იდუმალი სამყარო - დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლო და კვლავ ამერიკული ვერსია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლო და კვლავ ამერიკული ვერსია

დიატოლოვის უღელტეხილის საიდუმლო

ალპინისტი ექსტრემალი და Discovery Channel აყენებენ დიატლოვის ჯგუფის დაღუპვის ახალ ჰიპოთეზას. "ეს წარმოუდგენელია".

ტელეარხი Discovery Channel გვთავაზობს 1959 წელს ჩრდილოეთ ურალში მომხდარი ტრაგედიის საკუთარ ვერსიას. ფილმი "დიატლოვის უღელტეხილი: იეტის ჰიპოთეზა" ეთერში უნდა გასულიყო 3 აგვისტოს (ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს - რედ.). იდუმალებით მოცული ისტორიის კვლევა დაიწყო ცნობილმა ალპინისტმა მაიკ ლიბეკიმ.

"მაიკი დიდი ხანია გატაცებულია დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლოს გამოკვლევით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ არც ერთი მანამდე არსებული ვერსია არც დადასტურებულა და არც უარუყვიათ, ამიტომაც, კიდევ ერთხელ შეეცდება აღადგინოს მომხდარი ამბის თანამიმდევრობა, - განაცხადა URA.Ru-მ Discovery Channel-ზე. ყველა მასალის გამოკვლევის საფუძველზე, ალპინისტი თავის ყურადღებას აჩერებს ფოტოსურათზე, რომელიც ექსპედიციის დროს ერთ-ერთმა მისმა მონაწილემ გადაიღო და ცდილობს გამოიკვლიოს ვერსია, რომლის თანახმადაც ექსპედიციის ჯგუფი გადაეყარა არსებას, რომელსაც იეტის სახელით იცნობენ.


თარჯიმან მარია კლენოკოვასთან ერთად მაიკლ ლიბეკი მიეშურვის იმ ადგილს, სადაც 55 წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში ცხრა ადამიანი დაიღუპა. ხვდება ადგილობრივ მცხოვრებთ, იღებს ყველაფერი, რაც კი მის გარშემო ხდება. განსაკუთრებული ყურადღებას ალპინისტი და მკვლევარი უთმობს მანსის (მანსი - მცირერიცხოვანი ერი რუსეთში, ხანტი-მანსიისკსის ავტონომიური ოლქის აბორიგენული მოსახლეობა - რედ.) მონათხრობს უცნაურ არსებაზე, რომელიც მთებში ბინადრობს. იმის გათვალისწინებით, რომ "დიატლოვის უღელტეხილის" ტრაგედიაზე რაციონალური პასუხები არ არსებობს, მაიკი ცდილობს "თეთრი ლაქები" ერთის შეხედვით წარმოუდგენელი და ფანტასტიკური ვითარებების დახმარებით შეავსოს.  

წყარო: ura.ru




ქვემოთ ფოტოები და ტრეილერი ფილმიდან: "დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლო"













<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Mbq3dR-SEr4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню