კატაკლიზმები - კრიტიკული წერტილი. ნეაპოლს გრანდიოზული ვულკანის ამოფრქვევა ელის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

კრიტიკული წერტილი. ნეაპოლს გრანდიოზული ვულკანის ამოფრქვევა ელის

იტალიის ვულკანები

09.01.2017

იტალიელი ვულკანოლოგები განგაშს ტეხენ - იღვიძებს გრანდიოზული ვულკანი კამპი ფლეგრეი, რომელიც ნეაპოლის მცხოვრებთ ემუქრება.



ცნობილ ვულკან ვეზუვის გვერდით, რომლის ამოფრქვევამ 2000 წლის წინათ ქალაქი პომპეუსი გაანადგურა, მდებარეობს კიდევ ერთი მოქმედი ვულკანის, კამპი ფლეგრეის კრატერი. ის ჩამოყალიბდა 39 ათასი წლის წინათ წარმოუდგენელი აფეთქების შედეგად, რომელმაც დედამიწის ზედაპირზე ასობით კუბური მეტრის ლავა, ქვა და ფერფლი ამოაფრქვია. ბოლო დროს კამპი ფლეგრეი ამოიფრქვა 1538 წელს.






პომპეუსის დანგრევა

მკვლევარები ამბობენ, რომ ვულკანი უახლოვდება წნევის კრიტიკულ წერტილს, რომელსაც იწვევენ მიწის სიღრმიდან ამომავალი მაგმა და გავარვარებული აირები. მეცნიერები არ გამორიცხავენ ამოფრქვევის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და რომელსაც შეუძლია დიდი საშიშროების ქვეშ ამყოფოს ამ რეგიონში მცხოვრები 500 ათასამდე ადამიანი.



შემჩნეულია ნიადაგის დეფორმაციის დაჩქარებული პროცესი კალდერას (სუპერვულკანის) ახლოს. ბევრია დამოკიდებული ამოფრქვევის სიძლიერეზე, რომელიც შესაძლოა დაეტყოს მთელი ევროპის ცხოვრებას.




ორი სხვა უძლიერესი ვულკანი პაპუა ახალ გვინეაში და გალაპაგოსის კუნძულებზე ამოფრქვევის წინ ანალოგიურ დეფორმაციას იწვევდნენ. ვულკანოლოგები იუწყებიან, რომ კამპი ფლეგრეი განეკუთვნება სუპერვულკანების კატეგორიას და მისმა აფეთქებამ შეიძლება გადააჭარბოს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგებს. ვულკანური სისტემა კამპი ფლეგრეი ძველად "ღმერთ" ვულკანის სამფლობელოდ მიაჩნდათ, ხოლო მისი ერთ-ერთი კრატერი ანტიკურ მითოლოგიაში მიცვალებულთა სამეფოში შესასვლელ კარიბჭედ ითვლებოდა.


წყარო: http://kordon.com.ua/news-svit/92443-kriticheskaya-tochka-neapolyu-grozit-izverzhenie-grandioznogo-vulkana.html

იხ. ასევე: http://kordon.com.ua/news-svit/88677-izverzhenie-vulkana-v-neaopole-mozhet-ugrozhat-zhiznyam-milliona-chelovek.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню