იდუმალი სამყარო - ჩვენი პლანეტის უდიდესი ბინადარი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

ჩვენი პლანეტის უდიდესი ბინადარი

უდიდესი ბინადარი

24.04.2017.

არგენტინაში აღმოაჩინეს ჩვენი პლანეტის უდიდესი ბინადარი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. არადა, ადამიანური ზომებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველი ტირანოზავრი არც ისე დიდია ამ ნამდვილად განსაცვიფრებელ ურჩხულზე, რომლის ჩონჩხის ნარჩენები ამასწინათ აღმოაჩინეს.



ამ მართლაც ახალაღმოჩენილი გიგანტური არსების გვერდით, ტირანოზავრი, სტეგოზავრი და არგენტინოზავრი უბრალო "პატარებად" მოსჩანან, არგენტინელმა მკვლევარებმა ამ არსების ნაშთები ახალხან აღმოაჩინეს. მანამ, სანამ ამ უზარმაზარი არსების გაქვავებულ ჩოინჩხს აღმოაჩენდნენ, უდიდესი, მძიმე და ყველაზე გრძელი ცხოველის ტიტული არგენტინოზავრს ეკუთვნოდა.



მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტირანოზავრი იწონიდა დაახლოებით 77 ტონას - თითქმის იმდენსავე, რამდენსაც იწონის 14 აფრიკული სპილო. თავიდან ნარჩენები ადგილობრივმა სოფლელებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც გათხრების ჩასატარებლად ჩამოვიდა პალეონტოლოგთა ჯგუფი ეჯიდიო ფერგულინოს პალეონტოლოგიის მუზეუმიდან დოქტორების ხოსე ლუის კარბალიდოსა და დიეგო პოლომის მეთაურობით. მათ გათხარეს შვიდი არსების ნაწილობრივი ჩონჩხები, საერთო ჯამში 150-მდე ძვალი, რომლებიც შესანიშნავად არის შენარჩუნებული.  გიგანტის კანჭის ძვლის გაზომვების თანახმად, ბალახის მძოველი აღმოჩნდა 40 მეტრი სიგრძის და 20 მეტრი სიმაღლის. პალეონტოლოგები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ტიტანოზავრის ახალი სახეობა - ზაუროპოდების (ბუკვ. - ხვლიკფეხება დინოზავრები) - ჯგუფის სახესხვაობა - დინოზავრები, რომლებსაც ახასიათებდათ გრძელი კისერი და კუდები, და გააჩნდათ პატარა თავები.




მეგადინოზავრი უნდა იწონიდეს 77 ტონას, რაც მას შვიდი ტონით უფრო მძიმეს ხდის ადრინდელ "რეკორდსმენ" - არგენტინოზავრზე. როგორც Mail Online წერს, არსებისთვის, რომელიც პატაგონიის ტყეებში ბინადრობდა 65- 100 მლნ. წლის წინათ, ჯერაც არ მიუნიჭებიათ სახელწოდება. იმისთვის, რათა უკეთ წარმოვიდგინოთ არსების ზომები, რომლებიც ახლახან აღმოაჩინეს, პალეონტოლოგმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან დოქტორმა როჯერ ბენსონმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოკვლევას, განმარტა, რომ ტირანოზავრი იწონიდა 7 ტონას, რაც ათჯერ ნაკლებია. დინოზავრები დედამიწაზე პირველად 228 მლნ. წლის წინათ გაჩნდნენ ტრიასულ პერიოდში და ფართოდ გავრცელდნენ მომდევნო იურული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი ცარცის პერიოდის ბოლოს გაქრნენ. როგორც ვარაუდობენ, ეს გაქრობა უკავშირდება ასტეროიდის ჩამოვარდნას დედამიწაზე, რომელიც თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე დაეცა. არსებათა უმეტესობა ამოწყდა, გადარჩა მხოლოდ რამოდენიმე ფრინველი.




http://www.bbc.com/russian/science/2014/05/140517_dinosaur_biggest_discovery

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню