იდუმალი სამყარო - უჩვეულო აღმოჩენები და "ორთოდოქსული" მეცნიერება... - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

უჩვეულო აღმოჩენები და "ორთოდოქსული" მეცნიერება

უჩვეულო აღმოჩენები

არც თუ დიდი ხნის წინათ ერთმა პერუელმა ფერმერმა აღმოაჩინა 10 000-მდე უნიკალური არტეფაქტი სხვადასხვა ზომის ქვების სახით, რომლებზეც ძველი მხატვრის მიერ სრულიად უჩვეულო და ფანტასტიკური სცენები იყო გამოსახული, სადაც ადამიანები ებრძოდნენ დინოზავრებს, ისხდნენ ტელესკოპებთან, ასრულებდნენ რთულ ქირურგიულ ოპერაციებს და სხვა. ქვებს "იკას ქვები" შეარქვეს.



იკას ქვებს ოფიციალური მეცნიერების წარმომადგენლები სიყალბეს უწოდებენ და ცდილობენ არ შეამჩნიონ, რათა საფუძელშივე არ შეცვალონ კაცობრიობის ევოლუციის წარმოდგენა. "მეცნიერების მნათობებმა" ყველას გასაგონად გამოაცხადეს ნახევრადგაუნათლებელი ფერმერის ეს ფენომენალური არტეფაქტები ნაყალბევად და კინაღამ ციხეშიც კი ჩასვეს ვითომცდა მათი ფალსიფიკაციისთვის. ამის შემდეგ "იკას ქვების" შესწავლამ აზრი დაკარგა. დროთა განმავლობაში ქვების შესახებ დაივიწყეს.

ამ თვალსაზრისით ძალზედ საინტერესოა გახმაურებული წიგნის "აკრძალული არქეოლოგიის" ისტორია, რომლის ავტორები არიან არტეფაქტების ამერიკელი მკვლევარები მაიკლ კრემოუ და რიჩარდ ტომპსონი. ამ წიგნში აღწერილია და გაანალიზებულია ისეთი გამაოგნებელი აღმოჩენების შესახებ, რომლებიც ადასტურებენ, რომ თანამედროვე ადამიანი იმაზე უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ამას საზოგადოდ მიღებული ქრონოლოგია ვარაუდობს.

რამოდენიმე წლის წინათ ამ წიგნის მასალები საფუძვლად დაედო NBS-ის გადაცემას "ადამიანის წარმოშობის საიდუმლო"; გადაცემამ მეცნიერულ საზოგადოებაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. კორპორაციას განრისხებულ მეცნიერთა რისხვა დაატყდა თავს, რომლებიც წიგნისა და პროგრამის ავტორებს თაღლითებს და აფერისტებს, ხოლო თვით პროგრამას მისტიფიკაციას უწოდებდნენ. მეტიც, ისინი ცდილობდნენ ამ ტელეგადაცემის მომდევნო სერიების არკძალვასაც, რისთვისაც კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიასაც კი მიმართეს.

თავის დროზე გეოლოგმა ვირჯინია მაკინტაირმა აშშ-ს ფედერალური გეო-ლოგოსამსახურიდან წარგზავნილ იქნა მექსიკაში ერთ-ერთი არქეოლოგიური გათხრებზე, რათა იქ ნაპოვნი ზოგიერთი საგნის ასაკი განესაზღვრა. ანალიზის ჩატარებისას დოქტორი მაკინტაირი ყველაზე თანამედროვე მოწყობილობებით სარგებლობდა და, მიუხედავად ამისა, არტეფაქტების ასაკი ოთხი სხვადასხვა მეთოდით განსაზღვრა, რათა ოთხჯერვე დარწმუნებულიყო მიღებული შედეგის სისწორეში. არადა მათი სისწორის დაეჭვებაში ყოველგვარი საფუძველი გააჩნდა. არქეოლოგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნაპოვნი ნივთების ასაკი დაახლოებით 22 ათასი წელია, და უბრალოდ სურდათ მიეღოთ თავიანთი შეფასების მეცნიერული და ზუსტი დადასტურება, რომელიც მათ ჯერ მხოლოდ ნავარაუდევი ჰქონდათ. ინსტრუმენტალურმა საშუალებებმა კი  აჩვენა, რომ არტეფაქტის ასაკი... 250000 წელს შეადგენდა!

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სიდიდე 22 ათასი წელი (მაქსიმუმ 25) კრიტიკულია ამერიკის კონტინენტზე "ხმელეთითი" ადამიანების გადასახლებისა, რამეთუ სწორედ ამდენი წლის წინათ, თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, წარმოიშვა აზიისა და ამერიკის გამყოფი ბერინგის სრუტე, რომლის ადგილზე მანამ ხმელეთი იყო.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა უარყო მაკინტაირის მიერ მიღებული შედეგები, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ხსენებულ თეორიას და ახალი შემოწმების ჩატარება მოითხოვა. მაკინტაირმა კიდევ ერთხელ შეამოწმა და იგივე შედეგი მიიღო - ძველი ადამიანების მიერ შექმნილი და არქეოლოგების მიერ ნაპოვნი საგნების ასაკი 250 ათასი წლისა გახლდათ!

ქალ-გეოლოგს კონკრეტულად აგრძნობინეს, რომ "უმჯობესია უარი თქვას თავისი ცთომილებისგან" და მის მიერ მიღებული შედეგები სისულელედ აღიაროს. სიჯიუტემ სიკეთე ვერ მოუტანა პერსპექტიულ სპეციალისტს: მაკინტაირის სამეცნიერო ნაშრომების ბეჭდვა შეწყდა, ხოლო ძალზედ მალე ის დეპარტამენტიდანაც დაითხოვეს და უნივერსიტეტშიც სამეცნიერო მოღვაწეობა და პედაგოგობაც აუკრძალეს.

აი კიდევ ერთი ტიპიური მაგალითი მეცნიერების მიერ უარყოფილი მტკიცებულებებისა, რომელიც საზოგადოდ მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. ეს არის მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია თაკ-ლა-მაკანის (დასავლეთ ჩინეთი) უდაბნოში ნაპოვნ იდუმალ მუმიებთან. ანთროპოლოგებმა რარიტეტულ აღმოჩნებში მოახდინეს მუმიების იდენტიფიცირება, რომლებიც მანამდე უცნობ, რომელიღაც კავკასიური ეროვნების ადამიანთა ტიპს ეკუთვნოდნენ და, რომლებიც ამ მხარეში (ანუ ჩინეთში) ჯერ კიდევ პირველი იმპერატორული დინასტიების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ქერათმიანი, ცისფერთვალება ადამიანები, რომლებიც ატარებდნენ ტანისამოსსა და ფერად ფეხსაცმელს.





ამ აღმოჩენას დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია არც მეცნიერებში, არც ხელისუფლებაში, და მათ გადაწყვიტეს იგი არ გაეხმაურებინათ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში საიდუმლო ადამიანების გასაოცარ მუმიებთან ერთად ჩვეულებრივი ჩინელების მუმიებსაც პოულობდნენ. იმისთვის, რათა არ აეშალათ ისტორიის დანაშრევები, იდუმალი სამარხები უბრალოდ... დამარხეს.

დასასრულ ჯეროვანი იქნება გავიხსნოთ ერთი არქეოლოგიურ-ანთროპოლოგიური გამოცანა, რომელიც მეცნიერთა გონებას უკვე მრავალი ათეული წელია აშფოთებს და დაკავშირებულია ოლმეკთა (ამერიკის კონტინენტი) უძველეს და ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ცივილიზაციასთნ, რომელთა ნაკვალევი დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზეც იპოვეს. რატომღაც ამ ხალხის კულტურის ძეგლთა შორის აღმოჩნდა 5-6 მეტრიანი თავების ქანდაკებები, რომლებიც, სპეციალისტთა ერთსულოვანი აზრით (თუმცა ეს დილეტანტისთვისაც ნათელია), აშკარად ეკუთვნოდა ნეგროიდულ რასას, რომელიც იმ დროს მხოლოდ და მხოლოდ აფრიკულ მატერიკზე არსებობდა!



ამასწინათ ერთმა მექსიკელმა ანთროპოლოგ-პატრიოტმა ორიგინალურად "გადაწყვიტა" ეს გადაუჭრელი გამოცანა. მან განაცხადა, რომ "ოლმეკების თავები" ნეგროიდებს კი არა, ერთ-ერთ ადგილობრივ ტომს გამოსახავენ! "ორთოდოქსმა" მეცნიერებმა შვებით ამოისუნთქეს...

წყარო: catalogmineralov.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню