იდუმალი სამყარო - ანტარქტიდის მორიგი საიდუმლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

ანტარქტიდის მორიგი საიდუმლო

ანტარქტიდაში იდუმალი გიგანტური ნაგებობის ნანგრევები იპოვეს

ანტარქტიდის საიდუმლო

13.01.2017

ზემოთ Google Earth-ის ფოტო: ანტარქტიდაში აღმოჩენილი საიდუმლო გიგანტური ციხე-სიმაგრის ნანგრევები.


ფოტოსურათზე, რომელიც Google Earth-ის დახმარებით იქნა მიღებული (Google Earth შესაძლებლობას გვაძლევს პროგრამით "ვირტუალური გლობუსი" ვიხილოთ დედამიწის სამგანზომილებიანი მოდელი) აღმოჩენილ იქნა საიდუმლო ნაგებობის ნანგრევები, რომლის სიდიდე გიგანტურ ზომებს აღწევს.

თანამგზავრულ სურათებზე სტრუქტურა იმდენად სიმეტრიულია, რომ იბადება კითხვა: შეეძლო თუ არა ბუნებას მისი შექმნა? - პასუხი ცხადზე უცხადესია.

როგორც უცხოური გამოცემა express.co.uk წერს, უცნობი წარმომავლობის ობიექტი შეიძლება მოწმობდეს იმას, რომ ოდესღაც ანტარქტიდის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ უძველესი ცივილიზაციები.

ვარაუდობენ, რომ ხელთქმნილი ნაგებობა წააგავს შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეს.

ეს ნაგებობა თუ მართლაც ადამიანების ნახელავია, მაშინ ის საფუძვლიანად შეცვლის მეცნიერთა წარმოდგენას წარსულზე, რადგან ადრე ანტარქტიდა უდაბურ ადგილად მიიჩნეოდა.

როგორც ამბობენ, დედამიწის სამხრეთ ნაწილში მდებარე კონტინენტზე მრავალი ათასი წლის წინათ არსებობდა უძველესი ცივილიზაცია. ასე, მაგალითად, თურქმა ადმირალმა პირი რეისმა (Piri Reis) 1513 წელს შეადგინა რუქა, რომელზეც გამოსახულია ანტარქტიდა იქ მცხოვრები ადამიანებითურთ.




წყარო: techno.bigmir.net

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню