იდუმალი სამყარო - არგენტინაში იპოვეს დინოზავრის კვერცხები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

არგენტინაში დინოზავრის კვერცხები იპოვეს

(+ ვიდეო)

დინოზავრის კვერცხები

არგენტინაში დღემდე პოულობენ დინოზავრის კვერცხებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიცავენ ემბრიონებს. ამასწინათ ასეთია აღმოჩენა გააკეთა არგენიტინელმა მწყემსმა.

ნეუკენის პროვინციაში, რომელიც არგენტინის სამხრეთით მდებარეობს განლაგებულია ცარცული პერიოდის ლაგერშტეტი (გერმ
. Lagerstätte), რომელიც წარმოადგენს გაქვავებული სამარხების განსაკუთრებულ ტიპს, შენარჩუნებულს დიდი რაოდენობით, სადაც განსაკუთრებული პირობების გამო დაცულია არა მარტო სკელეტური ფორმების მყარი ნაწილები, არამედ მსუბუქი ქსოვილების ანაბეჭდებიც.



არგენტინის სამხრეთით მდებარე პროვინცია ნეუკენში განლაგებულია სწორედ ასეთი ტიპის ცარცული პერიოდის ლაგერშტები. 70-80 მლნ. წლის წინათ აქ იყო ჭაობი, შემდეგ კი ვულკანურმა ლავამ დააკონსერვა ფლორისა და ფაუნის ნიმუშები. მეცნიერებს არაერთხელ უპოვიათ აქ სხვადასხვა ნამარხი ცხოველების კვერცხები, მაგრამ მათი შენახვის ხარისხი ყოველთვის ვერ იძლეოდა მათი გამოკვლევის შესაძლებლობას

ამასწინათ კვერცხების სამარხს მიაგნო ადგილობრივმა მწყემსმა, ეს მოვლენა სენსაციური აღმოჩნდა: კვერცხების შიგნით აღმოჩნდნენ დინოზავრების ემბრიონები. მეცნიერებმა თქვეს, რომ მათ უკვე შესძლეს ემბრიონალური კანისა და ძველი ცხოველების კბილების ანალიზის აღება. სულ ბოლოს ასე კარგად შენახული კვერცხები აქ იპოვეს 1997 წელს.




ამ რაიონში ადამიანები ხშირად პოულობენ დინოზავრების ბუდეებს, ასევე ცხოველთა ნარჩენებს, რომლებიც მათ ანადგურებდნენ: დროთა განმავლობაში ვულკანური შრე ირღვევა და აშიშვლებს წარსულის მათ ქვეშ მდებარე მოწმებს. არსებული მასალის მიხედვით შეიძლება შეიქმნას პალეონტოლოგიური პარკი, რომელიც მიიზიდავს ტურისტებს, ასევე შესაძლებლობას მისცემს მეცნიერებს ეს ზონა დაიცვან მომავალი თაობებისთვის.


წყარო: http://www.nat-geo.ru/science/1039169-pastukh-v-argentine-nashel-yaytsa-dinozavrov/

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/f81YutU7vgM" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню