კატაკლიზმები - მიწისძვრა ახალ ზელანდიაში - მძლავრი დარტყმა მსოფლიო მთავრობის ბუკერებზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

მიწისძვრა ახალ ზელანდიაში:

მძლავრი დარტყმა მსოფლიო მთავრობის ბუკერებზე

მიწისქვეშა ბუნკერები

25.11.2016

ავტორი: ვიქტორ სინობინი.

მსოფლიო მოსახლეობის გაღატაკება, რომელიც პურისა და გართობის უკმარობის დროს ხელში იღებს "პროლეტარიატის იარაღს" და მზად არის გადაქელოს ნებისმიერი მთავრობა; ტექნოგენური და კლიმატური კატასტროფები; სხვადასხვა საბედისწერო ვითარებათა რეზონანსული დამთხვევა, რომლებიც ჩვენს პლანეტას აპოკალიფსისის ზღვარზე აყენებს, - ეს ყველაფერი აღელვებს ადამიანთა ერთ პროცენტს, რომელსაც დედამიწის სიმდიდრეთა თითქმის ნახევარი საკუთარ ხელში მოუქცევია.

იმიტომ როდი აგროვებდნენ ისინი უთვალავ ქონებას, რათა "ბრბოსთან" ერთად რომელიმე გლობალურ კატასტროფისთვის გაეტანებინათ თავიანთი დანაზოგი. ამიტომაც უკვე წინასწარ იფენენ ფეხქვეშ "ბრილიანტების ხალიჩას": ფანტასტიკურ თანხებს ხარჯავენ პერსონალური უკვდავებიდან მოყოლებული ჩაუძირავი "ნოეს კიდობნების" ასაშენებლად, რომელთაც მიწისქვეშა ბუნკერების სახე და მილიარდობით დოლარის ღირებულება გააჩნიათ.


კომივოიაჟერები რჩეულთათვის


ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში - "მსოფლიო ეკონომიკის კაპიტნების"  მთავარ სამიტს, გააჩნია დახურული ნაწილი, რომელზეც მხოლოდ ყველაზე მდიდრები და გავლენიანი პირები დაიშვებიან.

კიდევ უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის, რომ ასეთი დახურული ნაწილი გააჩნია ბილდერბერგის კლუბის შეხვედრას, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება ყველაზე წარმტაც და ცნობისმოყვარეთაგან მოშორებულ ადგილებზე (ამ წელიწადს ბილდერბერგი შეიკრიბა ტიროლის "ინტეროტელში", ავსტრია, 9-12 ივნისი).

მართალია, მეორე შემთხვევაში ეს საიდუმლო ნაწილი (ჯერ ჯერობით მაინც) არავისთვის საიდუმლო არ არის, ხოლო "დახურული" ის იმიტომაა, რომ სპეციალურად აღჭურვილ შენობებში ტარდება, რომელთა ტექნოლოგიური აღჭურვილობა შესაძლებლობას იძლევა დაცულ იქნას გასაიდუმლოების ყველა ზომა, და 20-დან 50 მლიონ დოლარამდე ჯდება.

ამრიგად, რაშია ამ "საუკეთესოთა შორის საუკეთესო საიდუმლოების" არსი, რომლის შესახებაც დუმს მსოფლიო საინფორმაციო მეინსტრიმი? იქ მიმდინარეობს ვაჭრობა ინვესტიციებზე, რომელთა მსვლელობისას "კომივიოაჟერები" - სამშენებლო მენარდეები და მომავლის ტექნოლოგიათა შემქმნელი სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები (პროგრამისტებიდან მოყოლებული სამედიცინო ტექნოლოგიებით დამთავრებული), - ვარკვლავურ კლიენტურას სთავაზობენ თანხები ჩადონ ბუნკერ-სასახლეებში და მოწინავე სამეცნიერო გამოკვლევებში.


ამ გამოკვლევათა არსი, მათი ტექნოლოგიური ასპექტებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი ცნობიერებისთვისაც კი მარტივია. ის წააგავს ერთ-ერთი ფილმის სათაურს - "ყველანი დაიხოცებიან, მე კი გადავრჩები".





ახალი ზელანდია: ლუვრისა და "სარეზერვო პენტაგონის" სინთეზი


ახლა მოდი შევიხედოთ იმ ვაჭრობების წმიდათა წმიდაში, რომლებზეც იკრიბებიან მულტიმილიარდერები და "ახალი აინშტაინები". მოდი ვნახოთ, რაში დებს თანხებს, მილიონებსა და მილიარდებს დედამიწის ის "ერთი პროცენტი".

ვაჭრობა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში - და აი, ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის პრეზიდენტის რობერტ ჯეკსონის მოწმობა: "მსოფლიო ეკონომიკის კაპიტნები" მასობრივად უკვეთავენ თავიანთთვის მიწისქვეშა სასახლეებს ახალ ზელანდიაში, რომელთა ღირებულება 2,1-დან 5,7 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

საპროექტო მუშაობებისა და მშენებლობების პერიოდი 12-15 წელია. ამ შეკვეთების ძირითად საფუძველში ძევს კერძო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთა კვლევების შედეგები, რომელთაც ისევ "ერთი პროცენტის" წარმომადგენლები აფინანსებენ, და ამბობენ, რომ "მომავლის კატასტროფათა" შედეგად გადარჩება მხოლოდ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ეს სახელმწიფო, ხოლო თვით აპოკალიფსისი (ხელოვნური) მოხდება უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში.

მიწისქვეშა სასახლეების სიძვირე, რომელიც წარმოადგენს რაღაც საშუალოს ლუვრსა და ე. წ. რეზერვულ პენტაგონს შორის ("რეზერვული პენტაგონი" - აშშ-ს სამხედრო ძალების სახელმძღვანელო პუნქტი შაიენის მთაში), აიხსნება არა მარტო იმით, რომ ყოველი მათგანი აღჭურვილია უნიკალური სასიცოხლო ტექნიკით,და მათზე შესრულებულია ურთულესი სამშენებლო სამუშაო, არამედ, ასე ვთქვათ, "შეზღუდულობითაც".

უკვე დღეისთვის ახალი ზელანდიის მცირე კუნძულთა უმეტესობა გაუხმაურებლად არის მიტაცებული პოსტაპოკალიპტური მსოფლიოს მომავალ მფლობელთა საჭიროებებისთვის. ასეთი კუნძულების რაოდენობა 700-ს აღწევს, ხოლო შესაბამის მშენებლობებს ექვემდებარება დაახლოებით ყოველი მეექვსე.



"ოთახები" სარაკეტო შახტებში


კერძო სამშენებლო მენარდის, ლარი ჰელის თქმით, დენვერიდან, საიდუმლო ბუნკერთა მფლობელები იყოფიან ორ კატეგორიად. ერთნი მილიარდობით დოლარებად ყიდულობენ მიწისქვეშა სასახლეებს (ვითომცდა) უდაბურ კუნძულებზე, მეორენი ჯერდეებიან უფრო მარტივ საცხოვრებლებს - აპარტამენტებს. მათი ღირებულება მერყეობს 1,5-5 მილიონ დოლარამდე.




შესაძლოა ვინმემ იკითხოს, რისთვის იხარჯება ამდენი თანხა. ჯერ-ერთი, ეს მოკრძალებული "სტუდიები", რომლებსაც აშენებდა ბ-ნი ჰელი, განლაგებულია კანზასის ყოფილი სარაკეტო შახტების გვერდით, რომლებიც უძლებენ ატომური დარტყმას. მეორეც, ასეთი "სტუდიები" მხოლოდ გარეგნულად ჩანან ასე მიამიტურად.

ერთი მაგალითი: "უსაფრთხოების კონდომინუმში" შესასვლელი, რომელიც 50-მდე ასეთ საცხოვრებელს აერთიანებს, ხორციელდება ერთი საზოგადო შესასვლელიდან, რომლის წონა შვიდ ტონას აღემატება. გასუფთავების, ჰაერისა და წყლის მოწოდების ათობით სისტემა, დამოუკიდებელი გენერატორები, რომლებიც აწარმოებენ ენერგიას, კომპიუტერული ქსელები და ავტომატური ცეცხლის სისტემები, რომლებიც იცავენ მფლობელთა უსაფრთხოებას, ასევე ღირებულებაში შედის.




დღეისთვის კანზასის "კონდომინიუმში" ყველა ადგილი გაყიდულია. რიგზეა ანალოგიური "თავშესაფრების" აშნება ნევადასა და არიზონას მიტოვებულ სარაკეტო შახტებში.



"მომავლის გემო"


არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოსდა მყიდველები, რომლებიც მილიონებად ღირებულ "ოთახებს" ყიდულობენ - მილიარდობით დოლარის ღირებულების სასახლე-ბუნკერთა მფლობელებზე ღარიბები იყონ.

როგორც წესი, ასეთი ერთოთახიანი აპარტამენტების ბედნიერი მფლობელები - ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც თავიანთ მილიარდებს აბანდებენ არა საცხოვრებელ "ლუქსებში", არამედ ჰაი-ტეკში: მაღალ ტექნოლოგიებში, რომელთაგან უმეტესობა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ცნობილია ჰოლივუდური ბლოკბასტერებიდან. მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი წარმატებული ინვესტორებისთვის უკვე დღესვეა ხელმისაწვდომი.

მაგალითი: თვითხსნადი ნანოკაფსულები, რომლებიც ორგანიზმს წმენდენ და კურნავენ შიგნიდან, შემდეგ კი გამოიდევნებიან ორგანიზმიდან ბუნებრივი წესით. მეორე მაგალითი: ნანოაკუმულატორებიანი მიკროპლასტირები, რომლებიც თავის ქალის ფუძეზე ეწებება და ე. წ. ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაციით აუმჯობესებს ნებისმიერი საგნის შეთვისების სიჩქარესა და რეაქციას.

მომავლის ტექნოლოგიებიდან, რომლებიც უკვე ჰორიზონტზე ჩანს გახლავთ ე. წ. მაინდ-აპლოუდიგნი: პროგრამა, რომელიც მეხსიერებიდან იწერს მოგონებებსა და ემოციებს და მათ კომპიუტერულ დისკზე ათავსებს. მეტიც, ამ ტექნოლოგიას უკუპროცესიც შეუძლია, ანუ დისკიდან თავში ჩაწეროს (თარიღის, კატეგორიის, დატვირთულობის შესაბამისი) მოგონებები. კიდევ უფრო სწრაფად იქნება შემუშავებული ვიტამინური ჯაჭვი - კომბინირებული ქიმიური პრეპარატები, რომლებიც სტრუქტურულად ადამიანის რნმ-ს იდენტურია და უნარი აქვს შეანელოს ან საერთოდ გააჩეროს ორგანიზმის დაბერება.

ფანტასტიკაა? - შესაძლოა, მაგრამ არა მათთვის, ვინც მათში მილიონობით და მილიარდობით დოლარი ჩადო, რათა ზღაპარი რეალობა გახადოს. და "მომავლის გემოს" სინჯავენ საკმაოდ სერიოზული ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი უკვე ღებულობს 150 ასეთ "ვიტამინს" დღეში.



სამყაროს ერთიანი კანონი მაისურებზე


მკითხველები, სავარაუდოდ, უკვე ხვდებიან პოსტაპოკალიპტური მომავლის ბატონ-პატრონთა სანუკვარ ოცნებას. ეს არის პერსონალური უკვდავების მოპოვება ადამიანთა კიბორგებად გადაქცევის გზით, რომელთაც, სურვილისამებრ, შეეძლებათ ემოციების განცდა, ასევე ფიზიკური სიამოვნებები.

პროჟექტორობა? არამც და არამც. ასე, მაგალითად, იერუსალიმის (ისრაელი) ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი იბალ ნოე ჰარარი დარწმუნებულია, რომ "ადამიანისა და მანქანის შერწყმა ყველაზე გრანდიოზული ბიოლოგიური ევოლუცია გახდება დედამიწაზე მთელი ამ ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში".

ანალოგიური პოზიცია უჭირავს მაქს ტეგმარკს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს. ჯერ კიდევ 2006 წელს ამ მეცნიერმა, ჟურნალ New Scientist-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, განაცხადა: "უახლოეს 50 წელიწადში თქვენ შეგეძლებათ იყიდოთ მაისური, რომელზეც დაიბეჭდება განტოლება, რომელიც აღწერს ჩვენი სამყაროს ერთიან კანონს".

საინტერესოა, რომ მრავალი ექსპერტის აზრით, კიბორგიზაციის დაწყებამდე სულ რაღაც ნახევარი საუკუნე რჩება. თანაც, მისი პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია - ЗD პრინტერებზე ადამიანის ფუნქციონირებად კიდურებს უკვე ბეჭდავენ. მეტიც, ბეჭდავენ სისხლძარღვებსაც.

თითქოსდა რა უნდა იყოს ცუდი იმაში, რომ ამა ქვეყნის ძლიერნი ამდენ თანხებს ხარჯავენ არა მარტო მიწისქვეშა სასახლეების აშენებაში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაში? მდიდრული სუფრიდან - ანუ ამ ფანტასტიკური გამოგონებათა "ნამცეცები" ხომ "პლებეებსაც" შეხვდებათ. ე. წ. "სმარტ-სახლები", რომელშიც ყველაფერს ელექტრონიკა აკონტროლებს, პრიმიტიული ვერსიაა საოცარი "ბუნკერებისა", რომლებიც თვითონ აკონტროლებენ მათი მფლობელების ჯანმრთელობას, აანალიზებენ გარეთა ვითარებას, ღებულოებენ უსაფრთხოების საჭირო ზომებს.

ანდა ავიღოთ იგივე ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაცია - პირველი თაობის უზარმაზარი მოწყობილობა. მისი პრინციპით დასავლეთში დღეს სნაიპერებს ამზადებენ.

მაგრამ, აი რაშია პრობლემა: მომავალი კიბორგები "ოქროს საუკუნის" დადგომას მხოლოდ მაშინ ვარაუდობენ, როდესაც კაცობრიობიდან "ოქროს მილიარდიც" (500 მილიონი) კი არ დარჩება. აი მაშინ, თურმე რესურსები ყველას ეყოფა. სხვა სიტყვებით, ისინი, ვინც მიწისქვეშა სასახლეებს იშენებს და პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს იმარაგებს, მეცნიერებისა და ტექნიკის "საოცრებებით" აღჭურვილნი სულაც არ დარდობენ ჩვენი პლანეტის მშვიდობიან არსებობაზე. აქედან გამომდინარე, მათი მთელი მოღვაწეობა დედამიწაზე მშვიდობის დასამყარებლად ოდენ გარეგანი "მზრუნველობაა" მასების დასანახად.

არის კიდევ ამ პრობლემის ერთი, ესქატოლოგიური ნიუანსი. ყველა მეცნიერი, რომელიც დღეს მომავალი ელიტის ინტერესს ემსახურება, ერთხმად ამტკიცებს, რომ "ხვალინდელ ნათელ მომავალში" ღმერთი არ იქნება - მის ადგილს დაიკავებენ უკვდავი კიბორგები, რომლებიც დანარჩენი ცოცხალი ადამიანების გამძღოლები იქნებიან. სწორედ ამაშია სატანიზმის მთელი "არომატი", ასე არ არის?

წყარო: http://www.vesti.ru/doc.html?id=2821193#

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/f1d09h4B7cg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню