კატაკლიზმები - შავი ფრინველების საზარელი აგრესია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

აშშ: შავი ფრინველების საზარელი აგრესია

ფრინველების თავდასხმა

01.02.2017

ამ რამოდენიმე დღის წინათ აფორიაქებული შავი ფრინველების გუნდი თავს დააცხრაქ ქალაქ ჰიუსტონს (აშშ. ტეხასის შტატი). თვითმხილველები ჰყვებიან, რომ აკვირდებოდნენ სასტიკ და საზარელ სურათს, რომელიც საშინელებათა ფილმებში თუ უნახავთ, როდესაც ბნელეთის ძალები შავი ფრინველების სახით თავს ესხმიან ადამიანებს.



ფრინველებმა არა მარტო შემაძრწუნებელი სანახაობა მოაწყვეს, როდესაც თავს დასტრიალებდნენ ავტოტრასას, მათ იერიშიც კი მიიტანეს ავტომობილებზე. ისინი მთელი ძალით ეჯახებოდნენ დიდი სიჩქარით მიმავალ ტრანსპორტს. ზოგიერთ ავტომობილს შუშები ჩაემსხვრა. ყველა თვითმხილველს და ფრინველთა თავდასხმის მსხვერპლს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ფრინველები უბრალოდ და ქაოტურად როდი ესხმოდნენ ავტოტრასაზე მიმავალ მანქანებს, არამედ გარკვეულ, "გონივრულ" მიზანს ისახავდნენ. ფრინველთა მოქმედებაში შეიმჩნეოდა გარკვეული ალგორითმი. მძღოლები და მგზავრები შოკირებულნი იყვნენ ფრინველთა ასეთი ქცევით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/q4-pPckmpOw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

საგულისხმოა ისიც, რომ ყველა ფრინველი შავი იყო, თუმცა ფრინველთ გუნდი შედგებოდა სხვადასხვა სახეობებისგან. აქ ნახავდით ყვავებს, ყორნებს, შაშვებს და სხვა, მაგრამ შებინდების ჟამს ყველა მათგანი ქმნიდა თითქოსდა ბოროტი ძალის მიერ მართულ საზარელ ბნელ მასას.



ამ მოვლენასთან დაკავშირებით ორნიტოლოგები მკაფიო პასუხს ვერ იძლევიან. ისინი ვერ ამბობენ რატომ იკრიბებიან ფრინველები გუნდებად და თავს დასტრიალებენ კონკრეტულ ადგილებს. მოცემულ შემთხვევაში ფრინველთა უზარმაზარმა გუნდმა ჩქაროსნული ავტობანი აირჩია. ფრინველთა მსგავსი ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს ამინდის ცვალებადობა. დიდი ხანია ცნობილია, რომ ფრინველებს შეუძლიათ იგრძნონ ტორნადოსა და შტორმების ჩასახვა-გამოჩენა მანამდე, სანამ ამას შენიშნავს თანამედროვე მეტეოროლოგიური მოწყობილობა.

მაგრამ ეს არ არის ფრინველთა უცნაური ქცევის ერთადერთი მიზეზი. ჰიუსტონის ზოოპარკის ორნიტოლოგ-მკვლევარის ჰანნა ბეილის თქმით, ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელთა შესახებაც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს და აღემატება ჩვენს ცნობიერებასა და აღქმას. მაგალითად, დროით-სივრცითი კავშირების დაკარგვა, პორტალის გახსნა სხვა განზომილებაში და მსგავსი რამ.

ჰანნა ამატებს, რომ ერთადერთი, რაზეც დარწმუნებით შეიძლება ლაპარაკი, გახლავთ ის, რომ ასეთი რამ ადრეც მომხდარა. ფრინველების მსგავსი ქცევა ტეხასში 2015 წელსაც დაფიქსირდა, და 2016 წელსაც. შესაძლოა, ეს ფრინველებს ენერგორესურსების დაზოგვასა და ურთიერთგაცვლაში, ასევე საკვების მოპოვებაში ეხმარება. მხოლოდ ერთია უცნობი - რატომ ესხმოდნენ ისინი თავს ავტომობილებს. ეს საკითხი ნამდვილ და იდუმალ გამოცანად რჩება.

წყარო: https://oko-planet.su/phenomen/phenomennews/355269-v-ssha-zhutkie-chernye-pticy-atakovali-avtomobili-probivaya-ih-naskvoz.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Adxz7AB5rek" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню