იდუმალი ნიშნები - მორმონთა ოკულტური სიმბოლიკა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი ნიშნები

მორმონთა ოკულტური სიმბოლიკა

ოკულტური სიმბოლიკა

და ისევ ოკულტური სიმბოლიკა, ამჯერად ჩვენი მხედველობის არეშია მორმონების ტაძარი იუტას შტატში (აშშ). ტაძარი მდებარეობს იუტას შტატის ქ. სოლტ-ლეიკ სიტიში, ტაძრის მოედანზე და მორმონების სულიერ, კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. 10 აკრის მიწის ნაკვეთი მოიცავს ტაძარს და მრავალრიცხოვან ნაგებობებს, ძეგლებსა და მემორიალებს. ამ ადგილმა შესაძლოა მოგხიბლოთ თავისი სილამაზით, მაგრამ კომპლექსის არქიტეტურის უფრო დეტალური ანალიზი მასონურ და უკულტურ სიმბოლიკას წარმოგვიჩენს.



მორმონთა უმთავრესი ტაძარი იმყოფება ტაძრის მოედანზე და მოქმედებს როგორც იესუ ქრისტეს და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიის ცენტრი. შენობა საკმაოდ შთამბეჭდავია და ყველა მხრიდან სკულპტურებით არის გარემოცული. ტაძარი იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ძველი ტაძარი იერუსალიმში.



ტაძრის გარეთა მხარეს უამრავი სიმბოლოა ამოტვიფრული, რომლებიც მარტოდენ ძველი წარმართობის სიმბოლოებს კი არ წარმოადგენენ, არამედ პირდაპირ განასახიერებენ ბოროტებას. ამ მხრივ ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლოა გადმობრუნებული პენტაგრამა.





ეს არის პენტაგრამის სიმბოლო, რომელსაც ოკულტიზმში იყენებენ



მზე, მთვარე და ვარსკვლავები


ტაძრის კედელზე მოსჩანს ბარელიეფები მზის, მთავრის ფაზებისა და ვარსკვლავების გამოსახულებებით. ამ ზეციურ მნათობებს გამოსახავდნენ წარმართულ ტაძრებზეც, რომლებიც ჯერ კიდევ ბაალის კულტის დროიდან არის შემორჩენილი. მისტიკური რელიგიისა და ოკულტური რიტუალების დახმარებით, მასონებმა შეინარჩუნეს ეს სიმბოლოები და როგორც ადრე, დღესაც ინტენსიურად იყენებენ თავიანთ არქიტექტურაში.



კლასიკური მასონური სიმბოლო: "დიდი არქიტექტორის" თვალი პირდაპირ ტაძრის წინა ფასადზეა განთავსებული

ტაძრის კედელზე მოსჩანს ბარელიეფები მზის, მთავრის ფაზებისა და ვარსკვლავების გამოსახულებებით. ამ ზეციურ მნათობებს გამოსახავდნენ წარმართულ ტაძრებზეც, რომლებიც ჯერ კიდევ ბაალის კულტის დროიდან არის შემორჩენილი. მისტიკური რელიგიისა და ოკულტური რიტუალების დახმარებით, მასონებმა შეინარჩუნეს ეს სიმბოლოები და როგორც ადრე, დღესაც ინტენსიურად იყენებენ თავიანთ არქიტექტურაში.


საიდუმლო ნიშნები



ერთ-ერთი საიდუმლო ნიშანია "ხელის საიდუმლო ჩამორთმევის" ფორმა. ხელის ჩამორთმევის ამავე ფორმას ვხვდებით მორმონური ტაძრის ფასადზე და ის ძალზედ წააგავს ხელის ჩამორთმევას, რომელსაც მასონები თავიანთ შენობებზე გამოსახავენ. ბარელიეფის ზედა ნაწილზე ჩანს წარწერა: "მე ვარ ალფა და ომეგა", რომელიც აღებულია გამოცხადების წიგნიდან. ეს სიტყვები გადაითარგმნება, როგორც "მე ვარ დასაბამი და დასასრული". ოღონდ როგორ უნდა გავიგოთ, ვინ ან რა არის მორმონებისთვის "დაბამი და დასასრული"?



მორმონთა ყოველ ტაძარს აქვს საკუთარი, განსაკუთრებულ გუმბათი, რომელიც დადგმულია ზურგზე ნატურალური სიდიდის 12 ხარის ზურგზე. მორმონები ამბობენ, რომ ის შესრულებულია იმ "თასის" ნიმუშის მიხედვით, რომელიც განთავსებული იყო სოლომონის ტაძრის შესასვლელში. ერთადერთი, რაც მათ დაავიწყდათ ის არის, რომ მოცულობა, რომელსაც ძველაღთქმისეული ღვთისმსახურები იყენებდნენ საკუთარი თავის განსაწმენდად ცხოველთა მსხვერპლშეწირვის შემდეგ (რაც ასევე განწმენდის რიტუალურ ხასიათს ატარებს) და არა ადამიანების მოსანათლად.



ცნობილია მრავალრიცხოვანი სკანდალური რიტუალი მკვდრების ნათლობისა, როდესაც, მაგალითად, ხოლოკოსტის მსხვერპლთ ნათლავდნენ მათი ოჯახების თანხმობის გარეშე. იგივე პრაქტიკას მიმართავენ მორმონებიც, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიტანოთ ბარაკ ობამას დედა, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა და მორმონებმა მისი ოჯახის წევრთა თანხმობის გარეშე მონათლეს. ამგვარი პრაქტიკის არანაირი ისტორიული მოწმობა არ არსებობს, როგორც ქრისტეანულ, ასევე იუდაურ სარწმუნოებაში. ზოგიერთი მორმონი ამბობს, რომ ეს რიტუალი გამოიყენება ოკულტური და მაგიური მიზნით.


მორმონთა ეკლესიის ისტორიის მუზეუმი


ძალზედ ნიშანდობლივია მორმონთა ეკლესიის მუზეუმის კედლის ბარელიეფი მორმონთა ისტორიის გამოსახულებით, მასონური სიმბოლიკით და ეგვიპტური გამოსახულებებით, ოღონდ გაუგებარია რა კავშირშია ეს ყოველივე მორმონებთან...





ეს ორი პენტაგრამა იმყოფება ეკლესიის ისტორიის მუზეუმის შესასვლელში და ოკულტური მნიშნელობით უდიდეს დატვირთვას ატარებს, რადგან ვარსკვლავი გადმობრუნებულია.



ეს ადგილი განსაკუთრებულად უყვართ ტურისტებს, მაგრამ ფიქრობენ კი ისინი რა მნიშნელობას ატარებენ ამ ადგილის ოკულტური სიმბოლოები? შეხედეთ და იხილეთ იგივე გადმობრუნებული პენტაგრამები.



ქრისტეს შთამბეჭდავი ქანდაკება, მაგრამ რატომ არის დედამიწა მის ჩრდილქვეშ? რა საიდუმლო აზრია ჩადებული ამ კომპოზიციაში?

როტონდა. და ისევ ოკულტურ ვარსკვლავთა დიდი რაოდენობა, თანაც ყველა გადმოყირავებულია წაწვეტილი წვერივით დაგრძელებული ქვედა სხივით.






მორმონთა უმაღლესი წარმომადგენლები ქრისტეს ქანდაკების წინ

სხვა უცნაური თავისებურება ეკლესიის ისტორიის ცენტრში არის კაენისა და აბელის მსხვერპლშეწირვის გამოსახულება, რომელთა წინაშე დგანან ადამი და ევა.



სხვა უცნაური თავისებურება ეკლესიის ისტორიის ცენტრში არის კაენისა და აბელის მსხვერპლშეწირვის გამოსახულება, რომელთა წინაშე დგანან ადამი და ევა.




იგივე პენტაგრამა, როგორც იუტას შტატის სიმბოლო


დასკვნა


ტაძრის არქიტექტურული კომპლექსის ბარელიეფთა გამოკვლევის შემდეგ მრავალი კითხვა გიჩნდება ადამიანს, რომელთაგან უმთავრესია - რომელ ღმერთს ეთაყვანებიან მორმონები?

მორმონთა კულტს სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა დევიდ აიკმა თავის წიგნში: "უსასრულო სიყვარული - ერთადერთი ჭეშმარიტებაა, ყოველი დანარჩენი კი - ილუზია".

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню