კატაკლიზმები - უძლიერესი მიწისძვრა მექსიკაში - 8.0 - 8.4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

უძლიერესი მიწისძვრა მექსიკაში - 8.0 - 8.4

მიწისძვრა მექსიკაში

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: არავის შეშინებას არ ვაპირებთ, არც უნდა გვეშინოდეს, რადგან ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ეს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებშია. კაცობრიობას რომ გლობალური კატაკლიზმები ელოდება არახალია, მაგრამ ის, რასაც "ფორბსი" გვამცნობს, ცოტა შემაშფოთებელიც არის და უცნაურიც. ვერ ვიტყვით რა შეიძლება იყოს ეს - მილიარდერების დაპანიკება, რათა მათ სასწრაფოდ შეიძინონ "უსაფრთხო" ტერიტორიები და ამ შემთხვევაში ეს იქნება გრანდიოზული ფინანსური ავანტიურა, თუ ეს მართლაც რაიმე სერიოზული პროგნოზია, რომელსაც ელიტა ფლობს და აქამდე არ აცხადებდა. ასეა თუ ისე, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს მკითხველსაც შევთავაზოთ ნაწყვეტები ამ პუბლიკაციიდან, რათა მკითხველმა თავად განსაჯოს რა არის აქ სიმართლე და რა არა. იმედია ეს მოვლენები მთაგორიან საქართველოს ნაკლებად შეეხება.

***

09.07.2017.

2017 წლის 8 სექტემბერს, 04:49 საათზე UTC-ს დროით (08:49 თბ.) მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე მოხდა რეგიონში უძლიერესი მიწისძვრა ბოლო 100 წლის განმავლობაში.
სეისმური მოვლენის მიახლოვებითი მაგნიტუდა შეადგენდა  8.0 8.4 ბალს, ეპიცენტრის სირმე კი 30 100 კმ-ს.



earthquake.usgs.gov



emsc-csem.org


ეპიცენტრიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი ტრეს-პიკოსი იმყოფება 119 კმ-ზე

მიწისძვრას თან ახლდა ძლიერი გაელვებანი ცაში
(იხ. ქვემოთ ვიდეო)

როგორც ეს ძლიერი მიწისძვრების დროს ხდება, გამოცხადებულია ცუნამის საშიშროება.


მიწისძვრის პირველივე წუთებიდან მსოფლიოს მედია მიაწყდა მექსიკას და დაიწყეს სტიქიური მოვლენის შედეგების ამსახველი ფოტოსურათების გამოქვეყნება. ითვლიან მსხვერპლს. მაგრამ ახლა ეს არც არის მთავარი, უკიდურეს შემთხვევაში კალიფორნიის მედიისთვის.





ნაპრალი, რომელშიც ან რომლის გვერდითაც მოხდა სეისმური მოვლენა, მჭიდროდ არის დაკავშირებული ე. წ. კასკადიის სუბდუქციის ზონასთან. ეს არის 900 კმ ხაზი კუნძულ ვანკუვერიდან ჩრდილოეთ კალიფორნიამდე, სადაც ხუან დე ფუკას ტექტონური ფილა ხვდება ჩრდილოამერიკულ ტექტონურ ფილას. სტატისტიკურად და გეოლოგიურად ნაპრალები ურთიერთდაკავშირებულნი არიან
.



სხვა სიტყვებით რომ ვთქვა
, ნებისმიერი მიწისძვრა მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე წარმოადგენს უფრო ძლიერი მიწისძვრის წინამაუწყებელს, რომელიც შეიძლება მოხდეს კალიფორნიაში. ამიტომაც თუ მექსიკაში მიწისძვრის ძალა იყო 8.0 ბალი - კალიფორნიაში უნდა ველოდოთ 9.0-ს ან უფრო მეტს.

კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი - იელოუსტოუნის სეისმოდანადგარების რეაქცია იყო ასეთი:




მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ უკვე განაცხადა, რომ ეს იყო ქვეყნის ისტორიის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე უძლიერესი მიწისძვრა.

სტიქიის დარტყმის შედეგად დაიღუპა ოცდაათზე მეტი ადამიანი. მასმედიის მონაცემებით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. სერიოზულ ნგრევაზე ინფორმაცია არ არის.

ცუნამის პრევენციის წყნარი ოკეანის ცენტრი აღნშნავს, რომ მიწისძვრის გამო შესაძლოა ცუნამი წარმოიშვას მექსიკის, კოსტა-რიკის, ნიკარაგუას, გვატემალას, სალვადორის, პანამას, ჰონდურასისა და ეკვადორის სანაპიროებზე.


ინტერნეტ მასალების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/WJNCDHpwcBo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/z7P980Kmi2Q" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню