კატაკლიზმები - უცნაური ნაპრალი გრენლანდიაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

უცნაური ნაპრალი გრენლანდიაში

NASA-მ გრენლანდიაში გაჩენილი უცნაური ნაპრალის ფოტო გამოაქვეყნა

გლობალური დათბობა

19.04.2017.

პეტერმანის მყინვარში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია გრენლანდიაში, გაჩნდა ნაპრალი. მკვლევართა აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი ყინულოვანი "კუნძულის" გამოყოფა და პერსპექტივაში ზღვის დონის აწევა.




როგოც The Washington Post-ი წერს, ნაპრალის ფოტო გადაღებულია NASA-ს თვითმფრინავიდან Operation IceBridge პროგრამის ჩარჩოებში, რომელიც თვალს ადევნებს არქტიკულ ყინულებს.

პირველად ნაპრალს ყურადღება მიაპყრო ნიდერლანდელმა მეცნიერმა, რომელიც მყინვართა კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს სწავლობდა. მკვლევარებმა ჯერ-ჯერობით ვერ დაადგინეს ცენტრში და არა მყინვარის ნაპირზე გაჩენილი ნაპრალის მიზეზი, რაც არატიპიურია მყინვარისთვის.




მეცნიერთა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოცემული წარმონაქმნი ნელ-ნელა მიიწევს კიდევ მეორე წარმონაქმნისკენ: თუ ისინი გადაიკვეთებიან, მყინვარისგან შეიძლება ჩამოიჭრას დიდი ნაჭერი, რომლის ზომა იქნება 130-დან 180 კვადრატულ კილომეტრამდე. ასეთი რამ უკვე მოხდა ერთხელ 2010 და 2012 წლებში, როდესაც პეტერმანის მყინვარს გამოეყო "ყინულოვანი კუნძულები", რომელთაგან ერთ-ერთი ფართობი შეადგენდა დაახლოებით 260 კვადრატულ კილომეტრს, რომელიც ოთხჯერ დიდია მანჰეტენის ფართობზე.






წყარო: https://ru.tsn.ua/nauka_it/nasa-pokazalo-foto-treschiny-v-odnom-iz-krupneyshih-lednikov-grenlandii-842817.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню