განმარტებანი - წარმატება - ეშმაკის სახელი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წარმატება - ეშმაკის სახელი

ანუ

რატომ არ არის მიღებული მართლმადიდებელთა შორის წარმატების მოსურვება

წარმატება

ფორტუნას კულტი


იყო დრო, როდესაც წარმატებისა სჯეროდათ, როგორც ღმერთის - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. "ფორტუნას" კულტი ეს არის ერთ-ერთი უძველესი წარმართული კულტი, რომელიც ძველ რომშიც გავრცელდა. "ფორტუნა" იყო წარმატების და ბედნიერი შემთხვევითობის ქალღმერთი. მისი კულტი თანდათანობით ჩამოყალიბდა და მიიჩნევა, რომ თავიდან უფრო პოპულარული იყო მიწათმოქმედთა შორის, რომელთა ცხოვრებაში ვითარებათა იღბლიან თანხვედრას ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა.




ფორტუნას "ბედის ბორბალი"


მოგვიანებით ღმერთქალის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდნენ ქალები და გოგონები, რომლებსაც წარმატებული გათხოვება სურდათ. და თვით ფორტუნაც გამოისახებოდა ახალგაზრდა ქალის სახით - ჩვეულებისამებრ ახვეული თვალებით. მისი ატრიბუტები, როგორც წესი, გახლავთ ბარაქის რქა და ბორბალი.

ყველა მათგანს ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა: ბარაქის რქა წარმოადგენდა ურიცხვი მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოს, რომელსაც ფორტუნა უგზავნის თავის თაყვანისმცემლებს; ახვეული თვალები - ეს არის მიუკერძოებლობა (აქედან მოდის გამოთქმა "ბრმა შემთხვევითობა"); ხოლო ბორბალი - ღმერთქალის ხასიათის ცვალებადობა და იდუმალება, რომელიც ადამიანს ხან მოწყალებას მოუვლენს, ხან კიდევ ყველაფერს წაართმევს თავისი ახირებით.

ძველად თითქმის ყველა რომაელი იმპერატორი მას მონეტებზეც გამოსახავდა. იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭებოდა ამ ღმერთქალს შეიძლება ვიმსჯელოთ ძველრომაელი მწერლის პლინიუს უფროსის გამონათქვამით: "მთელს ქვეყანაზე, ყველგან, ყოველ საათს, ყველა ადამიანი მოუწოდებს მხოლოდ ფორტუნას, მხოლოდ მას ადანაშაულებენ და მოუწოდებენ პასუხისმგებლობისკენ, მხოლოდ მასზე ფიქრობენ, მას აქებენ და მას ამხელენ. გინებით მიაგებენ პატივს მის ცვალებადობას, მრავალთა წარმოდგენით ის არის ბრმა, მოხეტიალე, მერყევი, მოღალატე, უღირსთა მარადის ცვალებადი მფარველი".

ამ მერყეობისა და ბუნდოვანების მიუხედავად, ფორტუნას ხასიათს ზოგიერთის ლოგიკა მაინც მიაწერს სამართლიანობას. მაგალითად, ბორბლის სიმბოლოში მოიაზრებენ, რომ ზოგიერთი ღვთაების ნებით წარმატების მწვერვალზე აღზევებული, მაგრამ ამ წარმატებს გამო ამპარტავნებაში შთავარდნილი, ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს ქვედაცემული. და პირიქით - დღეს დამცირებულნი და წარუმატებელნი, თუმცა თავგამოდებით ფორტუნას "ჩაჭიდებულნი" შეიძლება ბრმა ქალღმერთის მიერ აღზევებულ იქნან არნახულ მწვერვალებზე, თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუკი მსხვერპლს შეწირავენ წარმართული პანთეონის ამ ჭირვეულ "ქალბატონს" და მის გულს მოიგებენ.




კუნცე ტადეუში - ფორტუნა (1754)


წარმატება, ბედი და განგება


ახალი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებიდან ქრისტიანობამ მედგრად შეუტია ანტიკური ადამიანის ჩვეულ, წარმართულ მსოფლმხედველობას. ჯერ ფორტუნა "გადაიყვანეს" "ბნელ ძალთა" სამფლობელოში, და მიაწერეს მას სხვადასხვა დემონებისთვის დამახასიათებელი სახელი და თვისებები. თუმცა, მოგვიანებით ქრისტიანმა ღვთისმეტყველებმა საერთოდ უარყვეს მისი როგორც დამოუკიდებელი "სულის" არსებობა.

ფორტუნას კულტის წინააღმდეგ, ასევე ბედ-იღბლისა და განგებისადმი რწმენის წინააღმდეგ გამოდიოდნენ თვალსაჩინო ქრისტიანი ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები, მაგალითად, ლაქტანციუსი და ტერტულიანე. ისინი წერდნენ, რომ ფორტუნას თაყვანისცემა შეუთავსებელია ერთი ღმერთისა და სამყაროზე მისი განგებულების იდეასთან.

ნეტარი ავგუსტინე ფორტუნას უმიზნო, ბუნდოვან ნებას უპირისპირებდა ღმრთის კეთილ განგებულებას: "ღმერთი, მიზეზი და მწყალობელი ბედნიერებისა, - რადგან მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი ღმერთი, - თვითონ აძლევს მიწიერთ სამეფოებს, როგორც კეთილთ, ასევე ბოროტთ. და ამას ის აკეთებს არა განურჩევლად, თითქოსდა შემთხვევით (რამეთუ ის - ღმერთია, და არა ფორტუნა), არამედ საგანთა, დროთა და გარემოებათა შესაბამისად, - იმ წესისა და რიგის შესაბამისად, რომელიც ჩვენთვის დაფარულია და ცნობილია მხოლოდ ღმრთისთვის".

ავგუსტინეს თანახმად, ყველაფერი, რაც კი ქვეყანაზე ხდება განპირობებულია დაფარული მიზეზებით, რომელთა აზრი მხოლოდ ღმერთმა უწყის და რომლის განგებულებას ოდენ სიკეთე ნებავს საკუთარი ქმნილებისთვის. ქრისტიანობა ასწავლის, რომ ღმერთი განგებულებითად წარმართავს ადამიანის ცხოვრებას, თუმცა, ყოველ მათგანს უტოვებს არჩევანის თავისუფლებას - მისდიოს თუ არა იმ გზას, რომელიც მან გაუხსნა.




თვით წარმატების ცნება წინააღმდეგობაშია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, რადგან ვარაუდობს რაიმე სიკეთის შემთხვევით მიღებას, საჩუქრად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. სხვა საქმეა, როდესაც ადამიანი წარმატებასა და აღიარებას აღწევს თავისი დაუღალავი შრომითა და ღვაწლით. და ეს შემთხვევითობის შედეგი კი არ არის, არამედ - ხანგრძლივი და ბეჯითი ღვაწლის, პიროვნების განვითარების, სულიერი და ფიზიკური სიძნელეების, ღმრთისგან ბოძებული ტალანტების სრულყოფის შედეგი. ეს არის ღმრთის შეწევნისა და მისი კურთხევის შედეგი.

რა თქმა უნდა, თუკი თვით ადამიანი ეძებს ამ კურთხევას და მზად არის იღვაწოს მისთვის. ამიტომაც, ქრისტიანთა შორის ხშირად შეხვდებით სულ სხვა ტიპის მიმართვას - "გწყალობდეს ღმერთი!", "ღმერთი იყოს შენთან!", "გფარავდეს ღმერთი!", "ღმერთს ებარებოდეთ!" და სხვა.

წყარო: cyrillitsa.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню