იდუმალი სამყარო - გიგანტური ექვსკუთხედი სატურნზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

გიგანტური ექვსკუთხედი სატურნზე

მარსის ზედაპირი

09.01.2017

1980-იანი წლებიდან ასტრონომები თავს იმტვრევენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს კოსმიურ აპარატ "ვოიაჯერის" მიერ აღმოჩენილი წარმონაქმნი სატურნზე. ეს არის - იდუმალი ექვსკუთხედი.

სულ ახლახან ამ ექვსკუთხა წარმონაქმნს აკვირდებოდა სამეცნიერო-კვლევითი კოსმიური ზონდი "კასინი" (Cassini), რომელიც ეკუთვნის ამერიკულ კოსმიურ სააგენტო NASA-ს. ეს კოსმიური აპარატი იმყოფება სატურნისა და მისი თანამგზავრების ორბიტაზე 2004 წლიდან. ის განკუკთვნილია სატურნის სტრუქტურისა და მისი ძირითადი თანამგზავრების კვლევით.



ზონდმა Cassini დედამიწაზე გამოაგზავნა გიგანტური ჰექსაგონის ახალი სურათები. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს არის მყარი ატმოსფერული წარმონაქმნი სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე, რომელსაც სწორი ექვსკუთხედის ფორმა გააჩნია.



ამის შესახებ იუწყება NASA-ს საიტი. გამოქვეყნებულ სურათზე ნათლად ჩანს იდუმალი ექვსკუთხედი, რომელიც მზით არის განათებული.

ფოტოსურათი გადაღებულია კოსმიურ აპარატ Cassini-ის ფართეკუთხოვანი კამერით, როდესაც ის მდებარეობდა პლანეტიდან 1,2 მლნ. კილომეტრის დაშორებით. ფოტოს ხარისხი შეადგენს 74 კმ-ს პიქსელზე.

Cassini-იმ ასევე გადაიღო სატურნის ჩრდილოეთი პოლუსი 640 ათასი კმ-ს სიმაღლიდან. NASA-მ გამოაქვეყნა ოთხი სურათის კოლაჟი, რომელიც სპექტრის სხვადასხვა ნაკვეთებშია გადაღებული, რაც შესაძლებლობას იძლევა ღრუბლების აღბეჭდვას, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე არიან განლაგებულნი.




მოგვიანებით ზონდმა სურათი კიდევ უფრო ახლო მანძილიდან გადაიღო. ქვედა სურათზე კარგად ჩანს ქარბორბალა ექვსკუთხედის ცენტრში.





კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მისია Cassini-Huygens წარმოადგენს NASA-ს და ევროპის კოსმიური სააგენტოს ერთობლივ პროექტს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს სატურნის, მისი რგოლებისა და ტიტანის, სატურნის ყველაზე დიდი თანამგზვრის გამოკვლევა. აპარატ Cassini-ის მუშაობის დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება.

წყარო: http://rusvesna.su/future/1482916244

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню