კატაკლიზმები - გრენლანდიის ყინულების ლღობა შეუქცევადია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

გრენლანდიაში მყინვარების ლღობის "შეუქცევადობის ზღვარი" გავლილია.

რა იქნება შემდეგ?

გლობალური დათბობა

ამერიკელი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ყინულის დიდი ნაწილი, რომელიც კონცენტრირებულია გრენლანდიის სანაპირო რაიონებში, XXI საუკუნის მიწურულისთვის სრულიად გაქრება. შესაბამისი კვლევა გამოაქვეყნა სამეცნიერო გამოცემამ Nature Communications.

1997 წელს გრენლანდიაში ლღობამ პიკს მიაღწია. ეს იყო, როგორც იტყვიან, "შეუქცევადობის ზღვარი". როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დღევანდელ პირობებში გრენლანდიის ყინულების ლღობის შეჩერება შეუძლებელია.

მკვლევარების თქმით გრენლანდიის ყინულები XX საუკუნის მიწურულამდეც ლღვებოდნენ, მაგრამ ეს პროცესი კომპენსირდებოდა განსაკუთრებული ბუნებრივი მექანიზმებით, მაგალითად, ფირნების ჩამოყალიბებით, ანუ ეს არის ყინულოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს თოვლსა და ყინულს შორის გარდამავალ ფორმას. ფირნი, რომელსაც ქმნის მტკნარი წყალი, ყინულებს შესაძლებლობას აძლევს დაიცვან თავიანთი სტრუქტურა. ფირნები ყინულებს რღვევისგან იცავს.

გრენლანდიის სანაპირო ყინულები თუ მთლიანად გალღვება, მაშინ მსოფლიო ოკეანის დონე აიწევს არა უმეტეს 4 სმ-ისა. მაგრამ, არსებობს იმის საშიშროება, რომ სანაპირო ყინულების ლღობამ შეიძლება მოახდინოს გრენლანდიის ძირითადი ნაწილის მოშიშვლება. ის კი, როგორც ცნობილია, ყველაზე დიდი მყინვარია პლანეტაზე. გარეგანი ფაქტორებისგან დაცვის არარსებობა, რომელსაც უზრუნველყოფდა სანაპირო ყინული, გამოიწვევს ძირითადი მყინვარის გალღობას, რამაც შეიძლება მოახდინოს მსოფლიო ოკეანის აწევის პროვოცირება 7 მეტრით, ეს კი გამოიწვევს დატბორვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: oko-planet.su

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню