იდუმალი სამყარო - უცნაური გუგუნი ოკეანის სიღრმიდან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

უცნაური გუგუნი ოკეანის სიღრმიდან

უცნაური გუგუნი

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "იდუმალ სამყარო"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

07.11.2016.

არქტიკაში ოკეანის სიღრმიდან გამომავალმა უცნაურმა გუგუნმა სამხედროები დააფრთხო.

კანადის ჩრდილოეთ სანაპიროს მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ესმით უცნაური და იდუმალი გუგუნი ოეკანის სიღრმიდან ფიური-ენდ-ჰეკლის სრუტეს რაიონში, რომელიც მატერიკული ნაწილიდან დაახლოებით 120 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.

როგორც CBC News იუწყება ადგილობრივმა მონადირეებმა და მეთევზეებმა მეცნიერებსა და სამხედროებს განუცხადეს, რომ გუგუნმა დააფრთხო თევზი და ცხოველები. როგორც თვითმხილველები ამბობენ, უცნაური მოვლენა მთელი წლის განმავლობაში შეიმჩნეოდა. ამასთან სრუტე ჩრდილოეთ კანადის ერთ-ერთ სათევზაო-სარეწაო ადგილად მიიჩნევა.  

იდუმალი ხმაური დააფიქსირეს კერძო იახტების მფლობელებმაც, რომლებიც მოცემულ ადგილზე აღმოჩდნენ. შედეგად მოქალაქეთა საჩივრებს ყურადღება მიაქცია კანადის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა. სამხედროები შეუდგნენ გამოკვლევებს.

შეიარაღებულმა ძალებმა სრუტეში გააგზავნა ჰიდროაკუსტიკური მოწყობილობებით აღჭურვილი სპეციალური თვითმფრინავი CP-140, მაგრამ რამოდენიმე საათიანმა სკანირებამ შედეგი ვერ აჩვენა - ცხოველებისა და ადამიანების დამაფრთხობელი ანომალიის წყარო ვერ აღმოაჩინეს.

ფიური-ენდ-ჰეკლის სრუტე კანადის მატერიკულ ნაწილს განჰყოფს კუნძულ ბაფინის მიწისგან, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს, მის სანაპიროზე განლაგებულია ესკიმოსთა დასახლებული პუნქტები, რომლებიც აქ თევზს იჭერენ და ზღვის ცხოველებზე ნადირობენ.

წყარო: info.sibnet.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню