იდუმალი სამყარო - ჩინეთის მთებში ცოცხალი დრაკონი გამოჩნდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

ჩინეთის მთებში ცოცხალი დრაკონი გამოჩნდა

გველეშაპი

საცაა ცაში ცოცხალი დრაკონები (გველეშაპები) დაიწყებენ ფრენას. არადა, ოდესღაც ადამიანებს სჯეროდათ ლეგენდების, რომლის მიხედვითაც ისინი მუდმივად დაფრინავდნენ დედამიწის ზემოთ. ოღონდ დღემდე გაურკვეველია, რა იყო ეს - ნამდვილი გველეშაპი თუ რეპტილოიდები (უცხოპლანეტელები) ან კიდევ გაურკვეველი ფანტასტიკური არსებები, რომლებიც პარალელური სამყაროებიდან გამოძვრნენ ჩვენს რეალობაში? იქნებ ისინი მიწისქვეშეთიდან ამოდიან? - ასეთი ვერსიები ხშირად ისმის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ადამიანებს დრაკონებისადმი ინტერესი ოდითგანვე გააჩნდათ.

ქვემოთ განთავსებული ვიდეორგოლის ოპერატორს გაუმართლა, რადგან მან გადაიღო ჩინეთის ცაში, ლაოსის საზღვრის ახლოს მფრინავი დრაკონი (თუ ეს რაიმე ფეიკი არაა, ვიდეო ნამდვილად საინტერესოა). მართალია, ვიდეოს ავტორი თვითონაც არ არის დარწმუნებული, რომ ეს დრაკონია, ამიტომაც, გადაღებულ მფრინავ "პტეროდაქტილს" იდუმალი მფრინავი არსება უწოდა.

ეს მართლაც საინტერესოა, ვიდეოზე აშკარად ჩანს უზარმაზარი ზომის უცნობი მფრინავი არსება. შეიძლება ამ ვიდეორგოლს სკეპტიკურად შევხედოთ, მაგრამ მასზე ნაჩვენებია დრაკონთა გადაღებების სხვა კადრებიც. მაგალითდ, სულ ახლახან მსგავსი დრაკონი გადაიღეს რუმინეთში, და მოცემული ვიდეომასალა ადგილობრივი ტელევიზიითაც კი გადაიცა, რამაც ობივატელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, რუმინეთში თურმე ხშირად ხედავენ დრაკონებს. და არა მარტო ისინი, თუმცა, ყველას როდი ეხერხება უცებ ამოიღოს ვიდეო კამერა და დაიწყოს გადაღება, მრავალი თვითმხილველი ამ დროს უბრალოდ გაოცებისგან შეშდება, შოკში ვარდება და გონს გარკვეული ხნის შემდეგ მოდის, ამ დროს კი, როგორც იტყვიან, დრაკონის კვალიც კი აღარ რჩება...

ასე რომ, იხილეთ ვიდეო და თვითონ გადაწყვიტეთ, რა არის ეს. ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ მიუერთდეთ სკეპტიკოსთა არმიას - ასე ხომ უფრო ადვილი და მარტივია ცხოვრება. არავითარი დრაკონები არ არსებობენ, და არც რეპტილოიდები დაფრინავენ ცაში. ჩვენ კი - ყველანი, მაიმუნებისგან ვართ, ასე არ არის? ... თუ ეს შეცდომაა... ?


წყარო:
https://cont.ws/post/406628

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/bTeL8zZjNSA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню