იდუმალი სამყარო - კალიების გალობა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

ნამდვილი საოცრება - კალიების გალობა!

(+ აუდიო-ვიდეო)

კალიები გამოსცემენ ხმებს, რომელიც ადამიანთა თუ ანგელოზთა გუნდურ გალობას მოგვაგონებს

უჩვეულო აღმოჩენები

ხმებს, რომელსაც აქ მოისმენთ, გამოსცემენ ყველასთვის კარგად ცნობილი მწერები. რაოდენ ძნელიც უნდა იყოს ამის დაჯერება, ამ ჩანაწერს არ ახლავს არანაირი ინსტრუმენტალური, ხმოვანი ჩანაწერი (დანამატი).

კომპოზიტორმა ჯიმ უილსონმა ჩაწერა ხმები, რომელსაც კალიები გამოსცემდნენ, შემდეგ კი ეს ჩანაწერი ნელ ტემპში დაატრიალა და აღმოაჩინა საოცარი რამ: ხმები, რომელიც მან მიიღო, ანგელოზთა გალობას წააგავდა, როგორც შეიძლება ეს ჩვენ, ადამიანებმა, წარმოვიდგინოთ - იდეალური ჰარმონია, სიმშვიდე და ადამიანთა გუნდის მსგავსი უმშვენიერესი გალობა.

კალიები თავიანთ ცხოვრებას უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე ადამიანები. ამიტომაც, უილსონმა გადაწყვიტა შეენელებინა ჩანაწერი იმდენად, რათა "გაეთანაბრებინა" ეს სიჩქარე.

თვით ჩანაწერი შედგება ორი ბილიკისგან, რომელიც ერთდროულად უკრავს: პირველი - ეს არის კალიების ჭრიჭინი ჩვეულებრივ სიჩქარეზე, ხოლო მეორე არის იგივე, ოღონდ შენელებულ ტემპში. არავითარი სხვა ხმა, როგორც სტატიის ავტორი იუწყება, აქ დამატებული არ არის.

როდესაც კალიების ამ გალობას ისმენ, უნებლიედ გახსენდება 148-ე ფსალმუნი "ყოველი სული აქებდით უფალსა", სადაც არის ასეთი სიტყვები: "... აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი..." კალიების გალობის მოსმენის შემდეგ, არ გაგიკვირდება სამყაროც რომ აქებს და უგალობს თავის შემოქმედს, უბრალოდ ეს ზოგჯერ მიუწვდომელი და გაუგებარია ადამიანის ცნობიერებისთვის. ის, რაც კომპოზიტორმა უილსონმა აღმოაჩინა, მხოლოდ უმცირესია იმ უდიადეს საოცრებათა შორის, ღმერთმა რომ შექმნა ადამიანისთვის.

დიდება უფალს ყველაფრისთვის! ამინ!

წყარო: http://scienceblogs.com/startswithabang/2013/10/13/weekend-diversion-is-this-an-amazing-chorus-of-slowed-down-crickets/ // https://soundcloud.com/acornavi/robert-wilson-crickets-audio

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню