იდუმალი სამყარო - რას მალავს ანტარქტიდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

რას მალავს ანტარქტიდა?

ჯონ კერიმ ანტარქტიდის საიდუმლო კიდევ 35 წლით გაახანგრძლივა

ანტარქტიდის საიდუმლო

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "იდუმალ სამყაროში"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

The Antarctic Ban for another 35 Years to cover-up The Secrets from The Past.

ჯონ კერი იმყოფებოდა ანტარქტიდაში, სადაც 11 ნოემბერს მოხდა დაფარული განხილვა და ახალი მთავრობათშორისი ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის თანახმადაც, ანტარქტიდის მონახულება კერძო გემების მიერ აკრძალულია 35 წლით ამ საკითხში უფლებამოსილი პირების წინასწარი თანხმობის გარეშე
.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/X4ZsHRmX4C0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

მიამატეთ ამ ელემენტს ინფორმაცია ანტარქტიდაში წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ, როდესაც მას მარტის თვეში ეწვია ობამა, ხოლო მანამდე აქ იმყოფებოდა რუსეთის პატრიარქი კირილე.

სამხრეთ პოლუსზე ობამას ვიზიტის თანადროულად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯეიმს კლეპერი საიდუმლოდ ჩავიდა ავსტრალიაში ამავე თემასთან დაკავშირებიტ, ქვეყანაში, რომელიც თავის ანტარქტიდის ნახევარს თავის საკუთრებად მიიჩნევს.

პატრიარქმა კირილემ ანტარქტიდაში ჩაატარა რელიგიური რიტუალი (ცნობაში მითითებული არ არის თუ რა სახის მსახურება ჩაატარა პატრ. კირილემ - რედ.) და უნაყოფი მიწებს უცნაურად "იდეალური კაცობრიობის სახე" უწოდა, სადაც არ არის არც იარაღი, არავითარი სამხედრო მოქმედება და არ წარმოებს არავითარი სამეცნიერო გამოკვლევა.

ჩვენ ვიცით, რომ ეს მთლად ასე როდია: არსებობს რამოდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, რომლებიც ანტარქტიდაში ყოფილან.

2016 წლის 18 ოქტომბერს, ჯონ კერის ანტარქიდაში ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ანტარქტიდის 23 ფოტოსურათი.

აი, რამოდენიმე მათგანი:






როგორც MrCati მიიჩნევს, ეს უბრალოდ ფოტოსურათები როდია, არამედ ანტარქტიდის საიდუმლოზე მინიშნებით. მას გამოაქვს დასკვნა, რომ ყველა ეს ვიზიტი ხორციელდებოდა საიდუმლო მიზნით, რათა დაემალათ ანტარქტიდის საიდუმლო.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/hwJ1JLDWyyI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ახლა არ გავიხსენებთ ძველ ინფორმაციას ანტარქტიდის შესახებ, როგორიც იყო, მაგალითად, ადმირალ რიჩარდ ბერდის ოპერაცია Highjump, რომელშიც 5000-მდე ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა და არც იმაზე, თუ რა იპოვეს მათ ანტარქტიდაში.

ასევე იმას, თუ რა მოხდა 1965 წელს და რისი მოწმენი გახდნენ ანტარქტიდის ახლოს მეცნიერები და სამხედროები დიდი ბრიტანეთიდან, ჩილიდან და არგენტინიდან.

ჩვენ უფრო ახალი ინფორმაციები გვაინტერესებს.

მაგალითად ეს:

Strange Goings On in Antarctica - Did they find some sort of lost ancient high technology there?




სამხრეთ პოლუსიდან საინტერესო ინფორმაციამ გამოჟონა:

"ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) ხელმძღვანელებმა ჩაატარეს სამედიცინო ევაკუაცია სამხრეთ პოლუსზე არსებული მეცნიერული სადგურიდან.


სამედიცინო სპეციალისტებთან მრავალმხრივი კონსულტაციის შემდეგ, NSF-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სამედიცინო ვითარება სამხრეთ პოლუსზე მდებარე ამუნდსენ-სკოტის სადგურზე სასწრაფოდ ითხოვს ერთ-ერთი თანამშრომლის ჰოსპიტალიზირებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ექიმებს ჩაუტარონ მას მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა, რომელიც სადგურზე ხელმიუწვდომელია.

პაციენტი გახლავთ სეზონურად დაქირავებული მუშებიდან, რომლებიც აქ მუშაობენ Lockheed Martin-თან კონტრაქტის ჩარჩოებში, რომელიც არის გენერალური მენარდე, რომელსაც გააჩნია ძირითადი ხელშეკრულება ორგანიზაციაზე და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე, რომელსაც NSF-ი ატარებს აშშ-ს ანტარქტიდული პროგრამისთვის (USAP). NSF არ ახმაურებს შემდგომ პირად და სამედიცინო ინფორმაციას, რათა დაიცვას პაციენტის კონფიდენციალურობა".

მაგრამ, ეს როგორ??? - "ლოკჰიდ მარტინი" არის გენერალური მენარდე და მას გააჩნია ძირითადი კონტრაქტი ანტარქტიდაში სამეცნიერო კვლევების ჩატარებაზე?

ეს იგივე "ლოკჰიდ მარტინი" არ არის, რომელიც სპეციალიზირებულია ავიამშენებლობის და ავიაკოსმიური ტექნიკის სფეროში? ან იგივე "მარტინ ლოკჰიდი" არ არის, რომელიც აშშ-ს ნომერ პირველი სამხედრო მენარდეა?

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/JKPCn_XStBE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

________________

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან:
ამრიგად, რაც გინდ ხდებოდეს ანტარქტიდაში, ეს "ჩვეულებრივ მოკვდავთათვის" მიუწვდომელია, ანტარქტიდის საიდუმლო - მსოფლიოს ელიტარული საზოგადოების ("ილუმინატების") განსაკუთრებული საიდუმლოა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню