურდება.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ვლაპარაკობთ არა ველურ, ფანტასტიკურ და უცნაურ თეორიებზე, რომლებსაც ჯერაც არ გააჩნიათ მტკიცებულება, არამედ რეალურ მოვლენებზე. ლაპარაკია კარგად შესწავლილ საქმეებზე, რომლებიც შეგნებულად უარყვეს და დასცინეს მეინსტრიმში, ინფორმაცია რომ დაემალათ და ცსს-ს ავტორიტეტი დაეცვათ.

იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მართალნი იყვნენ კონსპიროლოგები, გთავაზობთ საუკეთესო კონსპიროლოგიური თეორიების ათეულს, რომლებიც 2017 წელს რეალური აღმოჩნდა.



1. ჰოლივუდი და პოლიტიკური ელიტა მხილებულია დაუოკებელ და საშინელ სექსუალურ ძალადობაში მამაკაცებზე, ქალებსა და ბავშვებზე



მხოლოდ გასულ წელს შეეცადნენ კონსპიროლოგები ესაუბრათ Pizzagate-ს და ელიტის წიაღში სექსუალური ძალადობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ნებისმიერს, ვინც კი ალაპარაკდებოდა ელიტაში გამეფებულ სექსუალურ ძალადობაზე, აბუჩად იგდებდნენ და ამცირებდნენ.


___________

Pizzagate
- შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ჰილარი კლინტონის გავლენიანი მომხრეები დაკავშირებულნი არიან პედოფილთა ორგანიზაციებთან. აშშ-ში ეს თეორია გაჩნდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს - რედ.
___________

კონსპიროლოგებს დაცინოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პალატის ყოფილმა სპიკერმა აღიარა რამოდენიმე პატარა ბიჭუნას გაუპატიურება და გასულ წელს ამისთვის თავისუფლების აღკვეთაც შეეფარდა. ეს დაცინვები გრძელდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერები ამ შემთხვევებზე უკვე ათწლეულებია გაჰყვირიან, თუმცა, მათი პროტესტები გაისმოდა როგორც "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".




მაგრამ, 2017 წელს საქმე სულ სხვაგვარად შეტრიალდა. ალაპარაკდნენ ს. ჰარვი ვაინშტეინისა და სხვა ცნობილ პირთა ძალადობის მსხვერპლნი და დაიწყეს თავიანთი დამამცირებლების საჯარო მხილება. მეტიც, მათ მოძალადენი პოლიციას გადასცეს. ამერიკელმა ხალხმა ასევე შეიტყო, რომ მათი მოჩვენებითი მთავრობა ვაშინგტონში ხარჯავდა მილიონებს, რათა აშკარად კონტროლს დაუქვემდებარებელი და აღვირახსნილი ელიტის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი როგორმე ჩაეჩუმებინა.



2. ამინდის მოდიფიკაცია "chemtrail"-იების კონსპიროლოგიური თეორიიდან ძირითად რეალობაში გადავიდა,
რადგან კონგრესმა უკვე დაიწყო მოსმენები გეოინჟინერიის თაობაზე



გეოინჟინერია, როგორც იქნა, რეალურ თემად გადაიქცა, რადგან გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ქვეკომიტეტებმა 2017 წლის ნოემბერს ჩაატარეს პირველი მოსმენები, თუმცა აქამდე, ეს თემა კონსპიროლოგიურ თეორიად მიიჩნეოდა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების პრეტორიანული გვარდიის წყალობით, რომელსაც მმართველი ელიტარული ოლიგარქია მართავს, საზოგადოების კულისებს მიღმა იჩქმალებოდა.



ამირგად, კლიმატის მართვისა და ამინდის მოდიფიკაციის კონსპიროლოგიური თემა, რომელიც პოპულარიზებულ იყო და აღინიშნებოდა მარტივი ტერმინით "ქიმიო-ტრასები", პირველად გამოდის დღის სინათლეზე და საზოგადოების განხილვის საგანი ხდება.


3. 2017 წლის აგვისტოში გამოიცა 20 000 დოკუმენტი, რომლებშიც დადასტურებულია EPA-ს შეთქმულება ქიმიურ კომპანიებთან იმის შესახებ,
რათა სასიკვდილო ტოქსიკური ნივთიერებები გამოიცადოს ადამიანებზე


მაღალტოქსიკური ქიმიური შენაერთები, რომელსაც აწარმოებენ კომპანიები Dow, Monsanto, DuPont და სხვები, მუშავდებოდა და იყიდებოდა სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობით, ხოლო ფედერალური ორგანოები უსაფრთხოების თაღლითური "შემოწმებების" საფუძველზე კონტროლის ყალბ შედეგებს აქვეყნებდნენ.




Poison Papers-ის დოკუმენტები მოწმობენ, რომ ნაცვლად იმისა, საზოგადოების დასაცავად ემოქმედათ და გადაესინჯათ ქიმიური ნივთიერებების გავლენის საკითხი, EPA-მ ჩაატარა საიდუმლო შეხვედრა ქიმიურ კომპანიებთან, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ მათი პროდუქცია მომავალშიც უსაფრთხოდ გაიყიდებოდა.




საიდუმლო შეხვედრა EPA-სა და ქიმიურ კომპანიებს შორის ყველაზე მძაფრი მაგალითია შეთქმულების ხანგრძლივი "კონსპიროლოგიური" ისტორიისა, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა შეეწირა.



4. ამერიკელმა მედია-გიგანტმა სალი ქუინმა აღიარა, რომ მისდევდა ოკულტიზმს ბავშვების მოსაკლავად, რისთვისაც შეაქეს იგი




სალის ქმარი ბენ ბრედლი 2014 წელს გარდაიცვალა. ის ახლოს მეგობრობდა ყოფილ პრეზიდენტ ჯონ კენედისთან და 1968-1991 წლებში Washington Post-ის აღმასრულებელ რედაქტორთან. ქუინმა იმ დროიდან დიდი დრო დახარჯა იმისთვის, რათა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის "სამეფო კარის" გლამურული ცხოვრების შესახებ მოეყოლა. მის მიერ აღწერილი ზოგიერთი სიუჟეტი - ეს ის სიუჟეტებია, რომლებსაც გიჟურ კონსპიროლოგიურ თეორიებს უწოდებდნენ.  

მიუხედავად ამისა, Washington Post-მა ის ფაქტობრივად შეაქო ამისთვის.




თავის ბოლო პუბლიკაციაში, რომლის სახელწოდებაა "ჯადოქრობის ძიებაში: სულიერი მემუარები", ქუინი ამბობს, რომ თავის ცხოვრებაში მინიმუმ სამი ადამიანი მაინც მოკლა. ის ამტკიცებს, რომ, მართალია, ფიზიკურად არავის ვნებს, მაგრამ მტკიცედ სწამს ოკულტიზმისა და წყევლას უგზავნის იმ ადამიანებს, რომლებიც მისი მტრები არიან.



5. მასმედიის წამყვანმა საშუალებებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს, რომ აშშ სირიაში ტერორისტებს ეხმარებოდა


ნოემბერში BBC-მ გამოაქვეყნა სენსაციური მოხსენება
, სადაც ამტკიცებდა, რომ აშშ შეგნებულად ეხმარებოდა "ისლამური სახელმწიფოს" ათასობით ბოევიკს.

BBC-ის მოხსენების თანახმად: გამჟღავნდა საიდუმლო შეთანხმების დეტალები, რომლის შედეგადაც ასობით ბოევიკი და მათი ოჯახები სირიიდან გაიქცნენ კოალიციისა და აშშ-ს ხელმძღვანელობისა და ქურთთა საჯარისო შენაერთების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც აკონტროლებდნენ ქალაქს. კონვოის შემადგენლობაში "ისლამური სახელმწიფოს" რამოდენიმე ყველაზე ცნობილი წევრიც იყო.

შემდეგ, გასული წლის დეკემბერში, გამოძიებამ აჩვენა, რომ იარაღის 97% რომელსაც ბოევიკები იყენებდნენ, უკანონოდ იყო ჩამოტანილი აშშ-დან და საუდის არაბეთიდან. იარაღი და საბრძოლო მასალა თავიდან აშშ-მ და საუდის არაბეთმა შეიძინეს, შემდეგ კი მეამბოხეთა ჯგუფებში გაავრცელეს.



6. ფედერალური სარეზერვო ბანკი მხილებულ იქნა ივნისში როგორც ამერიკის სპეცსამსახურების მუშა ქვეგანყოფილება


Reuters-ის ცნობით, რომელიც ათეულობით მიმდინარე და ყოფილი ამერიკელი მოხელის გამონათქვამს ეფუძნება, ფედერალურ რეზერვში კონფიდენციალურ ანგარიშებს აშშ-ს ხაზინა და სხვა უწყებები წელიწადში რამოდენიმეჯერ იყენებდნენ, "რათა რუსეთის, ჩინეთის, ერაყის, თურქეთის, იემენის, ლიბიისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების აქტივების ჰოლდინგთა ანალიზი ჩაეტარებინათ".

"აშშ-ს ცენტრალური ბანკი მყარად აკავებს ინფორმაციას, რომელიც ამ ანგარიშებს უკავშირდება. მაგრამ, Reuters-ის მიერ გამოკითხული ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ს ხელისუფლება რეგულარულად იყენებს უფლებას "იცოდეს" კონფიდენციალურობის დარღვევები კონტრაქტებში, რომლებსაც ფედერალური სარეზერვო ფონდი ემსახურება.



7. გამოაშკარავდა დოკუმენტი, რომელმაც დაადასტურა, რომ
ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაგეგმა და განახორციელა 1953 წლის ირანის გადატრიალება



ამასწინათ გამჟღავნდა ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება "აშშ-ს საგარეო ურთიერთობები: ირანი, 1951-1954 წლები". დოკუმენტი აშკარად განსხვავდება სახდეპარტამენტის 1989 წლის ვერსიისგან, რომ ირანში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებისას ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა მოვლენებში ჩარეული არ ყოფილა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ალენ დალესის მემორანდუმი პრეზიდენტ ეზეინჰაუერისადმი, რომელიც დათარიღებულია 1953 წლის 1 მარტით, წარმოადგენს შეხსენებას იმისა, რომ ქვეყნის შიგნით "მოსადეკის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს მკვლელობით ან სხვა გზით", რაც ირანთან კავშირებისა და ნავთობმოლაპარაკებების აღსადგენად სჭირდებოდათ.



8. ელიტარული მილიარდერები ღიად აღიარებენ, რომ პატარა ბავშვების სისხლს სვამენ



კონსპიროლოგების ვერსია, რომ მდიდრები საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად პატარა ბავშვების სისხლს სვამენ - დღეს უკვე ფაქტია და აშშ-ში რეალურ ბიზნესსაც წარმოადგენს. მეტიც, მილიარდერები ფაქტობრივად აღიარებენ რომ დაინტერესებულნი არიან ამ საკითხით.

როგორც Vanity Fair იუწყება, ამბროზიას, რომელიც სისხლის ბანკიდან სისხლს ყიდულობს, დღეისთვის 100-მდე კლიენტი ჰყავს. ზოგიერთი მათგანი ე. წ. "სილიკონის ველიდანაა" (სან-ფრანცისკო.კალიფორნია. აშშ), როგორიც არის თუნდაც პიტერ ტილი, PayPal-ის თანადამფუძნებელი და დონალდ ტრამპის მრჩეველი.



9. History Channel-ის მიერ გამოააშკარავებული შეთქმულების თეორია,
რომლის მიხედვითაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას ეწევა


A&E Networks განიხილეს მთავრობის როლი ნარკოტიკებთან ოთხ სერიან დოკუმენტურ ფილმში, რომელიც History Channel-ის არხით გადაიცა და რომელსაც ეწოდა "ამერიკის ომი ნარკოტიკებისთვის".

"ამერიკის ომი ნარკოტიკებთან" - ეს არის ამაფორიაქებელი მოგზაურობა ხუთი ათწლეულის წინანდელ მსოფლიოში, რომელიც ააშკარავებს, თუ როგორ გაერთიანდა კომუნიზმთან მებრძოლი ცსს მაფიასთან და უცხოელ ნარკობარონებთან, რათა ერთობლივად ებრძოლათ უცხოელი მტრების წინააღმდეგ. სამაგიეროდ დანაშაულებრივ ჯგუფებს აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობის უფლება მიეცათ.



10. ოფიციალურმა მეცნიერებამ ავთვისებიან სიმსივნესთან C ვიტამინის ბრძოლის უნარი დაადასტურა



აიოვას უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ასკორბატი, რომელსაც ვიტამინ C-სგან ღებულობენ, წარმატებით ზრდის პეროქსიდის დონეს კიბოთი დასნებოვნებულ უჯრედებში, რასაც, თავის მხრივ ტოქსიკური ეფექტი აქვს კიბოს უჯრედებისთვის და საცდელ ცხოველებში დასნებოვნებულ უჯრედებს კლავს, თანაც ისე, რომ პროცესის დროს ჯანსაღს არ აზიანებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ვიტამინი С შეიძლება ეფექტური და გამანადგურებელი აღმოჩნდეს კიბოს ზოგიერთი სახეობისთვის.

2017 წელს მსოფლიომ გაიგო, რომ ჭეშმარიტება მართლაც გამონაგონზე ძლიერია, რადგან ნათელი ყველგან ანათებს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. შეთქმულებების გამოააშკარავება და კონსპიროლოგიური თეორიები, რომლებიც 2017 წელს რეალურად დადასტურდა, უფრო ოპტიმისტურად განგვაწყობს 2018 წლის მიმართ, რომელი შეიძლება გახდეს იმ წლად, როდესაც მსოფლიო გამოღვიძება დაიწყება.

"წესისამებრ სიმართლე გადის სამ სტადიას. პირველი, ეს არის დაცინვა. მეორე, ეს არის გააფთრებული წინააღმდეგობა. მესამე - ის მიიღება როგორც თავისთავადი ჭეშმარიტება" (არტურ შოპენჰაუერი).

წყარო: http://www.thedailysheeple.com/top-ten-conspiracy-theories-that-turned-fact-in-2017_122017

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню