კატაკლიზმები - Forbes ... კატასტროფას გვიწინასწარმეტყველებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

"ფორბსი" ავისმომასწავებელი წინასწარმეტყველებ

გლობალური კატასტროფა

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: არავის შეშინებას არ ვაპირებთ, არც უნდა გვეშინოდეს, რადგან ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ეს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებშია. კაცობრიობას რომ გლობალური კატაკლიზმები ელოდება არახალია, მაგრამ ის, რასაც "ფორბსი" გვამცნობს, ცოტა შემაშფოთებელიც არის და უცნაურიც. ვერ ვიტყვით რა შეიძლება იყოს ეს - მილიარდერების დაპანიკება, რათა მათ სასწრაფოდ შეიძინონ "უსაფრთხო" ტერიტორიები და ამ შემთხვევაში ეს იქნება გრანდიოზული ფინანსური ავანტიურა, თუ ეს მართლაც რაიმე სერიოზული პროგნოზია, რომელსაც ელიტა ფლობს და აქამდე არ აცხადებდა. ასეა თუ ისე, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს მკითხველსაც შევთავაზოთ ნაწყვეტები ამ პუბლიკაციიდან, რათა მკითხველმა თავად განსაჯოს რა არის აქ სიმართლე და რა არა. იმედია ეს მოვლენები მთაგორიან საქართველოს ნაკლებად შეეხება.

***

24.07.2017.

Forbes არის ჟურნალი მილიარდერებზე. 2017 წლის 10 ივნისს "ფორბსმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "The Shocking Doomsday Maps Of The World And The Billionaire Escape Plans" ("გამაოგნებელი აპოკალიპტური რუკები და მილიონერთა გაქცევის გეგმები")
(ამავე თემაზე ქვემოთ იხ. ვიდეოც).

მრავალი ადამიანი დიდი ხანია გრძნობს, რომ სამყარო ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრახის ან ომის ზღვარზე დგას, და შესაძლოა, უფრო სერიოზული კატაკლიზმების წინაშეც, როგორიცაა, მაგალითად, უზარმაზარი ასტეროიდის ჩამოვარდნა ან იელოუსტოუნის აფეთქება.




ბოლო დროს სეისმოლოგებისგან მოდის შემაშფოთებელი ცნობები. პარალელურად გვამცნობენ უცნაურ პროცესებზე, რომლებიც მზეზე შეიმჩნევა, ლაპარაკობენ ასტეროიდებზე, გაუგებარ ვითარებაზე კლიმატთან დაკავშირებით და სხვა უჩვეულო საგნებსა და მოვლენებზე.

კიდევ ერთი სალაპარაკო თემა - ეს არის ჭორი იმის შესახებ, რომ პლანეტის ელიტამ ამის შესახებ დიდი ხანია იცის და "ფორბსის" სტატიაში ლაპარაკია იმაზეც, თუ როგორ შეისყიდიან მილიარდერები უზარმაზარ ტერიტორიებს, თხრიან და აწყობენ ბუნკერებს და სხვა.

ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიც არის NASA და ვატიკანი, რატომღაც აშენებენ ახალ ინფრაწითელ ტელესკოპებს, ხოლო კერძო მენარდეებმა დიდი ხანია რაც აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე ძველი სამართავი ცენტრები და სარაკეტო შახტები შეისყიდეს და აპოკალიფსისის შემთხვევისთვის პირად ბუნკერებად გადააკეთეს.

ამის შესახებ მრავალი წერს. წერენ ბლოგერებიც და "ყვითელი პრესაც".

და აი, გამოდის სტატია ჟურნალში Forbes ("ფორბსი"), რომელიც მკითხველს უყვება მოსალოდნელ უდიდეს კატასტროფაზე. ლაპარაკია ვულკანებსა და ასტეროიდებზე, რასაც მოჰყვება დეტალური რუკა, რომელსაც თან ახლავს განმარტებები, თუ სად და როგორ ამარლდება ზღვის დონე დედამიწის სხვადასხვა ადგილზე.

რუკაში ახალი არაფერია, მაგრამ ვისზეა გათვლილი
"ფორბსის" სტატია? მილიარდერებზე, რომელთაც ჯერ კიდევ არ უყიდიათ უძრავი ქონება აპოკალიფსისის შემთხვევისთვის, თუ აქ ისევ რაიმე ფინანსური მაქინაცია მოიაზრება?

ძნელი სათქმელია, მაგრამ, თუ Forbes იწყებს ასეთი თემის პუბლიკაციას - ჩანს, განკითხვის დღისადმი მზადება სრული სვლიდ მიმდინარეობს ან საერთოდ, უკვე მიუახლოვდა თავის დამამთავრებელ ეტაპს.

http://humansarefree.com/2017/07/why-are-elite-preparing-for-cataclysmic.html

დატბორვის რუკები ჟურნალიდან Forbes

(კომენტარები აღებულია იმავე გამოცემიდან. წყარო იხ. ქვემოთ):


აფრიკა



საბოლოო ჯამში აფრიკა სამად დაიყოფა. ნილოსი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მთელს რეგიონში გაიჭრება სრულიად ახალი გზა, ხმელთაშუა ზღვიდან გაბონამდე. წითელი ზღვა გაფართოვდება და ჩაძირავს კაიროს. მადაგასკარის უმეტესი ნაწილი დაიტბორება. ახალი მიწა გაიზრდება არაბეთის ზღვაში. ახალი ხმელეთი გადაიჭიმება ჩრდილოეთით და დასავლეთით კეიპტაუნიდან, და მთის ახალი გრეხილები გაჩნდება რეგიონის ამ ნაწილში. ტბა ვიქტორია შეუერთდება ტბა ნიასას და ორივენი ჩადინებას დაიწყებენ ინდოეთის ოკეანეში. აფრიკის  ცენტრალური და აღმოსავლეთ სანაპირო ზოლი მთლიანად წყლით დაიფარება.



აზია



ამ ძლიერ სეისმურ რეგიონში მოხდება ყველაზე დრამატული ცვლილებები. მიწის მთელი ნაკვთები დაიტბორება ფილიპინებიდან მოყოლებული ვიდრე იაპონიამდე, და ჩრდილოეთით ბერინგის ზღვამდე, მათ შორის კურილისა და სახალინის კუნძულები. რადგან წყნარი ოკეანის ფილა თავისი პოზიციიდან ცხრა გრადუსით გადაადგილდება, იაპონია მთლიანად ჩაიძირება, დარჩება მხოლოდ პატარა კუნძულები. ტაივანსა და კორეის უდიდეს ნაწილს მთლიანად ზღვა დაფარავს. ჩინეთის მთელი სანაპირო ზოლი ასობით მილით კონტინენტში შეიწევა. ინდონეზია დაიშლება,მაგრამ ზოგიერთი კუნძული დარჩება და ახალი მიწა კვლავ გამოჩნდება. ფილიპინები მთლიანად წყალქვეშ ჩაიძირება. ამ დრამატული მოვლენების გამო, აზია დაკარგავს ხმელეთის მნიშვნელოვან ფართობს, მაგრამ აქვე გამოჩნდება სრულიად ახალი მიწა.  


ინდოეთი



ხმელეთის დიდი დანაკარგებისა და ქვეყნის სიმაღლის დაქვეითების გამო, ინდოეთის მოსახლეობას აცნობებენ არ ეძიონ მაღლობები ქვეყნის მასშტაბით და პირდაპირ ჰიმალაებს, ტიბეტსა და ნეპალს მიაშურონ, ან ჩინეთს და მაღალ მთებს, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ანტარქტიდა


ანტარქტიდა ნაყოფიერი მიწა გახდება, მისი ნიადაგი მდიდარია და პერსპექტიული სოფლის მეურნოებისთვის. ახალი მიწა შეიქმნება ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან ცეცხლოვან მიწამდე, და აღმოსავლეთით სამხრეთ ჯორჯიის კუნძულამდე.


ავსტრალია



სანაპირო რაიონების დატბორვის გამო ავსტრალია თავისი ტერიტორიის 25%-ს დაკარგავს. ადელაიდის ოლქი მთლიანად წყლით დაიფარება ჩრდილოეთით ტბა ეირის მიმართულებით. სიმპსონისა და გიბსონის უდაბნოები საბოლოო ჯამში ნაყოფიერი გახდება, აქ შესაძლებელი იქნება სოფლის მეურნეობის მოწყობა. სრულიად ახალი თანამეგობრობა აღმოცენდება ქვიშის დიდ და სიმპსონის უდაბნოებს შორის და ლტოლვილთა ახალი ნაკადები დასახლდებიან კვინსლენდში. ახალი მიწა შეიქმნება სანაპიროსთანაც.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია ტერიტორიულად მოიმატებს, და კვლავ შეუერთდება ძველი ავსტრალიის კონტინენტს. ახალი ზელანდია სწრაფად მოიპოვებს დიდებას, და საბოლოო ჯამში ყველაზე უსაფრთხო რეგიონი გახდება მთელს მსოფლიოში.


ევროპა




ევროპას თავს დაატყდება დედამიწის ყველაზე სერიოზული ცვლილებები. ჩრდილოეთ ევროპის უდიდესი ნაწილი წყალქვეშ ჩავა, რადგან მის ქვეშ ირღვევიან ტექტონური ფილები. ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და დანია გაქრებიან, და საბოლოო ჯამში აქ მხოლოდ პატარ-პატარა კუნძულებიღა დარჩება.

დიდი ბრიტანეთის უდიდესი ნაწილი შოტლანდიიდან ლა-მანშამდე წყალქვეშ წავა. დარჩება რამოდენიმე პატარა კუნძული. დიდი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი და ბირმინგებმი კუნძულებივით შემორჩებიან. ირლანდიის უდიდესი ნაწილს წყალი დაიპყრობს, გამონაკლისი გახდება მიწის ამაღლებული ნაკვეთები.




რუსეთი გამოეყოფა ევროპას სრულიად ახალი ზღვით, როდესაც შეერთებიან კასპიის, შავი, კარის და ბალტიის ზღვები. ახალი ზღვა გადაიჭიმება მდინარე ენისეამდე ციმბირში. კლიმატი უსაფრთხო იქნება, რის გამო რუსეთი პროდუქტებით მოამარაგებს ევროპას. შავი ზღვა შეუერთდება ჩრდილოეთის ზღვას, რის შედეგადაც ბულგარეთსა და რუმინეთს წყლები დაფარავს.

თურქეთის ზოგიერთი რაიონი წყალქვეშ აღმოჩნდება, შეიქმნება ახალი სანაპირო ზოლი სტამბოლიდან კვიპროსამდე. ცენტრალური ევროპის უდიდესი ნაწილი წყალში ჩაიძირება და დედამიწის უმეტესი ნაწილი დაიფარება ხმელთაშუა ზღვითა და ბალტიის ზღვით.

საფრანგეთის უდიდეს ნაწილს ზღვა დაიპყრობს და აქ მხოლოდ პატარა კუნძულებს და პარიზის გარეუბნებს დატოვებს. სრულიად ახალი არხი დაჰყოფს შვეიცარიას და საფრანგეთს. შეიქმნება არხი ჟენევიდან ციურიხამდე. იტალია მთლიანად დაიტბორება. ვენეცია და ნეაპოლი, რომი და გენუა ზღვის დონის დაბლა აღმოჩნდებიან. მაღლობები კუნძულებად შემორჩება აქაურობას. ახალი ხმელეთი გაიზრდება სიცილიიდან სარდინიამდე.


ჩრდილოეთი ამერიკა



კანდა და ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი თითქმის ორასი მილის მანძილზე წყლით დაიფარება. კვებეკის, ონტარიოს, მანიტობას, სასკაჩევონის (Saskatchewan) და ალბერტას ოლქები დაიტბორება. გადარჩება კანადის ცენტრალური ნაწილი. რეგიონში ძირითადი მიგრაციები მოხდება ბრიტანეთის კოლუმბიიდან და ალიასკიდან.


აშშ



ჩრდილოეთ ამერიკაში ფილების მოძრაობის გამო კალიფორნიაში აღმოცენდება დაახლოებით 150-მდე კუნძული. დასავლეთი სანაპირო შეიჭრება აღმოსავლეთით ნებრასკისკენ, ვაიომინგისა და კოლორადოსკენ.

დიდი ტბები და წმინდა ლავრენტის ტბა შეერთდებიან და ვიდრე მდინარე მისისიპიმდე და მექსიკის ყურემდე. შტატ მენის მთელი სანაპირო რაიონი ფლორიდამდე წყლით დაიფარება. წყალიაქ რამოდენიმე მილით შეიჭრება კონტინენტზე.

მექსიკა


მექსიკის სანაპირო ზოლის უდიდესი რაიონები დაიტბორება ვიდრე ქვეყნის შუაგულამდე. ქვედა კალიფორნია (Baja California - ესპანური გამოთქმა) საბოლოო ჯამში კუნძულების ნაგლეჯებადღა დარჩება. იუკატანის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი დაიკარგება წყლის დონის მომატების გამო.

ცენტრალური ამერიკა და კარიბის აუზი


ცენტრალური ამერიკა ჩაიძირება და კუნძულებად დაიქსაქსება. მაღლობები აქ უსაფრთხო იქნება. წყლის ახალი არხები საბოლოო ჯამში განვითარდებიან ჰონდურასის ყურიდან ეკვადორამდე. პანამის არხი საბოლოო ჯამში მოწყვეტილი და მიუწვდომელი აღმოჩნდება.

სამხრეთი ამერიკა



სამხრეთ ამერიკაში, უმძიმესი მიწისძრვრები და ვულკანური ამოფრქვევები წყლის დონის მატებას გამოიწვევს. წყლით დაიფარება ვენესუელა, კოლუმბია და ბრაზილია. ამაზონიის აუზის არეალი გახდება უზარმაზარი შიდა ზრვა. პერუ და ბოლივია წ
ლით დაიფარება.

სალვადორი, სან-პაულუ, რიო-დე-ჟანეირო და ურუგვაის ნაწილი ზღვის დონის დაბლა დაიწევენ, და ასე იქნება ვიდრე ფოლკლენდის კუნძულებამდე. სრულიად ახალი ზღვა დაიპყრობს არგენტინის ცენტრალურ ნაწილს. უზარმაზარი ხმელეთი, რომელიც კიდევ ერთ ზღვას გააჩენს გადაიჭიმება ჩილემდე.


აი ასეთ საშინელებას წინასწარმეტყველებს მილიარდერების ჟურნალი "ფორბსი". თუ არ გჯერათ თავად ნახეთ. ლინკი იხილეთ ქვემოთ:




"ფორბსის" სტატიის ავტორის, ჯიმ დობსონის გვერდი ტვიტერში. სათაური: განკითხვის დღის გამაოგნებელი რუკები. რა იცის NASA-მ ასტეროიდულ საფრთხეზე.


Copyright 2017 by Jim Dobson / Forbes.

წყარო: https://www.forbes.com/sites/jimdobson/2017/06/10/the-shocking-doomsday-maps-of-the-world-and-the-billionaire-escape-plans/#7dd813df4047

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/AatSfB3jB3w" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню