იდუმალი სამყარო - დემონები მიწისქვეშ... - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

დემონები მიწისქვეშ...

ედუარდ სნოუდენმა გაასაჯაროვა მონაცემები მაღალგანვითარებულ მიწისქვეშა ცივილიზაციაზე

ძველი ცივილიზაციები

რედაქციისგან: ძნელია იმის თქმა არის თუ არა ეს "ფეიკი", რადგან პირადად სნოუდენს ვერ ჰკითხავ, თუმცა, სნოუდენის ეს ცნობები თუ სინამდვილეა, ამაში მაინც ვერაფერი იქნება გასაოცარი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ დემონები რეალურნი არიან და მათ ვიღაც ჰუმანოიდებად ან როგორც მათ სნოუდენი და ამერიკელები უწოდებენ - ექტრემოფილებად ასაღებენ. და ყველა ეს პარანორმალური მოვლენა, ამო და ა. ს. მხოლოდ მათი მოქმედების გამოვლინებაა ჩვენს დედამიწაზე.

______________


ცსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა (Edward Joseph Snowden) გაავრცელა ცნობა მისთვის ცნობილ ფაქტებზე დედამიწაზე არსებული პარალელური ცივილიზაციისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. დოკუმენტების თანახმად, რომლის ასლები ედუარდმა ცსს-ში გადაიღო და რომელიც მისაწვდომი გახდა ჯერ კიდევ 2013 წელს, აშშ-ს მთავრობამ უკვე კარგა ხანია იცის, რომ დედამიწაზე ადამიანთა პარალელურად ცხოვრობს ჰუმანოიდთა სხვა სახეობა, ხოლო ამო რეალურად არსებობს და მას კაცობრიობაზე უფრო განვითარებული სახეობები მართავენ.




ეს სახეობები უცხოპლანეტელები როდი არიან, არამედ დედამიწელები, ოღონდ უფრო მაღალგანვითარებულნი. ისინი აქ ოდითგანვე ცხოვრობენ და ბევრად გაასწრეს კაცობრიობას განვითარებაში. ე. წ. "ექსტრემოფილები" აშშ-ს მთავრობისვის უკვე დიდი ხანია რაც ცნობილია, კერძოდ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ოღონდ მათ შესახებ ინფორმცია გასაიდუმლოებული იყოს.

______________

რედაქციისგან:
საერთოდ შეუძლებელია ითქვას, რომ 90-იანი წლები ეს დიდი ხნის წინათ იყო. სწორედ აქედან იწყება კაცობრიობისა და მსოფლიოს გასატანების ბობოქარი პერიოდი. 90-იანი წლებიდან იწყება მასობრივი ოკულტიზმისა და სატანიზმის მასობრივი აღორძინება. და დღეისთვის მათ მიიღეს უფრო განვითარებული და ტექნოლოგიურად წინწაწეული ფორმები.

______________


მიწისქვეშა ცივილიზაცია


ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ დაფიქსირდა დაახლოებით ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს 1,7 მილიონამდე ფაილში. ისინი ინახებოდნენ განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ სამხედდრო დოკუმენტებში, რომელიც ეძღვნება სიცოცხლის დედამიწაზე არსებულ ანომალიურ ფორმებს. გასაჯაროვებული ინფორმაციის თანახმად, რომელმაც გამოჟონა პენტაგონის განსაკუთრებული სამინისტროდან, რომლის სახელწოდებაა DARPA, და რომელიც პასუხს აგებს საიდუმლო გამოგონებებსა და პროექტებზე, ეს ჰუმანოიდები არსებობენ ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში, დედამიწის წიაღის ჰიდროთერმული წყაროების რაიონში და ასევე პოლარული ყინულების ქვეშ, რის გამოც მიიღეს კიდეც "ესრემალოფილების" სახელწოდება.




ედუარდ სნოუდენის ცნობით, აშშ-ს სამხედრო უწყების მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი წარმოადგენენ უფრო განვითარებულ სახეობას, ვიდრე Homo Sapiens, რადგან მათი განვითარება მოკლებული იყო ომებს და კატაკლიზმებს, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე მიმდინარეობდა.

ექსტრემოფილების ბინადრობის არეალად მიაჩნიათ დედამიწის მანტია. ექსტრემოფილებს შეუძლია
იცხოვრონ სხვადასხვა ტემპერატურაზე, ისინი მუდმივად წარემატებიან და ავითარებენ თავიანთ ინტელექტს. ამერიკელი მეცნიერების აზრით, "ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც პირობები მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო მილიარდობით წლების განმავლობაში". აღინიშნება, რომ DARPA გაძლიერებული გასაიდუმლოების პირობებში აგრძელებს ჰუმანოიდთა იდუმალი სახეობის შესწავლას.





ამოუცნობი მფრინავი ობიექტები


ედუარდ სნოუდენის თქმით, რომელსაც იმოწმებს რესურსი Сhronicle.su, "ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა არ იციან, რა უყონ ამო-ს, და მოსახლეობას "აჭმევენ" ოფიციალურ ვერსიას იმაზე, რომ ყველა ეს მოვლენა უბრალოდ მეტეოროლოგიური ზონდები ან ბუნებრივი მოვლენებია". მაგრამ დოკუმენტები ამბობენ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი - ეს რეალობაა.




ამ ცივილიზაციის სატრანსპორტო ხომალდები ფრენენ არა მარტო დედამიწის ატმოსფეროში, არამედ შემჩნეულ იყვნენ ზღვის ფსკერზეც, ჰიდროთერმალურ წყაროებშიც, ვულკანებსა და უშუალოდ მზის ორბიტის სიახლოვეს.

ცსს-ში ინახება თვალთვალის სისტემისა და ოკეანის სიღრმის სონარების სათვალთვალო მონაცემები, მაგრამ მათ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი საიდუმლოს სტატუსი და თვით მეცნიერებისთვისაც კი მიუწვდომელნი არიან. ამდენად მათ არანაირი მონაცემები არ გააჩნიათ ამ ობიექტების შესახებ.


წყარო: 3rm.info

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/9Ytz3hFh2-U" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню