იდუმალი სამყარო - ძილის დამბლის საშინელებანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

ძილის დამბლის საშინელებანი

ძილის დამბლა

წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: თქვენ იღვიძებთ, წევხართ საწოლში და გრძნობთ, რომ ვიღაც დგას თქვენს გვერდით, სიბნელეში; ოდნავ თავის შებრუნება გსურთ, რათა შეხედოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგდით, რადგან ვიღაც (ან რაღაც?) გაკავებთ; ცდილობთ კიდურების ამოძრავებას, მაგრამ ამაოდ - თითქოსდა გაყინული ხართ, გიპყრობთ პანიკა და საშინელება... აი ეს არის ძილის დამბლა და მისი საშინელი შეგრძნებები.

აღწერილი სურათი (რაც ღმერთმა გაშოროთ) შესაძლოა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ უამრავ ადამიანს აქვს ამგვარი გამოცდილება და მედიცინას ზუსტად არ ძალუძს ახსნას ეს ფენომენი.

მედიცინა ამბობს, რომ ძილის დამბლა ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუნთების დამბლა დგება დაძინებმდა ან გაღვიძებისთანავე. ეს მდგომარეობა სომნამბულიზმის საპირისპიროა, როდესაც კუნთების დამბლა არ ხდება ძილში. მთელი სხეულის დამბლას თან ახლავს საშინელების შეგრძნება, თუმცა, ხშირი განმეორების დროს, ზოგიერთი ადამიანი ეჩვევა ამ მდგომარეობას და იტანს მას უფრო მშვიდად. ამ მდგომარეობაში ვინმეს საშველად დაძახება ან რაიმეს თქმა შეუძლებელია.

ფიზიოლოგიურად, მდგომარეობა ახლოსაა ბუნებრივ დამბლასთან, რომელიც სწრაფი ძილის ფაზაში დგება. სწრაფი ძილის ფაზის დამბლა ხელს უშლის ადამიანს შეასრულოს რაიმე მოქმედება ძილის მდგომარეობაში. თავის მხრივ ძილისეული გაშეშების დროს, ტვინი იღვიძებს სწრაფი ძილის ფაზისგან, მაგრამ სხეულის დამბლა ნარჩუნდება გარკვეული დროის განმავლობაში.

ძილის დამბლა ჩვეულებრივ გრძელდება რამოდენიმე წამიდან 2 წუთამდე. ის ძალზედ არასასიამოვნოა, მაგრამ, თანამედროვე წარმოდგენებით, უვნებო. ლეთარგიულ ძილში ჩავარდნის, გარდაცვალების ან გაგიჯების შიში, რომელსაც ხშირად განიცდიან მძინარენი, უსაფუძვლოა.

ზოგჯერ ამ მდგომარეობას თან ახლავს კატატონური, ან უფრო სწორედ, დისოციაციური გამოვლინებები, რომლებიც გამოიხატებიან სხეულის სქემისა და მოტორიკის სრულ ან ნაწილობრივ შეგრძნებაში (შეგრძნება იმისა, რომ თითების ამოძრავება შეიძლება, მაგრამ ეს შეგრძნება გრძელდება უსასრულოდ დიდხანს). გარდა ამისა, ზოგჯერ ჩნდებიან ე. წ. "ბუზები", ანუ მოვლენა, როდესაც ხმოვანი რხევების შეგრძნება (სავარაუდოდ, ილუზია ან ჰალუცინაცია) ყურებში უცებ გარდაიქმნება გაძლიერებულ აკუსტიკურ სპექტრად და ნარნარად გადადის "თეთრ ხმაურში". ამ დროს მძინარეს ესმის ერთგვარი "წუილი", რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მღვიძარე ადამიანმაც მოისმინოს სიჩუმეში, ოღონდ ნაკლებად გამოხატული ფორმით.

ძილის დამბლა თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში განუცდია მოსახლეობის 20-40%-ს. უფრო ხსირად ძილის დამბლის პირველი ეპიზოდი დგება 10-20 წლის ასაკში (თუმცა ის შეიძლება დადგეს ნებისმიერ ასაკში). სიხშირე, როგორც წესი, წელიწადში რამოდენიმეჯერ, უფრო იშვიათად - მრავალჯერ.

ძილის დამბლის დროს მთელი სხეულის დამბლის გარდა ყველაზე გავრცელებული შეგრძნებაა შეძრწუნების გრძნობა, როდესაც ადამიანი (განსაკუთრებით მკერდზე) ვიღაცის დაწოლას გრძნობს, უძნელდება სუნთქვა, თითქოსდა სხეული თავისით მოძრაობს (ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ის ერთი მხარიდან მეორე მხარეზე გადატრიალებას ცდილობს, თუმცა ის გაუნძრევლად წევს ერთ ადგილზე), ზოგიერთი ადამიანი ამ დროს გამოღვიძებასაც ცდილობს. ასეთ მდგომარეობაში ტიპიური სმენითი შეგრძნებებია - ხმები, ფეხის ბაკუნი ან პულსირებადი ხმები, ხოლო მხედველობითი შეგრძნებები მოიცავს ისეთ ხილვებს, როგორიცაა - ადამიანები ოთახში ან მოჩვენებები და მაჯლაჯუნები.

ძილის დამბლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ნახევარზე მეტს არ ძალუძს თვალების გახელა.

ძილის დამბლა ხშირად ხდება ზურგზე წოლის დროს (უფრო ხშირად, ვიდრე სხვა პოზებში). დაბალია ძილის დამბლის შესაძლებლობა გვერდზე წოლის დროს, განსაკუთრებით თუ ადამიანი წევს მარჯვენა გვერდზე. ძილის დამბლა შეიძლება მოხდეს ძილის რეჟიმის დარღვევის დროს (განსაკუთრებით, თუ ასეთი დარღვევები იშვიათია). ძილის დამბლა კორელირებას ახდენს ნარკოლეპსიასთან, კატალეპსიასთან და სომნამბულიზმთან.

ძილის დამბლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ბუნებრივი გაღვიძების დროს. ძილის დამბლა არ ხდება იმ დროს, როდესაც გამოღვიძებას ახლავს გარეგანი ფაქტორები (მკაფიო, თვალისმომჭრელი სინათლე, მაღვიძარას ხმაური და სხვა), რადგან ასეთ შემთხვევებში გამოღვიძება ხდება სწრაფად.

ძილის დამბლასთან ბრძოლის მხოლოდ ინდივიდუალური მეთოდები არსებობს. საერთო მეთოდები გულისხმობენ რეგულარულ და სრულყოფილ ძილს. ძილის დამბლის შეტევისგან მრავალი გამოდის თვალების, ენის ან მარჯვენა ხელის დიდი თითის მოძრაობებით (ცაციები მარცხენა ხელის დიდი თითის მოძრაობით). სხვებს, პირიქით, ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება კუნთების მოდუნება და დამშვიდება: ამასთან იკლებს ნეგატიური ემოციური შეგრძნებები და ხდება იოლი გამოსვლა დამბლის მდგომარეობიდან. ზოგიერთი კი ააქტიურებს ტვინის მოქმედბას - მაგალითად, იწყებს დათვლას ან რაღაცაზე ფიქრს. კიდევ შეიძლება შევეცადოთ გამოვცეთ ხმა ცხვირხახიდან (ღმუილი), რადგან პირის გაღება ამ დროს შეუძლებელია.

ასაკთან ერთად ძილის დამბლის სიმპტომები იკლებს.

რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან:

ადამიანები არასტანდარტული, შთაგონებადი ან უძლური ფსიქიკით;

ადამიანები, რომლების ცნობიერება ხშირად არის ჩაკეტილი "საკუთარ თავში" (ინტროვერტები);

ადამიანები ნერვული სისტემის ძლიერი ტიპით, ოღონდ ძლიერი დაღლილობის პირობებში.

წყარო: plutonium94.beon.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню