იდუმალი ნიშნები - ფარული ხელი, რომელიც ქმნის ისტორიას - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი ნიშნები

ფარული ხელი, რომელიც ქმნის ისტორიას

ფარული ხელი

ამ სტატიაში (იხ. ფოტოგალერეა ქვემოთ) თქვენ იპოვით მრავალ სახელგანთქმულ და ძლიერ მამაკაცს. ისინი სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ. მათ სრულიად განსხვავებული ბედი გააჩნიათ. თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს შემდეგი რამ: როდესაც ისინი საზეიმო სურათისთვის პოზირებდნენ... ერთ ხელს უბეში მალავდნენ (პიჯაკის ან პალტოს, ან კიდევ ჟილეტის მიღმა და ა. შ.).


მიპასუხეთ, შეიძლება თუ არა ეს იყოს დამთხვევა?



როგორც იცით, ამგვარი "დამთხვევებისა" ჩვენ არა გვჯერა. ამიტომაც, გავრისკავთ და წამოვაყენებთ სხვა ვერსიას. შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს ჟესტი (პირობითად ვუწოდოთ მას "ფარული ხელი") - სხვა არაფერია, თუ არა იდუმალი ნიშანი, რომლის ფესვებიც მასონობაშია. ასეთია ისტორიის საიდუმლო.

ამგვარი მტკიცების საფუძველს, როგორც მინიმუმი, გვაძლევს ორი ვითარება:

როგორც იცით, ამგვარი "დამთხვევებისა" ჩვენ არა გვჯერა. ამიტომაც, გავრისკავთ და წამოვაყენებთ სხვა ვერსიას. შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს ჟესტი (პირობითად ვუწოდოთ მას "ფარული ხელი") - სხვა არაფერია, თუ არა იდუმალი ნიშანი, რომლის ფესვებიც მასონობაშია. ასეთია ისტორიის საიდუმლო.

ამგვარი მტკიცების საფუძველს, როგორც მინიმუმი, გვაძლევს ორი ვითარება:

1. მსოფლიო ელიტის ამ წარმომადგენელთა კუთვნილება "თავისუფალი ქვისმთლელებისადმი" (ანუ მასონობისადმი) - ისტორიული ფაქტია, რომელსაც დოკუმენტური მტკიცებულებები გააჩნია.

2. ჯესტს, რომელსაც ჩვენ პირობითად "დაფარული ხელი" ვუწოდეთ, მასონურ რიტუალებში განსაკუთრებული და უმეტესი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, ის გამოიყენება "სამეფო თაღის" ხარისხზე აყვანის ცერემონიალში, როდესაც ახალგანდობილი ამბობს სიტყვებს; "აი, რის გამო ვაღიარებ, რისი მწამს და რისკენ არის მიმართული ჩემი შრომა".



"სამეფო თაღის" ხარისხის ნიშანი


"სამეფო თაღი" 3 გრადუსიანი მასონობის გაგრძელებად და დასრულებად მიიჩნევა. მისი წევრები უკვე უბრალო "ძმებად" კი არ იწოდებიან, არამედ "კომპანიონებად", და მათთვის მასონობის უდიადესი საიდუმლოებები უკვე მისაწვდომია.

ცერემონიის ალეგორიები ძველი აღთქმის ტექსტებს ეფუძნება, კერძოდ, სამი დახელოვნებული ქვისმთლელის ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალემში დაბრუნებას.

ცერემონიის მიმდინარეობისას ხელდასასხმელ კანდიდატს ამცნობენ საიდუმლო სიტყვას და ჟესტს, რომელმაც მას შესაძლებლობა უნდა მისცეს გაიაროს რამოდენიმე სიმბოლური "ფარდა".

ქვემოთ გამოსახულია ჟესტი, რომელიც აუცილებელია მეორე "ფარდის" გასასვლელად (სავარაუდოდ მასონებს ამგვარი რიტუალი აღებულია აქვთ ებრაელთა ტაძრის მოწყობიდან. წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ "მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა "წმიდათაწმიდა" (ებრ. 9:3) - რედ.)

როგორც მასონობის ცნობილი მკვლევარი მალკოლმ დუნკანი ამტკიცებს, ამ რიტუალის გავლისას ოსტატი წარმოსთქვამს შემდეგ სიტყვებს: "იმისთვის, რათა მიაღწიოთ ამ საფეხურს, სრულყოფილი ოსტატები უნდა გახდეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ წინსვლა ჩემი სიტყვების გარეშე. აი ისინიც: სემი, იაფეტი და ადონირამი; და ჩემი ნიშანი ასეთია (და ხელს უბეში მალავს)".

ეს ჟესტი წარმოადგენს იმ ნიშნის სიმბოლურ გამოსახვას, რომელიც მოსეს თვით ღმერთმა მისცა:

"კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი. უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში! ისევ ჩაიყო ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და, აჰა, ხედავს ხორცისფერი დაბრუნებია ხელს" (გამ. 4:6-7).

ამ ბიბლიურ მუხლებში გული ("უბე") თვით ადამიანის სიმბოლოა, ხოლო ხელი - მისი საქმეებისა. შედეგად, ეს სიუჟეტი შეიძლება ასე განვმარტოთ: ადამიანი წარმოადგენს იმას, რასაც აკეთებს.

შესაძლოა მასონებს შორის ამ ჟესტის პოპულარობის მიზეზი სწორედ აქ იმალება. ეს ნიშანი საიდუმლო ძმობის წევრს "თავისიანის" ამოცნობის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, ქსოვილის მიღმა დამალული ხელი შესაძლოა იყოს მინიშნება საიდუმლო, და გაუნდობელთათვის დაფარულ ხასიათზე მასონობისა.



ნაპოლეონ ბონაპარტე


ნაპოლეონ ბონაპარტე - ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა მოინდომა და ლამის განახორციელა თავისი მიზანი. 1798 წელს ის ინიციირებულ იქნა ფილადელფიის მასონურ ლოჯაში. მასონები იყვნენ მისი ძმები ლუსიენი, ლუი და ჟერომი, ასევე იმპერატორის სამხედრო საბჭოს ექვსი წევრიდან ხუთი მასონი გახლდათ, ხოლო საფრანგეთის ათი უმაღლესი მოსამსახურიდან ექვსი და 30 მარშლიდან 22 ასევე მასონები იყვნენ.

მასონობის ერთ-ერთი მკვლევარის ჯ. ე. ს. ტაკეტას ნაშრომში ვპოულობთ ასეთ სიტყვებს:

"უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მასონობისადმი ნაპოლეონ დიდის კუთვნილება დღემდე დეტალურად არ იყო შესწავლილი. თუ გავითვალისწინებთ ნაპოლეონის კოლოსალურ როლს თავისი დროის ევროპის პოლიტიკაში, იმ დროიდან, როდესაც კონტინენტალურმა მასონობამ ქაოსიდან თავისი წყობა ჩამოაყალიბა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია ბონაპარტს სერიოზული ზეგავლენა არ მოეხდინა მასონობის განვითარებაზე".

და კიდევ ერთი ციტატა ტაკეტის ესედან: "ნაპოლეონ I და ფრანკმასონობა".

"არსებობს უდავო მტკიცებულებები იმისა, რომ ნაპოლეონი კარგად იცნობდა მასონობის ბუნებას, მიზანსა და ორგანიზაციას, რასაც იწონებდა და მასონობის იდეებს ბოლომდე ატარებდა".

არსებობს მოწმობები იმისა, რომ ნაპოლეონი შემწეობისთვის რეგულარულად მიმართავდა მისტიკურ ძალებს. 1813 წელს, საფრანგეთის არმიის ლეიპციგთან დამარცხების დროს, ერთმა გერმანელმა ოფიცერმა კუნსტკამერაში (იშვიათობათა ოთახი, მუზეუმი - რედ.) აღმოაჩინა ბედის წიგნი და ორაკული, რომელიც უშუალოდ ნაპოლეონის კუთვნილება გახლდათ. ეს ორაკული ერთ-ერთ ეგვიპტურ სამარხში იპოვეს 1801 წელს საფრანგეთის სამხედრო ექსპედიციის დროს. ნაპოლეონმა მისი გადათარგმნა ბრძანა და იმ დროიდან, "რჩევა-დარიგეგებისთვის" ამ წიგნს მიმართავდა. რაც, როგორც იტყვიან, მისი გაბედული და წარმატებული ნაბიჯების შთამაგონებელი და ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა.





კარლ მარქსი - ადამიანი, რომელიც გეგმავდა მონარქიის შეცვლას სოციალისტური წყობით, შემდეგ კი კომუნისტური რესპუბლიკითაც. მასონთაგან ერთნი კატეგორიულად უარყოფენ მის პიროვნებას, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ის იყო დიდი ლოჟის 32-ე ხარისხის მფლობელი.



ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი, ამერიკის ყველაზე მძლავრი მასონი



ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი


ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და გავლენიანი კომპოზოტორი მუსიკის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინიციირებულ იქნა მასონობაში 1784 წლის 14 დეკებმერს, ხოლო 1785 წელს აყვანილ იქნა ოსტატის ხარისხში.

მოცარტი თავდაჯერებული და თავგამოდებული მასონი იყო. მისი ნაწარმოებები ბუკვალურად გამსჭვალულია "ქვისმთლელ ძმათა" შეხედულებებით, იდეებითა და სიმბოლოებით. ყველაზე მეტად ეს გამოვლინდა ოპერაში "ჯადოსნური ფლეიტა" (1791). მის სიუჟეტში ჩართულია მასობრივი სცენები, რომლებიც პირდაპირ იმეორებს მასონურ რიტუალებს; ძნელი არ არის იპოვო აშკარა მასონური სიმბოლოები, რომლებითაც აღინისნება სიცოცხლე, სიკვდილი, აზროვნება და ქმედება; ასევე მასონური ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი ტრიადა (სამი ფერია, სამი ბიჭუნა, სამი გენიოსი და ა. შ.).

გარდა ამისა, როგორც კი ოსტატ-მასონი გახდა, მოცარტმა საკმაოდ მოკლე დროში შექმნა ფრიად მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომლებიც სპეციალურად მასონური რიტუალებისა და ზეიმებისთვის იყო განკუთვნილი (ისეთები, როგორიცაა რიტუალურ პროცესიათა თანმხლები მუსიკა, ახალ ძმათა ლოჟაში მიღების სარიტუალო კომპოზიციები და სხვა).



სოლომონ როტშილდი


სოლომონ როტშილდი - როტშილდების ცნობილი დინასტიის ვენის განშტოების დამაარსებელი. ეს ოჯახი, ყველაზე მძლავრია დედამიწაზე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ავსტრიის პოლიტიკაში. როტშილდებმა საკვანძო როლი ითამაშეს ასევე სიონიზმის აღმოცენებასა და ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებაში. მათ მიიჩნევენ ილუმინატების ცამეტი ძირითადი დინასტიიდან ერთ-ერთის დამფუძნებლად.



სიმონ ბოლივარი


გენერალი. ამერიკაში ესპანური კოლონიებისგან გამათავისუფლებელი ომის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ხელმძღვანელი. ვენესუელას ეროვნული გმირი. მასონურ ორდენში მიირეს ქ. კადისში (ესპანეთი), შოტლანდიური გრადუსი მიიღო პარიზში და რაინდის ხარისხი საფრანგეთის ტაძრის რაინდთა (ტამპლიერთა) კომანდორატშის. სიმონ ბოლივარი არის მასონური ლოჟის "სათნოებათა დამცველის" (ვენესუელა) დამაარსებელი და № 1 ოსტატი და ლოჟისა "წესრიგი და თავისუფლება" დამაარსებელი პერუში.



იოსებ სტალინი



ფოტოზე: იმის შემდეგ, რაც 1940 წ. ახალგაზრდა კაცი დახვრიტეს, სტალინის აგენტებმა ის ამ ფოტოდანაც ამოშალეს.


სტალინის ტერორმა საბჭოთა კავშირში მილიონობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. მის ფოტოებზე ხშირად ნახავთ "დაფარული ხელის" იმავე ჟესტს. შეიძლება თუ არა იგი ოკულტური საძმოში სტალინის წევრობის ნიშნად განვიხილოთ? რაიმე სერიოზული მოწმობალ, რომელიც ამ ვერსიას დაადასტურებდა, არ გვაქვს. შესაძლოა იმიტომაც, რომ სტალინის მსგავი დიქტატორები კარგად ებრძოდნენ ინფორმაციის გაჟონვას და იდეალურად ინახავდნენ თავიანთ საიდუმლოს.


დასკვნა


ყველა ეს ადამიანი, რომელიც პორტრეტებზე "დაფარული ხელით" არის გამოსახული უზარმაზარ გავლენას ფლობდა, ხოლო მათი უმეტესობის მასონობისადმი კუთვნილება დღეს უკვე დამტკიცებულია.

ისინი სხვადასხვა შეხედულებებს მისდევდნენ და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ეკუთვნოდნენ (კომუნიზმიvs. კაპიტალიზმი0, მაგრამ ფუნდამენტალური ფილოსოფია, რწმენა და საბოლოო მიზანი მათ ერთი ჰქონდათ: "გონიერებისა და განათლების ეპოქის" მოახლოვება.

როგორც კონფუცი ამბობდა: "მსოფლიოს მართავენ ნიშნები და სიმბოლოები, და არა სიტყვები და კანონები". ამ ადამიანების სიტყვები და პოლიტიკური მტკიცებულებები, ბოლოს და ბოლოს, დამახინჯდება ან მივიწყებულ იქნება, ხოლო პორტრეტები საუკუნეების განმავლობაში დარჩება.

პრაქტიკულად უდავოა, რომ მასონობასთან გარკვეული კავშირი დამახასიათებელი იყო, როგორც წარსულის მსოფლიო ლიდერებისთვის, ასევე დამახასიათებელია დღეს გაბატონებულ მმართველთათვის,. უბრალოდ ადამიანები ძნელად იჯერებენ, რომ მსოფლიოს ბედს წყვეტენ საიდუმლო საზოგადოებები და მათი განყოფილებები თავიანთ საიდუმლო კაბინეტებში, სადაც იატაკზე თეთრი მარმარილოა დაფენილი, ხოლო კედლები ხავერდით არის გამშვენებული. ადამანებს საკმაოდ დიდი ხანია არწმუნებეჰნ, რომ ამგვარი დამთხვევები - მხოლოდ დამთხვევები და ჭკუანაღრძობ ადამიანთა წარმოსახვებია. მრავალმა სჯერა ამგვარი ზღაპრის და "ღირსეულად" ამართლებს მსგავსი ორგანიზაციების მოლოდინს.



ფოტოგალერეა:



მარცხნიდან მარჯვნივ: ლენინი, კერენსკი და ტროცკი



მარცხნიდან მარჯვნივ: გურჯიევი, ნიცშე და გოეთე



მარჯვნიდან მარცხნივ: სილვიო ბერლუსკონი და ჰოსნი მუბარაკი (მიანიშებს "ფარულ ხელს")



ნახატზე ჟესტის დემონსტრირებას ახდენს მაქსიმილიენ რობესპიერი



მარცხნიდან მარჯვნივ: ჯორჯ მაკკელალლანი, უილიამ ედვარდ გლადსტონი და ჯეიმს გარფილდი



ფედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი ნიუ-იოკრში ქანდაკების: "თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი" ავტორი




მარცხენა ზედა კუთხეში: რომის ახლანდელი პაპი ფრანცისკი და პოპ-ვარსკვლავი პეტი სმიტი (დანარჩენ პირთა ვინაობას კომენტარები არ სჭირდება. მათი სურათები იხ. ზემოთ)

ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню