გნოსტიციზმი - ვინ არიან გნოსტიკოსები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > გნოსტიციზმი

ვინ არიან გნოსტიკოსები

გნოსტიციზმი

გნოსტიკოსებად პირობითად იწოდებიან ადრექრისტეანული სექტების წარმომადგენლები, რომლებიც გავრცელდა ელინიზირებულ ტერიტორიებზე. გნოსტიკოსები უპირისპირდებოდნენ ორთოდოქსალურ ქრისტეანობას და შვეს მთელი რიგი ორიგინალური სწავლებები.



გნოსტიკური სიმბოლოები





რაშია გნოსტიციზმის არსი


ოფიციალური ქრისტეანობისგან განსხვავებით, სადაც სულის ცხოვნება უკავშირდება მართალი ეკლესიისადმი კუთვნილებას, გნოსტიკოსებს სწამდათ, რომ ცხოვნება დგება გნოზისთან, ანუ საიდუმლო მოძღვრებასთან თანაზიარობით, რომელიც მისაწვდომი იყო მხოლოდ განდობილთათვის. თავის საფუძველში გნოსტიკოსები იყენებდნენ ჩვეულებრივ საღმრთო ტექსტებს, მაგრამ აძლევდნენ მათ საკუთარ ღრმა სულიერ აზრს. გნოსტიციზმის ძირითდი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამყარო არის არა კეთილი ღმერთის შემოქმედება, არამედ ბოროტი დემიურგისა, რომელსაც თავისი მსახურების - არხონტების მეშვეობით, შეპყრობილი ჰყავს სულები მატერიალურ მონობაში. ლოცვებისა და ასკეტური პრაქტიკის დახმარებით, ასევე წმიდა წიგნებისა და მოძღვრის წინამძღოლობით, გნოსტიკოსი იძენს წმიდა ცოდნას - გნოზისს და თავისუფლდება მატერიის მონობისგან.

ცხოვნების გზა გნოსტიკოსთა სხვადასხვა სექტას სხვადასხვაგვარად ესმოდა. ზოგიერთი მკაცრი ასკეტი იყო და ჩაკეტილ, უბიწო ცხოვრებას ეწეოდა, სხვები პირიქით, ეძლეოდნენ თრობასა და რიტუალურ სექსს.

გნოსტიკოსებს გამოჩენისთანავე დევნიდნენ იმპერატორები, შემდეგ კი საეკლესიო ხელისუფალნიც, რადგან სწავლება მატერიის მიერ დამონებისა და გნოსტიკოსებისგან შემოთავაზებული ცხონების გზისა და გათავისუფლების შესახებ გულისხმობდა ბრძოლას არხონტთა ნების გამომხატველთა წინააღმდეგ. გნოსტიკოსთა სწავლების შესახებ ცნობილია ძირითადად წმიდა მამათა პოლემიკური თხზულებებიდან, რომლებიც ებრძოდნენ ამ მოვლენას.


გნოსტიციზმის მიმართულებები და წინასწარმეტყველები


გნოსტიკოსები თავიანთ მამამთავრად მიიჩნევდნენ სიმონ მოგვს, რომელიც მოციქულთა საქმეებშია მოხსენიებული, სადაც ის დახასიათებულია ნეგატიურ პერსონაჯად და ჯადოქრად - მოციქულ პეტრეს მეტოქედ. ადრეული გნოსტიციზმის ყველაზე ცნობილი მოძღვრები იყვნენ ვალენტინე და ბასილიდე. მათ შეიმუშავეს სწავლება ბუნების, დემიურგისა და არხონტების შესახებ. ქრისტეს გნოსტიკოსები ჭეშმარიტი ღმერთის ძედ მიიჩნევდნენ, რომელიც მოვიდა, რათა ადამიანებისთვის მატერიის მონობისგან გათავისუფლების გზა ეჩვენებინა. ეკლესიის ბატონობის პერიოდში გნოსტიკოსებს უკვე გააჩნდათ თავიანთი რელიგია - მანიქეველობა, რომელიც მრავალფეროვანი სექტების სახით ფართოდ გავრცელდა როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.

გნოსტიკოსთა ლიტერატურიდან თითქმის აღარაფერი დარჩა, რადგან საეკლესიო ხელისუფლება ანადგურებდა და წვავდა მათ, თუმცა, ზოგიერთმა ტექსტმა მაინც მოაღწია ჩვენამდე აპოკრიფების, ანუ არაკანონიკური "წმიდა" წიგნების სახით.

ყველა მათგანი გამოხატავდა სულის მატერიალურ მონობას და უარყოფთა საეკლესიო ხელისუფლებას, როგორც არხონტების მონასა და მათი ნების გამომხატველს. მთავრობები სასტიკად ებრძოდნენ გნოსტიკოსებს და ანადგურებდნენ როგორც მანიქეველთ, ასევე პავლიკიანელთ, ბოგომილებსა და კათარებს. გნოსტიკოსებს ცეცხლზე წვავდნენ და საშინლად აწამებდნენ.

გნოსტიკოსთა სწავლებები შეცვლილი სახით საფუძვლად დაედო როზენკრეიცერთა იდეოლოგიას. მანვე შეუწყო ხელი მასონობის განვითარებას.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

შენიშვნა: გნოსტიციზმის, მისი განვითარებისა და მისი სახესხვაობების შესახებ უფრო დეტალურად და ვრცლად უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню