იდუმალი სამყარო - გიგანტური დემენტორი ზამბიის ცაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

გიგანტური დემენტორი ზამბიის ცაში

გიგანტური დემენტორი

08.32.2017

ამა წლის 2 მარტს სავაჭრო კიტვას (ზამბია) სავაჭრო ცენტრში მისული მომხმარებლები ცაში გამოჩენილმა საშინელმა არსებამ შეაძრწუნა. თვითმხილველთა თქმით, უცნაური მოვლენის მოწმენი ისეთ პანიკაში ჩავარდნენ, რომ თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ სხვადასხვა მხარეს.



ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით ადამიანის მსგავსი გიგანტური არსება სავაჭრო ცენტრის თავზე ცაში ტრიალებდა დაახლოებით 30 წუთი, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველებმა მოასწრეს ამ უცნაური მოვლენის ფოტოგადაღება. ფოტოზე ჩანს, რომ უზარმაზარი ფიგურა, რომელიც ადამიანს წააგავს თავით ქვემოთ იყურება აქვს გრძელი ტანი და უგრძესი ფეხები, რომელიც კუდის მსგავს ფორმაში გადადის. შესამჩნევია, რომ იდუმალი ფიგურა შედგება უფრო მკვრივი მასალისგან, ვიდრე მის გვერდით მდებარე ღრუბლები.




ქსელის მომხმარებლები გამოთქვამენ სხვადასხვა აზრს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ვიღაც მიიჩნევს, რომ ცაში ჩამოყალიბდა ღრუბლების უნიკალური ფორმა. ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ ცაში გამოჩენილი ფიგურა არის ფოტოშოპის ოსტატების ნახელავი, ოღონდ როგორ გაჩნდა ის ცაში ვერავინ ხსნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ფიგურა, რომელიც ზამბიის ცაში გამოჩნდა ძალიან წააგავს დომენტორს ცნობილი ფილმიდან "ჰარი პოტერი". თუმცა, ის რაც ზამბიაში მოხდა, მაინც აუხსნელი და იდუმალი რჩება.












დემენტორები "ჰარი პოტერიდან"




დემენტორი

წყარო: http://u-f.ru/news/science/u10/2017/03/06/238573

https://lenta.ru/news/2017/03/06/dementors/

https://www.indy100.com/article/harry-potter-sky-dementor-zambia-people-viral-photo-sky-7612236

http://www.dailymail.co.uk/news/article-4281314/Human-shaped-cloud-appears-Zambian-shopping-centre.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/rOyDmHbIDD0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню