იდუმალი სამყარო - მაცხოვრის ქანდაკების ფეხებიდან საკვირველი ნამი წვეთავს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

მაცხოვრის ქანდაკების ფეხებიდან საკვირველი ნამი წვეთავს

მაცხოვრის ქანდაკების ფეხებიდან წყალი წვეთავს

სასწაული, რომელიც მოხდა ინდურ სოფელში კხაროდი, სწრაფად გავრცელდა იქაურ ოლქში, რის გამოც მორწმუნეთა ბრბო, ასევე უბრალოდ ცნობისმოყვარენი, არაფერი რომ არ ვთქვათ ჟურნალისტებზე, ათასობით მიაწყდნენ ხსენებულ სოფელს.

საქმე იმაშია, რომ ამ სოფელში დადგმულია იესუ ქრისტეს ჯვარცმის არცთუ დიდი ზომის ქანდაკება. უცებ მორწმუნეებმა შეამჩნიეს, რომ მაცხოვრის ფეხებიდან წვეთავდა გამჭვირვალე სითხე, რომელიც იმწამსვე "მაცოცხლებელ ნამად" და "წმიდა წყლად" შერაცხეს და დაიწყეს მისი შეგროვება, რადგან ადგილობრივ კათოლიკეებს სწამთ, რომ სითხეს შეუძლია ადამიანის სახლში მოიტანოს ბედნიერება, ხოლო სხეულიდან განდევნოს ნებისმიერი ჭირი და სნეულება.




ასეა ეს თუ არა, ხმებმა სასწაულისა და წმიდა წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ, რომელიც იესუ ქრისტეს ქანდაკების ფეხებიდან წვეთავს, მრავალი ინდოელი ააღელვა, რომლებიც ათასობით მიაწყდნენ სოფელ კხაროდის. ამის გამო პოლიცია იძულებული გახდა ქუჩაში დამატებითი მორიგე ჯგუფები გამოეყვანა, რათა თავიდან აეცილებინა უწესივრობა, რომელიც, როგორც წესი, სტიქიურად იჩენს თავს ხალხის ამდენი რაოდენობის თავმოყრისას.

როგორც მეზობელი სოფლის, მალვანის მცხოვრებმა გრეგ პერიერამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პირველთა შორის იხილა ეს სასწაული, და როგორც ყველა, წმიდა აიაზმაც, მაცხოვრის ქანდაკების ფეხებიდან რომ წვეთავს, საკმაოდ მოიმარაგა. კხაროდში დღეს შეხვდები არა მარტო გლეხებს, არამედ შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ მომლოცველებსაც. ამას ხელს უწყობს როგორც სარაფანული რადიო, ასევე (უმეტესწილად) ინტერნეტი.




კათოლიკური ეკლესიის მსახურები ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ რაიმე კომენტარებისგან. მათ შეიძლება გავუგოთ: ასეთი სასწაულები საკმაოდ ხშირად ხდება, მაგალითად, ამასწინათ მექსიკაში იესუ ქრისტეს ქანდაკებამ უეცრად თვალი გაახილა, რაც ვიდეოკამერამაც დააფიქსირა. ამასთან სასწაულებს ეკლესიის იერარქები იშვიათად თუ აღიარებენ, ყველაფერი დანარჩენი მათ თაღლითობად მიაჩნიათ, თუმცა ყველა ასეთ "თაღლითური სასწაულში" მონაწილეობენ არა მარტო ათსობით მორწმუნე ადამიანები, არამედ თვით სამღვდელოებაც, რომელიც, შეიძლება ითქვას, წააგავენ მოვაჭრეებს, და ათასგვარ ხრიკებს იგონებენ მრევლის მოსაზიდად...


ვიდეო მასალების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/X4ZsHRmX4C0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню