კატაკლიზმები - fema და nasa დიდი კატასტროფისთვის ემზადებიან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

FEMA და NASA დიდი კატასტროფისთვის ემზადებიან

კატასტროფები
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/t3ua6y6LsyI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/ThsJfx6iykM" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Sba72Vcr150" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/g0JfrtB9lwQ" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

თუმცა, ამერიკელების უმრავლესობამ არაფერი იცის ამის შესახებ და კიდევ ის, რომ ცაში ათამაშთა ე. წ. "კოსმიური რულეტი". მაშინ ინტერნეტში გავრცელდა მეცნიერ ბრაიან კოქსის კომენტარი, რომ "არსებობს ჩვენი სახელობის ასტეროიდი და ის ჩვენ დაგვეცემა" და, რომ "ჩვენ ასტეროიდული თავდასხმების საშიშროების ქვეშ ვართ, არადა ამ საშიშროებას არ ვეკიდებით სერიოზულად".

ყველაზე დიდი ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც ბოლო დროს ჩვენს პლანეტას დაეცა, გახლდათ ის, რომელიც 2013 წელს ჩელიაბინსკის თავზე აფეთქდა. მისი აფეთქება შეეფარდებოდა 13 000 ტონას ტროტილის ექვივალენტში. ჩვენ მუდმივად გვეუბნებიან, რომ მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველწლიურად ხდება, მაგრამ ძირითადად ოკეანეების თავზე, ამიტომაც, ცოტა არ იყოს გაგვაკვირვა "ნიუ-იორკ ტაიმსის" ამასწინანდელმა ცნობამ იმის შესახებ, რომ  Fema და NASA აწარმოებენ ლოს-ანჟელესზე ასტეროიდის დაცემის "რეპეტირებას".

მაგრამ, როგორც ერთი მკითხველი წერს, "როგორ არის შესაძლებელი ქალაქების მომზადება ასტეროიდული დარტყმისთვის? სად დავიმალოთ? რას შევაფაროთ თავი? შეუძლიათ თუ არა სწავლებებს მოგვამზადოს ასეთი სიტუაციისთვის? ამერიკის საუკეთესო მიწისქვეშა ბუნკერები და მასში მომარაგებული სანოვაგე ვერაფერს გვიშველის, თუ ჩვენ ვცხოვრობთ ამგვარი დარტყმის "ეპიცენტრში" და მას "კოსმიური მკვლელი" თავს დაესხმება.

როგორც ოქტომბრის ბოლოს Daily Star-ისგან შევიტყვეთ, იმ დროს, როდესაც მთელი ამერიკისა და მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისკენ, NASA-ს გამოუცია მკაცრი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ "აპოკალიპტური ასტეროიდების" რიცხვი, რომლებიც კოსმიური სივრციდან ჩვენი პლანეტისკენ მოფრინავენ 50%-ით გაიზარდა, და ამას ისინი "გამაოგნებელ აღმოჩენას" უწოდებენ.




მართალია ასეთი შესაძლებლობა ნაკლებ სავარაუდოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს მყის გაგვახსენებს იმას, რაც შეემთხვათ დინოზავრებს, არადა ფაქტია, რომ FEMA-მ და NASA-მ შეძლეს განესაზღვრათ ის ადგილი, სადაც დაარტყამს მკვლელი ასტეროიდი და ამ ქალაქებში ჩაატარეს სწავლებები, რაც ამერიკას და მსოფლიოს აჩვენებს იმას, რომ რაღაცის მაინც უნდა გვეშინოდეს. განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც მეცნიერებმა გვაუწყეს, რომ მათაც აღმოაჩინეს იდუმალი მეცხრე პლანეტა და გაგვაფრთხილეს, რომ ეს პლანეტა პასუხისმგებელია ჩვენს დედამიწაზე არსებული პერიოდული გადაშენებებისა (თუნდაც დინოზავრებისა).

ახალი ინფორმაციის თანახმად, რომელსაც Mac Slavo  SHTFPlan-დან იუწყება, ასტეროიდის მომაკვდინებელი შეტევა დედამიწაზე შეიძლება მოხდეს უახლოესი ოცი წლის განმავლობაში... ისინი მას ელიან... და ისინი ''the big one''-ისთვის ემზადებიან. "საბოლოო ჯამში, ეს გარდაუვალია. თუმცა დიდი ასტეროიდები, რომლებსაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის განადგურება შეუძლიათ, საკმაოდ მცირეა, მაგრამ მეცნიერების აზრით, სწორედ მათ გაანადგურეს მთელი ეპოქები".




აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმაც კი მეცნიერების დარგში, ჯონ ჰოლდრენმა ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ჩვენ მზად არ ვართ ჩვენს პლანეტაზე ასტეროიდის დაცემის შედეგებისთვის. ნუთუ NASA-მ და FEMA-მ, ასევე ობამას ადმინისტრაციამ იცის ისეთი რამ, რაც არ იცის ამერიკელმა ხალხმა? თუ ეს ასეა, მაშინ იქნებ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან შევიტყოთ?




7 ნოემბრის Metro UK-ის ცნობაში, Rob Waugh-ი გვეუბნება, რომ NASA-ს მონაცემებით, ჩვენი ყველაზე უარესი საშინელებები მალე რეალობა გახდება. და როგორც ის ჰყვება, როდესაც ამერიკის წარმომადგენელმა NASA-ს მეთაურს ჩარლზ ბოდენს სთხოვა მოეთხრო, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც გავიგებთ, რომ დიდი ასტეროიდი ნიუ-იორკს უახლოვდება, მან სრულიად მოულოდნელი პასუხი გაგვცა:
ვილოცოთ.



14 ოქტომბერს ინტერნეტში გავრცელდა ცნობა, რომ ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას კოსმიური ამინდის გამოვლინებებთან ბრძოლის თაობაზე და ქვეყნის მოსახლეობის სამზადისზე კოსმიური კატაკლიზმების შემთხვევისთვის.

რა თქმა უნდა, თუ დიდი ასტეროიდი დაეცემა ჩვენს პლანეტას, ეს იქნება კატასტროფა, რომელიც ჯერ თანამედროვე ისტორიაში არ ყოფილა.

ქვემოთ მოტანილი ვიდეო სვამს კითხვას: "რა ხდება საერთოდ სინამდვილეში?"

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/zdMYouO3-NE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

კიდევ ერთი ვიდეო ქვემოთ National Geographic-ისგან სახელწოდებით "შევაჩეროთ არმაგედონი", რომელიც მოგვითხრობს იმ საკმაო რეალური საშიშროების შესხებ, რომ ძალიან მალე შესაძლოა გიგანტური ლოდი დაეჯახოს დედამიწას და გაანადგუროს ცივილიზაცია.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/lTAu-kev_rk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню