განმარტებანი - სულის რა საიდუმლოებებს მალავს ნათლისღების ყინულჭრილი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

სულის რა საიდუმლოებებს მალავს ნათლისღების ყინულჭრილი?


ანუ მართლმადიდებლური ღირებულებები წარმართობის სამსახურში

Natlisgebis yinulchrili

ავტორი: მღვდელი ანდრია ჩიჟენკო.

ეს არის სახალხო მენტალიტეტის აისბერგის წვერი, რომელიც საუკუნეთა სიღრმეშია ჩაძირული და ამ საოცარ და ძველ წარმონაქმნში თავისებურად, ქიმერულად არის გადაწნული წარმართობა და ქრისტიანობა; როდესაც ადამიანი გარეგნულად ქრისტიანია, შინაგანად კი წარმართი, როდესაც ცდილობენ ფორმალური ხილული მართლმადიდებლური ღირებულებები ჩააყენონ წარმართობის სამსახურში. ასე, მაგალითად, მკითხავს, ექიმბაშს ან ჯადოქარს თავიანთი სახლები მოფენილი აქვთ ხატებით, ხოლო თავიანთ შელოცვებში ახსენებენ წმინდანებს.

რაში მდგომარეობს კონკრეტულად წარმართობა? რაშია მისი არსი? როგორ შეგვიძლია ის გამოვხატოთ ერთი წინადადებით? - წარმართობა, ეს არის საკუთარი ვნებების წაქეზება ცოდვის ჩადენისკენ. აი რაშია მისი ნამდვილი არსი. საკუთარი ვნებების წაქეზება და მათი გაღმერთება, მათი აყვანა ღვთაებების რანგში, ცოდვის შეფუთვა მოჩვენებით "სიწმიდეში": სიძვა და ვნება - ნაყოფიერების ქალღმერთში; ამპარტავნება და ძალაუფლებისმოყვარება - ომის ღმერთებში; მუცელღმერთობა - ნადიმის საკრალურ რიტუალურ წვეულებებში, ასეთია, მაგალითად, ძველსლავური მოსახსენებელი ქელეხები.

დღეს წარმართობა ქრისტეს შობას ზეიმობს ქრისტეს გარეშე და ცდილობს ის გადააქციოს სანდომიან, შინაურულ, სიმყუდროვისა და კომფორტის დღესასწაულად.

კათოლიკური ტრადიციით ყველა წმინდანის დღე, რომელიც აღინიშნება 31 ოქტომბერს ცდილობენ გადააქციონ ანტიწმინდანების, დემონებისა და ბილწი სულების დღედ, როდესაც ადამიანები (მათ შორის ქრისტიანები) იმოსებიან ეშმაკებისა და ჯადოქრების სამოსელში (ე. წ. ჰელოუინი).

წმიდა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელის იოანეს შობას ურევენ ივან კუპალას შობასთან და დიდი მმარხველისა და ასკეტის ხსენების დღეს სვამენ, ჭამენ, ხტუნაობენ, აწყობენ ჭიაკოკონობას და მწვადებს მიირთმევენ.

ხოლო უფლის ნათლისღების, უფლის განცხადების წმიდა დღესასწაულის ნაცვლად, როდესაც მსოფლიოს განეცხადა წმიდა სამება და ქრისტემ თავისი უწმიდესი სხეულით აკურთხა წყლის სტიქიონი, რაღაც ყინულჭრილებს და წყლებში ბანაობას ზეიმობენ. საღმრთო ლიტურგიის ნაცვლად მიდიან სულ სხვა მხარეს - იქ სადაც ყინულჭრილია, შემდეგ მიაქვთ არაყი, მისი დასაყოლებელი ატრიბუტები და უკან ნახევრად გონდაკარგულ მდგომარეობაში ბრუნდებიან.

იბადება კითხვა: სად არის აქ ქრისტე? დარდიმანდები და ყოჩაღები - უცივეს ამინდში ყინულიან წყლებში ხტებიან. ამ ადამიანებს ამოძრავებთ ყალბი რწმენა, ნახევრადწარმართული დამოკიდებულება წყლის მაგიური ძალისადმი, რომელიც ამ დღეს თითქოსდა ცოდვებისგან განწმენდს ადამიანს. არ არის იშვიათობა მუცელღმერთობა და ლოთობაც. მაგრამ, სად არის აქ ქრისტე? სად არის ის, ვინც ნამდვილად განწმენდს კაცთა ცოდვებს? და სჭირდებათ თუ არა იგი ამ ნახევრად გაწარმართებულ ადამიანებს?

რატომ არავინ უსვამს თავს შეკითხვას: არის თუ არა საჭირო ნივთიერი მატერიალური აქტი - ყინულჭრილი, არაყი მწნილით და ლოთობა-ქეიფობა იმისთვის, რომ ქრისტიანულად აღინიშნოს უფლის ნათლისღებისა და განცხადების დღესასწაული?

ოჰ, რაოდენ უჭირს სულს მოწყდეს მიწიერს, რაოდენ უჭირს გადალახოს ცის ზღურბლი დედამიწაზე, ანუ - შევიდეს ტაძარში. თითქოსდა გინდა იზეიმო უფლის ნათლისღების დღესასწაული, მაგრამ ასე საუბრის დაწყება ღმერთთან ძალზედ ძნელია. უფრო ადვილია აიღო ნაკურთხი წყლით სავსე ქილა, შემოდგა ფანჯარასთან, რათა ეს დღე ენერგიით დაიმუხტოს. ადვილია ყინულჭრილში ჩაძირვა, შემდეგ კი არყის დალევა და სასიამოვნო თავდავიწყება. მაშ, რა საჭიროა ამგვარი ადამიანისთვის ეკლესიაში წასვლა? ტაძარი - ეს ხომ ცოდვის მოშორების მტკივნეული ქირურგიული ოპერაციია. იქ ყველაფერი მოგაგონებს იმას, რომ სნეული ხარ და გჭირდება ღმერთი, გჭირდება მკურნალი.

ხოლო, თუ არ გსურს დაშორდე შენს ცოდვებს? თუ შენი ჭაობი გაწყობს, რომელიც ასე გაგიმშობლიურდა? - ადამიანები მიჩვივნენ ცოდვებში ცხოვრებას და მისგან თავის დაღწევა არ სურთ.

ნათლისღების და ნებისმიერ საეკლესიო დღესასწაულზე ადამიანში ჯერ უნდა მოხდეს მისი პირადი შეხვედრა ქრისტესთან, ჯერ მასში უნდა გამოანათოს წმიდა სამების ნათელმა. მაგრამ გვსურს თუ არა ჩვენ საკუთარი სულიერი მზერა მივაპყროთ ღმერთს? გვჭირდება თუ არა ღმერთი, რომელიც ჩვენს საცხოვნებლად მოვიდა? ამ შეკითხვებს აბსოლუტური პატიოსნებით უნდა ვუპასუხოთ. საკუთარ თავში თუ ჩაიხედავთ, დაინახავთ ნაგვის უზარმაზარ გროვას და ცოდვის უმძიმეს ქრონიკულ დაავადებას. მისგან საკუთარი ძალებით ვერ გათავისუფლდები. მხოლოდ უფალს შეუძლია მისგან ჩვენი გათავისუფლება. ამისთვის განკაცდა იგი და მოვიდა სოფლად, ამისთვის შეიმოსა მონის ხატი, ამისთვის გაეკრა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით, ამისთვის მოგვევლინა, ამაღლდა და კვლავ მოვა განსასჯელად ცოდვილთა და მკვდართა.  

აი, რაზე უნდა ვიფიქროთ, უპირველეს ყოვლისა, უფლის განცხადების დღესასწაულზე.

დიდება უფალო, წმიდასა ნათლისღებასა შენსა!

წყარო: პორტალი "Православная жизнь".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню