იდუმალი სამყარო - nasas ექსტრემალური პრეს-კონფერენცია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

22 თებერვალი: NASA-ს საგანგებო პრეს-კონფერენცია

და ჩვენი განმარტება

+ 2 ვიდეო

ეგზოპლანეტები

23.02.2017

NASA-ს სპეციალისტებმა საზოგადოებას ამცნეს "მზის სისტემის მიღმა" არსებულ უჩვეულო აღმოჩენაზე. კერძოდ, ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ირგვლივ, რომელიც მერწყულის თანავარსკვლავედში იმყოფება, აღმოჩენილია ჩვენი დედამიწის სიდიდის შვიდი პლანეტა. მათგან, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, სამი პოტენციურად ვარგისია სიცოცხლისთვის: მათზე არის წყალი და გააჩნიათ მკვრივი ატმოსფერო. დადგენილია, რომ ერთ-ერთ პლანეტას დედამიწის მსგავსი ტემპერატურა გააჩნია.

ქვემოთ გთავაზობთ მეცნიერთა პრეს-კონფერენციის ონლაინ-ტრანსლიაციის ვიდეოს და ძირითადი, საკვანძო მომენტების სტენოგრამას.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/yATkZU8JhHY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

20:00
საღამო მშვიდობისა, მეგობრებო! ერთი საათის შემდეგ დაიწყება NASA-ს მეცნიერთა პრეს-კონფერენცია, რომელმაც დააინტერესა სამამულო და უცხოეთის ინტერნეტ-მომხმარებელთა უზარმაზარი რაოდენობა. ქსელში გაჩნდა აზრი, რომ სპეციალისტები აპირებენ მოუთხრონ პუბლიკას აღმოჩენილი არამიწიერი სიცოცხლის შესახებ. ასეა ეს თუ არა, ცნობილი გახდება ერთი საათის შემდეგ.

20:05
NASA-ს ონლაინ კონფერენციის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შეუძლია მეცნიერებს Twitter დაუსვას შეკითხვა ხეშტეგ  #askNASA-ს მეშვეობით.

20:10
კიტ კაუინგი
, NASA-ს ყოფილ
მა თანამშრომელმა, სადღეისოდ კი პორტალ NASA Watch-ის რედაქტორმა, როდესაც გაიგო კონფერენციის შესახებ გამოვიდა მთელი რიგი ვარაუდებით, თუ რას შეიძლება ელოდოს პუბლიკა ოთხშაბათს ხმამაღალი განცხადებების მიღმა.

"NASA კვლავ გვაჯავრებს ერთგვარი ბუნდოვანი
და მნიშვნელოვანი ახალი ამბებით. რა თქმა უნდა, ტაბლოიდებმა მაშინათვე დაიწყეს ზედმეტობები და ჰპოვეს სიტყვები, რომლებიც NASA-ს თანამშრომლებს არც კი გამოუყენებიან. და ისინი ყოველივეს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა სხვა პლანეტებზე სიცოცხლე აღმოაჩინეს", - აღნიშნა კაუინგმა.



20:15
NASA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ჩაატარა თავისი მცირე გამოკვლევა კონფერენციის თემასთან დაკავშირებით. მან შეისწავლა მისი მონაწილეების ბოლო ნამუშევრები და მივიდა დასკვნამდე, რომ, სავარაუდოდ, ლაპარაკი წავა მზესთან ახლოს მდებარე სამმაგი ვარსკვლავის ალფა კენტავრის ეგზოპლანეტებზე. უფრო ზუსტად, ალფა კენტავრის პლანეტაზე, რომელსაც პირობითად B b ეწოდება.



ალფა კენტავრის მდებარეობა



ალფა კენტავრის მდებარეობა


20:20
უნდა აღინიშნოს, რომ NASA-ს არ გამოუცხადებია, რომ პრეს-კონფერენცია ატარებს ექსტრემალურ ხასიათს. მიუხედავად ამისა, ანონსმა არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია.

20:23
სოცქსელებში ყველაზე მეტად ელოდებიან შეტყობინებას უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმოჩენაზე. "ნუთუ მარტო მე დამწყდება გული, - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი Twitter-ში, - თუ დღეს NASA არ გამოაცხადებს, რომ უცხოპლანეტელები იპოვა?"

20:30
პრესტიჟული სამეცნიერო ჟურნალი Nature მოგვიანებით გამოაქვეყნებს სტატიას, რომელიც დღევანდელ პრეს-კონფერენციას მიეძღვნება.

20:37
NASA-ს ყოფილმა თანამშრომელმა კიტ კაუნინგმა გვაცნობა, რომ განცხადების საგანი უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ეგზოპლანეტებია.

"ამის ნაცვლად NASA ოთხშაბათს მოგვიყვება არცთუ შორს მდებარე ვარსკვლავზე, რომლის გარშემოც ტრიალებს დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა", - მიიჩნევს კიტ კაუნინგი.

20:44
პრეს კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს სამეცნიერო დირექტორატის ხელმძღვანელი ტომას ცურბუჰენი, სამეცნიერო ცენტრ "სპიტცერის" ხელმძღვანელი შონ კერი, ასტრონომი ლიეჟის (ბელგია) უნივერსიტეტიდან მაიკლ გილონი, ასტრონომი ნიკოლ ლუისი ბალტიმორის კოსმიური ტელესკოპით კოსმოსის კვლევის ინსტიტუტიდან, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი და პროფესორი (MIT) სარა სიგერი.  

20:51
თვით სააგენტომ უკვე უპასუხა Twitter-ის მომხმარებლებს, რომ კონფერენციაზე უცხოპლანეტელების თემა განხილული არ იქნება.

"ჩვენ თქვენთვის გვაქვს წარმტაცი ახალი ამბები მზის სისტემის მიღმა არსებული კოსმოსიდან! სპოილერო: არა უცხოპლანეტელები", - განაცხადა სააგენტომ თავის Twitter-ში.




ეგზოპლანეტები


21:04
დაიწყო პრეს-კონფერენცია.
პირდაპირი ტრანსლიაცია განთავსებულია ზემოთ.

21:05
შვიდიდან სამი პლანეტა, რომლებიც ვარსკვლავ TRAPPIST-1-თან აღმოაჩინეს, განლაგებულია ე. წ. "საცხოვრებელ ზონაში", რის გამოც მათზე პოტენციურად შესაძლებელია წყლის არსებობა.

21:07
"ვარსკვლავი TRAPPIST-1 ისე პატარაა დედამიწაზე, როგორც გოლფის ბურთია პატარა კალათბურთის ბურთზე", - ამბობენ მეცნიერები. TRAPPIST-1 ჩვენი პლანეტიდან დაშორებულია სინათლის 40 წელიწადით და იმყოფება მერწყულის თანავარსკვლავედში.




TRAPPIST-1-ის სიდიდე და ადგილმდებარეობა



TRAPPIST-1



მერწყულის თანავარსკვლავედი

21:12
მეცნიერთა თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ტელესკოპ  Spitzer-ის მუშაობის ბოლო 14 წლის განმავლობაში. მეცნიერები ამბობენ, რომ შეძლეს განესაზღვრათ პლანეტების მასა და ზომა, შემდეგ ისინი განსაზღვრავენ მათ სიმკვირვესაც. სამი
ვე პლანეტ შედის "საცხოვრებელ ზონაში".

21:14
როგორც მეცნიერები იუწყებიან, TRAPPIST-ის სისტემისკენ სინათლის სიჩქარით გაფრენას 39 წელი მოუნდება.

21:16
როგორც პრეს-კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა აღნიშნეს, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ეს აღმოჩენები ძალზედ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია საცხოვრებლად ვარგისი პლანეტების შესწავლის საქმეში.

21:19
NASA-ს მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არასოდეს აღმოუჩენიათ  ერთ ზონაში ესოდენ მრავალი და პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისი პლანეტები.

21:21
"ძილის წინ საკუთარ თავს ვეკითხები: როგორ გამოიყურებიან სხვა სამყაროები? და პასუხი იმის შესახებ, ვართ თუ არა მარტონი ამ სამყაროში, იქნებ ამისი პასუხი პირდაპირ ახლა იქნას ნაპოვნი", - ამბობს კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე.




21:23
NASA-ს მკვლევარებმა დაიწყეს ინტერნეტ მომხმარებელთა კითხვებზე პასუხი გაცემა.

ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: "არის თუ არა რომელიმე აღმოჩენილ პლანეტაზე წყალი?" მეცნიერები პასუხობენ, რომ წყალი ჯერ არ აღმოუჩენიათ.

21:24
მეცნიერები ამატებენ, რომ აპირებენ აღმოჩენილი პლანეტების წარსულის შესწავლას. პლანეტებს ჯერ-ჯერობით მიეცათ პირობითი და მარტივი სახელწოდებები ასოების მიხედვით: а, b, c, d.

21:27
ჯერ არაფერია ცნობილი აქვთ თუ არა აღმოჩენილ პლანეტებს მთვარეები და თანამგზავრები. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევენ აღმოჩენილი პლანეტების შესწავლის საქმეში.

21:31
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ეგზოპლანეტა არა მარტო ჰგავს თავისი ზომებით დედამიწას, არამედ მისი მსგავსი ტემპერატურაც გააჩნია.




21:33
მეცნიერებს დაუსვეს კითხვა პლანეტების დაახლოებითი წლოვანების შესახებ. NASA-ს ასტრონომები ამბობენ, რომ შეზღუდულნი არიან ზუსტი თარიღის დადგენის შესაძლებლობებში, მაგრამ პლანეტარული სისტემის დაახლოებითი ასაკი - 1,5 მლრდ. წელია.

21:37
პლანეტებს შორის დისტანცია - მილიონობით კილომეტრია, რაც რამოდენიმეჯერ აღემატება მანძილს დედამიწიდან მთვარემდე.


21:40
ამით კონფერენცია დასრულდა. გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან!

წყარო: https://russian.rt.com/science/article/361690-nasa-kosmos-otkrytie

"აპოკალიფსისის" რედაქციის მინაწერი: საინტერესოა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უამრავი ადამიანის მოლოდინის გაცრუებისა, რომ NASA გააკეთებდა სენსაციურ განცხადებას არამიწიერი სიცოცხლის შესახებ, ხსენებული პრეს-კონფერენცია უაღრესად საინტერესოდ გვეჩვენება და არცთუ შორსაა იმ ფაქტისგან, რომ ოდესღაც, არცთუ შორეულ მომავალში ასეთი განცხადებაც გაკეთდება. ჩვენ ვგულისხმობთ პრეს-კონფერენციის ორ საინტერესო მომენტს, კერძოდ: 1. NASA რატომღაც უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ეგზოპლანეტების საძიებლად, ანუ ისეთი პლანეტებისა, სადაც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია. 21:16 წთ.-ზე.: "როგორც პრეს-კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა აღნიშნეს, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ეს აღმოჩენები ძალზედ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია საცხოვრებლად ვარგისი პლანეტების შესწავლის საქმეში" ე. ი. მეცნიერება და კონკრეტულად NASA სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების აქტიურ ძიებაშია. და მეორეც, ამ ფაქტის კონტექსტში ძალიან საყურადღებოა NASA-ს ერთ-ერთი მეცნიერის ნათქვამი, რომ "ძილის წინ საკუთარ თავს ვეკითხები: როგორ გამოიყურებიან სხვა სამყაროები? და პასუხი იმის შესახებ, ვართ თუ არა მარტონი ამ სამყაროში, იქნებ ამისი პასუხი პირდაპირ ახლა იქნას ნაპოვნი" (21:21 წთ.). ეს გამონათქვამი ადასტურებს, არა მარტო სიცოცხლის ვარგისი ფორმების ძიებას, არამედ კონკრეტულად არამიწიერი ცივილიზაციების ძიების ოცნებას, რომელიც ოფიციალური სააგენტოს მეცნიერისგან გაიჟღერა.

ახლა დავსვათ კითხვა: რატომ ეძებს NASA სიცოცხლისთვის ვარგის პლანეტებს და სიცოცხლის ფორმებს მზის სისტემის ფარგლებს გარეთ? პასუხი შეიძლება იყოს ორი, რომელთაც შეკითხვის სახით დავსვამთ: პირველი - ხომ არ აპირებენ მეცნიერები ამ პლანეტების ათვისებას და მასზე კაცობრიობის ნაწილის გადასახლებას. ეს ვარიანტი უტოპიურად, ფანტასტიურად და განუხორციელებლად გვეჩვენება.

სამაგიეროდ მეორე კითხვა - ხომ არ ეძებს NASA  ეძებს სწორედ "უცხოპლანეტელებს", უფრო ლოგიკურად და დამაჯერებლად გვეჩვენება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში კვლავ იბადება ერთი კითხვა - რატომ ეძებს NASA სიცოცხლის არამიწიერ ფორმებს? იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ დედამიწელებს აუწყონ ახალი "აღმოჩენა", რომ სიცოცხლე კოსმოსიდან ჩაისახა და ბიბლიური ჭეშმარიტება, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. ამ ჭრილში, სერიოზული დაწესებულების (ვგულისხმობთ NASA-ს) სერიოზული მეცნიერები, აპირებენ სერიოზული შეტევის განხორციელებას სარწმუნოებრივ ღირებულებებზე. როგორც კი გამოაცხადებენ "უცხოპლანეტელების" ან უკიდურეს შემთხვევაში "საცხოვრებლად ვარგისი" პლანეტის არსებობის შესახებ, იმწამსვე ყველაფერი ყირამალაზე დადგება. ალბათ მაშინ მოიწევა დრო ქრისტეს სიტყვების აღსრულებისა: "ნეტარ არს ვინც არ შემცდარა ჩემში"
(მათე  11:6).

ქვემოთ ვიდეო:

ეგზოპლანეტები - ყველა აღმოჩენილი ეგზოპლანეტა ერთ ანიმაციაში

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/_DnDeBa0KFc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню